ამაყი ქალბატონი 7 (დასასრული)
ზამთარი იყო, მაგრამ არც გაუსაძლისი სიცივე, როგორც ჩანს თოვას აპირებდა. უჩვეულოდ ჩამოდგა მშრალი სითბო და გაყინული, გაშავებული ტოტები ჩამოალღო. დილით დედამთილს ესაუბრა. ცოტა დაამშვიდა ქალმა და შვილიშვილი მოიკითხა. ანიტა და ზაზა მასთან წავიდნენ, არ უნდოდათ შვილმკვდარი და ისედაც გამწარებული მარტო ყოფილიყო. ბავშვს თბილად ჩააცვა ნატომ და თალხით დაფარულ სხეულზე მიიხუტა. ცრემლებს ვერ იკავებდა, წელიწადიც არ იყო გასული რაც იაგო დაკარგა და უკვე რამდენი რამ მოხდა. -წავედით ?-კარი შეაღო თათიამ და ჩარჩოს აეყუდა. ფიქრებიდან უცებ გამოერკვა ნაცნობი სილუეტის დანახვისას და სევდიანი თვალებით გახედა ნაღვლიან მეგობარს. -კი თათია, რატი როგორაა?-ჩახლეჩილი ხმით იკითხა და ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა. -არ მკითხო, დღევანდელ დღეს როგორ გადაიტანს არ ვიცი.-ხელი ჩაიქნია და რემლიანი თვალები ძირს დახარა. -ჩემი ბრალია, ყველაფერი ჩემი ბრალია,-ნიკაპი აუკანკალდა ნატოს და ინერტულად საწოლზე ჩამოჯდა. -ისევ არ დაიწყო რა , ძალიან გთხოვ . შენი კი არა რეზის ბრალია, ეჰ, მე რომ თავის დროზე გამბედაობა მქონოდა, აქამდე საერთოდ არ მოვიდოდა საქმე. გული მერევა საერთოდ რომ წარმოვიდგენ მაგასთან გატარებულ ერთ წუთსაც კი . შენ იყავი გიგას მთელი შეგნებული ცხოვრების აზრი.. შენ წარმოიდგინე მჯერა რომ მართლა ბედნიერი იყო სიკვდილის წინ,-ვერც თათიამ შეიკავა ცრემლები და თავი მხარზე მიადო ქალს ,-ახლა წავიდეთ კარგი ? არ მინდა რატი მარტო დავტოვო . ,-უძლურად დაუქნია თავი და ოთახიდან ბავშვიანად გავიდა. * * * ნაცნობი გზა, ნაცნობი ჭიშკარი და კენჭებით სავსე ბილიკი . ჭრიალით შეაღეს უკვე დაჟანგებული კარი და რიგ-რიგობით შევიდნენ სიჩუმეჩამოწოლილ სევდაში. ადგილი სინასწარ ამოეთხარათ მესაფლავეებს .საოცარ სიმწარეს იწვევდა გორად დახვავებული მიწა, მიწა რომელიც ახალგაზრდა მამაკაცის გულზე დასაყრელად იყო გადადებული .თათია მეუღლეს გვერდით მიჰყვებოდა და მხარს უმაგრებდა. გრძნობდა როგორ უკანკალებდა მთელი სხეული. გრძნობდა ამოუსვლელი ცრემლები ძარღვებში დაურბოდნენ და სისხლით ყველა უჯრედამდე მიტანილი მთელ არსებას ატკიებდნენ. ფეხს ითრევდა ნატო და ხალხს უკან მოჰყვებოდა, თუმცა გზის დაგრძელებას რა აზრი ჰქონდა? რატი პირზე იფარებდა ხელს რომ არ ეღრიალა. ეგონა სხეულის ნახევარს ატანდა. ფილტვებში ისე უჭერდა თითქოს მასთან ერთად ეთხოვებოდა კრიალა ცას. ბოლოჯერ მიატანა თვალი გაცრეცილ სახეს და თათია მიიჯინა მხარზე. ჩუმად სლუკუნებდა ნატო და შვილს მაგრად იკრავდა გულში. ერთიანად იფეთქა ცამ და თეთრი ფიფქები გადმოყარა. გათოვდა საოცრად, ფოთლისხელას ბარდნიდა,მაგრამ თბილოდა. იმ გიგას გულივით თბილოდა უგონოდ რომ იყო ნატოზე შეყვარებული. იმ გიგას გულივით ყოველ მის დანახვაზე თვალებში რომ წყალი და სითბო ერთად უდგებოდა.რატის ხელები უკანკალებდა. უნდოდა ხელი შეეშლალა მესაფლავეებისთვის . უნდოდა მისულიყო და ეყვირა რომ ეშლებათ , რომ ეს მისი გიგა არ არის და სურათი შეცდომით დახატეს შავ გრანიტზე, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი სიმართლე იყო. მწარე რეალობა და უნდოდათ თუ არა დაუდნობლად ეჯახებოდა მათ. მთელი კორპუსით შებრუნდა რომ არ ეყურებინა. მიწაც ვერ მიაყარა. ნაცრისფერმა დღეებმა ჩვეული ადგილი დაიკავა მათ ცხოვრებაში. სახლში მისულ ნატოს ერთი-ორად დაცარიელებული ეჩვენა იქაურობა, ბავშვს აჭამა და მიცვალებულის სახელზე ლოცვები წაიკითხა. ყვითელი ალის წინ ყოველ დილასა და საღამოს ერთად ახსენებდა საუკეთესო მეგობარსა და საყვარელ ქმარს. უნივერსიტეტში კარგა ხანია აღარ მისულა. იცოდა მომავალს ინგრევდა, მაგრამ ასე აეწყო მისი უბედური ცხოვრება. ბავშვის ვინმესთან დიდი ხნით დატოვებას სიკვდილი ერჩია. მუდმივად დაისადგურა ნატოს სხეული დაკარგვის, მისთვის ძვირფას ადამიანთან საუკუნოდ განშორების შიშმა. *** იაგოს წლისთავი და გიგას ორმოცი ერთ დღეს დაემთხვა . მაშინ თუ თოვდა ახლა აპრილი აფეთქებულიყო თეთრი ვაშლისა და ტყემლის ყვავილებად. თუმცა, მიუხედავად ამ სითეთრისა ნატოს სხეული და თალხი განუშორებელ ნაწილად იქცა .ჯერ გიგას საფლავზე გავიდნენ, მერე-იაგოსკენ .უნდოდა დიდხანს დაჩენილიყო. ყვავილები შეასწორა ქვიშიან ზედაპირზე და შავი ჩუქურთმებით შემოსაზღვრული კვარდატი დატოვა. -თათია გაყევი ნატოს კარგი ? მე მანქანაში ვიქნები, რაღაც კარგად ვერ ვგრძნობ თავს.-ჩუმად უთხრა ცოლს და პასუხს დაელოდა. -ხომ კარგად ხარ რატი ? რა გჭირს ?-შეშინებულმა თვალებში ჩახედა თათიამ და საყელოზე დაეჭიდა. -არაფერი , არ ინერვიულო... უბრალოდ თავი მტკივა,-ოდნავ გაუღიმა და მარჯვენა ხელით თმა გადაუწია ყურზე. -არც იფიქრო ცუდად ყოფნა , არც გაბედო მაგის გაფიქრება.-თვალები დახუჭა და შუბლი ტუჩებზე მიადო. იგრძნო როგორ მოედო ზურგს რატის მკლავები და დამშვიდდა. -დასჯილი ხარ , დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე მოგესაჯე .-მტკივნეულად გაუღიმა და თავზე აკოცა . ნატომ მანქანისთვის განკუთვნილ საბავშვო სავარძელში ჩასვა გიორგი და იაგოს საფლავისკენ დაიძრა. ცალ ხელში მიხაკები ეჭირა , თეთრი მიხაკები. ერთიანად დაეჯახა არარსებულ სიცივეს ნაცნობი წარწერის განმეორებით წაკითხვისას. წარწერისას, რომელიც მის გულს თავისუფლად ფეთქვის და გახარების საშუალებას არ აძლევდა. -უცნობი ჯარისკაცის საფლავი, ნეტა მართლა უცნობი იყო ჩემთვის,-გულში ფიქრობდა და თვალს ვერ წყვეტდა იქაურობას. ერთი ქალი უვლიდა კიდევ ამ საფლავს მის გარდა . ასე იყოფდნენ , იმას თავისი შვილი ეგულებოდა, ნატოს-ქმარი. ბავშვის სავარძელი სურათის გვერდით დადგა და ყვავილების დასაწყობად ქვაზე ჩამოჯდა. -ჩემო სიცოცხლევ შენი საყვარელი ყვავილები და ჩვენი პატარა მოგიყვანე . -ფრთხილად გადაუსვა ქვას ხელი და დადენილმა ცრემლმა ღარი დააჩინა დათორილ გრანიტს,-რას არ გავიღებდი ახლა აქ მყოლოდი, შენც დაგენახა ეს პატარა სიცოცხლე ახლა გვერდით რომ მოგისვი . მჯერა რომ გრძნობ მის სითბოსა და სურნელს. გპირდები ყოველთვის მოვუყვები . ეცოდინება როგორი მამა ჰყავდა. როგორ მინდა ახლა შენზე ასე შორიდან არ მიწევდეს საუბარი. მოუშუშებელ ტკივილად მექეცი ჩემო გაუხარებელო, ჩემო გულო. დაცარელებული ნახევარი დავდივარ შენს შემდეგ. ვერ ვაჯერებ თავს, რომ აღარ მყავხარ.ყველგან მელანდები ჩემო დღენაკლულო. სიზმარში მაინც მოდი ჩემთან. ასე მთლად მარტოობისთვის ნუ გამწირავ. ნუთუ ასე გაგაბრაზე იაგო ? იქ დაინც დამენახე, მომენატრა შენი ნახვა. მაპატიე ჩემო თუ რამე გაწყენინე.-ჩუმად სლუკუნებდა და მიწას ცრემლებით ასველებდა. -მოვა ეს ცრემლი შენამდე, აუცილებლად ჩამოაღწევს , სულ აქ მეყოლები,-გულზე მიიდო ხელი ნატომ,-გპირდები სულ ჩვენთან მეყოლები. * * * ერთი წელი გავიდა იმ აფეთქებიდან.ერთი წელი რაც ღმერთმა თითქოს ახალი სიცოცხლე აჩუქა. ერთი წელი რაც ცდილობს და წვალობს ძველი ცხოვრება გაიხსენოს. ერთი წელი რაც სიხარულისა და ტანჯვის ჭიდილშია. ხელზე მაჯის საათი გაიკეთა, შესასვლელში ტუმბოზე დალაგებულ თეთრ მიხაკებს ხელი წამოავლო და სადარბაზოსთან მომლოდინე ტაქსში ჩაჯდა.ნელ-ნელა ახსენდებოდა მომენტები ცხოვრებიდან . ძირითადად ომის ეპიცენტრში ყოფნის დროინდელი . ის ქალი დღესაც არ ამოდის თვალებიდან. გრძნობს რომ ორგანიზმშია მისი სახე ამოუსვლელად დაბეჭდილი. რადაც არ უნდა დაუჯდეს გადაწყვეტილი აქვს მოძებნოს. სამშობიაროს საბუთების გადაქექვა და თვეობით არქივში ჯდომა რომ მოუწიოს მაინც.უჩვეულოდ იყო აფორიაქებული. ყვავილები მუხლებზე დაილაგა, მარჯვენა ხელი ღია ფანჯრის ჩარჩოს ჩამოადო და მასზე დაყრდნობილმა ქუჩას გახედა. მთელი გზა ისრესდა ნიკაპს და არეული თვალებით იყურებოდა,წამით ისევ ამოუტივდივდა ქალის სახე გონებაში. ოღონდ არა უკვე ნანახ სიტუაციაში, ეს ადრე იყო, სადღაც გაზაფხულისას.მის სახელს იძახდა და გრძნობდა როგორ აფორიაქებდა თითოეული ბგერის წარმოთქმა. -ნატო, ნატო,- ჩუმად იმეორებდა თავდახრილი,-უნდა გნახო, აუცილებლად უნდა გნახო. ვიცი რომ მჭირდები, ვიცი რომ გვერდით უნდა მყავდე,-ნელ-ნელა უასკეცდებოდა გულისცემა, ცდილობდა გონება დაეძაბა და მეტი რამ წარმოედგინა,მაგრამ ამით უფრო იღლებოდა. -შვილო, ხომ კარგად ხარ?-მზრუნველად იკითხა ხანში შესულმა ტაქსის მძღოლმა და მხარზე მზრუნველად ჩამოუსვა ხელი. -კარგად ვარ , კარგად-ღრმად ამოისუნთქა, სხეული მოადუნა, თვალდახუჭული სკამზე ჩაცურდა და ფართე მტევნები ღონიერად დაისვა მუხლებამდე. ერთიანად მოშვებული სხეული ძლივს გადმოაწყო მანქანიდან. მძიმედ შეაღო ჭრიალა კარი და თეთრ ბილიკს გაუყვა უცნობი ჯარისკაცის საფლავისკენ . შორიდანვე შენიშნა ორი სილუეტი. თვალები დააწვრილა, რომ კარგად გაერჩია , თუმცა წერტილებივით მოსჩანდნენ შორიდან. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ აღიქვა ორი ახალგზრდა ქალი. არასდროს უნახავს ისინი აქ, იცოდა მარტო თედოს ახობლები რომ არ დადიოდნენ,მაგრამ პირისპირ არასდროს შეხვედრია სხვებს . ბოლო მოსახვევში შეუხვია და თვალი ჰკიდა ჟღალ თმებს , თითქოს კილომეტრიდან იგრძნო სურნელი და ისევ აერია გონება.ერთ-ერთი მოტრიალდა და გაშეშდა. გაფართოებული თვალებით უყურებდა იქვე მდგომს და თვალსაც არ აფახულებდა .მიხვდა ეს გოგონაც იცნობდა. ქარბორბალასავით დატრიალდა მოგონებები. გარემოს აღქმა უკვე ნულის ნიშნულამდე იყო დასული. ხელი სასაფლაოს მოაჯირს ჩასჭიდა რომ არ წაქცეულიყო ნატოს დანახვისას. ცხოვრება დახუჭულ თვალებს მიღმა დაუტიალდა, ყველაფერი უდუღდა, სისხლი თითქოს აუჯანყდა და უკუღმა დაუწყო სიარული სხეულში. გული და მუცელი ეწვოდა, ფეხები დაუბუჟდა და მჩხვლეტავმა შეგრძნებამ მოიცვა თავიდან-ბოლომდე. ეგონა თავის ქალა ახადეს და ყველაფერი ერთად ჩაუყარეს შიგნით. ისე გამოეცალა ძალა მიხაკები ხელიდან გაუცვივდა. * * * ცრემლები შეიმშრალა ნატომ და ადგომას აპირებდა გახევებულ თათიას რომ ჰკიდა თვალი.ერთ ადგილას იდგა და თვალსაც არ ახამხამებდა. უკვე ფეხზე წამომდგარმა უნებურად გაიხედა სავარაუდო სამიზნისკენ და ადგილზე გაქვავდა. აბუყბუებული კივილი ფეხის თითებიდან დაიძრა და ქალის მთელ სხეულს დაეპატრონა. კისერში ამოსული დასახრჩობად გაეხიდა, საცრემლედან ერთი წვეთი გადმოუგორდა და ნიკაპაკანკალებული იქვე დაეცა. თათიამ აღარ იცოდა რა ექნა. გაკვირვებისგან სხეული გაშეშებოდა, მაგრამ ნატოს მდგომარეობამ შეშინა. მაშინვე თავს ქვეშ შეუცურა ხელი და ლოყაზე რამდენჯერმე მსუბუქად მოარტყა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა კაცმა მათკენ. -არ მოგვიახლოვდე , წადი,-იყვირა თათიამ და გულწასულ მეგობარს მიუბრუნდა,- მოჩვენებაა, გველანდება ... ნატო გაიღვიძე რა გთხოვ , თვალები გაახილე,-ჩუმად ბუტბუტებდა და ყურებს უზელდა. -ნატო,- ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა იაგომ და ჭიშკარში შევიდა. -არ მოხვიდე არა , -ისევ განწირული ხმით იკივლა ქალმა და აკანკალებული ხელით ტელეფონის ნომერი აკრიბა. იაგო გაშეშებული იდგა და არ იცოდა რა გაეკეთებინა, ბავშვის ტირილი გულს უწურავდა, მაგრამ შეშინებული ქალის კიდევ უფრო მეტად დაფრთხობა არ უნდოდა. მოაჯირს მიეყუდა და თავზე მაგრად მიიჭირა ხელი. -რატი,-ნერვიულად ჩასძახა და ლამის უბრძანა მალე მოდიო. მეუღლის დასმულ კითხვებზე არც უპასუხია ისე მოისროლა მობილური და ნატოს მიუტრიალდა,- გაიღვიძე, თვალი გაახილე , ნატო .-ყურთან უჩურჩულებდა და ირწეოდა. გულამოვარდნილი მოვარდა მამაკაცი და ლამის შეგლიჯა პატარა ჭიშკარი. -რა გჭირს თათია, ან ნატოს რა მოუვიდა, -იქვე ჩაიმუხლა და კითხვები მიაყარა.თათიამ შეშინებული თვალები გააპარა კიდესთან ჩაკეცილი მამაკაცისკენ. -მგონი გავგიჟდით რატი, გთხოვ შეხედე და მითხარი, რომ არ მოგვლანდებია. გთხოვ,-ცრემლიანი თვალებით გახედა მეუღლეს და მუდარა გაურია ხმაში.რატიმაც მაშინვე გაიხედა , თუმცა რამის თქმას ვერც მან მოაბა თავი. -იცანი ? იაგოა არა ?-ჩუმად უთხრა და თვალებში ჩააშტერდა. -ჯანდაბა, რა ხდება,- ანერვიულებულმა ჩაილაპარაკა . ვერ გადაეწყვიტა მიახლოებოდა თუ ასე შორიდან ეყურებინა კარგა ხანს. თათია უკვე სასწრაფოს გამოძახებას აპირებდა სუსტად რომ გაახილა ნატომ თვალები. რატი ატირებული ბავშვისკენ წავიდა და სავარძლიდან ხელში გადაიგორა პატარა. ნატო გველნაკბენივით წამოფრინდა მომხდარის გახსენებისას და პირველ რიგში გიორგი მოიქცია მკლავებში. შეშინებულმა რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან და მოაჯირს აეკრა. სასაფლაოსთვის დამახასიათებელი სიჩუმე და მდუმარება სუფევდა ირგვლივ. იაგო ნელა დადგა ფეხზე და ცრემლიან თვალები მოავლო საყვარელ ქალს. უნდოდა მისკენ წასულიყო, მაგრამ შეჩერდა. -არ მომეკარო გთხოვ... ვინ ხარ ? შენ ჩემი ქმარი ვერ იქნები. ჩემი ქმარი აქაა დამარხული. მიწა დავალპე იმდენჯერ დავიტირე. შენ იაგო ვერ იქნები ,-ცრემლები თქორად მოდიოდა თვალებიდან და უსუსურ შვილს გულზე იკრავდა,-მოჩვენება ხარ , ნამდვილი მოჩვენება.არ იტირო დე, დედიკოს ძლიერო ბიჭო . შენ ტირილი არ შეგფერის,-გიჟივით ბუტბუტებდა და პატარს არწევდა. -არ ვარ მოჩვენება, გთხოვ ,-უნდოდა მათკენ წასულიყო და ხელით შეხებოდა, მაგრამ ცოლის გადარეულ თვალებს რომ გადააწყდა ,თან გაახსენდა საავადმყოფოში ჩვილით ხელში გაცოფებული რომ დაინახა მიხვდა ისევ მის სასარგებლოდ სჯობდა ახლა აქედან წასვლა. რატი ნელა დაიძრა მისკენ, შიშით შეახო ხელი მხარზე, თითქოს ყოველწუთს ელოდა რომ ზმანებული სულის წინ მდგარი აღმოჩნდებოდა .სიცივემ დაუარა შეხებისას და თავს ძალა დაატანა გული რომ არ გასკდომოდა. ვერ ვიჯერებ ,-თვალებში ჩახედა და თავი გააქანა. ჯანდაბა, რა ხდება ამიხსნის ვინმე ? -იყვირა და თვალებში შეხედა. -მე ცოცხალი ვარ ,-დამაჯერებლად ჩაილაპარაკა იაგომ და მზერა გაუსწორა,-სხეულით ცოცხალი ვარ, მაგრამ შინაგანად ცოცხალმკვდარი. -რატი წავიდეს, გთხოვ უთხარი წავიდეს სანამ ფსიქიატრიულში არ ამოვყავი თავი , -იყვირა და სლუკუნი აუვარდა. თავდახრილი შებრუნდა იაგო და გალახული ბავშვივით ბანცალით გაუყვა ქუჩას უსიტყვოდ. ეგონა ტვინი ამოუბრუნეს. თვითონაც აბნეული იყო, ერთი წელი სიბნელეში ცხოვრობდა და ორ წუთში ყველაფერი ერთიანად გაახსენდა. თავზე ხელისგულები მაგრად მიიჭირა თვალები დახუჭა და იქვე ჩაიკეცა. -ღმერთო ჩემო , როგორ შემეძლო ეს დამვიწყებოდა. რას დაემგვანა ჩემი ცხოვრება,- ტაქსის მძღოლმა თავი შეახსენა და კარი გააღო. -შვილო, რამე გჭირს ? შემიძლია დაგეხმარო?-გულწრფელად წუხდა შუახნის მამაკაცი. -ნეტა შეგეძლოთ,- ცრემლიანი თვალებით ამოხედა და ფეხზე დადგა. უსიტყვოდ დაჯდა უკანა სავარძელზე . უგულოდ უკარნახა მისამართი და თავი სავარძლის საზურგეს გადაადო. მთელი ტვინი უბჟუოდა. თითქოს ერთი წლის გაჩერებული ქარხანა ერთიანად გაეშვა და ყურებს ხელსაწყოთა მუშაობოს შეუჩვეველიგუგუნი უხშობდა. კინოკადრებივით ტრიალებდა მთელი ცხოვრება. მამამისი და მისი და გაახსენდა, გულზე ისე მოუჭირა ეგონა ეკლის ბეჭედი შემოუჭირეს. მერე ნატო , მერე დედა.. მერე ისევ ნატო. სახლში ისე შევიდა გონება არ მიჰყოლია გავლილ გზას. გასაღები იქვე მიაგდო, შუქის ასანთებს გვერდი ჩაუარა და სიბნელეში ორი მეტრის გავლის შემდეგ სამზარეულოს უხეშ სკამზე მოწყვეტით დაეშვა. უნდოდა დაელია, მთელი ალკოჰოლური სასმლის მარაგი გამოეცალა თუ რამე გააჩნდა სახლში, მაგრამ თავი შეიკავა.საძინებელში უსიცოცხლო ნაბიჯებით გაფლატუნდა და ფეხსაცმელებიანად გადაწვა გასწორებულ ლოგინზე. -ნეტა ის ბავშვი ვისია? ნეტა სხვისი ცოლია? -გულ-მუცელი ჩაწევა ამის გაფიქრებაზეც კი, მაგრამ მაშინვე შეეწინააღმდეგა საკუთარ აზრებს და იმაზე ფიქრით უარესი დაემართა , რომ მისი შვილი მასთან სიახლოვის გარეშე მოევლინა ქვეყანას. როგორ ჩამოტოვა ბედნიერებას ცხოვრებამ . ყველფერი გაახსენდა, ყველაფერი, გული მოუკვდა ცოლის შეშინებული თვალების გახსენებისას, საავადმყოფოში რომ ნახა და მის გვერდით არ იყო, არადა რაღაც უჭირდა, მზერაში ეტყობოდა დიდხნიანი დარდი. სევდის ნაკვალევი ღრმად აჩნდა ღია ფერის კამკამა თვალებს და ტკივილი დაჰყვებოდა თითოეულ მოძრაობას. ეშინოდა, ეშინოდა რომ ვერ მიიღებდა. მარჯვენა ხელი ბალიშს წამოავლო და თავზე გადაიფარა. შუქები მთელ სახლში ჩამქრალი იყო, იდეალური სიჩუმე ნისლივით ჩამოწვა ოთახებში, ერთი შეხედვით უნაკლო გარემო იყო დაღლილ ადამიანს წამებში უნდა ჩასძინებოდა, მაგრამ მთელი ღამე თეთრად გაათენა . ყველაფერი უტრიალებდა დახუჭულ თვალებს მიღმა და მოვლენები თავისთავად ეწყობოდა ტვინში. თავადაც რთულ მდგომარეობაში იყო. არანაკლებ რთულში ვიდრე ნატო. ბნელი ოთახიდან ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ კაშკაშა სინათლეზე გამოსვლა და თან ნათებისთვის თვალის გასწორება მოგეხსენებათ რა რთულია.ექვსი საათი იქნებოდა ალბათ, მსუბუქად რომ ჩასთვლიმა.თუმცა ძილშიც იგივე მდგომარეობა იყო. დილით თითების ცეცებით მოძებნა მობზუილე ტელეფონი და ზანტად უპასუხა ექიმის ზარს.ძალიანაც არ უნდოდა, მაგრამ იცოდა რომ არ აეღო სახლში მოაკითხავდა, ახლა კიდევ ვინმეს ნახვის სურვილი, ცოლ-შვილის გარდა, ნაკლებად გააჩნდა. -იაგო, როგორ მიდის აბა მეხსიერების საქმე. კიდევ რამე ხომ არ გაგხსენებია?-მოლოდინის რეჟიმში ლამის ყურები დაუგრძელდა ისე სურდა სასურველი სიტყვების გაგება. -ყველაფერი გამახსენდა ექიმო,-სხვათაშორის უთხრა და ცრემლები მოაწვა თვალებში გუშინდელის გახსენებისას. -მართლა ? რატომ არ დამირეკე?-აღფრთოვანებულმა ჩასძახა, მაგრამ სიჩუმის წუთპაუზის შემდეგ მიხვდა ,მძიმე მდგომარეობაში რომ იყო და დამჯდარი ტონით გაარძელა, - არ გინდა შევხვდეთ ? მესმის შენთვის რა რთულია ,მოდი და თან ფსიქოლოგსაც გაესაუბრები. რას იტყვი ? -მოვალ,ოღონდ არ ვიცი როდის-მეტი არაფერი უთქვამს წითელ ღილაკს დააწვა და ტელეფონი იქვე მოისროლა. ლანდივით დადიოდა აქეთ-იქით. ვანაში ტანსაცმლიანად ჩაწვა და წყალს შეეყუდა. * * * გთხოვთ მითხარით რომ მომეჩვენა, გეხვეწებით მითხარით რა ,- უსუსურად ამოიკნავლა, თათია უსიტყვოდ მიხვდა ბავშვი უნდა გამოერთმია, აიყვანა თუ არა პატარა ნატო იქვე ჩაიკეცა და ცივ ქვაზე დაეშვა. სახეზე ხელები აიფარა და ცრემლები გამოცვივდა,-მიშველეთ გთხოვთ,თავს აქეთ-იქით აქნევდა და უმოწყალოდ ითხოვდა დახმარებას. -სამწუხაროდ არ მოგეჩვენა,-ჩუმად ჩაილაპარაკა რატიმ და თავი დახარა. -გავაფრენ დედის სულს ვფიცავ, გავაფრენ . ვის რა უნდა ჩემთან, ეს ცხოვრება რატომ არ მაძლევს ამოსუნთქვის საშუალებას . რანაირად შეიძლება კაცი რომელსაც ერთი წელია გაუჩერებლად დავტირი ერთ დღეში გამომეცხადოს . ჯერ იმას ვერ შევეგუე რომ მიწაში დევს ჩემი საყვარელი დამიანის სხეული და ახლა აღმოჩნდა, რომ ცოცხალია. ჩემი მეუღლე და ჩემი შვილის მამა ცოცხალია, წესით ახლა ხომ უბედნიერესი უნდა ვიყო ? სიხარულისგან ხომ უნდა ვხტოდე, ხომ არ უნდა გამეშვა , მისი გულისცემა ჩემი ყურით ხომ უნდა მომესმინა?-არეული თვალებით იყურებოდა და ლოყები ცრემლებით ეღარებოდა. -წავიდეთ,-შეაპარა თათიამ და აკრუსუნებული ჩვილი დაარწია. რატიმ ხელი შეაშველა , უსულოდ აჰყვა მის ძლიერ მკლავს სუსტი სხეული და ბანცალით აეკიდა ძალაგამოცლილი. გულისცემას კისერში გრძნობდა, არტერიები დაბერვოდა და სისხლის შხუილს მოეცვა მთელი არსება . ერთიანად მოაწვა ემოციათა კორიანტელი და მანქანის უკანა სავარძელზე მოკალათებულს ისტერიკული ტირილი აუვარდა .არავის არაფერი უთქვამს ისე მივიდნენ სახლამდე. ძალაგამოცლილი ალასლასდა კიბეზე, ეგონა არ დაეძინებოდა , მაგრამ გიორგის თვალები რომ მიენაბა და მკერდზე აცქმუტუნდა ,ცხვირი კისერში ჩაურგო პატარას და უხილავმა ფერიამ მისი გონება ფანტაზიათა სამყაროში გააქანა.ძილშიც არ განელებია გულის ტკივილი. გამუდმებით უტოკავდა სახის კუნთები დაძაბულს. სიზმარშიც იაგო ნახა , აქამდე ეხვეწებოდა მომელანდე მაინცო, დღეს კი არ იცოდა რა გაეკეთებინა. თავი ზღაპარში ეგონა. დღისით ნანახი თითოეული მომენტი ამოუტივტივდა. საკუთარ თავს არწმუნებდა , რომ მოჩვენება იყო , ასე უფრო ადვილად გადაიტანდა მომხდარს. ჯერ კიდევ ევრ იჯერებდა რომ შეიძლება იაგო ცოცხალი იყოს. ვერ დაიჯერა, რომ ცხოვრებამ ბოლომდე არ გასწირა და მასაც გაუმართლა, თუნდაც ერთხელ. * * * ორი დღე არც არაფერი უჭამია და არც დაულევია. მხოლოდ ფიქრებით და ფიქრებთან ერთად გაატარა დრო.კარზე კაკუნი რომ გაიგონა მხოლოდ მაშინ ასწია თავი . ყურადღება არ მიუქცევია ტელეფონის ეკრანზე დაფიქსირებული ექიმის გამოტოვებული ზარებისთვის. თეძოზე ჩამოცოცებული შარვლის სათავე უხალისოდ აიწია და სახელური ჩამოსწია. თვალებს ვერ უჯერებდა რატი რომ ამოიცნო მის წინ მდგომში. თითქოს ერთი წელი ეძინა და ახლა გამოეღვიძა. ნამდვილად მწარედ ეხუმრებოდა ცხოვრება . ჯერ ერთიანად წაუშალა ყველაფერი გონებიდან, აწვალა, ტანჯა. ახლა კი , ისევ ჩაუყარა გამომშრალ ტვინში და ფიქრის საღერღელი აუშალა .კიდევ ერთხელ შეავლო თვალი და გვერდზე დადგა , რომ შემოეშვა. -ესე იგი ყველაფერი მართალია და არ მოგვლანდებიხარ ,-ღრმად ამოიოხრა და ზღურბლს გადააბიჯა. -ნეტა მართლა არ ვყოფილიყავი იქ და ნატო ისეთ მდგომარეობაში არ მენახა. -ძლივს ჩაიხრიალა ბგერებმა გამშრალი ყელი. -რა ჯანდაბა ხდება თქვენ თავს . მთელი პროკურატურა გადავატრიალე შენი მისამართი რომ მეპოვნა. აქ ცხოვრობ ?-მშვიდად იკითხა და საცხოვრებელი შეათვალიერა. -კი , უკვე ერთი წელი გახდება რაც აქ ვცხოვრობ. ნატო როგორაა? -ცუდად, ძალიან ცუდად. როგორ უნდა იყოს. ერთი წელია გგლოვობს, სახლში ყველა კედელზე შენი სურათია. ბავშვსაც სულ შენზე ელაპარაკებოდა. უცნობი ჯარისკაცის სასაფლაოზე კვირაში ორჯერ-სამჯერ დადიოდა. მოკლედ რა . მთელი მისი ცხოვრება ხომ გამწარებული იყო , მაგრამ ამ ერთმა წელმა ყველა დანარჩენს გადაუსწრო ვერაგობით. -ჩემი გოგო... მენატრება, დედას გეფიცები ახლა სიკვდილამდე მენატრება, მაგრამ მეშინია რომ ისევ გამაგდებს და არ მიმიღებს . -აბა რა გეგონა? ლამის მეც შევიშალე ჭკუიდან. მკვდარი გვეგონე , დედაშენი იქეთ ტიროდა შენი ნათესავები აქ. მუხლზე ჩოქით დარბოდა სახლში შენზე რომ გაიგო . იმას ვბჭობდით როგორ გვეთქვა დედაშენისთვის და ნატო ისეთ დღეში ჩავარდა, დედაშენი იქეთ აწყნარებდა. საერთოდ რა მოხდა ამიხსნი ? -არაფერი არ მახსოვდა. საერთოდ არაფერი. ნელ-ნელა ვიხსენებდი თითქოს, მაგრამ ნატოს როგორც კი შევხედე , მეხსიერება აღმიდგა და ნეტა შენ იცოდე მე რა დღეში ვიყავი . მეგონა ცა გაიხსნა და ყველაფერი თავში დამეცა . -მოიცა , მეხსიერება აღგიდგა, ანუ აქამდე..-თავი ოდნავ გვერდზე გადახარა და გაკვირვებულმა შეხედა. -ხო . არაფერი არ მახსოვდა, ჩემი სახელიც კი . შემოდი რა ,-სამზარეულოში გავიდა და მაგიდასთან მიწყობილი სკამები გამოსწია. წვენი შესთავაზა ,მაგრამ არაფერი უნდოდა რატის. ერთი სული ჰქონდა რა მიზეზით მოეწყო ნატოსა და იაგოს ცხოვრებაში ერთწლიანი ჯოჯოხეთი. ჩამოსხდნენ თუ არა და თავიდან ბოლომდე მოუყვა ყველაფერი, რაც ახსოვდა. ისიც უთხრა ,ქუჩაში რომ რამდენჯერმე დაინახა, სამშობიაროშიც. დროდადრო თვალს უსწორებდა მის წინ მჯდომს და რეაქციას აკვირდებოდა. იჯდა რატი და გულდასმით უსმენდა. ერთის მხრივ იცოდა რა გამოიარა ნატომ და გული ეკუმშებოდა, მაგრამ არც იაგო ყოფილა ნაკლებ მდგომარეობაში . განა მარტივია ერთი წელი არარაობასავით იარო ქუჩაში მამაკაცმა და არ იცოდე ვინ ხარ. ვინ არიან მშობლები, გყავს თუ არა ცოლი და შვილი. როცა შენი სახელიც კი არ გახსოვს, სხვა რომ არაფერი იყოს. თითქოს სამყაროში მარტო ხარ გამოკიდებული და არ იცი როდის მოსწყდება ის ძაფი, რომელსაც ვერც კი ხედავ და გონება ან აღდგება, ან საბოლოოდ დაიღუპები . ორი საათი, მეტი თუ არა , ხელში შემოეფცქვნათ იმდენი ისაუბრეს. -ბავშვი ?-იკითხა ბოლოს იაგომ მშვიდად და თავი ძირს დახარა .ეშინოდა, სიკვდილამდე ეშინოდა,რომ სხვისი შვილის დედა გახდა. ეშინოდა რომ მისი ყურები ისეთ რამეს გაიგონებდნენ, მთელი ცხოვრება თავს დაიწყევლიდა. -შენ რომ გაფრინდი ნატომაც გადაწყვიტა სამხედრო სამსახურში ჩადგომა,-ღრმად ამოსუნთქვას ერთიანად მოაყოლა რატიმ და ცოტახნიანი პაუზის შემდეგ ნელა განაგრძო,- უკვე გაფრენაც გადაწყვეტილი იყო, სამედიცინო შემოწმების შედეგებით რომ გაიგო ფეხმძიმედ დარჩა და აღარ მიჰყავდათ. თან შენი დაღუპვის ცნობაც მოვიდა. ადამიანს აღარ გავდა. გაგიჟებული იყო, ძლივს შეინარჩუნა ბავშვი, მაგრამ ძლიერი ბიჭი გყავთ . სამშობიაროში ვნახეო რომ თქვი მაშინ რა გადაიტანა ვერ გეტყვი. ჯერ იმდენად მძიმე მშობიარობა ჰქონდა მხედველობა დაკარგა , მერე ბავშვის წართმევა უნდოდათ და მკვდარი ბავში მიუყვანეს. მაშინ მივხვდი რა ყოფილა და რა შეეძლო ქალს,როგორც დედას ,როცა გავიგე,რომ სუნით მიაგნო გიორგის და გააფთრებული იცავდა. -რაა? ზღაპარს მიყვები ? რაღა დროს ბავშვებით ვაჭრობაა ღმერთო ჩემო,-თავი გვერდზე გაატრიალა და ხელი მაგიდის ზედაპირს ნერვიულად დაუსვა. -ნეტა მართლა ზღაპარს ვყვებოდე და არ გადაეტანა მსგავსი რამ ,-დანანებით ჩაილაპარაკა რატიმ და თავი ჩაქინდრა. -და მე მაგ დროს მის გვერდით არ ვიყავი,-მაგიდაზე დადებული მუშტი მაგრად შეკრა და სიმწრისგან კბილები დააღრჭიალა. -შენ მაგ დროს არც კი გახსოვდა. -ხოდა ნორმალურია ეს? -უკვე ცრემლები ედგა თვალებში და ყელში ახრჩობდა მოწოლილი ემოცია.-ამდენი ხანი ყრუსავით ვიჯექი ამ კედლებში და საკუთარ სახელსაც ვერ ვიხსენებდი, ჩემს ცოლს კი რა საშინელებების გადატანა მოუხდა. ჩემი გოგო,-შუბლზე ხელები შემოიწყო და მაგრად შემოიჭირა საფეთქლებზე. -იცი როგორ სჭირდები ? ძლიერი სჩანს , მაგრამ ეგეც ქალია. ჰაერივით სჭირდები . -ვიცი , ვიცი. ახლა კიდევ მილიონჯერ მეტად მიყვარს ... მაგრამ არ არის მზად ჩემტან შესახვედრად. ჯერ კიდევ მკვდრად მივაჩნივარ , დიდი ხანია გონია რომ მიწის ქვეშ რამდენიმე მეტრის სიღრმეზე ვწევარ მშვიდად ოთხად შეჭედილ ფიცარში, არადა მონასავით გამოვეკერე ამ ოთხ უსულო კედელს. ახლა ისე ვარ , დამიჯერე იქ რომ ვიწვე იგივე იქნება, არანაირი განსხვავება. ვერ ავიტან ჩემი შვილი ახლოდან ვნახო და მოვშორდე. ნატომ შეიძლება არც მიმიღოს, მე კი არ შემიძლია შორს მყავდეს.ახლაც მინდა მივიდე , სიკვდილამდე მინდა ჩავეხუტო. ყველაფერს გავიღებდი მამისა და დის სულებს გეფიცები, მაგრამ მისიც მესმის. მკვდარი გამოვეცხადე და რა დღეში ჩავარდებოდა. ახლა როგორაა? -როგორ იქნება , რომ წამოვედი ბავშვთან ერთად ეძინა. -მარტო არ დატოვოთ რა.-მუდარით და ტკივილით სავსე მზერა გაუსწორა რატის. -არა რა მარტო, თათიაა მათთან ერთად. -მოუარეთ რა , ძალიან გთხოვთ,-ცრემლები გადმოუვიდა თვალებიდან და სიმწრისგან ტუჩზე იკბინა. -შენს თავს მიხედე ძმაო . ახლა იმათ ისე სჭირდები, როგორც თევზს-წყალი.-მხარზე ხელი დაჰკრა და მზერა გაუსწორა. -ჩემს ნახვას როცა გადაწყვეტს აქ მოვიდეს რა , სულ დაველოდები , მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება,-ბლუყუნით ჩაილაპარაკა და ხელში ფურცელი მიაჩეჩა. თითქოს მთელი ცხოვრების აზრი ჩაჩურთა მუშტში, მთელი სული და გული გაატანა სახლში მიმავალს.როგორც კი გააცილა, პატარა ზურგჩანთა მოიგდო მხარზე და ტაქსით იმ სახლში წავიდა , სადაც ნატოს დალოდებას დაჰპირდა.მთელი ღამე ისევ თეთრად გაათენა. მოგონებებიც მონატრებოდა, დაუღლელად იხსენებდა მეუღლესთან გატარებულ ყოველ წამს და ცრემლის ნაკადი არ უწყდებოდა. თავი სძულდა რომ მარტო დატოვა . რომ მისცა ამ ცხოვრებას ნატოსთან ერთწლიანი დაშორების უფლება .მის შვილს რომ მოსწყდა ამას ვერ პატიობდა თავს ყველაზე მეტად. სამზარეულოს სკამზე იჯდა და რატის მოტანილ ფოტოებს ათვალიერებდა. პრიალა ზედაპირს უსვამდა ხელს და მთელს ტანში ჟრუანტელი უვლიდა, თითქოს გრძნობდა შვილის სითბოსა და სიტკბოს. ყველა სურათიდან ასმაგად სტკიოდა ნატოს ტკივილნარევი ღიმილი და ნაღლვლიანი, წყლიანი თვალები. * * * მხოლოდ მაშინ გამოეღვიძა, პატარას ხელები რომ იგრძნო სახეზე. ნელა გაახილა თვალები და მთელი სხეული გაუთბა, უკბილომ რომ გაუღიმა. -დედას როგორ უყვარხარ ჩემო ბიჭო, ჩემო სიცოცხლე. ხომ იცი დე, ყველაფერს მირჩევნიხარ. მამა ცოცხალი ყოფილა დე. არ წაუყვანია ცაში უფალს თავისთან , ჩვენ დაგვიტოვა დედიკო.-ტუჩები ერთმანეთს მაგრად დააჭირა სიმწრისგან და უნებურად ატირდა. თვითონაც ვერ აეხსნა ბედნიერებისთვის მიეწერა ეს ცრემლები , თუ ამდენი ხნის ნაგროვები უბედურებისთვის, მაგრად მიეკრო შვილს და თავზე რამდენჯერმე აკოცა. ესიკვდილებოდა ახლა აქ, უსარგებლოდ წოლა და არაფრის კეთება . გულითაც და გონებითაც იაგოს სხეულსა თუ სულს დასტრიალებდა. აქამდე მხოლოდ წარმოსახვაში თუ აუწყვია დაშლილი სათამაშოსავით საკუთარი, პატარა ოჯახი. ახლა კი შესაძლებლობა მიეცათ სინამდვილედ აქციოს დიდი ხნის ნანატრი. წესით უფრო უნდა გამარტივებულიყო, მაგრამ თითქოს გართულდა. ფიქრით ლამის თავი გაუსკდა. რა იქნებოდა შემდეგ. ვერც კი წარმოედგინა როგორ უნდა შეხებოდა და ისევ ცოცხალ ადამიანად მიეჩნია . ჯერ კიდევ სავსეა გადიდებული შავ-თეთრი სურათებით კედლები. ხატებთან ანთებული სანთლების ძირში ისევ წერია მიცვალებულთა მოსახსენიებელში იაგოს სახელი. გამოდის, რომ ერთი წელი სრულ სიცრუეში იცხოვრა. სიცრუეში, რომელმაც რამდენიმე ჭაღარაც კი გამოურია თმაში.დასიებული თვალები მარჯვენა ხელის მაჯით მოიწმინდა და კარებში შემოსულ თათიას გვერდულად გახედა. -შეიძლება ?-მშვიდად იკითხა და დედა-შვილს გაუღიმა. -რა კითხვაა თათია, როგორ არ შეიძლება , მოდი ,-დაბალ ხმაზე უპასუხა, რომ მკერდზე საჭმელად აწებებული პატარა არ დაეფრთხო და თავზე ხელი გადაუსვა ნაზად. -როგორ ხარ? -როგორ უნდა ვიყო ? რას დაემგვანა ჩემი ცხოვრება , თითქოს უნდა დაფლეთილს უვნებლად აღდგეს, მაგრამ უარესად იწეწება და ირევა.მეც , შენც და ყველამ ხომ ვიცით რომ ნაიარევის გარეშე ასეთი ჭრილობები არ მთელდება, თუ საერთოდ ინება შეხორცება . -რატი წავიდა მასთან,-თავდახრილმა ჩაიბურტყუნა და სქელ გადასაფარებელზე თითით მოხაზა გაურკვეველი ფიგურა . -რაო ?-ინტერესით თვალები გაუფართოვდა და ოდნავ წამოიწია,-რა თქვა? -არ ვიცი, ჯერ არ მოსულა .ტელეფონსაც არ იღებს, როგორც ჩანს ლაპარაკობენ .-მხრები აიჩეჩა და თვალი გაუსწორა. -ვერც კი ვფიქრობ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. რამ აიძულა ჩვენგან ასე შორს ყოფნა ერთი წლის განმავლობაში . რატომ დავტიროდი ვიღაც უცნობი ჯარისკაცის სხეულს ერთი წელი. ან ახლა რას ლაპარაკობს ამდენი ხანი. აქ რატომ არ მოდის . -ნატო მასაც გაუგე, ალბათ რაღაც ძალიან სერიოზული მოხდა, თორემ ისე ხომ არ დაგტოვებდათ . სიგიჟემდე უყვარდი ნატო. წამით არ იფიქრო რომ გადაუყვარდი . თვალებში არ შეხედე? არც ის იყო ნაკლებ დღეში . იქაც უნდოდა მოსვლა, მაგრამ ცუდად რომ გახდი და წადიო ვუყვირე წავიდა. ალბათ ისევ შენს გამო არ მოვიდა დღეს აქ. -ჩემ გამო უდნა მოვიდეს, ჩვენ გამო უნდა მოვიდეს თათია.. მჭირდება გესმის ? მეტი აღარ შემიძილია, თუ ნამდვილი იყო და არ მომლანდებია მოვიდეს და აღარ დამტოვოს. ამაყ ქალბატონს მეძახდა და შემომხედე რამე შემორჩა იმ ქალისგან პირველად რომ ნახე? დამჭკნარი ჩირივით გამომიშრა გრძნობები. -მაინც მჯერა რომ ყველაფერი დალაგდება . -მხარზე ხელი გადაუსვა და ეცადა ცოტათი მაინც დაემშვიდებინა. -მინდა, მინდა რომ მჯეროდეს, მაგრამ ძალა აღარ შემრჩა მომავალში ფერადი სათვალით გავიხედო და პოზიტივი დაგეშილი მგელივით ვეძებო. -მხარზე მიადო თავი ,მაგრამ მალევე გაიმართა კარის ხმა რომ გაიგო . -რატი შენ ხარ ? - გასძახა თათიამ და კისერი წაიგრძელა. -ხო თათია , მოვედი . -დაღლილი ხმით ძლივს მიაწვდინა რამდენიმე სიტყვა მეუღლეს და ფეხსაცმელები შემოსასვლელშივე გაიძრო. -მიდი რა ჰკითხე, -შეშინებული თვალებით გახედა მეგობარს და მუდარის ტონი დაადო სათხოვარს. მაგრამ არ დასჭირვებია თათიას კითხვა,რატი თავდახრილი შემოვიდა ოთახში და იაგოს მონათხობით დამძიმებულმა თანაგრძნობით გადახედა დედასა და შვილს. -რაო ?-ძლივს ამოიხრიალა ჩახლეჩილი ხმით და თვალებში მიაშტერდა,-ხომ ნამდვილად ცოცხალია?-ნიკაპი აუკანკალდა ქალს პასუხის მოლოდინში. -კი, ვნახე,-თქვა ბოლოს რატიმ და საწოლთან უფრო ახლოს მივიდა. მარცხენა ხელი ნატომ პირზე აიფარა, რომ მოძალებული მგლური ყმუილი არ ამოეშვა და ჩანჩქერივით წამოიღო ცრემლმა გრძნობები . მარჯვენათი რატის პერანგს ეჭიდებოდა და თითებით სიმწრისგან კუჭავდა. გულზე მიიხუტა კაცმა და ზურგზე ფართე ხელი დაუსვა. -აწი ყველაფერი დალაგდება ნატო. ახლა ყველაფერი კარგად იქნება.-მშვიდად ჩაუჩურჩულა და ეცადა ყველანაირად ეგრძნობინებინა მისი გვერდში დგომა. -რატომ არ მოვიდა? -ვერ გადავიტან კიდევ ერთხელ რომ ვნახო და არ მიმიკაროსო. უნდა რომ მხოლოდ ჩაგეხუტოს, სიგიჟემდე უნდა. -მეც მინდა მისი ნახვა. აღარ შემიძლია დედის სულს გეფიცები ... აღარ შემიძლია ამდენი. მომბეზრდა. მინდა ჩავეხუტო და ჩემი ყურით დავუთვალო მონატრებული გულისცემა. მინდა ჩვენი ბიჭი მხოლოდ მონაყოლიდან არ იცნობდეს მამას. ჩემი სანატრელი ოჯახი და საყვარელი ქმარი მჭირდება . ნორმალურად ვერ ვსუნთქავ მის გარეშე.-უკვე სუნთქვა აღარ ყოფნიდა, ორივე ხელს სახეზე იფარებდა და რატის მხარზე ეყრდნობოდა.-ყველაფერი მე როგორ უნდა დამემართოს . გიგას სიცოცხლე მოვუსპე საბოლოოდ, იაგო კიდევ რა დღეშია. ჩემი პატარა ბიჭი კიდევ .. აღარ მინდა ამდენი უბედურება, მომბეზრდა.-სლუკუნებდა გაუთავებლად და ოდნავ ირხეოდა. * * * სამსახურში უფროსთან იყო რატი შესული და ახალი პროექტის ხარჯთაღრიცხვას განიხილავდნენ , უცნობი ნომერი რომ დაეწერა. ბოდიში მოიხადა და ჩქარი ნაბიჯებით დატოვა კაბინეტი. -გისმენთ,-ჩასძახა უცებ და დაელოდა მოპირდაპირე მხარეს მყოფის პასუხს. -იაგო ვარ რატი,-ჩუმად ჩაიბურტყუნა და ცოტა ხანი ისევ სიჩუმე ჩამოწვა.. -გისმენ იაგო, ალბათ გაინტერეს.. -ჩემი შვილის ნახვა მინდა, ნატო თუ ვერ მნახულობს, თუ ვერ მეკარება შენ მაინც მანახე შვილი გთხოვ, გემუდარები,-სიტყვა არ დაამთავრებინა ისე უთხრა სათქმელი და განაბული დაელოდა პასუხს. -კი, მაგრამ.-იმდენად მოულოდნელი იყო ზარი და თხოვნა ცოტა დაიბნა მამაკაცი. -თუ გინდა დაგიჩოქებ,-ისევ მუდარით გაჯერებული ხმა ისმოდა ტელეფონში. -არა , დაჩოქება რად მინდა. -ხომ მანახებ? -მე ყველანაირად შევეცდები, თუ გამომატანა მარტოს ბავშვი, არამგონია, ცოტა ხანი შეყოვნდა,-მაგრამ რაღაცას მოვახერხებ. -დამპირდი. -გპირდები ძმაო... თუ რამე შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ . ორივე ვიცი რა დღეშიც ხართ . ორივესი მესმის. -შენ ზარს დაველოდები იცოდე, რა დროც არ უნდა იყოს დამირეკე კარგი?-ისევ განუსაზღვრელი სევდანარევი მუდარა ისმოდა ხმაში. -აუცილებლად, ბოდიში რა , ახლა უნდა გავიდე, სამსახურში ვარ. -მიდი ხო მიდი, რას მებოდიშებიმ პირიქით მე მოგაცდინე, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. -მესმის,-კიდევ ერთხელ გაუმეორა და ტელეფონი გათიშა. რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა დასჭირდა საკუთარი თავი რომ დაელაგებინა და ისევ პროექტზე გადმოერთო გონება.გული ტკიოდა არასრულფასოვანი ბედნიერების შემხედვარე. ჯერ მას და თათიას რაც გადახდა, ახლა კიდევ ნატო და იაგო. გიგას მოგონებაც არ ასვენებდა და გულს უჭამდა ტკივილი. რამდენჯერაც არ უნდა გაახსენდეს ცრემლებს ვერ იკავებს. თავი გააქანა მოჭარბებული ფიქრების გასაფანტად და კაბინეტის კარი ენერგიულად შეაღო. ორი საათი მოანდომეს ყველაფრის მოწესრიგებას და საბოლოო საბუთების გადახედვას. იურიდიულად ყველაფერი მოწესრიგებული იყო და ახალ პროექტსაც სასიკეთო პირი უჩანდა. უფროსს კმაყოფილება შეატყო სახეზე, მაგრამ თავად, ბედიერება გიგას დაკარგვის შემდეგ არ განუცდია. სხვათაშორის ჩაიარა მისთვის შექებამ, მხოლოდ მოკრძალებულად გაუღიმა ხანშიშესულ მამაკაცს , საბუთები მოკრიბა და მდივანს შეუტანა. საქმეზე მეტად დარდი და ფიქრი ღლიდა, განსაკუთებით ბოლო ხანებში . იმ დღესაც ფიქრებისგან მივიდა სახლში. ერთიანად მოეშვა მთელი სხეული მეუღლე რომ შემოხვდა კარში და მკლავები მოხვია. საჭმელი უღიმღამოდ ჭამა. წყალიც არ მიუყოლებია ისე ადგა და მისაღებში გავიდა. -ცუდ ხასიათზე ხარ ?-მოწყენილი ხმით იკითა თათიამ და დივანზე წამოწოლილს მუცელთან მიუჯდა. ნელა გადაატარა მარცხენა ხელი შუბლზე და ჩამოყრილი თმა გაუსწორა. შორს უსასრულო სივრცეში იცქორებოდნენ მისი თვალები. -დაღლილი ვარ თათია, ასე მგონია შახტაში ჩამაგდო ამ ცხოვრებამ და ოთხივე მხრიდან ვიწროვდება კედლები. სადაცაა მომსრესს მის შუაგულში და ჩემი ნაფცქვენიც არ დარჩება . -არ გინდა ცოტა ხნით გარეთ გავიდეთ ?- თბილად კითხა და ლოყაზე აკოცა,-ცოტა გავიაროთ, ნატო და ბავშვიც წამოვლენ , ცოდოა მთელი დღეები სახლშია გამოკეტილი. -ცოტა ხნით დუმდა რათი, მაგრამ შემდეგ თითქოს გადახარშა რაოდენ ხელსაყრელი წინადადება შესთავაზა მეუღლემ.რბილ ზედაპირზე წამოჯდა და თვალებში ჩააშტერდა. -ჩემი ყველაზე ჭკვიანი გოგო ხარ შენ,-ანთებული თვალებით უთხრა და ხელებით ლოყებზე დაეჭიდა. -მე?-გაუკვირდა თათიას და გაფართოებული თვალებით გახედა, თან მარჯვენათი თავის თავზე მიითითა. -ხო, შენ არც კი იცი რა კარგი მყავხარ და რა დიდ საქმეს გამიკეთებ დღეს. -რა ხდება არ მეტყვი ?-გულწრფელად დაინტერესდა და მოჭუტული თვალებით გახედა. -კი, გეტყვი აბა არ გეტყვი ? ოღონდ მიდი ჯერ შენ ნატოს უთხარი გაემზადოს, უარი არ მიიღებათქო თან დააყოლე. არაფრის დიდებით არ დატოვო იცოდე სახლში. კარგი ? -ხო კარგი , მაგრამ . -მიდი მიდი ... მე დავრეკავ და გავიდეთ .-მეტი არაფრის თქმა აცადა, ისე შებრუნდა საძინებელში და გახევებული მეუღლე მისაღებში დატოვა. მაშინვე აკრიბა იაგოს ნომერი და ლამის ყვირილით ჩასძახა დღესვე განახებ შენს ბიჭსო. მისამართი უცებ უკარნახა სადაც უნდა მოსულიყო და საწოლზე ჩამოჯდა. ჩაბნელებულ ოთახში კარის გაღებისთანავე სვეტად დაეფინა სინათლე იატაკს. -რაო მოვდივარო ?-გამოჩენისთანავე კითხა ცოლს და მისკენ შებრუნდა. -კი ჩაიცმევს და გავიდეთ. რა ხდება არ გინდა მითხრა ? -ოღონდ ჩუმად. შენი დახმარება დამჭირდება დღეს. -რა ხდება ამიხსენი , უკვე ვეღარ ვითმენ. -იაგოს უნდა ბავშვის ნახვა. დღეს დამირეკა, ნატო თუ ვერ მეკარება შვილი მაინც მანახეო. თუ გინდა მუხლებზე დავდგები და ისე შეგეხვეწებიო. მაგრად მეცოდება რა. -მეც მეცოდება. ამანაც რა ქნას. გუშინ მთელი ღამე ბოდავდა. უნდა რომ ნახოს, მაგრამ ეშინია. მის ადგილა არ ვიცი რა დამემართებოდა. ალბათ საგიჟეშიც აღარ მიმიღებდნენ იმ ჭკუაზე ვიქნებოდი,-ტკივილიანად გაეცინა და კარადა გამოაღო. -ასე ერთიანად მაინც სად გვიპოვა ამ ტკივილმა და სიმწარემ. -აბა შენ ეგ თქვი. დაგვიმახინჯა ცხოვრება ყველას. -მიდი ჩაიცვი და გავიდეთ.წეღან დავურეკე გამოსული იქნება ის უკვე , ალბათ დგას და გველოდება. -მზად ვარ მე უკვე , აგერ მოსაცმელი აიღე და გავიდეთ,-თხელი შავი მოსაცმელი ესროლა ხელებში და კარი მიხურა . საღამო იყო და გაზაფხულის სიგრილე დასრიალებდა აღმა-დაღმა. დაბერილი კვირტები მთელი ძალით ცდილობდნენ ნაზამთრალი ტოტებიდან ამოხეთქვას.ჩვეულებრივ შავი ეცვა ნატოს და გვერდით მიყვებოდა ცოლ ქმარს . შორიდანვე შენიშნა რატიმ იაგო. მიხვდა დიდი ხანია თვალს რომ ადევნებდა ქვიშიან ბილიკზე მოსეირნეთ. -ცოტა ხნით ვერ მომიყვან ?- შაპარა რატიმ თხოვნა და წამით შეყოვნდა. ნატომ თავი რომ დაუქნია, ერთხელ გაუცინა ბავშვს და მანაც მისკენ დაუფიქრებლად გამოსწია ხელები. თვალებით ანიშნა მეუღლეს ,იაგო რომ უკვე მოსულიყო. -აუ, რა ბოთე ვარ,-შუბლზე შემოირტყა მსუბუქად ხელი და თავი გააქანა. -რა მოხდა ?-უცებ გამოხედა ნატომ და მიზეზით დაინტერესდა. -ჭურჭლის სარეცხი ჟელე გაგვითავდა სახლში და ყიდვა დამავიწყდა, აუ გამყევი რა გთხოვ. -ოხ შენ რა გთხარი.. გული გამიხეთქე, მე კიდევ მეგონა რამე სერიოზული მოხდა და ცუდი ამბის მოსასმენად მოვემზადე. -ხო რავიცი. წამო გადავიდეთ და ვნახოთ , თორემ ავივსებით ბინძური თეფშებით ამ საღამოს. -ჩვენ აქ დავრჩებით დედიკო და ცოტას გავერთობით ხომ შეიძლება?-ღიმილით იკითხარ რატიმ და უკან ჩამორჩა ერთი ნაბიჯით. -ხო აქ იყავით , მალე მოვალთ ჩვენც, -ნატოს მაგივრად გასცა პასუხი თათიამ, ხელკავი გამოდო და ჩქარი ნაბიჯებით გააცილა იქაურობას. რატის გიორგის პატარა ხელი ეჭირა და მიმავალთ ემშვიდობებოდა. მიწიშქვეშა გადასასვლელში გაუჩინარდნენ თუ არა მაშინვე მობრუნდა და მეორე მხარეს გაუყვა ბილიკს. გაშეშებული იყო იაგო და გუგები კაკლისოდენა უხდებოდა, რაც უფრო უახლოვდებოდა რატი ხელში ახუტებული ბავშვით.მთელი სხეული აუკანკალდა მის პირდაპირ რომ აღმოჩნდა და მოძრაობის უნარი წაერთვა. იგრძნო როგორ გაუარა თმის ძირიდან მწვერვალამდე ბიოდენების მთელმა ნაკადმა და სმენა დაეხშო. გაშტერებული იდგა კარგა ხანს და უბრალოდ აკვირდებოდა. -მოვიდა ბატონი გიორგი ,არ გინდა აიყვანო ?- პირდაპირ შესთავაზა და სუროსავით შემოხვეული მკლავები ოდნავ შეუშვა.ოდნავ ყოყმანობდა, ეგონა რამეს ატკენდა, ეს კი ახლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა, მაგრამ ნუნები რომ გამოაჩინა და ღიმილის დროს დაიჭყლოპინა ვეღარ მოითმინა და მთელი სხეულით გადაიწია ხელში ასაყვანად. რატი მიეხმარა სწორად რომ დაეკავებინა. ისე იყო ჩამალული ძლიერ მკლავებში პატარა სხეული ვერც შეამჩნევდით . ფეხები გადააჯვარედინა და ღრმად ამოისუნთქა, როგორც ჩანდა კომფორტულად მოთავსდა მამის გულთან ახლოს. მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა შეხებისას. რამდენნაირად არ ივარაუდა რას იგრძნობდა რომ აიყვანდა, მაგრამ ასე ვერ წარმოედგინა. მთელი სხეული უბუყბუყებდა. მთელ ტანში გაუჯდა შვილის სუნი და ცრემლები წამოუვიდა. -გამარჯობა მამი..მე შენი მამიკო ვარ ჩემო ციცქნა. რომ იცოდე როგორ მიყვარხარ მა. არ მჯერა რომ ახლა აქ მყავხარ და შემიძლია იმდენჯერ გაკოცო რამდენჯერად მომინდება.-ლოყაზე ფრთხილად დაუსვა საჩვენებელი თითის ზურგი და ეკლებმა დააყარა სინაზის შეგრძნებისას,- ჩემი პაწაწუნა კაცუნა ხარ მამი. შენთან როგორ არ ვიყავი, როგორ შემეძლო ეს დრო გამომეტოვებინა, განაშეიძლებოდა ასე მოვეცილებინე შენგან ცხოვრებას? განა არ მქონდა უფლება პირველი გულის ცემა ნატოსთან ერთად გამეგო და ერთად გვემსჯელა პირველ ფოტოზე ვის უფრო ჰგავდა? მერე რა რომ შეუძლებელი იქნებოდა გარჩევა, მაშინაც მეყვარებოდი მამი . ერთი წუთით არ იფიქრო რომ ოდესმე კიდევ დაგტოვებ. -ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა და გულისპირს ნელ-ნელა უმუქებდა. შავ თვალებს არ აცილებდა , თითქოს იგრძნო ვისთანაც მოხვდა, პაწია მაცხენა გულთან მიადო და ცხვირიც მისკენ შეაბრუნა გეგონებოდათ სურნელს იმახსოვრებსო. წერტილივით გრძნობდა ძლიერი სხეული პატარას ნაკვთებს . წერტილებივით, რომელბიც მთლიანად ათბობდნენ. -მამას კაცი.. სიგიჟემდე უყვარხარ მამიკოს. დედიკოც ძალიან უყვარს იცოდე. ჩემი სიცოცხლის აზრი ხართ მა. ჩემო პაწაწუნა. -ხელში ვერტიკალურად დაიჭირა და კისერში ჩაუძვრა, -რა ტკბილი ხარ მამი. რა ლამაზი ხარ ჩემო პატარავ. მამიკოს სული და გული. -ჩუმად ბუტბუტებდა და ცრემლები უნამავდა სახეს. გაუჩერებლად ეფერებოდა ბავშვს და მთელ სხეულს უკოცნიდა. სიამოვნებისგან უკვე ფშვინავდა და ორივე ნუნის რკალს ბოლომდე აჩენდა სიცილის დროს. ლოყები ეჩვრიტებოდა მამასავით, რაც უფრო საყვარელს ხდიდა ისედაც სულამდე ჩამსვლელ ღიმილს. ისე მოიცვა ბავშვმა იაგოს არსება იმის ფიქრის საშუალებაც არ მისცა, თავს რომ რამდენიმე წუთში უნდა წაეყვანათ. მამის მკლავებში მოქცეულს თავის პატარა თითებში მთლიანად მოეგდო გიორგის იაგოს გული და თითქოს თავისი ნაზი სუნქთვით ცდილობდა დაფლეთილის შეხორცებას. არც არაფერი ახსოვდა ახლა ბავშვის გარდა. უყურებდა და უზომოდ აბედნიერებდა თითოეული წამი. მარტოობისგან გაყინული სხეული მთლიანად გაუთბა და სიცარიელე ბოლომდე ამოუვსო ამ პატარა არსებამ . ამ წუთას სამყაროსაც ვერ ხედავდა მისი იქით. არც ის გაუგია რატის რომ დაურეკა თათიამ და უთხრა უკვე ვბრუნდებითო. რამდენიმე ფოტო გადაუღო მამა-შვილს. ცოტა ხანი კიდევ აცადა, მერე კი მოიარებით შეაპარა ნატო მოდისო. -მადლობა რატი , უღრმესი მადლობა.-თვალცრემლიანმა ამოხედა და მარჯვენა ხელით მოწმინდა მარილიანი სითხე. -კარგი რა არ გრცხვენია? რისი მადლობა. -შენ არ იცი რამდენს ნიშნავს ეს პატარა არსება ჩემთვის .ნახევარი ჩემი ნაწილია და ნახევარი ჩემი საყვარელი ქალის. ჩემი შვილია და მიყვარს.. მიყვარს კი არა ახლა ეს მასუნთქებს. ნეტა მალე მოვიდეს. უთხარი ისევ ნუ მომკლავს. მაგ ორის გარეშე დიდხანს ვერ გავძლებ,-ნაღვლიანმა ჩაილაპარაკა და ისევ აუწყლიანდა შავი თვალები. -ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე. აწი უკვე ყველაფერი კარგად იქნება.-დამაჯერებლად ჩაილაპარაკა და ბავშვის გამოსართმევად მოემზადა. არ ეთმობოდა, მაგრამ რა უნდა ექნა. იცოდა ახლა არ ივარგებდა აქ რომ ენახა. ეშინოდა უარესად არ მოექცია სიტუაცია და რაც არ უნდა მწარე ყოფილიყო ერჩივნა დალოდებოდა, თუნდაც სიკვდილამდე. ეგონა მთელი მისი არსება გაატანა გიორგის მკლავებიდან რომ ამოუყვანეს. ბოლომდე გააცილა მზერით და მთელ ტანში დასცრა, ნატო რომ გამოჩნდა. უნდოდა მათ შორის მანძილი წამებში გადაერბინა და მაგრად ჩახუტებოდა, მაგრამ ძლიერ ძალას მიეჭაკვა ერთ ადგილას და დაძვრის საშუალებას არ აძლევდა. მაშინაც იქ იდგა თვალს რომ მიეფარნენ, მაშინაც ორივე ისარი თორმეტ საათს რომ გაუსწორდა და ბურთივით მთვარე დაადგა თავზე. იქვე ჩაკეცილიყო და თვალებდახუჭულს თავი ცისკენ მიექცია. არც სტაფილოსფერ ფორმიანი ქალბატონისთვის მიუქცევია დილით ყურადღება. ცხრა შესრულდა თუ არა სახლისკენ წავიდა და პირველივე ფოტოსადგურში ყველაზე დიდი ფორმატზე დააბეჭდვინა რამდენიმე სურათი. გულზე მიხუტებული მიიტანა სახლამდე. ხმაურით ამოაცოცა გასაღები ჯიბიდან და ჭიშკარი შეაღო. მისთვის აქამდე სიცარიელით და ნაცრისფერი სიცივით გაჟღენთილი კედლები წამში დაათბო შვილის ღიმილმა. ფრთხილად ჩამოუსვა ხელი იაგომ ნატოს სახის ნაკვთებს და ძვალსა და რბილში გაატანა მონატრების სიცივემ .პირდაპირ უყურებდა დივანზე ჩამომჯდარი ცოლ-შვილის ფოტოს და ელოდა. ყოველ წუთს ელოდა რომ მოვიდოდა და გააცოცხლებდა. * * * ხუთი დღე იყო გასული მას შემდეგ რაც გაიგო იაგო ცოცხალია. მოსვენება ჰქონდა დაკარგული და სახლში მოლანდებასავით დადიოდა. ყოველ წუთას ეკითხებოდა სარკეში ანარეკლს შეძლებდა თუ არა თვალის გასწორებას და საყვარელი მეუღლის შეხებას. თავს ვერაფრით პატიოდა , რომ მისი ნახვის გამბედაობა ვერ გამონახა. გიორგი რომ დააძინა ლამის ტუჩები სულ დაიკვნიტა. საჭმელიც ვერ ჭამა, ძილიც არ მიეკარა. ფეხს ისე აკანკალებდა მთელი იატაკი ირხეოდა. ბოლოს უცებ წამოვარდა კედლებზე გაკრული უზარმაზარი შავთეთრი ფოტოები სათითაოდ ჩამოგლიჯა, საგულდაგულოდ დაკუჭა და სამზარეულოში სირბილით გავიდა. -ფურცელი მომეცი რა ...უნდა წავიდე,-განაცხადა აკანკალებული ხმით და ცრემლები მუშტებით მოიწმინდა . რატიმ უხმოდ გაუწოდა წითელი ქაღალდი. ბავშვი თათიასთან დატოვა და თავქუდმოგლეჯილი გავარდა გარეთ. მარშუტს ერთი წუთიც ვერ მოუცადა, პირველივე შემხვედრ ტაქსს დაუქნია ხელი და მისამართი უკარნახა.გული ლამის კისერში ამოუხტა ნერვიულობისგან. ფიქრობდა და ცდილობდა სათქმელი დაელაგებინა, მაგრამ იმასაც კარგად ხვდებოდა რომ მის წინ მდგომი ერთ სიტყვასაც ვერ იტყოდა. ხურდა არ გამოურთმევია მძღოლისთვის ისე ჩქარობდა. მძიმე ჩანთა ახლა ერთიორად მსუბუქად მოეჩვენა. უხეშად შეაღო აქამდე უცნობი სახლის ჭიშკარი და სირბილით გაიარა ეზო. შორიდანვე დალანდა იაგომ ნატოს სილუეტი და სხეული აუჩქროლდა. მთელი თავი უბუბუნებდა, თითქოს ორგანიზმი აჯანყდა. კარისკენ გაიქცა და მთელი ძალით დასწია ურდული. ნატო არ ელოდა ასე უცებ მის გამოჩენას, წინასწარვე ზარის დასარეკად აღმართული მარცხენა ჰაერში გაუშეშდა და ლამის ჩანთაც გაუვარდა. ზღურბლი გამყოფი ხაზივით აღმართულიყო მათ შორის. ნელა გააპო დამძიმებული ჰაერის ფენები ნატოს ხელმა და უმოწყალოდ ჩამოეკიდა ბეჭს. იდგნენ ერთმანეთის პირისპირ და ხმას ვერ იღებდნენ. იაგომ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. ცხვირი აუწვა მონატრებულმა საყვარელი ქალის სურნელმა. ორივე ტიროდა, მარილის ბურთულები დაუზარებლად დაუგორავდნენ სახეზე. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ნატომ და შუბლით გულზე მიეყრდნო. ქალის სხეულზე ფაქიზად ასრიალდა ძლიერი მკლავები და ლიანებივით შემოეხვია დარდისგან გალეულს.მონატრების სრიანტელმა დაუარათ მთელს სხეულებში..ხმამაღლა ტიროდა ნატო და ხელებჩამოშვებული მთელი სხეულით ეკროდა ქმარს. ასმაგად იგრძნო როგორ მონატრებია მის სხეულს დაკარგული მეორე ნახევარი. თითქოს დაწყვეტილი ძარღვების თავისუფალი ბოლოები ერთმანეთისკენ ისწრაფვოდნენ და როგორც იქნა შეერთდნენ.ნატოს ზურგზე ხელები გადაეჯვარედინებინა იაგოს და მთლიანად მოექცია მის მკლავებში. გრძელი თითები მკლავებზე მოუჭირა და თავი კისერში ჩაუდო. ჩანთა უნებურად გაუვარდა ხელიდან ქალს და ხმამაღლა ატირდა. ჯერ კიდევ ვერ ბედავდა ხელების შემოხვევას. თავიდან ფეხებამდე გააჟრჟოლა ტანში ყელზე რომ იგრძნო ცხელი ტუჩების კვალი. -როგორ მომნატრებიხარ ჩემო ამაყო ქალბატონო,-ისე ჩაილაპარაკა ბაგეები არ მოუცილებია დელიკატური ძარღვისთვის. ბგერის ვიბრაცია მთელს სხეულში ტალღებად ეშლებოდა ქალს და აფეთქებისთვის ამზადებდა გრძნობების ბუდეს. ძლიერი მკლავები განძრევის საშუალებას არ აძლევდნენ , მაგრამ მაინც მოახერხა მტევნების ამოცოცება და გულმკერდს აუყვა. საკუთარ ხელისგულზე გრძნობდა იაგოს გულისცემას. ნელა მოაცილა ყური მამაკაცის სხეულს და დაწითლებული თვალებით ახედა . ისევ ისე მოქმედებდა მასზე ყორნისფერი მზერა. ძვალსა და რბილში ატანდა შავი თვალების სხივები. -იცი? ჩვენს ბიჭს შენი თვალები აქვს,-ძლივს ამოიბლუკუნა და მზერა აერია ორივე თვალი ბადაგისფერისკენ რომ გაექცა.ნელა დაიხარა იაგო და აფეთქებულ ტუჩებზე ფრთხილად შეეხო მონატრებულ მეუღლეს. ათასობით ტყემლის ყვავილის ფურცელი დაფარფატებდა მათ ჰარშემო და მათრობელა სურნელი დაუყვებოდა ჰაერს, მაგრამ ათასჯერ უფრო მათრობელა იყო ახლა იაგოსთვის ნატოს სხეული. ნელა ასრიალდა ზურგზე და თლილი თითები მაღალ ყელზე შემოაფინა. -სულ მიყვარდი ნატო, დის სულს ვფიცავ სულ მიყვარდი . ახლაც მიყვარხარ ,მერეც და სულ. სიკვდილამდე მენატრებოდი ეს ხუთი დღე.-ნიკაპი აუკანკალდა ნატოს და თვალებიდან ისევ იფეთქა ცრემლმა. -ერთი წელიწადია რაც მენატრები. წამი არ გავიდოდა შენზე არ მეფიქრა. იმაზე არ მეტეხა თავი რა შევცოდე ამ ცხოვრებას ისეთი რომ ყველა წამართვა. არაფერი არ მინდოდა რომ მითხრეს მოკვდაო. სამყარო შემძულდა, ყველაფერი შემძულდა ირგვლივ და უფალს ჩამოვეკიდე სანუგეშოდ. ყოველდღე სიკვდილს ვთხოვდი , შენთან შეხვედრა რაც შეიძლებოდა მალე რომ შემძლებოდა. შენ არ იცი როგორ მენატრებოდი იაგო. ერთი წელი ჯოჯოხეთში ვიცხოვრე. -სულ შენთან ვიქნები ნატო სანამ სული მიდგას. -ჩვენი ბიჭი რომ არა აქედან დიდი ხნის წასული ვიქნებოდი, მისით ვიცოცხლე. ჩემი პატარა სინათლის წერტილი იყო ერთწლიან უკუნში. -არ თქვა გთხოვ. ნუღა იხსენებ. სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ ჩემო . სიკვდლამდე მეყვარები. მთელ სხეულში მამტვრევს ისე მინდა შვილის ნახვა. გპირდები ყველაფერი კარგად იქნება. -შენ იყავი ჩვენთან , არაფერი მინდა მეტი,-ჩუმად ამოილუღლუღა, თავი გულზე მიადო და სუსტი მკლავები მოავლო მხრებზე. * * * მიწის გორა ისე აღარ იყო ამობურცული, უფრო მეტიც , ქვა რომ არ ყოფილიყო ვერც კი მიხვდებოდით თუ ვინმეს სამარხია . ასეა. მიწანი ვართ და მიწადვე ვიქცევითო რომ თქვეს მართალია . მხოლოდ მოგონებები, მოგონებები გვაცოცხლებენ საყვარელი ადამიანების გულებში . ნატომ ფრთხილად დააწყო ყვავილები გაცრეცილ მიწაზე და წელში გაიმართა . უნებურად აეშალა ფიქრები , ის დღე გაახსენდა თათიას ქმარი მხეცივით რომ მოვარდა და მის დასაცავად გადაღობილს სიცოცხლე მოუსპო . ფიქრების მოსაშორებლად თავი გააქნია და თვალზე მომდგარი მშლატე სითხე ხელის გულებით მოიწმინდა. -ნატო, საყვარელო კარგად ხარ?-მზრუნველად იკითხა იაგომ და ხელი მოხვია. -კი იაგო .... უბრალოდ რაღაც გამახსენდა და... -სახლში წავიდეთ ?-კიდევ უფრო დათბა მამაკაცი. -კი, წავიდეთ თორემ ამდენხნიანი ფეხზე დგომისკან უკვე დავიღალე . გიორგი დედიკო, მოდი ,ნუ დაბიხარ -გასძახა უკვე წამოზრდილ შვილს, რომელიც პეპლის დაჭერას ამაოდ ცდილობდა. -უკვე მივდივართ ?-იკითხა აქოშინებულმა და აკიაფებული მზერა შეავლო მშობლებს. -ხო მა, დედიკო დაიღალა. -მაშინ წავიდეთ, კარგად გიგა ბიძია.-დამაჯერებლად ჩაილაპარაკა , ნატოს გამობურცულ მუცელზე აკოცა და ჭიშკრისკენ გაიქცა ..... ________________ პირველ რიგში მადლობა ვინც წაიკითხეთ , უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ იმ თბილი სიტყვებისთვის რასაც კომენტარებში წერდით. მერე ბოდიში მინდა მოიგიხადოთ იმ უსასრულო ლოდინისთვის ბოლო თავისთვის რომ მოგიწიათ, მაგრამ ინტერნეტი არ მქონდა და ვერ მოვახერხე დადება. იმედი მაქვს ღირდა მაინც ჩემი ნაწერი თქვენამდე მოსატანად და ცოტათი მაინც ისიამოვნეთ მისი კითხვისას.ყველანი ძალიან მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.