შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ შეგხვდი შუაღამისას (თავი 4)


24-09-2015, 20:51
ავტორი chica sol
ნანახია 3 199

მე და ლაშა ერთად გავუყევით დერეფანს.
-ჯერ ჩემს კარადაში შევინახავ წიგნებს, რაც არ დამჭირდებ...-სიტყვა შუაზე გამიწყდა, რადგან ნიკა დავინახე, კარადაზე მიყრდნობილიყო და ორ გოგონას ესაუბრებოდა. ერთ-ერთი მათგანი მაშინვე ვიცანი... ელა იყო... გოგონა სადარბაზოდან... მეორე გოგონასთვის აღარც კი შემიხედავს.
-გამოგყვები და მერე ოთახამდე მიგაცილებ. რა გჭირს ბელა? -ლაშა მე მიყურებდა და არც კი შეუმჩნევია ნიკა, რომელმაც დაგვინახა, გოგონებს გამოეყო და ჩვენსკენ წამოვიდა. მისი თვალები ბრაზს აფრქვევდა...
თავი დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით ვიგრზენი, რომელსც დასჯას უპირებდენ.
-აბა დაწყნარდი, ბელა? - მოგვიახლოვდა ნაკა და მიუხედავად მისი ბრაზისა, წყნარად იკითხა. -ვაახ... ავალიანს როდის დაუმეგობრდი?
-ლაშა შეგიძლია ქვევით დამელოდო? მალე ჩამოვალ... -მივუბრუნდი ლაშას. უნდა დამემთავრებინა ნიკასთან ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ.
-დარწმუნებული ხარ? -ისე მკითხა ლაშამ, რობ ნიკასთვის თვალი არ მოუშორებია. ისეთი ბრაზი და აგრესია იფრქვეოდა მისი მზერიდან რომ გამცრა.
-კი , გთხოვ. -შევევედრე...
ლაშა გაბრუნდა და უსიტყვოდ ჩაუყვა კიბეებს... დაძაბულობისგან სხეული დაჭიმვოდა...
-ბელა, იცოდე გაფრთხილებ, -ლაშა თვალს მოეფარა თუ არა მეშინვე მეცა და შემანჯღრია ნიკამ. - დღეიდან ავალიანთან ათი მეტრის რადიუსში რომ დაგინახო, ყელს გამოგჭრი. გაიგე? -მაშინვე თავისი ჩვეული მუქარა ჩართო „საუბარში“ ნიკამ.
-თავი დამანებე, ეს შენ არ გეხება, - გავიბრძოლე გასანთავისუფლებლად, მაგრამ სულ ტყუილად...
-ნიკა აქ რა ხდება? ეს გოგო ვინაა? -მოგვიახლოვდა ელა, რომელსაც ჩვენი „ჯიკაობა“ შეემჩნია.
ნიკამ უხმოდ გამიშვა ხელი, მაგრამ ისევ მკაცრად მიყურებდა.
-მე. ელა ვარ, თქვენ ვინ ხართ? - ახლა მე მომიბრუნდა ნიკასგან დაიგნორებული ელა.
-ბელა. -მხოლოდ ამის თქმა შევძელი. „ როგორც ჩანს აქ ვიღაც ზედმეტია და ნეტავ, შენ ხომ არა, ბელა?" - ისევ ჩაისისინა გესლიანად ჩემმა ალტერეგომ.
-ბელა? - აშკარად დაიბნა ელა და ნიკას მიაშტერდა. -ნუთუ ეს ის ბელაა? აბა დავშორდი, აღარ მიყვარსო? -დაუკივლა ნიკას.
თავს ისე საშინლად ვგრძნობდი.მხოლოდ ის მინდოდა მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე...
-ელა მოკეტე და სცენებს ნუ მიწყობ. ახლავე ოთახში წადი... -დაუღრიალა ელის ნიკამ.
ვხედავდი, ნერვებისგან როგორ კანკალებდა ელა... მიუხედავად ამისა, მაინც უხმოდ მიბრუნდა და წავიდა. მეგობარი გოგონაც უკან გაეკიდა...
-ღმერთო ჩემო, მგონი ბოდიში უნდა მოგიხადო... -ჩავიცინე ირონიულად.- ჩემი აქ ჩამოსვლით ხომ არ აგირიე დაწყობილი ურთიერთობები?
ზედ აღარ შემიხედავს, გამოვბრუნდი და კიბისკენ წავედი.
კიბესთან მისულს ნიკა წამომეწია, ხელი წამავლო და კედელზე მიმაჯაჭვა. მის ხლართებს ვერსად გავექეცი.
-ბელა მიყვარხარ და არ ვაპირებ ელას გამო შენს დაკარგვას შეიგნე. - ხელი ნიკაპზე მომავლო და ტუჩებზე დამაცხრა, მეორე ხელი წელზე მომაჭდო და თავის სხეულზე ამიკრა...
ვერ ვგრძნობდი ამ კოცნიდან ვერანაირ სიამოვნებას. არც სიხარული, არც ვნება, არც სიყვარული, და არც ჯრუანტელის მსგავსი არაფერი მიგრძვნია, ზიზღი და სიძულვილი ვიგრძენი მხოლოდ...
ვერაფერს ვაკეთებდი ... შებოჭილი ვიყავი... ჩემს წინააღმდებობას არაფრად აგდებდა... წელზე მოხვეულ ხელს ისე ძლიერად მიჭერდა, ვეღარ ვსუნთქავდი. მუშტები კიდევ ერთხელ მივართყი მკერდზე, მაგრამ ისევ არაფერი...
და უცებ ნიკა ვიღაცამ მომაშორა... სუნთქვა შეკრული და საყრდენ გამოცლილი დავვარდი ძირს. თავი ავწიე და დავინახე ლაშას მოქნეულმა მუშტმა, თითქმის უგონიდ დასცა ნიკა იატაკზე.
-გაჩერდი, რას აკეთებ?- როგორც შემეძლი ხმამაღლა ვიყვირე... გული გამისკდა როცა დავინახე, რომ ნიკას ცხვირ-პირიდან სისხლი სდიოდა. ფეხზე ვერ წამოვდექი და ასე მუხლებზე მივხოხდი ნიკასთან...
-ნიკა... როგორ ხარ? თვალები გაახილე...- ნიკამ შემომხედა თუ არა ამოვისუნთხე, მეგონა გონს ვეარ მოვიდოდა. - ადექი. -ხელი შევაშველე...
-ბელა, თავი დაანებე, წამოდი. -ხელი მომკიდა ლაშამ.
-თავი დამანებე. -განზე გავხტი. არ ვიცი რა დამემართა... ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებდი... - შენ ვერ ხვდები საკუთარ თავს ბევრის უფლებას რომ აძლევ? -დავუყვირე ლაშას.- არც ერთი აღარ გამეკაროთ გასაგებია?
უკან გამოვბრუნდი და კიბეები ჩავირბინე... დავინახე რამდენიმე სტუდენტი, რომელიც შორიდან აკვირდებოდა ამ სანახაობას. ალბათ ხმაურზე გამოვიდნენ... ესეც საჭორაო თემა...



ჩემს ოთახამდე სირბილით მივედი. შევედი და კარი მოვიჯახუნე. კართან გავჩერდი... არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ ვეღარ ვინძრეოდი... თითქოს გადატვირთვა მჭიდებოდა... თითქოს საკუთარ სხეულს გამოვეყავი და მასზე კონტროლი დავკარგე. ვხედავდი, ელენე როგორ მადევნებდა თვალს... მგონი, მკითხა კიდეც, რა გჭირს, ცუდად ხომ არ ხარო, მაგრამ ვერ ვპასუხობდი... მგონი არც კი მესმოდა... ან მესმოდა და ვერ ვაანალიზებდი ვერაფერს... არ ვიცი... დავინახე როგორ გავიდა სააბაზანოში ნაგრამ ისევ ისე დავრჩი გაშეშებული...
არ ვიცი, რამდენ ხანს ვიდექი ასე, მაგრამ ბოლოს მოვიფიქრე და საწოლზე დავჯექი. აზროვნება მიბრუნდებოდა... ელენეც გამოვიდა სააბაზანოდან და გვერდით მომიჯდა...
-ბელაა, რა გჭირს? წეღან მარტო დაგტოვე. ვიფიქრე, მოგიხდებოდა მარტო ყოფნა... აქაურობა უკვე ნერვებს გიშლის? რა ხდება მომიყევი... რატომ ტირი? - თან მხრებზე მეფერებოდა ელენე... მამშვიდებდა...
-უბრალოდ, ამ ყველაფრის გაძლება მიჭირს... -ამოვისლუკუნე... თურმე ავტირებულვარ...
-მომიყევი...-შემომთავაზა.
- ახლა ამის თავი არ მაქვს, საღამოს მოგიყვები კარგი?- ღრმად ვსუნთქავდი და ცოტა დავმშვიდდი.
-კარგი... აუ, იცი შენზე კურსზე უკვე ლაპარაკობენ, უცნაური გოგოაო... აი, მე კი უფრო მოწყენილს ვიტყოდი... -აშკარად ჩემს გართობას ცდილობდა ელენე.
-რას გულისხმობ? -რაღაცნაირად ყური მომჭრა ამ „უცნაურმა გოგომ“.
-რა ვიცი. ვხედავ, ლაშა ავალიანი თავს გევლება ორი დღის ჩამოსულს, ბავშვებმა თქვეს დერეფანში ნიკა სვანიძეს ეჩხუბებოდაო... აქეთ, დათო სულ შენს სახელს გაიძახის, რა მაგარი გოგოაო...
„დათო? ა, გამახსენდა ლექციაზე რომ გავიცანი“
-დათო არ ვიცი, მაგრამ მაგ ორის სახელის გაგონებაც აღარ მინდა... -ამოვთქვი გაბრაზებულმა...
- ლაშაზე და ნიკაზე ამბობ? - მაინც განაგრძო ელენემ. აუ, ლაშა რა მაგარი ბიჭია ხო? საოცრად სიმპატიურია. რა ნაკვთები აქვს და მერე როგორი ტანი... ორი წელია აქ სწავლობს, მაგრამ არც ერთ გოგოს არ აქცევს ყურადღებას... თავიდან გოგოები ბუზებივით ეხვეოდნენ, მაგრამ ისეთი გამოხედვა აქვს , რაღაცნაირად საშიში, რომ ვეღარ ეკარებიან და მხოლოდ შორიდან ეტრფიან... - ჩაიცინა ელენემ. საშიში გამოხედვა? ჯერ გამიკვირდა, მაგრამ მერე გამახსენდა, დერეფანში როგორ მიშტერებოდა ნიკას ... სწორედ რომ საშიში გამოხედვა ჰქონდა... -აქ არავისთან მეგობრობს... ვიღაცამ თქვა, მაგას სხვა მეგობრები ჰყავს და ჩვენ თავს არ გვიყადრებსო... მეც დავინახე რამდენჯერმე, რომ გვიან გადის ხოლმე გარეთ. -მისმა სიტყვებმა თან გამაოცა და თან ჩამაფიქრა... ელენე კი არ ჩუმდებოდა. - არც დათოა სხვათაშორის ნაკლები ბიჭი... აუ. ბელაა...
-რა? - ურეაქციოდ ვკითხე ისევ ლაშაზე ვფიქრობდი...
-დათო ძალიან მომწონს. აი, ძალიან, ძალიან. სიმპატიურიც არის, მეგობრულიც, თავაზიანიც, კონტაქტურიც... -ჩამოარაკრაკა ელენემ. როგორც ჩანს, მართლა მოსწონდა... - აი ნიკას კი ვერც მე ვერ ვიტან. მექალთანეა... არც ერთ გოგოს არ უშვებს ხელიდან. დროს არ კარგავს, გარეწარი... მაგის ძმაკაცმა თქვა საქართველოში ჰყავს შეყვარებულიო... ნეტავ ის საცოდავი მანახა რა, მაგას რომ უძლებს...
-ელენე გეყოფა რა... გაჩერდი... -წამოვიძახე ჩემდა უნებურად... -აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი...
-კარგი, მაპატიე...-დაიბნა ელენე.
-არა, შენ მაპატიე. ძალიან გაღიზიანებული ვარ. დავისვენებ და გადამივლის... -საწოლზე მივწექი.
-კარგი... მე კურსელ გოგონებთან ერთად კაფეში გავდივარ. თუ გინდა წამოდი. -შემომთავაზა.
-არა, გმადლობ... მირჩევნია დავისვენო. -არც კი მიფიქრია განძრევა.
-კარგი . -ელენემ პიჯაკი მოიცვა და ხელჩანთით გავიდა გარეთ.
მეკი კომფირტულად მოვეწყე საწოლზე. ფიქრებმა წამიღო... რატომ თქვა ელენემ ლაშაზე ჩაკეთილიაო? არადა და ჩემთან ურთიერთობას ხომ თავად ცდილობდა? რატომღაც მესიამოვნა ეს ფაქტი.
ჩემს თავზე გავბრაზდი და ფიქრების თავიდან მოშორების მცდელობაში ჩამეძინა.



ელენე დაბრუნების შემდეგ მთელი საღამო აწრიალებული იყო... მისი არყოფნის დროს მეც დავმშვიდდი, ალბათ გამოძინებამაც მიშველა... ახლა თავი ჩარგული მქონდა წიგნში და თან ჩუმად ელენეს ვუთვალთვალებდი. ვიცოდი რაც აღელვებდა, ბოლოს გვერდით მოვისვი და ყველაფერი მოვუყევი...
-ანუ, ამ საღამოს ლაშა ავალიანთან პაემანი გაქვს? -გაოცებული ჩანდა...
-მთლად ასეც ვერ ვიტყოდი... -რატომღაც ჩემს ხმაში იმედგაცრუება შევნიშნე და ეს არ მომეწონა...
-შენ რა არ მიდიხარ?- თვალები დამიქაჩა ელენემ.
- არც კი ვიცი დღევანდელი დღის შემდეგ, როგორ მოვიქცე... - გამოვუტყდი.
-ოო, კარგი რა... შენ ვერ ხვდები? ის ერთადერთი ხარ, ვინც ლაშამ პაემანზე დაპატიჟა. - აღფრთოვანებულმა წამოიყვირა.
-ეს არაა პაემანი. ჩვენ დამეგობრებას ვცდილობთ...- თავის მართლებასავით გამომივიდა...
-კი, როგორ არა... -ჩაიცინა. -ახლავე ადექი და წადი. ხელით მიბიძგა კარისკენ.
ქურთუკი მოვიცვი და გარეთ გავედი...



სახურავის კარის გაღებისთანავე, იქით გავიხედე, სადაც დღეს მე და ლაშა ვიჯექით, მაგრამ არავინ დამხვდა. რა თქმა უნდა... არც ველოდი რომ მოვიდოდა... მე ხომ ვაწყენინე... გული დამწყდა... არ ვიცოდი რატომ ვეპოტინებოდი იმ ადამიანს ასე, რომელიც სულ რაღაც ორი დღის წინ გავიცანი?
წასვლა დავაპირე, მაგრამ თვალი მოვკარი ხედს... გინახავთ ღამის ნიუ-იორკი? ეს იყო საოცრება... თვალი ვეღარ მოვწყვიტე. მივედი და ისევ „ჩემს“ აგდილზე დავჯექი... ისეთი სიმშვიდე სუფევდა, ავდრის წინ რომ იცის...
-ლამაზია არა? -უკნიდან ლაშას ხმა მომესმა.
-ძალიან...- ჩემმა ხმამ იმაზე მეტი სიხარული გამოხატა, ვიდრე ველოდი... სასწრაფოდ გავჩუმდი, მასაც რომ არ შეემჩნია...
-მეგონა არ მოხვიდოდი...- ჩაილაპარაკა წარბშეკრულმა ...
-მოვედი... -მაშინვე შევეპასუხე. -ლაშა, გთხოვ მაპატიე რა, არ ვიცი რა დამემართა...
-დაივიწყე... -გამაწყვეტინა. - თქვენს საქმეში არ უნდა ჩავრეულიყავი... შენ სიმართლე მითხარი...
-არა, არ მითქვამს... -წამოვიძახე სასწრაფოდ...
- მოკლედ, რაც იყო, იყო... დაივიწყე. უნდა წავიდე, მეჩქარება... -მითხრა და კარისკენ გადადგა ერთი ნაბიჯი.
-მეგონა, რაღაც უნდა გეჩვენებინა...- სასწრაფოდ ვუთხარი. არ ვიცი რას ვაკეთებდი... საუბრის გაწელვას ვცდილობდი? არ მინდოდა დამეკარგა ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც გვერდით დამიდგა. არ მინდოდა ჯერ არდაწყებული ურთიერთობა, ასე დასრულებულიყო...
-შენ უკვე ნახე. -ღიმილით მითხრა და ნიუ-იორკის ხედს გახედა.
მეც გავხედე ხედს და მერე ისევ ლაშას შევხედე, ისიც მიყურებიდა... ხმას არ ვიღებდით... სიჩუმე უკვე აუტანელი გახდა...
-მეგონა დავმეგობრდებოდით... - მე მომიწია დაწყებამ. - ახლა კი ისე გართულდა ყველაფერი...
-ასეა, ჩვენი მეგობრობა არ შეიძლება... -დამეთანხმა. -მართლაც რთულადაა ყველაფერი.
-ნიკასთან ჩხუბს გულისხმობ ხომ? - ჩავეძიე...
-ფიქრობ შენთან იმიტომ არ ვიმეგობრებ, რომ ნიკასთან ჩხუბს ავცდე? -მკაცრად შემომხედა...
დავიბენი... დასტურად თავი დავუქნიე... ხმის ამოღება ვერ შევძელი...
-ძალიან შემცდარარ... - იმედგაცრუებულმა მითხრა...
-მაშინ, ამიხსენი რა ხდება... - ახლა მე ვცადე შეტევა...
- არა... მაინც ვერაფერს მიხვდები... -დამძახა, შებრუნდა, წავიდა და სახურავის კარი ზრიალით გაიხურა...
მე კი გაოგნებული, მარტო დამტოვა სახურავზე...
****
ბავშვებო...
ისევ თავიდან ვამატებ ამ თავს. სამწუხაროდ გუშინ წაიშალა და...
ველი თქვენს შეფასებებს სულმოუთქმელად...
და არ დაგავიწყდეთ, რომ ძალიან, ძალიან მიყვარხართ ყველაა...
თქვენი მარიამი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent