შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბარიერი. -16-


25-09-2015, 00:13
ავტორი ჯია
ნანახია 5 200

-კოტე, გამიშვი გთხოვ! -ვკიოდი.. სიმწრისგან ვტიროდი..- შემეშვი.. -ვცდილობდი ძლიერი სხეული მომეშორებინა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა.. ქამრის შეხსნა დაიწყო..
უცებ წამოვხტი, სულ სველმა გავიღვიძე, სიზმარი აღმოჩნდა და შვებით ამოვისუნთქე. გარემოს მოვავლე თვალი, ჩემს ოთახში აშკარად არ ვარ. წამოდგომას ვაპირებდი, როდესაც პალატის კარი გაიღო და მაქსიმე შემოვიდა.
-შენ რა დგები? - უცებ მომვარდა და საწოლში დამაბრუნდა.
-აქ რა მინდა? -ვკითხე ინტერესით.
-მძიმე ფორმის ტვინის შეტრყევა გაქვს, ხვალ საღამოს გაგწერენ, მაგრამ ერთი თვე უნდა იწვე. -ვითარებაში გამარკვია მაქსიმემ.
-გამორიცხულია, ერთი თვე ვერ ვიწვები. უამრავი საქმე მაქვს სამსახურში. -გავაპროტესტე მდგომარეობა.
-ნუ ჯიუტობ, საქმე შენს ჯანმრთელობას ეხება. -მკაცრად მითხრა და საწოლის გვერდით სავარძელზე ჩამოჯდა. -თავი ხომ არ გტკივა? -მკითხა მზრუნველად.
-არა. -ვუპასუხე და კედლისკენ შევატრიალე თავი. ყველაფერი გამახსენდა, სიზმარი კი არა რეალობა იყო, რომელიც ღამის კოშმარად მექცა. ცრემლები დაუკითხავად წამსკდნენ.
-მაპატიე, გთხოვ.. ვერასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს, რომ წამოსვლის უფლება მოგეცი. შენ მაინც მაპატიე.. -მაქსიმე მომიახლოვდა და თავი მისკენ გამატრიალებინა.
-შენ რა შუაში ხარ? -ამოვიხავლე და ტირილის კიდე ვუმატე.
-ვერ დაგიცავი, წასვლის უფლება მოგეცი.
-თავს ნუ იდანაშაულებ. არაფერი მომხდარა, ისეთი.. - მაქსიმეს დამშვიდება ვცადე და ხელი ჩავკიდე.
-ხო, მაგრამ.. -სათქმელი ვერ დაასრულა, ოთახში ანეტა და ლენუკა შემოვიდნენ.
-რა გჭირთ, ხალხნო? კოტე სხვა პალატაში წევს, შენ აქ ხარ.. რა დაგემართათ? -ანერვიულებული მომიახლოვდა ანეტა. კოტეს სახელის ხსენებისას შევამჩნიე როგორ დაიძაბა მაქსიმე და ძარღვები დაეჭიმა, ხელი კიდევ უფრო ძლიერად მოვუჭირე და ადგომის საშუალება არ მივეცი.
-მერე მოგიყვები. -ავხედე ანეტას.
-სესილია და ანამარიაც მოდიან. -ლენუკამ ხელებზე დაგვხედა მე და მაქსიმეს, იმ წამსვე გავუშვი ბიჭს და უხერხულად შევიშმუშნე. მალევე, დემეტრეც შემოვიდა.
-შენც იქ იყავი? -გაოცებულმა მკითხა დემემ.
-სად?
-კოტე რომ ცემეს. -ისევ გამახსენდა ყველაფერი და ცრემლები მომადგნენ თვალებზე, ამაზე მაქსიმემ ვეღარ მოითმინა და დემეტრე გარეთ გაიყვანა ყველაფერს აგიხსნიო.
-მეტყვი რა მოხდა, ადამიანო? -ანეტა საწოლზე ჩამომიჯდა.
-კოტემ ჩემზე.. ძალა.. -ხმამაღლა გამეორება ძალიან მიჭირდა. - ძალადობა სცადა, მაგრამ მაქსიმემ მომისწრო. -ამოვიხავლე და ისევ ტირილი ამივარდა.
-მე.. მე..- აბლუკუნდა ჩემი დაქალი და უცებ გულში ჩამიკრა. -არ ვიცი, რა გითხრა. დაწყნარდი.. ახლა ყველაფერი კარგად არის! - ლენუკაც მოგვიახლოვდა და მოგვეხვია ორივეს. მე ვტიროდი, გოგოები კი მეფერებოდნენ და ცდილობდნენ დავეწყნარებინე. მიხარია, რომ ჩემ გვერდით არიან, მაგრამ ვიცი რომ ამ სტრესის გადატანა მარტო მომიწევს.
-როგორ ხარ, ტაისია? - პალატაში შეშინებული სესილია შემოვიდა ანამარიასთან ერთად.
-ახლა უკეთ. -ცრემლები მოვიწმინდე და ძალით გავუღიმე მეგობარს.
ანერვიულებული სახეებით ისხდნენ და მიყურებდნენ, ხანდახან თუ მკითხავდნენ მტკიოდა თუ არა რამე. როგორც ჩანს წასვლას არ აპირებენ, არადა ეს სიტუაცია უფრო მრთგუნავს. მათ თვალებში სიბრალულს ვხედავ ჩემ მიმართ, რასაც ჭკუიდან გადავყავარ და მაღიზიანებს! მაქსიმე და დემეტრე არ გამოჩენილან, იმედია სისულელეს არ ჩაიდენენ..
-უკაცრავად, პაციენტს დასვენება სჭირდება. - ექთანი შემოვიდა პალატაში და ჩემს მეგობრებს მორიდებულად გაუღიმა.
-რომ დავრჩე არ შეიძლება? -იკითხა ანეტამ.
-სამწუხაროდ, არა. ნუ ღელავთ, კარგად მივხედავთ. - ეს გოგონა მიყვარს! მეგობრები დამემშვიდობნენ და პალატა დატოვეს. შვებით ამოვისუნთქე, ახლა შემეძლო თავისუფლად დავცლილიყავი ემოციებისგან და ცრემლები მათ ჭკუაზე მივუშვი.
რანაირად შეუძლიათ ასე მოიქცნენ? და რამდენი ქალი ხდება ყოველდღიურად ძალადობის მსხვერპლი, ყველას ჩემსავით ხომ არ უმართლებს? ისე დაუცველი და უსუსური თავი არასდროს მიგრძვნია, როგორც მაშინ...
კარები გაიღო და მაქსიმე შემოვიდა. ცრემლები მოვიწმინდე და გაკვირვებულმა გავხედე.
-როგორ ხარ? -მკითხა და გამიღიმა.
-ნორმალურად. როგორ შემოგიშვეს?
-მეუღლეს ღამით დარჩენაც შეუძლია. -თვალი ჩამიკრა და საწოლზე ჩამომიჯდა.
-ოხ, მაქსიმე..-მის საქციელზე გამეღიმა, ცოტა მეუცხოვა ეს მდგომარეობა. -დემეტრე სად არის?
-გაიგო რაც მოხდა და.. მოკლედ, ძლივს დავაკავეთ, სახლში წაიყვანა ანეტამ. შენთან შემოსვლა ვეღარ გაბედა.
-კარგი რა, რა საჭიროა ამხელა ამბის ატეხა.
-მოდი სხვა რამეზე ვილაპარაკოთ, კარგი? -ჩემი ხელი თავის ხელებში მოიქცია და რამოდენიმეჯერ მაკოცა.
-არ გინდა დარჩენა კარგი? არ მინდა პრობლემები შეგიქმნა. -ავხედე მორიდებულად.
-შენ მე პრობლემებს არასოდეს შემიქმნი. -თმები გამისწორა და გვერდით მომიწვა, მეც უსიტყვოდ ჩავიწიე, რომ კომფორტულად დაწოლილიყო.
-დავიძინოთ, კარგი?
-კარგი. -მითხრა და შუბლზე მაკოცა.

სად წამოვბოდიალდი ამ სიბნელეში, რა მინდოდა? ტაქსიც, რომ არ ჩანს? უცებ ფეხებთან მანქანამ გამიჩერა და იქედან გაღიმებული კოტე გადმოვიდა. მაშინებს, რატომ მაშინებს მისი ეს ღიმილი?
-არ მომიახლოვდე. -ვუთხარი დამფრთხალმა და უკან დავიხიე, ის კი ისევ მიღიმის და ჩემკენ მოემართება. უცებ მანძილი დაგრძელდა და გაქცევის საშუალება მომეცა. მეც მომენტით ვისარგებლე და გავიქეცი.. ერთხელ მივიხედე უკან და კოტე ისევ ახლოს იყო, მე კი მეგონა რომ უკვე რამოდენიმე კილომეტრი გავირბინე. არადა მართლა გავრბოდი, მთელი ძალით გავურბოდი, მაგრამ ის ისევ ახლოს იყო. ისევ წინ გავიხედე და გასაქცევად მოვემზადე, როცა წინ მაქსიმე შემეჩეხა. მივვარდი და მაისურში ჩავებღაუჭე. -არ დამტოვო.. არა..

-ტაისია, გაიღვიძე.. ტაისია.. -მაქსიმეს ხმამ გამომაღვიძა, ბიჭის მაისურს ვებღაუჭებოდი და ხელს ძლიერად ვუჭერდი. -დაწყნარდი, ჩემო ლამაზო, ეს მხოლოდ სიზმარი იყო. -თავზე მეფერებოდა და შუბლზე მკოცნიდა. აფორიაქებული ვიყავი, ისტერიკული ტირილი ამიტყდა. აღარ შემიძლია.. -ჩშშ.. ეს მხოლოდ სიზმარი იყო, სიზმარი.. -მაწყნარებდა მაქსიმე. -შენთან ვარ.
-არ დამტოვო.. -ამოვიხავლე და კიდევ უფრო ძლიერად ჩავეჭიდე.
-არასოდეს!


დილით სახლში გამწერეს, ანეტას და ლენუკას აღარ დაველოდე. ვუთხარი, რომ პირდაპირ სახლში მოსულიყვნენ. შხაპი მივიღე და ისევ საწოლში დავწექი, ამასობაში გოგონებიც მოვიდნენ.
-სახლში გავალ მოვწესრიგდები და ისევ დავბრუნდები. -გავიგონე როგორ უთხრა მაქსიმემ ანეტას და კარი გაიხურა. ჩემთან ლენუკა იყო.
-ჩაი და ტოსტები მოგიმზადე. -სინით ხელში შემოვიდა ანეტა.
-არ მშია, მადლობა. - გავუღიმე დაქალს და ბალიში შევისწორე.
-ტაისია, ახლა თუ არ იკვებე ნორმალურად ძალებს ვერ აღიდგენ.
-დადე და მერე შევჭამ.
-ოხ, რა ჯიუტი გოგო ხარ! -ამოიხვნეშა და სინი გვერდით დამიდო.
-დემეტრე სად არის? -მოვიკითხე სიძე, მართლა მეშინია ცხელ გულზე რამე სისულელე არ ჩაიდინოს. ვახსენე და კარების ხმაც გავიგე.
-ალბათ, დემეტრეა.- წამოდგა ანეტა და კარების გასაღებად გაემართა.
ოთახში ისეთი დემეტრე შემოვიდა, რომელიც არასოდეს მენახა. სულ თეთრი იყო, თვალებჩაცვენილი, აშკარად ეტყობოდა ნერვიულობა.
-შეგიძლიათ, მარტო დაგვტოვოთ? -მიმართა ცოლ-შვილს, ისინიც უხმოდ გავიდნენ. დემე მომიახლოვდა და საწოლთან ჩაიმუხლა თავდახრილი.
-შენი ერთი სიტყვა მინდა და წამებში ავასრულებ. -მითხრა ხმის კანკალით.
-დემე..
-მეტყვი, რომ მოვკლა? მოვკლავ! -არ მაცადა არაფრის თქმა და ამჯერად უფრო მტკიცე ხმით მითხრა.
-დემე, უბრალოდ შეეშვი. რაც მოხდა, მოხდა. ვერაფერს შევცვლით. შენ კიდევ ნუ ხარ ეგრე, გთხოვ.
-თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
-შენ რატომ? -გამაგიჟებენ ეს კაცები.
-ჩემი ძმაკაცია.. იყო. -უცებ ჩაასწორა ნათქვამი.
-არაფერ შუაში ხარ და გეყოს თვითგვემა. შემომხედე თვალებში. -თავი ავაწევინე. -არაფერი მჭირს, მალე გამივლის და ისევ გავაგრძელებ ცხოვრებას ჩვეულებრივად. შურისძიებით არაფერი შეიცვლება.
-ტაისია, ძალიან მიყვარხარ. -უცებ წამოდგა და მომეხვია.
-ჩემი ყველაზე მაგარი სიძე. -მეც ხელები მოვხვიე დემეს.
-ჩვენც გვინდა. -ოთახში შემოცქრიალდნენ ჩემი გოგონები და წამებში შემოგვიერთდნენ.
-დამიანე გვაკლია. -ვთქვი ხვევნა-კოცნას, რომ მოვრჩით და გამეცინა.
-დამიანე მალე დაგვიცავს ყველას. -გაეცინა ლენუკასაც.
-ახლა ჭამე. -ისარგებლა მომენტით ანეტამ.
-არ მშია! -ხელები გადავიჯვარედინე და ბრაზიანმა ავხედე დაქალს.
-დამიანეზე მეტი ჭკუა კი არ გაქვს. -ხელი ჩაიქნია დემემ.
-აი, დაბრუნდა ძველი სიძე. -გადავიკისკისე და საწოლის თავს მივეყრდენი.
-დიდი ხანი ნუ გაჩერდები ეგრე, მალე დაწექი.
-უკვე მაღიზიანებ, ანეტა! -წარბი ავუწიე დაქალს, რომელმაც დანებების ნიშნად ხელები აწია.
ვატყობდი, როგორც ცდილობდნენ გავემხიარულებინე. მეც არაფერს ვიმჩნევდი და მათთან ერთად ვიცინოდი, ჩემი ტკბილი ოჯახია. მადლობა, რომ ისინი ჩემს ცხოვრებაში არსებობენ. უკვე შუადღე იყო და ცოტა არ იყოს დავიღალე, კარების ხმა მომესმა.
-ვინმეს ელოდებით? -გადმოგვხედა დემემ.
-მაქსიმეს. -გაუღიმა ლენუკამ მამას და კარების გასაღებად გავიდა.
-კარგი ბიჭია მაქსიმე. -ორაზროვნად ჩაილაპარაკა დემეტრემ და ეშმაკურად გამომხედა.
-ჰმ.. -ცხვირი ავიბზუე და თვალი ავარიდე.
-საჭმელს არ ჭამს და იქნებ შენ მაინც დაგიჯეროს. -ლაპარაკით შემოვიდნენ ოთახში ანეტა და მაქსიმე.
-ანეტა, 2 წლის ბავშვივით ნუ მექცევით. -უკვე მართლა ვბრაზდებოდი, არ მიყვარს ზედმეტი მზრუნველობა. მაქსიმემ წარბაწეულმა გადმომხედა. -37 წლის ქალი ვარ და როგორმე ჩემით გადავწყვეტ ვჭამო თუ არა. -ნიშნის მოგებით ვუთხარი მეგობრებს, ისე რომ მაქსიმესთვის თვალი არ მომიშორებია.
-შენს მდგომარეობაში, შენით ვერაფერს გადაწყვეთ. -აუღელვებლად გამცა პასუხი მაქსიმემ და სინი აიღო. -ახალი გაუმზადე, ანეტა. -ხელებში შეაჩეჩა ჩემს დაქალს და საწოლზე წამოკოტრიალდა. -დიდი ხანია ეგრე ზიხარ?
-დილიდან. -ჩამიშვა საკუთარმა ნათლულმა.
-დამატებითი ერთი თვე უნდა ეტყობა, რომ იწვეს. -თქვა დემეტრემ. ამათ მგონი მართლა 2 წლის ბავშვი ვგონივარ. გაბრაზებულმა გადავავლე თვალი ოთახში მყოფებს, ყურებიდან ლამის ბოლი გამოვუშვი. სახეშეუცვლელად ნელ-ნელა ჩავცოცდი საწოლში.
-აი, დამჯერე გოგო. -მითხრა მაქსიმემ და შუბლზე მაკოცა. ახლა მართლა გავსკდები!
-არ მჭირდება ძიძები, თქვენ მე მართლა დამიანე ხომ არ გგონივართ? -ისევ გავაპროტესტე, როცა ოთახში ანეტა შემოვიდა სინით.
-ახლა მართლა 2 წლის ბავშვივით ჯიუტობ, ტაისია და გეყოს! -მკაცრად მითხრა ანეტამ.
-თორემ ტაკოზე მოგცხებთ. -გადაიხარხარა დემეტრემ და როგორც ყოველთვის შეძლო ჩემი გაცინებაც.
-აუ, კარგით რა, ხალხნო.. -ამოვიწუწუნე და საბანი თავზე გადავიფარე. -არ შევჭამ!
-გავს ახლა ეს 37 წლის ქალის საქციელს? - ირონიულად იკითხა მაქსიმემ, რამაც ყველას სიცილი გამოიწვია. -ტაისია დეიდა, თქვენი ჭამის დროა! - მოვკლავ, მოვკლავ, გეფიცებით ფეხზე, როგორც კი დავდგები ამ ბიჭს მოვკლავ. საბნიდან მხოლოდ თვალები გამოვაჩინე და მკვლელი მზერა ვესროლე მაქსიმეს. -ოჰ, შემაშინე. -გაეცინა ბიჭს.
-ძიძამ დამირეკა, დამიანეს სიცხე ჰქონია. უნდა გავიდე და შევეცდები დავრბუნდე. -ოთახში შემობრუნდა ანეტა, როდის გავიდა ეგ ვერ გავიგე.
-რა დაბრუნდე გაგიჟდი? წადი, მიხედე ბავშვს. -აღელვებული წამოვჯექი და ღრმად ამოვისუნთქე. აშკარად ჟანგბადის ნაკლებობაა საბნის ქვეშ. -თქვენც, წაყევით. -გადავხედე დემეტრეს და ლენუკას.
-მართლა წადით. მე მივხედავ, ტაისია დეიდას არ ინერვიულოთ. – „დაამშვიდა“ მაქსიმემ ჩემი მეგობრები და მალევე გააცილა ისინი.
როგორც კი შემობრუნდა საძინებელში, ბალიში თავში გავუქანე.
-სხარტი მოძრაობებისგან თავი შეიკავეთ, ტაისია დეიდა. -დასრულებული არ ჰქონდა ნათქვამი, მეორე ბალიშიც რომ გავუქანე. -ვგიჟდები, რომ მწარდები. -გაიცინა და საწოლზე ჩემს მხარეს ჩამოჯდა.
-სადისტი ხარ? -გულიბრყვილოდ ვკითხე.
-ალბათ. -გაეცინა და ბალიშები ზურგს უკან ჩამილაგა. შემდეგ კი კისერში გემრიელად ჩამკოცნა, ხელებზე ტაომ დამაყარა, რისი დაფარვაც ვერ მოვახერხე და ბიჭსაც არ გამორჩენია მხედველობიდან. -ახლა ვჭამოთ. -გამიღიმა და სინიდან ერთი ტოსტი აიღო. თვალებში ვუყურებდი ჯიუტად მაქსიმეს და პირის გაღებას ტოსტის ჩასაკბეჩად არც კი ვფიქრობდი. -ჭამე, თორემ დაგსჯი! -მკაცრად მითხრა და ტოსტი ტუჩებთან მომიტანა, სახე ფანჯრისკენ გავატრიალე. -გამოჯანმრთელება არ გინდა? -ტოსტი თეფშზე დააბრუნდა ბიჭმა და თავი მისკენ გამაწევინა.
-კი. -ვუთხარი დასჯილი ბავშვივით.
-მერე შიმშილობით რომ ვერ გამოჯანმრთელდები? – 2 წუთი კიდევ ვუყურე და ბოლოს მაინც დავნებდი ჩემი ხელით ავიღე ტოსტი და ჩავკბიჩე. მიჭირდა ღეჭვა, თავის ტკივილი მაგიჟებდა.
-ვერ ჭამ? - მკითხა მზრუნველად. უარის ნიშნად თავი გავაქნიე და თან ჩემდაუნებურად ცრემლი გადმომვარდა თვალიდან. უცებ მომეხვია ბიჭი და მთელი სახე სწრაფად დამიკოცნა. -როგორ დაგეხმარო მითხარი რა.. -ხმა აუკანკალდა მაქსიმეს. -არ შემიძლია შენი ეგრე ყურება.
-წამალი დამალევინე. -ვცადე გამეღიმა, სიტუაციის გასანეიტრალებლად. არ მინდოდა ჩემი მდგომარეობა ასე ტრაგედიად ქცეულიყო, მერე რა ტვინის შერყევა ვის არ ჰქონია. ეს კი ისე განიცდიდა გეგონებოდა, ვკდები. არადა რო კითხო ძლიერი სქესის წარმომადგენელია.
მაქსიმე ოთახიდან გავიდა და ცოტახანში წამლებით, წყლით და იოგურტით ხელში დაბრუნდა.
-აი, ეს ტკივილგამაყუჩებელი დალიე ჯერ და მერე იოგურტი მაინც ჭამე. - ერთი ტაბლეტი თავისი ხელით ჩამიდო პირში და წყალი დამალევინა.
-დაღლილობას ვგრძნობ და ვერ ვხვდები რატომ. -თავი ბალიშზე დავდე და თვალები მივნაბე.
-დილიდან სტუმრიანობა გაქვს და იმიტომ. -მითხრა და იოგურტი გახსნა.
-ავუკრძალო მეგობრებს მოსვლა? -გამეცინა და მის გამოწვდილ კოვზიან ხელს დავხედე.
-ნუ უყურებ ეგრე, ჭამე, გემრიელია. -გამიღიმა და მაჭამა. - არა არ აუკრძალო, მაგრამ ბევრი ხმაური და თან დიდ ხანს, არ შეიძლება შენთვის.
-აი, წარმოიდგინე, რომ დავბერდები ასე მოგიწევს სულ მოვლა. - უცებ რაც გავიფიქრე, ხმამაღლა გავაჟღერე.
-მე არ მომბეზრდება შენი მოვლა. და შენ თუ ამ დონემდე მიხვალ, მეც საკმაოდ მოხუცი ვიქნები და ორივეს მოგვივლიან ჩვენი შვილები. - არსებობს რამე საიდანაც ეს ბიჭი გამოსავალს ვერ იპოვის?
-პატარა ხარ ჯერ, ზღაპრების ისევ გჯერა. -გავუღიმე და იოგურტის ბოლო ლუკმა გადავყლაპე.
-გეძინება ახლა შენ და ბოდიალებ რაღაცეებს. - თვალები დამიბრიალა და საბანი შემისწორა.
-ხო რა, დავიძინებ. -კომფორტულად მოვკალათდი და თვალები დავხუჭე.
-ტკბილი ძილი. -შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.


---------------------------
ვიცი, რომ ძალიან ძალიან ძალიან დავიგვიანე და საშინელი გოგო ვარ. გპირდებით, რომ დღეიდან მაქსიმუმ ორი დღე დამაგვიანდეს და თავებსაც გავზრდი. მართლა ვერ ვიცლი ხოლმე, რა გავაკეთო :(
ძალიან მომენატრეთ და უზომოდ მიყვარხართ!
ველი შეფასებას....
პ.ს. მადლობა მოთმინებისთვის და კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში..



№1 სტუმარი gvanca davitaia

Dzalian kargi tavi iyo da 17tavi male dade ra velodebi dzalian mainteresebs.

Sheni noembris wvimac wavikitxe da dzaan momewona da ar dagvagalato male dade shemdegi tavi

 


№2  offline წევრი Firefly

ძალიან კარგი იყო
--------------------
M.T

 


№3  offline წევრი Indigo

დიდება შენ გამოჩენას :D მე კიდე მეშინოდა არ შეწყვიტოსთქო ისტორია :D ველი შემდეგ თავს!!! <3
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

ოჰ,როგორ დაძაბე სიტუაცია.ეს მაქსიმე მაგარი ტიპია,ზღაპრების ისევ სჯერაო wink ბოლოს გამეცინა ტაისიაზე.საყვარლები არიან და საინტერესოა.

 


№5  offline მოდერი ჯია

მადლობა, ბავშვებო love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent