შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოობა


24-09-2015, 15:07
ავტორი cape
ნანახია 2 850

ვდგავარ და ვუყურებ როგორ ქორწინდება ჩემი საყვარელი მამაკაცი სხვაზე.არა,ამის ატანა აღარ შემიძლია!მივდივარ ისე,რომ უკან არ ვიხედები.შევდივარ სახლში, ვაღებ კარადას და ვიღებ არაყის ბოთლს.დღეს უნდა დავთვრე, ისე როგორც არასდროს.ალბათ, უკვე ბეჭდებს ცვლიან...
ყველაფერი 3წლის წინ დაიწყო,სამსახური მჭირდებოდა და გასაუბრებაზე წავედი, პირადი ასისტენტის თანამდებობაზე.მართალია ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე,მაგრამ ამაზეც თანახმა ვიყავი.ამიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება არ მქონდა.საქმეს მმშვენივრად ვართმევდი თავს. პირადი ცხოვრება არ მქონდა, ამიტომ ბეჯითი თანამშრომელი ვიყავი. ჩემი ერთადერთი მეგობარი მარტოობაა, მგონი დაბადებიდან ჩემ გვერდითაა.პატარაობაშიც კი როცა ეზოში ბავშვები თამაშობდნენ მე სახლში მარტო ვიყავი და ვალაგებდი.მაშინ ეს არც მაწუხებდა მეგონა,რომ ასე უნდა ყოფილიყო.მშობლები გვიანობამდე მუშაობდნენ, ამიტომ ღამით მარტო ყოფნასაც მივეჩვიე.რაც უფრო მემატებოდა ასაკი მით უფრო ჩაკეტილი ვხვდებოდი.სკოლაში მყავდა რამდენიმე მეგობარი, მაგრამ ერთ დღეს მივხვდი, რომ მათ მხოლოდ დავალებების გადასაწერად ვჭირდებოდი,უნივერსიტეტშიც არ მქონდა პროგრესი.
სამსახურის დაწყება ძალიან მიხაროდა მართალია დიდ ენერგიას ვხარჯავდი, მაგრამ სულ არაფერს სჯობდა. ჩემი უფროსი სიმპატიური კაცია და მექალთანეც,ყოველდღე ვხედავდი სხვადასხვა ქალთან.გვიან მივხვდი, რომ სწორედ ის მიყვარდა, მაშინ როცა გავიგე მისი საცოლის შესახებ.როცა მივხვდი, რომ სამუდამოდ ვკარგავდი, მაშინ გაიღვიძა ჩემში გრძნობებმა.მიუხედავად ამისა , ქორწილის ორგანიზებაში ვეხმარებოდი და ვცდილობდი ყველაფერი სწორად გამეკეთებინა.მისი საცოლე ძალიან ლამაზი იყო, მე ვერც კი შევედრებოდი.ქორწილის დღეც დადგა, უფროსმა მადლობა გადამიხადა ასეთი კარგი მუშაობისთვის და მითხრა,რომ შემიძლია დავისვენო,სანამ ის თაფლობის თვეში იქნება.უფ, გამისკდა თავი იმდენი დავლიე, თუმცა არ დავმთვრალვარ.ხვალ კვირაა და დავისვენებ, ორშაბათს კი სამსახური წავალ.ასე მაინც დავივიწყებ ჩემს მარტოობას, მერე ამ სამსახურიდანაც წამოვალ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent