შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბუხარში აღარ გიზგიზებს ალი


12-05-2015, 15:14
ავტორი grifini
ნანახია 1 795

რატომ მოსდის ცრემლები ახლა ?!
რატომ ტირის ?!
მისი ბრალია,მისი ბრალია! არ უნდა ყოფილიყო ასეთი! არ უნდა ეცინა არასდროს,არ უნდა ყოფილიყო პოზიტივით სავსე.ყველაფერი მისი ბრალია.ასე,რომ დარჩა ეგეც მაგის ბრალია.
არ უყვარს ამ ხალხს ეს პოზიტივი,რითი ვერ შეიგნო ჰა ?!
იცინოდა,იცინოდა და დარჩა ესე! ღირსია.მარტოობისთვისაა განწირული და ღირსია.არა და როგორ ენატრება ეხლა ყველა.
მეგობრები აღარ ჰყავს.რომ დაფიქრდეს როდის ჰყავდა?.. მართლა ძნელია,ასე მარტო დარჩენა.მაგრამ რა ქნას ? რა მისი ბრალია ? აღარც ალი გიზგიზებს ბუხარში.
აღარვინ ეტყვის,რომ უყვარს.არავინ მოეფერება.
მაზოხისტია.მაზოხისტია.მაზოხისტია.
მიკვირს აქამდე როგორ გაძლო ? ვერ ხვდებოდა,რომ ყველგან აქამდეც ზედმეტი იყო ?
ახლა,მიხვდა.გვიანია ახლა უკვე.ძალიან გვიანია.
აერია მთელი ცხოვრება.
აღარავინ დარჩა.აღარავინ ჰყავს ვისაც ჩაეხუტება,ან თუნდაც თავის ტკივილს გაუზიარებს.არც,აქამდე ჰყავდა მაგრამ ეხლა მიხვდა.ეხლა მიხვდა,რომ სულ მარტოა.
არა,რატომ ერთი ჰყავს.ერთი მეგობარი ჰყავს,რომელზეც გიჟდება.მაგრამ არც ის დარჩება სამუდამოდ ისიც წავა,როგორც სხვები და ისევ მაგრად ეტკინება.
ორი საუკუნის წინ უნდა.იქ ურჩევნია დაბადებულიყო,სადაც არც ინტერნეტი იყო,არც დენი.უბრალოდ ხალხი იყო,ადამიანობა იყო.სადაც მართლა გულით ეყვარებოდათმგულწრფელად და არავინ ეტყოდა „არ მევასები,არ მინდა შენთან მეგობრობა“.მეფეები,რომ იყვნენ მაშინ უნდა.იქ ჯობდა,ის ჯობდა.აღარ უნდა აქ,ამ ნაგავ სამყაროში.სადაც ათასი სულელობა და ათასი ცრემლია.
ვითომ ეს ცრემლები,ახლა რომ აღვარღვარებს რამეს შეცვლის ? არა,არ შეცვლის!მაგრამ მაინც ტირის...
„ყველაზე მხიარულებს,ყველაზე სევდიანი გული აქვთ“
და მაინც რა რთულია ცხოვრება ? ყველა დაკარგა,ყველა უკლებლივ.
ყველამ აგრძნობინა,რომ ზედმეტია,ყველამ.
და ვითომ გადაიტანს ? ვითომ ამ ყველაფერს გაუძლებს? არ ვიცი,არა მგონია..
და მაინც რა რთულია,როდესაც ყველა ერთად გტოვებს...
რამდენს ვერ ხვდებიან.
რამდენს სათქმელს იტევს,მისი გული.
„როგორ დავფრინავ ფსკერს,თუ ვეხები“
და ამდენს,როგორ იტევს გული?
ბუხარში ალი აღარ გიზგიზებს.ნაპერწკლები,რომელიც შეშაზეა და ანათებს.
ვითომ აინთება კვლავ ალი? ვითომ ისევ აგიზგიზდება და გაუთბობს ხელებს ?
ვითომ ცაზე ვარსკვლავები ისევ გამოვლენ? ვითომ ვებერთელა მთვარე ისევ გაუღიმებს ?
ბუხარში ალი აღარ გიზგიზებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent