შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყავი აზარტული! 2


25-09-2015, 19:13
ავტორი sopiko
ნანახია 3 740

-ბაია, ადექი!-მკაცრად შევუძახე საკუთარ თავს და ფეხები ძვლივსძვლივობით გადმოვყავი საწოლიდან. თვალები მოვიფშვნიტე და მაგიდაზე მიგდებულ მაჯის საათს დავტაცე ხელი.
-ვითომ შემოდგომაა, წესით ღამე უნდა იმატებდეს და შეხედე! უკვე მზე ამოვიდა.-უკამყოფილოდ ჩავიბურტყუნე და მთქნარებით გავედი სამზარეულოში.
-ყავა! ჩემი სიცოცხლის ელექ!-შევკივლე გახარებულმა და მაგიდაზე დადებულ ყავის ფინჯანს მივუახლოვდი.-მაგრამ... მე რომ არ მომიდუღებია?
ჩავფიქრდი და რას ჩავიფქრდი, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვიგონე, თუ ღამით ავდექი და ყავა მოვიდუღე.
-არ დატოვო კარი ღია, არ დაგრჩება პირი ღია.-ზურგსუკან მომესმა დიკაპრიოს მკაცრი და დამცინავი ბარიტონი და ადგილზე მივეყინე. მოიცა, მოიცა... რამე მოხდა და მე არ მახსოვს? თუ სხვა ამბავია? პირის დაფჩენა ახლა უნდა გენახათ. ჭოჭმანით შევტრიალდი და საჩვენებელი თით მისკენ გავიშვირე.
-შენ?
-მიცანი?-აშკარად ჩემს ნერვებზე მოქმედებდა და მეც თავს ძვლივს ვიკავებდი ბოღმა რომ არ ამომენთხია.
-კიდევ წყალი დამრჩა მოშვებული?-ირონიული ღიმილით გავხედე და ხელები გულზე დავიკრიფე.
-ოოო... შესანიშნავია! ანუ მადლობასაც არ მიხდით იმისთვის, რომ დილის ელექთ გაგანებივრეთ?-სარკასტულად მომიგო მან.
-მოეშვით ამ ირონიას დიკაპ....-კინაღამ წამომცდა მისი ''ზედმეტსახელი'', ენა კბილებს შორის მოვიქციე და ისე განვაგრძე, ვითომც არაფერი იყო-დიკაპრიოსგან განსხვავებით არ გიხდებათ.
აი, ამხელა სისულელე დავაბრეხვე და არც კი მიფიქრია მისი გამოსწორება. ღიმილით ჩამოვჯექი სკამზე, ლეოსაც ხელი ავუქნიე, დაჯექი_მეთქი, ვანიშნე.
-არა, გმადლობთ! ყავის მოყვარული არ ვარ.-თავი დამიქნია და სახლი უთქმელად დატოვა.
-ზოგჯერ როგორი ზრდილობიანია, ალბათ არ იცის ჩემზე ეს ზრდილობა რომ არ ჭრის-ჩავიცინე, ყავა მოვსვი და... ცხარე, ცხარე და ცხარე... ერთი ხაზით დავაკავშირე ეს ორი სიტყვა ერთმანეთთან და სასწრაფოდ მთელი ბოკალი წყალი გამოვცალე.
-ზრდილობიანი ხომ? შტერი ხარ ბაია... სულელი და ჩერჩეტი. გაგაბრუა მისმა ხავერდოვანმა ხმამ და კი ჩაგეწვა ყელი. ღირსი ხარ! ღირსი!-ვგრგვინავდი გაბრაზებული და ოთახში ბოლთას ვცემდი.
-მე შენ განახებ ლეონარდო დიკაპრიო როგორ უნდა ჩემი გასულელება!-დავიქადნე და ჩემი გადაწყვეტილებით გახარებულმა ტაში შემოვკარი.
რამდენიმე წუთი საგანგებოდ ვაწყობდი გეგმებს, ფიქრში ვიყავი გართული საათს რომ ავხედე და თავში რაღაცამ დამარტყა.
-ათ საათზე რა ხდება?-წარბები სასაცილოდ ავწკიპე და თავი მოვიქექე.
-კაზინო!-შევძახე ბოლო ხმაზე და ფეხზე გიჟივით წამოვხტი.
-რა ჩავიცვა... რა ჩავიცვა... რა ჩავიცვა...-პიჟამოებს ტანიდან ვიგლეჯი და თან გარდერობისკენ გავრბოდი.
როგორც იქნა ავარჩიე ოქროსფერი გულამოღებული კაბა და სარკეში არც ჩამიხედავს ისე გამოვვარდი სახლიდან.
-ჩანთა?-გამახსენდა შუა გზაში და ისევ უკან ავბრუნდი. სწრაფად გადავიკიდე ჩანთა კისერზე და ასე აჩაჩული ისევ დაბლა ჩავედი.
-ეს ბოლოა!-გავაფრთხილე საკუთარი თავი და ავტობუსში ავეკვეხე.

კაზინოში შევედი თუ არა, გარემომ მაშინვე მომხიბლა. თვალებით ვეძებდი თათას და თან ხან ერთ კლიენტს ვეჯახებოდი, ხან მეორეს.
-ბაია!-მოულოდნელად მკლავში ვიღაცამ მტაცა ხელი და ჩაბნელებულ დერეფანში შემათრია.
-უნდა მომკლა?-ვკითხე შეშინებულმა და გავფართხალდი.
-კი, ნამდვილად უნდა მოგკლა, ასე რომ დაიგვიანე. რას ჰგავს შენი საქციელი?-ახლა კი ვიცანი საუკეთესო მეგობრის ხმა და შვებით ამოვისუნთქე.
-სულ ნუ მტუქსავ!-აქეთ შეტევაზე გადავედი მე-რა ვქნა, დღეს ისეთი სტუმარი მყავდა...
-არ მითხრა რომ ლეონარდო დიკაპრიოა თბილისში ჩამოსული და პირველი შენ გესტუმრა...-სიბნელეშიც კი დავინახე თაიას გაცისკროვნებული თვალები. გიჟდება ამ მსახიობზე.
-ზუსტად!-დავეთანხმე მე.
-ესეც შენი მორიგი თამაშია?-დაეჭვებით მოჭუტა თვალები.
-როდის იყო მე ვიტყუებოდი...-წყენით გავხედე მე.
-ყოველთვის!-დაუფიქრებლად მომიგო თათამ და მეც თავი დავუქნიე.
-მართალი ხარ, მაგრამ ამჯერად სიმართლეს გეუბნები.
-სად არის?-მენდო როგორც იქნა.
-ჩემთან!-თამამად ვიცრუე მე.
-ღამე...-დაიწყო ამ გულუბრყვილო გოგომ თავისი სისულელეები, მაგრამ მე მაშინვე შევაწყვეტინე.
-ეხლა ნუ შეთხზე ზღაპრები. არავითარი მე და ის! უბრალოდ...-თვალი ჩავუკარი დაქალს-უბრალოდ ძალიან ჰგავს დიკაპრიოს, ოღონდ შავგვრემანია.
-დიკაპრიო და თანაც შავგვრემანი. მშვენიერი შედარებაა.-ტუჩები იმედგაცრუებულმა გაბუშტა და ზურგი შემაქცია.
-ხო, ასეა მაგრამ შური უნდა ვიძიო...-დავამატე ცნობისთვის.
-ვისზე?-გაოცდა თათა.
-ვისზე ვლაპარაკობთ ახლა ჩვენ?-გავცხარდი მე.
-არ მითხრა რომ...
-როგორც ყოველთვის მართალი ხარ!-არც ამჯერად დავაცადე სიტყვის დასრულება და ავცმუკდი.
-სად არის ჩემი უფროსის კაბინეტი?
-ოჰ, ბაია...-თავი გადააქცია მის პუნქტუალურობამ და დირექტორის კბინეტისკენ გამიძღვა.

უფროსი თავჩახრილი წერდა რაღაცას, მე რომ შევუვარდი კაბინეტში.
-ბაია, ჯერ კარზე უნდა დააკაკუნო!-კბილებში გამოსცრა თათამ და უკან გამათრია.
-რატომ?-მიამიტად ვიკითხე მე.
-იმიტომ რომ მას შეუძლია სამსახურიდან ერთი შეცდომის გამოც კი გაგაგდოს.-გაკაპასდა ის.
-ვერ ვიტან ასეთ უფროსებს!-განვაცხადე დაუმალავად და თათამაც უმალ ამაფარა პირზე ხელი.
-ჩუმად! არავინ გაიგოს!-ჩამჩურჩულა მან და კარზე დააკაკუნა.
-შეიძლება ბატონო დავით?-შეიჭყიტა ოთახში.
-რა საჭიროა ამდენი თავაზიანობა. შედი და ისე უთხარი რა...-წიხლით შევაგდე შიგნით და მეც უკან მივყევი.
-გამარჯობა ბატონო დავით! ეს მე ვარ, ბაია ახვლედიანი. ალბათ ეს სახელი და გვარი თქვენთვის უცნობი არაა. შეიძლება დათა დაგიძახოთ?-ერთმანეთს მივაყარე სიტყვები და გვერდში ჩქმეტა დავაიგნორე.
-ბაია...-ეტყობა ჩემი ერთმანეთზე მიყრილი სიტყვები ამ გამოჩერჩეტებულმა ვერ გაიგო.
-ახვლედიანი.-ამაყად ვუპასუხე და უკითხავად ჩამოვჯექი სავარძელზე.
-ქალბატონო ბაია, შეგიძლიათ ახლავე შეუდგეთ თქვენ საქმეს.-თავაუღებლად მიპასუხა და მეც მაშინვე კარისკენ წავედი.
-უღრმესი მადლობა დათა.-გულწრფელად გავუღიმე და ნიშნისმოგებით გავხედე თათას. მანაც მხრები აიჩეჩა და ორივემ ერთად დავტოვეთ მისტერ საქმიანის კაბინეტი.

.........................................................
დამ დაამ!
ესეც შემდეგი...
ველი თქვენს შეფასებებს.
სიყვარულით სოფიკო <3
პ.ს. ერთი რჩევა მკითხველებს. თუ მოგწონთ მოთხრობა, არასდროს დაინანოთ თუნდაც ერთი სიტყვა ''მწერლისთვის''. ეს მისთვის დიდი სტიმულია და თქვენც არ მოგიწევთ ლოდინი.



№1 სტუმარი nana

ძალიან კარრგი და სახალისოა <3 <3 wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent