შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სწორედ იმ ღამით (თავი 1)


25-09-2015, 21:15
ავტორი mariamabazidze
ნანახია 3 010

ზღვა მშვიდი იყო.ლურჯად ღელავდა ხანდახან პაწაწინა ტალღები ეხეთქებოდა ნაპირებს, პატარა ბიჭუნა ტალღებს ეთამაშებოდა, თან ნაპირზე მჯდომ ქალს უყურებდა და საყვარლად უცინოდა
_დედა გადმომიგდე ჩემი საცურაო კამერა. მომესმა ბავშვის ხმა. ახალგაზრდა ქალმა კამერა მიაწოდა,
თვითონ კი ნაპირზე დაეშვა.ქვიშას დაყურებდა.მე ბავშვს ვუყურებდი, იგი ცურავდა თან იღიმებოდა, კარგა ხანს ეთამაშებოდა ტალღებს.უცებ საცურაო კამერა ხელიდან გაუსხლტა და ხელები წყალში ააფართხალა,ახალგაზრდა ქალმა დაიკივლა და მიწაზე გულწასული დაეცა
არ მახსოვს როგორ გადავხტი წყალში ტანსაცმლიანი ბავშვი ამოვიყვანე . დედამისს ხალხი შემოხვეოდა მან უცებ თვალები გაახილა და ცრემლები წამოსცვივდა, პატარა გულზე მიიკრა და აქვითინდა
-ვინ გადამირცჰინა ბავშვი? კითხულობდა ქალი
-თქვენ მაჩუქეთ ბავშვის სიცოცხლე თქვეენ?_ მადლობა დიდი მადლობა. მეუბნებოდა ახალგაზრდა დედა და თვალებიდან ცრემლები სდიოდა
ბავშვი ავიყვანე, სახლამდე მივაცილე. ხმა არ ამომიღია, მისი ჩუმი ქვითინი მესმოდა ის მთელი არსებით ტიროდა
-რა მეშველებოდა თქვენ რო არ გადაგერჩინათ ბავშვი გმადლობთ მეგობარო მე დაგაფასებ და მიგიღებ ისე როგორც საკუთარ დას
მითხრა მან და ხელი ჩამომართვა
იგი წავიდა, მიარხევდა ლერწამივით ტანს,მას გრძელი ყავისფერი თმები ქონდა რომელიც წელამდე წვდებოდა, მე გამმაოცა მისმა თბილმა საუბარმა და მოპყრობამ
მეორე დღეს ის არ გამოჩენილა ასე გრძელდებოდა ოთხი დღე, მეხუთე დღეს როგორც იქნა გამოჩდა ბავშვთან ერთად, ისინი ზიზღით გასცქეროდნენ ზღვას
ღია ცისფერი მაისური ეცვა, შავი ქვედაბოლო ,ოდნავ ქუსლიანი თეთრი ბასანოჩკები და ქალღმერთივით თმა გაშლილს ბავშვი ხელში აეყვანა, ახლოს მისვლა მომერიდა, მან დამინახა დაჩემსკენ წამოვიდა თან მიღიმოდა მოვიდა და გადამეხვია მის თვალებში ისევ ცრემლი იდგა. ძალიან ლამაზი ბიჭუნა ყავდა , დიდი ზღვისფერი თვალებით,წაბლისფერი ხუჭუჭა თმიანი
ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა.
ანა(ასე ერქვა იმ უცნობ ქალს) გადაიქცა ჩემი ცნობისმოყვარეობის საგნად, ხალხს გაურბოდა, ყოველდღე სხვადასხვა ძვირფასეულობა ეკეთა საიდან ქონდა ან ვის მოქონდა? ყავდა თუ არა ბავშვს მამა?
რამდენჯერ მიმიცილებია საცლამდე მაგრამ არასდროს შევუპატიჟებივარ.ერთ დღეს დილით ადრე გამოვიდა,ბავშვი თან არ ყავდა, დამინახა და მოვიდა ჩემთან, გაგიკვირდებათ და სახლში დამპატიჟა.სიამოვნებით დავეთანხმე, 7_ზე უკვე მის სახლში ვიყავი, ერთი ოთახი იყო მაგრამ მდიდრული, მაგიდაზე ვისკი და ტკბილეულობა ელაგა, პატარა ლუკას კი ტკბილად ეძინა, შესვლისას თვალში მომხვდა ვაჟის სურათი მას დიდი ლურჯი თვალები და შავი თმები ქონდა იცინოდა, მე ამ სურათზე გამოსახული ვაჟი ნაწარმოების გმირად უფრო მივიჩნიე
ანა სავარძელში ჩაჯდა და მიმანიშნა მეც ჩავმჯდარიყავი
_სალო არ გაინტერესებს ჩემი ცხოვრება? მკითხა მან მე მე გაკვირვებული ვუყურებდი ის კი სევდანარევი ღიმილით მიყურებდა შემდეგ თავისივე დასმულ შეკითხვას თვითონ უპასუხა
_ვიცი რომ გაინტერესებს,შევეცდები დაწვრილებით მოგიყვე, და სახელე ტანჯვის გამომსახველი ნაოჭები გამოესახა. ძალიან მაინტერესებდა ამიტომ უარი არ მითქვამს
_იმ დღეს 18 წელი შემისრულდა, უცხო ენათა ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი,მე და ჩემი მეგობრები კინო საქართველოსთან დავშორდით ლამაზი იყო იმ ღამეს თბილისი. უკან საბა მომსდევდა და სიყვარულს მეფიცებოდა.
_ანა მომისმინე ძალინ მიყვარხარ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ბედნიერი იყო
_ყველაფერს? მაგალითად რო მომიტაცონ რას იზავდი?ეშმაკური ღიმილით ვკითხე.
_შენ თავს არავის დავუთმობ ანა.
კარგად ვიცოდი რო მაინც და მაინც დიდი ვაჟკაცი არ იყო მაგრამ რაღაც დონეზე მაინც მიყვარდა. დედასაც მოსწონდა,მდიდარი ოჯახის შვილი იყო თუმცა არც მე ვიყავი გაჭირვებული.
საბა ხშირად მოდიოდა ჩვენთან მამასაც მოსწონდა, თითქოს ჩვენი ბედი გადაწყვეტილი იყო იმ დღეს ჩვეულებრიც მომყვებოდა გვერდით
იქვე პატარა მაღაზია იყო ყვავილები იყიდებოდამ საბა მივიდა მე მეორე მხარეს ველოდებოდი, უცებ ჩემ წინ მანქანა გაჩერდა კარები გაიღო და ლამაზი ვაჟი გადმოვიდა.
_ის ბიჭს ელოდებით?ვინ არის თქვენი?_ჩამესმა ხავერდოვანი ხმა
_ეს თქვენი საქმე სულაც არ არის. მაღაზიიდან საბა გამოვიდა მეგონა მიშველიდა მაგრამ შევცდი ,უცებ შეჩერდა და რომ არ შერცხვენოდა ალბათ გაიქცეოდა კიდეც.გავბრაზდი. ჩემ გვერძე მდგომმა ვაჟმა თავაზიანად მტხოვა მანქანაში ჩაჯდომა, მე უარი ვუთხარი და წასვლა დავაპირე, ამ დროს ხელი მომკიდა და მანქანაში ჩამტენა, ჩემი კივილი ხმამაღალმა მუსიკამ ჩაახშო, ვტიროდი გაქცევა მინდოდა ორი ფანჯარა ჩავამტვრიე სამი ბიჭი იჯდა ჩემთან ერთად ერთმა ხელები და მიჭირა ასე მივდიოდით შემდეგ გული წამივიდა და აღარაფერი აღარ მახსოვს..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent