ჩემი გულის და ობიექტივის მთავარი სამიზნე ხარ (4)
1 კვირა ჩვეულებრივად გავიდა, ერთი განსხვავებით. ჩემს ცხოვრებაში გიორგიც გამოჩნდა, თუმცა რატომღაც სულ გავურბოდი. არ ვიცი ეს რატომ ხდებოდა, მანერვიულებდა მისი გამოხედვა, ხმა, შეხება. მუცელში უცნაური პეპლები დაფრინავდნენ. ანის რაც შეეხება, ჩვენი ურთიერთობა უფრო გაღრმავდა. ბოლომდე გავიცანით ერთმანეთი. საუკეთესო გოგოა. ვიცი რომ არასდროს მიღალატებს. ლიკა კვლავ ნერვებს მიშლიდა, მაგრამ აღარ ვაქცევდი ყურადღებას. უბრალოდ, . მისი გაჭირვება აქვს, გიორგიზე ჩაციკლებულია, ის კი ყურადღებას არ აქცევს. ვსწავლობ, ბევრს ვშრომობ. ესაა ჩემი ცხოვრება. გამოფენის წინა დღე კვირა იყო. უკვე ყველაფერი ნამეცადინები მქონდა. მისაღებში ვიყავი, ტელევიზორს ვუყურებდი როცა მამა მოვიდა. ეკა სადღაც იყო წასული. თუმცა მამას მოსვლამდე 5 წუთით ადრე სახლში გაჩნდა. წაშლილი სახე ჰქონდა, თუმცა არ დავინტერესებულვარ რა სჭირდა. მამა რომ მოვიდა, მაგიდა გავაწყვე და ორივეს დავუძახე. უხმოდ ვვახშმობდით, როცა ეკამ საუბარი წამოიწყო. - ლეო.. პრობლემა მაქვს - თან თვალები ცრემლებით აევსო. - რა მოხდა ? - ვალი მაქვს. ძალიან დიდი ვალი. - ახალი არაა ეს ჩემთვის. რამდენია ? - 5000 $ - თქვა და ცრემლები ღაპაღუპით გადმოუშვა. - რაა ? ამდენი ფული ვალად როგორ დაიდე ? ან რა იყიდე ასეთი ? - დიდი ხნისაა. დაგროვდა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ. - მამამ ჩანგალი უხეშად დააგდო და თავის ოთახში შევიდა. მე ხომ ვიცი რის ფასად დაუჯდა, რომ არ ეყვირა და არ ეჩხუბა. გული შემეკუმშა. როგორ ტანჯავს ეს დამპალი ქალი. საიდან უნდა იშოვოს ამდენი ფული ? თუმცა ქალბატონმა სულ ბუტიკებში ნაყიდი ტანსაცმელი ხომ უნდა ჩაიცვას და ბოლო დონის ტელეფონი ხომ უნდა დაიკავოს ხელში ? რატომ იტან მამა, ამდენს რატომ ? - არ შეგრჩება ეკა მამაჩემის ასე გამწარება. - ვთქვი და ჩემს ოთახში გავედი. სიმწრის ცრემლები წამომივიდა. რა უნდა ქნას ? ეკა ყველაფრის ღირსია, მაგრამ მამა ? ხომ ვიცი როგორ ეტკინა გული. როგორ მინდა დავეხმარო, თუმცა აბა მე რა შემიძლია ? ტირილში ჩამეძინა. დილით თვალები დასიებული მქონდა. უღიმღამოდ ჩავიცვი, მოვწესრიგდი. ჩანთა ავიღე, რა ჩავყარე ოღონდ მართლა არ მახსოვს. ქვემოთ ჩავედი. ანის მანქანა არ დამხვდა. ალბათ არ მოდიოდა, ამიტომ პირდაპირ გაჩერებისკენ წავედი. 2 ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული ჩემს ფეხებთან ჯიპი გაჩერდა. გიორგი იყო. - ნინი ჩაჯექი - თავი გადმოყო. უხმოდ დავემორჩილე. - დღეს ანი შეუძლოდ იყო და ვერ წამოვიდა. მთხოვა რომ წამეყვანე. - ანის რა სჭირს ? მთელი შაბათ-კვირაა არც დაურეკავს და არც მოუწერია. - არ აქვს მაგის თავი,საშინლად გაციებულია. - არ იყო საჭირო შენი აქ მოსვლა. ავტობუსითაც წავიდოდი. არ მიყვარს როცა სხვებს ვაწუხებ. - რა შეწუხება კი ესაა? 15 წუთი დამჭირდა აქ მოსასვლელად. მოიცა, გამომხედე ერთი წამით.-გავხედე. - შენ რა იტირე ? თვალები დაწითლებული და დასიებული გაქვს. - არა, უბრალოდ ცუდად მეძინა. - პროფესიონალურად ვიცრუე. - არ გამოიყურები კარგად. მგონი ჯობია სახლში დარჩე. - არა, წავიდეთ. - კარგი, როგორც გინდა. - უხმოდ ვმგზავრობდით. მართლა არ მქონდა საუბრის თავი, დიდად არც სურვილი , ჩემი ზემოთხსენებული შეგრძნებების გამო. სკოლის კიბეებს ავუყევით, ჩემში ზრდილობამ გაიღვიძა. - გიორგი - პასუხის მოლოდინში გამომხედა. - მართლა ძალიან დიდი მადლობა. ამიერიდან ანის გავაფრთხილებ, თუ სკოლაში ვერ წამოვა გამაგებინოს წინა საღამოს. შენ რომ აღარ შეწუხდე. - რამდენჯერ უნდა გაგიმეორო. მართლა არ ვწუხდები. - თბილად გამიღიმა. - ჩემი დის დაქალის მოვლა ერთგვარი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა. - მაინც გამეღიმა. კლასში შევედით. ძლივს ვახდენდი კონცენტრაციას გაკვეთილებზე. მიუხედავად იმისა რომ ყველაფერზე მქონდა პასუხი, მაინც ვპასიურობდი. მართლა არ მქონდა არც დაფასთან გასვლის და არც მოყოლის თავი. ეს ყველაფერი მასწავლებლებმაც შენიშნეს. თუმცა, მიზეზად უხასიათობა დავასახელე. ლანჩის დრო მოვიდა, თუმცა ბუფეტში არ ჩავსულვარ. საერთოდ არ მშიოდა. კლასი დაცარიელდა, სულიერად დავწყნარდი. საუკეთესო 40 წუთი იქნებოდა. 5 წუთი თავი ცივ მერხზე მედო და ვტიროდი. ვეღარ გავუძელი. ტელეფონის ვიბრაციის ხმა გავიგე, ჯიბიდან ამოვიღე, ანი მირეკავდა. წამებში დავწყნარდი და პასუხი გავეცი, რაც შემეძლო მშვიდი ტონით. - ნინი, როგორ ხარ ? - მე კარგად ანი, შენ ? რატომ არ მითხარი გაციებული თუ იყავი. - ტელეფონთან მოსვლის თავი არ მქონდა მართლა. მეგონა ვკვდებოდი. ექიმი გამოძახეს. იმდენ ნემსს მიკეთებენ და უამრავ წამალს ვსვამ - საწყალი ხმით თქვა - რა ჯანდაბამ გამაცია ასე მწარედ ვერ ვხვდები. - გამოჯანმრთელებას გისურვებ. - ბუფეტში ხარ ხომ ახლა ? - არა კლასში. - არ ვარ მე მანდ და დაგეტყო- გადაიკისკისა. - ჰო ალბათ. - რა გჭირს შენ ? მეთქი მეჩვენება-თქო. ცუდი ხმა გაქვს. თან ხასიათზეც ვერ ხარ. - არა არაფერი. ისე უბრალოდ. - ხმამაც მიღალატა და ცრემლები წამომივიდა. აშკარად დამეტყო რომ ვტიროდი. - ნუ გადამრევ ახლა. მითხარი რა მოხდა. ტირი ნინი. - ჰო. - მოვუყევი რაც მოხდა. - ჩემო საბრალო ნინი. ნუ გეშინია მე დაგეხმარები. მამაჩემს ვთხოვ. - არა, ანი გაგიჟდი ? ამისთვის არ მითქვამს. უბრალოდ ვინმესთვის რომ არ მეთქვა ვიხრჩობოდი უკვე. ეკა ყველაფრის ღირსია. მამაჩემი მეცოდება. წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ქნას. - ნუ გეშინია-მეთქი გითხარი უკვე. - არა ანი დაივიწყე ეგ აზრი. გამორიცხულია მე შენ ფული გამოგართვა. თანაც ამდენი. გთხოვ ეს აღარ მიხსენო თორემ უფრო ცუდად გავხდები. - აბა გიყურო როგორ იტანჯები ? „ანიი ნემსის დროა“ - ჩამესმა ტელეფონში ხმა. ალბათ დედამისი იყო. - ნინი, წავედი ახლა მე და მალე დაგირეკავ. იცოდე აღარ იტირო. ყველაფერი მოგვარდება. - კარგი. - რამდენიმე წამში ჩახველების ხმა გავიგე. არ მივტრიალებულვარ. ობიექტი თვითონ მოვიდა ჩემამდე. გიორგი იყო. ჩემს წინ დაჯდა და პირდაპირ თვალებში ჩამხედა. - რატომ ტიროდი და რატომ არ ჩამოდიხარ ქვემოთ? - მარტო დამტოვე რა, ძალიან გთხოვ. - კარგი რა ნინი. გეტყობა რომ ცუდად ხარ. - დაიკიდე. - ესეიგი არ შეჭამ ხო ? - გიორგი არაფერი არ მინდა. შემეშვი. - უხეში ტონით მივმართე. აბა რა მექნა ? არ დამანება თავი. - კარგი. - ადგა და ოთახიდან გავიდა. ძალიან კარგი. საწყის პოზიციას დავუბრუნდი, მერხზე თავი დავდე. რამდენიმე წუთში ნაბიჯების ხმა გავიგე. თავი არ ამიწევია. მერხზე ლანგრით რაღაც დამიდეს. ოდნავ წამოვწიე თავი. წვენი, ნაყინი და ბურგერი დავინახე. გიორგის მოუტანია. - არ მინდა-მეთქი ხომ გითხარი არა ? ლიკასთვის მიგეტანა. გაგიჟდებოდა სიხარულით. - რა შუაშია კარგი რა ? როგორ იქცევი. მოიცა, შენ მე ვერ მიტან ? - არა, გიორგი. ეგ როგორ იფიქრე ? უბრალოდ, არ ვარ ხასიათზე და არავინ მინდა.-ვერც ახლა შევიკავე ცრემლები. - შეგიძლია გული გადამიშალო ნინი. ჩემი ნდობა შეიძლება. - თითით ცრემლები მომწმინდა. გაოცებული ვუყურებდი. - არ მიყვარს, როცა ვინმეს ვეცოდები - მისი ხელი სახიდან მოვიშორე. - ადამიანებს სიამაყე გვღუპავს. - ლამის შევიშალე. ახლა უბრალოდ გაქცევა მინდოდა, სადღაც შორს. მინდოდა, მეყვირა. ბოლო ხმაზე მეყვირა და მეტირა. ცხარე ცრემლით მეტირა. ამდენი ემოციისგან ფეხზე წამოვვარდი და ფანჯარასთან მივვარდი. ცრემლებს გასაქანი მივეცი. მხრებზე შეხება ვიგრძენი და წამიერად მომატრიალეს. გიორგიმ გულში ჩამიკრა. ვერც კი მივხვდი რა მოხდა. რეაგირება ვერ მოვახდინე. გავშტერდი. ერთი ის ვიცი, რომ ეს მინდოდა, უბრალოდ მჭირდებოდა. ემოციებისგან დავიცალე. ვიგრძენი რომ ვიღაც მყავდა გვერდში. მომშორდა და თვალებში ჩამხედა, თუმცა მაინც ძალიან ახლოს იყო ჩემს სახესთან. - შენ ტირილი არ გიხდება. - ცხოვრება არ მაძლევს იმის საშუალებას ხშირად გავიღიმო. - შენ დაუკავშირებ ცხოვრებას იმ ადამიანს, ვინც შენი მუდმივი ღიმილის ავტორი იქნება. აი ნახავ. - აღარ ვიცი, ამ დედამიწაზე ჩემი წილი ბედნიერება თუ დარჩა. - დარჩა. შენ მალე იპოვი მას. დამიჯერე. წამოდი - ხელი ხელზე მომკიდა და ჩემი ადგილისკენ წამიყვანა. - თუ გინდა რომ ცოცხალი გადარჩე, შიმშილობით ამას ვერ მიაღწევ - ბურგერი სპეციალური ცელოფნიდან ამოიღო და პირთან მომიტანა. - არ მიინდაა - დავიჭყანე, თუმცა ისე უტეხად მომიტანა ტუჩებთან, ძალაუნებურად მოვკბიჩე. წვენი დავაყოლე. - მეტი არ მინდა. - შენ ასე ცოტას ჭამ ? - არ მიყვარს ჭამა. - გეტყობა.-გაეცინა.-ნაყინი დადნება. გაჭამო თუ შეჭამ ? - კარგი ჰო, ჩემით შევჭამ. - პირდაპირ თვალებში მიყურებდა. გადამცდა ლამის ჭამის დროს. - რა ღორი ხარ ნინი, მე არ მინდა ? - ჩაიბუზღუნა. ნაყინის ჭიქა მისკენ გავწიე. მე მაინც აღარ მინდოდა. - ასე არ მინდა. მე ხომ გაჭამე, იგივეს ველი შენგან . - ოო, კარგი ახლა მორჩი. რამდენი თვის ხარ მე რომ გაჭამო - გადაიხარხარა. - კარგი, აღარ მინდა. წავალ, ამ ლანგარს წავიღებ. კარისკენ მიდიოდა როცა შევაჩერე. - გიორგი - რა ? - მადლობა - გამიღიმა, თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა. მეც გამეღიმა. ამდენი ტირილის მერე ძლივს. 2 წუთში ზარი დაირეკა და ბავშვებიც ამოლაგდნენ. ინგლისური გვქონდა. საზიზღრად მკაცრი მასწავლებელი გყვყავს. ჩანთაში ინგლისურის წიგნი მოვიძიე. არ მედო, დილით ისე გამოვედი სახლიდან რა ჩავდევი არც მახსოვს. ახლა რა ჯანდაბა ვქნა ?! ჩანთაში ვიქექებოდი იმის იმედით, რომ რვეულს მაინც ვიპოვიდი. - მაისურაძე, შენი წიგნი და რვეული სად არის ? - სამწუხაროდ დამრჩა.-გვერდიდან მომესმა ხმა. უცებ გამოვფხიზლდი. გიორგი დამჯდარიყო ჩემს გვერდით, მერხზე კი წიგნი მედო. ნუთუ მან დამიდო და დაიბრალა მე არ მაქვსო ? = მერამდენე შემთხვევაა უკვე ?! - დაიწყო წიკვინი. კიდევ ერთხელ მოხდება ეს და დირექტორთან აღმოჩნდები იცოდე. გიორგიმ ძლივს შეკავებული სიცილით დაუქნია თავი. სიის კითხვა დაიწყო, მეც დრო ვიხელთე და გადავუჩურჩულე - ეს რატომ გააკეთე ? - ვერ დავუშვებდი, მაიას მწარე სიტყვების გამო კიდევ უფრო გაგფუჭებოდა ხასიათი. - გაოცებული მივაშტერდი. ხმა არ ამომიღია. როცა ახალი ტექსტის წაკითხვა დავიწყეთ, მასწავლებელმა მომმართა : - ნინო, ჩაახედე მაგას წიგნში. - გუნებაში გამეღიმა. თუ ჯობია იმან ჩამახედოს. წიგნი შუაში დავდე. ის ჩემსკენ მოიწია. ტექსტზე კონცენტრაცია ვერ მოვახდინე. სულ ახლოს იყო. ალბათ როგორ სკდებოდა ლიკა გულზე. ამდენს ვეღარ გავუძელი და გასვლა ვითხოვე. დერეფანში თავი ცივ მინას მივადე და გონება 2 წუთით გამოვრთე. მესიამოვნა. თუმცა მალევე საშინელ რეალობაში დავბრუნდი და კლასში შევედი. გაკვეთილებმა უაზროდ ჩაიარა. როგორც კი ბოლო ზარი დაირეკა, ეგრევე გარეთ გავვარდი. არ მინდოდა გიორგის წაყვანა შემოეთავაზებინა. გაჩერებისკენ ავიღე გეზი, თუმცა ჩემს გვერდით მანქანამ დაამუხრუჭა და მძღოლმა მბრძანებლური კილოთი მითხრა : - ჩაჯექი ! - არ მინდა გიორგი, მარტო წავალ. - არა არ წახვალ, ჩაჯექი. - არ მინდა-მეთქი-ხმას ავუწიე. - მანქანიდან გადმოვიდა, მკლავზე ხელი მომკიდა, სწრაფად ჩამსვა მანქანაში და კარი სასწრაფოდ ჩამიკეტა. მანქანა დაძრა. - რატომ იქცევი 2 წლის ბავშვივით ? ვერ მივაგნებდი შენი აზრით სახლს ? - პასუხი არ გამცა, არც კი გამომხედა. უტიფარი. სივრცეს გავხედე და მისკენ არცერთხელ აღარ გამომიხედავს. ჩემს კორპუსთან რომ გაჩერდა კარის გაღებას ვაპირებდი, მაგრამ ვერ გავაღე. მან ხომ ჩამკეტა ? - დღეს საღამოს გამოფენაზე ხომ მოხვალ ? - არა მგონია. გააღე მანქანა. - რას ნიშნავს არ მოხვალ ? - შემომატრიალა. - თუ არ მომინდება არ მოვალ. რა პრობლემაა ? - ნინი, ძალიან გავბრაზდები რომ არ მოხვიდე. - გაბრაზდი მერე მე რა ? - არ გადაგიშვებ მანქანიდან სანამ არ დამთანხმდები და პირობა მერე აუცილებლად უნდა შეასრულო.-ხელები გულზე დავიწყვე და გავიბუტე. მართლა არ მინდოდა წასვლა. 10 წუთი ჩუმად ვისხედით. უცებ დრო ვიხელთე და მინდოდა გამღები ღილაკისთვის დამეჭირა ხელი, თუმცა უარესი მოხდა. გიორგიმ სწრაფი რეაგირება მოახდინა ხელები გამიკავა და პირდაპირ მის მკლავებში აღმოვჩნდი. სირცხვილით ლამის დავიწვი. - აბა რას იტყვი ? მოხვალ თუ მთელი დღე ამ მდგომარეობაში უნდა ვიყოთ ? - კარგი გამიშვი, მოვალ ჰო - უკმეხად ჩავილაპარაკე. - ძალიან კარგი. - ეშმაკურად გამიღიმა და კარი გამიღო. - მაგრად მივაჯახუნე კარი. საპასუხოდ ხარხარის ხმა მომესმა. გაბრაზებულმა ავირბინე კიბეები და სახლში შევედი. ეკა დივანზე იყო წამოწოლილი. ტიროდა აშკარად ისეთი ბგერები ისმოდა. სამზარეულოში შევიჭყიტე. გაზქურაზე ნელ ცეცხლზე ქვაბიც ჰქონდა შემოდგმული. მაინცდამაინც ამხელა ვალი უნდა დაედო ამ ქალს, აზრზე რომ მოსულიყო ? - ეკა.. - ნინი მოხვედი ? უცებ კარის ხმა ვერ გავიგე- წამოდგა და ცრემლები შეიმშრალა. - წამოდი ისადილე. - არა, მადა არ მაქვს საერთოდ. მისმინე, 2 საათში გამოფენაზე ვარ წასასვლელი. საერთოდ არ მინდა იქ მისვლა, მაგრამ მიწევს. მამამ ყველაფერი იცის, ვეცდები რაც შეიძლება მალე წამოვიდე. - კარგი მაგრამ იქნებ გესადილა. ამ ბოლო დროს მთლად გახდი. - მადლობა. არ მინდა. - ეს თუ ასეთი ტკბილი იქნა, მზად ვარ მუშაობა დავიწყო და მე გავუსტუმრო ის ვალი. იქნებ ჭკუა ისწავლოს. ჩემს ოთახში შევედი. რაც მოვასწარი ვიმეცადინე. კარადა გამოვაღე. წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა ჩამეცვა. ჯერ ისედაც ბევრი არაფერი მქონდა, მაგრამ რაც მქონდა ყველაფერი სპორტული სტილის იყო. ვიფიქრე საერთოდ აღარ წავალ-მეთქი. საწოლზე პირქვე დავემხე. ტელეფონის ვიბრაციის ხმა გაისმა. ანი მირეკავდა. - ნინ, რას შვები ? - არაფერს, ვწევარ საწოლზე. არ მოვდივარ გამოფენაზე. - რაა ? რატომ ? გიორგი როგორ ელოდება შენს იქ მისვლას იცი ? - ვიცი ანი და დავპირდი მოვალ-თქო, მაგრამ მართლა ძალიან ცუდად ვარ. თან რა ჩავიცვა არ ვიცი. - უფ, ეგ რა პრობლემაა.. ახლა მე შენთან მძღოლს გამოვუშვებ, ქვემოთ ჩადი და ის მოგიყვანს ჩემთან. ყველაფერს გათხოვებ. მერე აქედან ერთად წავიდეთ. - აუ ანი, არ მინდა ასე რომ შეგაწუხო. დავრჩები სახლში. - ახლა მე მოვალ მანდ და გცემ. არ მაწუხებ-მეთქი რამდენჯერ უნდა ვთქვა ? - კარგი ჰო, მოვიდეს მძღოლი. შენ როგორ ხარ ? - უკეთ. გამოვედი მდგომარეობიდან. თან ახლა ავადმყოფობის დრო არ მაქვს. კარგი მე წავედი. 20 წუთში ეზოში ჩადი. - კარგი. - ამ ოც წუთში ინგლისურის დავალება დავწერე. მისაღებში გავედი, ეკა იქ არ დამხვდა, არც სამზარეულოში. მისი ოთახის კარზე ფრთხილად დავაკაკუნე. - ეკა. - ჰო - წამოწოლილი იყო. - მე წავედი. - კარგი - სხვა შემთხვევაში რაღაც მწარეს მეტყოდა. ეტყობა მართლა ნანობს ყველაფერს. ეზოში ჩავედი. მძღოლი უკვე მელოდებოდა. მალევე მივედით დანიშნულების ადგილას. უაზრმაზარი სახლი იყო, თეთრ ფერში გადაწყვეტილი. ძალიან მომეწონა. ეზოში შევედი თუ არა მაშინვე ანი გამომეგება და გადამეხვია. - წამოდი, სახლში შევიდეთ. - მისაღებში შემიყვანა. თვალები დამრჩა ზედ.ასეთი ლამაზი სახლი არსად მინახავს. იქ საშუალო ხნის, სასიამოვნო შესახედაობის ქალი დამხვდა. - ნინი, გაიცანი ეს დედაჩემია თეა. - ძალიან სასიამოვნოა. ანი, შენ აშკარად დედას გევხარ. - ჰო. ყველა ამას მეუბნება. - ანი ადით შენს ოთახში. მე ნინას ვთხოვ და გემრიელობებს ამოგიტანთ - თეამ თბილად გამიღიმა. - ნუ შეწუხდებით არაა საჭირო - ვუთხარი მორცხვად. - საჭიროა, საჭირო. - ანიმ ხელი მომკიდა და უზარმაზარ კიბეზე ამაჩანჩალა. მისი ოთახი ნამდვილი საოცრება იყო. უზარმაზარი, კრემისფერი საწოლით და სხვა დანარჩენი აქსესუარებით. ამ ოთახს თავისი საშხაპე ჰქონდა. ოთახს ასევე პატარა კარიც უკავშირდებოდა, ანიმ ეს კარი გააღო და სადღაც გავიდა. - გამოდი აქეთ - დამიძახა. გავედი და თვალები გამომცვივდა. ტანსაცმელებისთვის ცალკე ოთახი ? სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა ტიპის ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი ჰქონდა ჩალაგებული. გავოცდი. - აბა მიდი რომელი კაბაც გინდა შეარჩიე. - აქ იმდენი რამეა, თან ისეთი კარგები... რა უნდა შევარჩიო წარმოდგენა არ მაქვს. - კარგი მოდი, მე შეგირჩევ. რაღაც-რაღაცეები გადაქექა და 5 წუთში გამარჯვებულის სახით კრემისფერი კაბა გამომიწოდა. - ამას აი ეს მაღლები მოუხდება - იგივე ფერის მაღალქუსლიანები გამომიწოდა. - არა ანი, ესენი ცხოვრებაში არ მცმია. ვერ გავივლი. -ცადე. - დავიმანჭე, თუმცა იმდენი მოახერხა მაინც ჩამაცვა ეს 15 სანტიმეტრიანი ოხრბები. თავიდან გამიჭირდა, თუმცა 10 წუთში „დავამუღამე“. - ხედავ ? მშვენივრად დადიხარ. მიდი კაბაც გადაიცვი. - უცებ ჩავიცვი და სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე. - ეს მე ვარ ? - ვკითხე ანის გაკვირვებულმა. - პირველად გაცვია კლასიკურად ? - გაოცდა. - ჰო. - არადა, როგორ გიხდება. - მოდი დაჯექი. ტუალეტის სარკის წინ დამაჯინა და უჯრიდან მაკიაჟისთვის საჭირო ყველა ნივთი ამოაძვრინა. -აუ არა რა ! მაკიაჟი არ მინდა. - არავინ გეკითხება შენ. ხმა არ გავიგო, თორემ დაგაბამ. 10 წუთით თვალები დახუჭე და მორჩა. - კარგი რა ანი, რა მემაკიაჟება.. - გთხოოვ, ჩემი ხათრით - საწყალი თვალებით გამომხედა. - ჯანდაბას, კარგი - თვალები დავხუჭე. რამდენიმე წუთში გამახელინა. თუმცა შემომატრიალა, ისე რომ სარკეში არ ჩამეხედა. - ახლა, თმას დაგისწორებ და შეგიძლია სარკეში მერე ჩაიხედო. - ნეტავ, თუ არ გეზარება..- ჩავიბურტყუნე. - რა მეზარება, ვგიჟდები ასეთ რამეებზე. - დღეს როგორც ვატყობ, ახალი ნინი დვალი იბადება...-ამოვიოხრე და ყველაფრის მალე დამთავრების იმედით გავჩუმდი. 15 წუთში პროცედურას მორჩა და შვებით ამოვისუნთქე. - ვაიმე.. არ მჯერა. შენ ხარ ეეს ? - თვალები გადმოყარა ანიმ. მომენტალურად სარკისკენ მივტრიალდი და გაოცებული დავრჩი. ეჭვი შემეპარა ეს ანარეკლი რომელიც მიმზერდა მართლა მე ვიყავი თუ არა. მერე ერთიან სარკეში ჩავიხედე. მოკლე კაბა არასდროს მცმია, რა კარგი ვყოფივარ. ჩემს ფიქრებზე გამეცინა. - ჯობია შენც მოემზადო, გვაგვიანდება - მივმართე ანის. - აი ყველაზე ლამაზი იქნები იქ - თვალი ჩამიკრა. - შენ ვერ შეგედრები. - გავუცინე. - მორჩი რა - გარდერობში გავიდა, შავი სადა კაბა შეარჩია, თეთრი მაღლები და 20 წუთში მოწესრიგდა. არცაა გასაკვირი, მიჩვეულია. მე რომ ვინმემ ასე დამაყენოს და ამ ყველაფრის გაკეთება მომთხოვოს 3 საათი ვერ მოვაბამ თავს. საბოლოოდ, გამოვეწყვეთ და ქვემოთ ჩავედით. - გოგონებო, რა ლამაზები ხართ - გვითხრა თეამ. - ნინი დღეს იქ ყველას დაჩრდილავს - თქვა ანიმ სიცილით. - შენ არანაკლები ხარ - ხელი მსუბუქად მივარტყი. - კარგით, წადით არ დაგაგვიანდეთ. მე და მამაშენი ცოტა მოგვიანებით მოვალთ. გიომ იმდენი იწვალა საცოდაობაა არ მოვიდე და არ ვნახო. - კარგი დე, დროებით - გარეთ გავედით და ანის მანქანაში ჩავსხედით. მაღლებზე სიარული ცოტა მიჭირდა, თუმცა გარეგნულად არაფერი მეტყობოდა. პირველ ცდაზე არაჩვეულებრივად გამომივიდა, ამდენსაც არ მოველოდი. მალევე მივედით დანიშნულების ადგილას. საოცარ სივრცეში მოვხვდი, უამრავი ლამაზი ფოტო და აი, სტოპ ! დარბაზის ცენტრში ჩემი ფოტო იყო, ყველაზე დიდი. გულმა გამალებით დამიწყო ცქერა, ყველა ამ ფოტოს ირგვლივ იყო შემოკრებილი. სიხარულისგან წამით ყველა და ყველაფერი დამავიწყდა. ეს სულ რამდენიმე წამში მოხდა, მერე ჩვენსკენ მომავალი ობიექტი დავინახე, რომელშიც გიორგი ამოვიცანი. - კარგად გამოიყურები ნინი, ხო ნუ შენც არაგიშავს - ცხვირი აუბზუა დას, ეს რა თქმა უნდა ირონიით, თორემ ყველამ კარგად ვიცოდით ანი როგორც გამოიყურებოდა. - დამპალო - თბილი ღიმილი შეაგება დამ. - აბა როგორ მოგწონთ ჩემი გამოფენა ? - ჩემი ... ჩემი ფოტო - სიხარულით აღსავსე თვალებით გავიხედე იქეთ. - აბა რა, მაგ ფოტოს იმედი მაქვს მე. ვიცი რომ მოვიგებ. - არადა ერთი შეხედვით რაა ამ ფოტოში ასეთი განსაკუთრებული - ვიკითხე რიტორიკულად, თუმცა პასუხი მაინც მივიღე. - ფოტოგრაფის თვალი, მის განსაკუთრებულობას უმალ შეამჩნევს. წამოდით, ალაფუშეტი იქეთ არის. ანი მეეჭვება გეყოს, თუმცა გაუძელი დაო, მე შენს გვერდით ვარ - სიცილი ვერ შევიკავე, რაზეც დაუყოვნებლივ ანის მკაცრი მზერა მივიღე საპასუხოდ და ეგრევე გავჩუმდი, თუმცა ჩუმ-ჩუმად მაინც მეღიმებოდა. ჩემს ფოტოსთან მივედი და ახლოდან შევხედე.. თუმცა ეს იდილია ლიკას წრიპინა ხმამ დამირღვია, რომელიც გაცეცხლებული გვიყურებდა ხან მე, ხან გიორგის, ხან ფოტოს. - გიორგი, ეს რა ჯანდაბაა ?! რა უნდა ამ მათხოვარს დარბაზის შუაგულ, მთავარ ადგილას ფოტოთი რომ გამოიჯგიმა ? ხომ შეგეძლო ჩემთვის გადაგეღო ? - სიბრაზის ცრემლები ედგა თვალებში. პირი გავაღე რომ ლიკა მიმელანძღა, ჩემთვის „მოწებებული“ არასასიამოვნო ეპიტეთის გამო თუმცა გიორგიმ დამასწრო. - ჯერ ერთი, ლიკა არ გაქვს უფლება სხვა ასე დაამცირო. მერე მეორე, შენზე ბევრად უფრო ლამაზი და ფოტოგენურია. დაწყნარდი ? - ირონიულად გაუღიმა. ლიკა ჭარხალივით აწითლდა სახეზე, ამხელა დამცირებას ფაქტია არ ელოდა. სადღაც გავარდა, ალბათ ტუალეტში, ცრემლების მოსაწმენდად. წამიერად შემეცოდა, თუმცა ღირსია. აი გიორგიმ კი უკვე მეორედ გადამარჩინა მისი კლანჭებისგან, თან როგორ შემაქო. ღმერთო, რა აბდა-უბდად მაქვს ყველაფერი თავში. საათ-ნახევრის შემდეგ, როცა მსაჯებმა ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეს, შედეგიც გამოაცხადეს. დანარჩენი 7 ფოტოგრაფიც (კონკურენტები) ესწრებოდა ამ გამოფენას. მთავარი შემფასებელი სცენისმაგვარ რაღაცაზე ავიდა და ხელში მიკროფონი დაიჭირა. - ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეს კონკურსი ამ 100 მონაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ეს რიცხვი 8-მდე შევამცირეთ და დავტოვეთ მხოლოდ საუკეთესოები. მართლა რთულია მათგან მხოლოდ 1 აარჩიო. ყველანი მართლა ძალიან მაგრები იყავით. თქვენ, 8-ვე წარმატებას მიაღწევთ ამ კუთხით ეჭვიც კი არ მეპარება ამაში. თუმცა, უნდა ამოვარჩიოთ ერთი საუკეთესო. თქვენ, ყველანი გაცდით საქართველოს ფარგლებს და მოგვიტანეთ უმაგრესი ნამუშევრები თუმცა მოდი ვთქვათ ... გიორგი მაისურაძე ამ 8-დან იყო საუკეთესო ! გილოცავ. უნდა ვაღიარო, ყველაზე მეტად ეს ფოტო მომეწონა - ჩემი ფოტოსკენ გაიშვირა ხელი, სიხარულისგან ლამის გული წამივიდა. - ხალხის გამაყრუებელი შეძახილები გაისმა. მართლა მთელი გულით გამიხარდა. გიოს ყურებამდე გაეღიმა, წარმომიდგენია რა დღეში იქნებოდა ახლა, მას ხომ ასე წყუროდა გამარჯვება ? სცენაზე აიყვანეს. თასი გადასცეს და დიდი სიყვარულით მიულოცა ყველამ. გადასცეს დაპირებული პრიზიც, 10 000 $. ბოლოს, როცა ყველამ მიულოცა (სხვათაშორის ლიკამაც, სად აქვს ამ გოგოს თავმოყვარეობა...) განცალკევებით იდგა. ალბათ, ყველაფერს იაზრებდა. მასთან მივედი. - გიორგი, გილოცავ. მართლა ძალიან გამიხარდა. - მადლობა. ვიცი რომ ასე იქნებოდა. შენი დამსახურებაა. პირიქით, მე უნდა გითხრა მადლობა. - არა, უბრალოდ საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოვხვდი. მეტი არაფერი. ეს ბედისწერა იყო, რის მიხედვითაც შენ გაიმარჯვე. - ნინი .. - შეყოვნდა და თავი ჩახარა. - რა მოხდა ? - ახლა რაღაცას გეტყვი, მაგრამ არ მინდა თავი უხერხულად იგრძნო. ჩემი გამარჯვება შენი დამსახურებაა, ამიტომ თავს ვალდებულად ვგრძნობ ეს პრიზი შენ გადმოგცე - ჯიბიდან კონვერტი ამოიღო, რომელშიც 10 000$ იდო. ცრემლები წამომივიდა. - რას ამბობ გიორგი ? რა ფული ? მე რა შუაში ვარ ? რას ლაპარაკობ საერთოდ ? - ნინი, სწორად გამიგე რა ძალიან გთხოვ. - არა გიორგი, რას მთხოვ საერთოდ. რა გაგიგო ? მამცირებ.-ისტერიულად მომდიოდა ცრემლები. - დაწყნარდი, გარეთ გავიდეთ. - შეწინააღმდეგების თავი არ მქონდა. ხელი მომხვია და გარეთ გამიყვანა, საპასუხოდ სხეულში დენის დარტყმასავით რაღაც ვიგრძენი. - მაპატიე ნინი, მაპატიე.. უბრალოდ მინდა რომ მადლობა გადაგიხადო.. - ფულით ? - კარგი მაშინ ასე შევთანხმდეთ.. ეს წარმატება ორივესია. შესაბამისად პრიზიც ორივემ უნდა გავინაწილოთ. - რას გულისხმობ ? - 5000 შენია. - ყვირილს ვაპირებდი, მაგრამ გამახსენდა როგორ მჭირდებოდა ფული ახლა. მამას განწირული სახე გამახსენდა და ცრემლები წამომივიდა. ხმა ვერ ამოვიღე. - ნინი, ამით შენ შენს ღირსებას არ დაკარგავ გესმის ? - სიმწრისგან ჩავიკეცე, მან შემაშველა ხელი. – 2 წუთი გაჩუმებული ვიყავი, ბოლოს ფეხზე წამოვდექი და უემოციოდ მივაჩერდი. - ვიცი რა პრობლემაც გაქვს. ვიცი რომ მამაშენს ზუსტად 5000 ვალი აქვს. - რაა? - შოკი მივიღე. - ანიმ გითხრა ? - არა, არა. ანი არაფერ შუაშია. ტელეფონზე რომ ელაპარაკებოდი, შენთან მოვდიოდი და შემთხვევით გავიგე. შემოვედი და პირდაპირ ეგ ფრაზა თქვი. თუ ამ ფულს გამომართმევ არ იქნება უხერხული. ის უბრალოდ შენია, რომლითაც მამას დაეხმარები. -გავშტერდი, გავოცდი. აღარ ვიცი რა დამემართა. ბოლოს ძლივს ვთქვი. - სახლში უნდა წავიდე - ჩქარი ნაბიჯებით ვაპირებდი იქედან წამოსვლას, თუმცა მკვეთრად მომატრიალა და პირდაპირ გულზე ავეკარი, გავწითლდი და სასწრაფოდ მოვშორდი. - მე წაგიყვან. ასეთ მდგომარეობაში მარტოს ვერ გაგიშვებ. - არ მინდა გესმის, არ მინდა.. - ცრემლების ახალი ნაკადი წამომივიდა. - არ გეკითხები. ხელი მაგრად ჩამჭიდა და პირდაპირ მანქანისკენ წამიყვანა. შეწინააღმდეგების თავიც კი არ მქონდა. ვერავინ გაიგებდა რომ წავედი, ძალიან კარგი. ანისთან დალაპარაკების თავიც კი არ მქონდა. ღვედი შევიკარი, თავი მინას მივადე და უხმოდ ვტიროდი. არცერთხელ არ გავტრიალებულვარ გიორგისკენ. სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. ბოლოს კორპუსთან რომ მივედით გადასვლას ვაპირებდი და შემაჩერა. - მაპატიე თუ გეწყინა. პასუხი ხვალ მითხარი. - ხმა არ ამომიღია, მანქანიდან გადავედი. სახლში შევედი, თუმცა არც ეკა და არც მამა არ ჩანდნენ. არც მათ ოთახში იყვნენ, კარგია მამა ამ მდგომარეობაში თუ არ დამინახავს. სასწრაფოდ ვიბანავე, მთელი მაკიაჟი ჩამოვირეცხე სახიდან. ცოტათი დავმშვიდდი. ჩავიცვი და ფეხის ხმაც გავიგე. ალბათ მოვიდნენ. - ეკა, მაა სად იყავით ? - ჩვენს ახლობლებში მამი. - მითხრა დამწუხრებული ხმით - ვიფიქრე ფულს ვისესხებ-თქო, მაგრამ ყველას თავისი გაჭირვება აქვს. ვერაფერი ვერ ვიშოვე. - ამოიხვნეშა და ბოლოს დაამატა - სახლის გაყიდვა მომიწევს და დარჩენილი ფულით უფრო პატარას ვიყიდი. - ამას მერჩივნა ურო ჩაერტყათ ჩემთვის. სახლი სადაც დავიბადე, გავიზარდე... ე უნდა გაეყიდათ ? სახლი სადაც ჩემმა დედიკომ გამზარდა. ჩემმა საყვარელმა დედამ. ის ხომ ამ სახლის დიასახლისი იყო წლების განმავლობაში. ცრემლები წამომივიდა და ეგრევე ჩემს ოთახში გავვარდი. მამამ დიდხანს აკაკუნა ხარზე, თუმცა არ გავაღე. არ მქონდა საუბრის თავი. დიდხანს, ძალიან დიდხანს ვტიროდი. ბევრ რამეზე ვიფიქრე. მთელი ღამის განმავლობაში ალბათ საათნახევარი თუ მეძინა. დილით, თვალები საშინლად დასიებული მქონდა. სკოლაში მივედი თუ არა ეგრევე გიორგი მოვძებნე. დერეფანში განმარტოებით იდგა. პირდაპირ მასთან მივედი და ვუთხარი პასუხი, რომელიც ოღონდ არ მეთქვა და სანაცვლოდ ალბათ ყველაფერზე წავიდოდი, უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა. - თანახმა ვარ - სანაცვლოდ მისი ყურებამდე გაღიმებული სახე დავინახე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.