მრავალძალში ჯვარდაწერილნი [2]
ესეც ახალი თავი... იმედია ისიამოვნებთ <3 ! ^^^^^ გაოგნებულს მწარედ გაეღიმა და ფეხზე წამოდგა. ნინა მის წინ იდგა და უხმოდ ელოდა პასუხს. –მოვკლავ! არ ვაცოცხლებ! – აყვირდა გამწარებული ლიზა. –რა მოხდა, ლიზ? – ტუჩი მოიკვნიტა ანერვიულებულმა. –ბიჭებთან გულაობს გოგო... – გამოსცრა კბილებში. –სად ბიჭებთან? – თვალები გაუფართოვდა მეტრეველს. –სად და ჩვენი სახლიდან ორი სახლის მოშორებით არიანო ვიღაც ბიჭები ჩამოსულები და ეს ქალბატონიც იქაა... – წამოხტა ფეხზე. –მოიცა, მარტო უნდა წახვიდე? – აედევნა შეშინებული. –ხო, აბა, ჯარს ხომ არ შევკრებ? – ისე შეუბღვირა, თითქოს დანაშაულში მიუძღვოდა წვლილი. –დამელოდე, ყავას გამოვრთავ და გამოგყვები... პასუხს არ დალოდებია, სამზარეულოში შევარდა და წამებში გამოვარდა. დაიძრნენ. მთელი გზა არ გაჩერებულა ლიზა. ცალკე ანკას ლანძღავდა და ცალკე იმ გოგოზე დახამებულ (როგორც თავად უწოდა) ბიჭებს. ნინა შეშფოთებული მისდევდა, თუმცა ლიზას ამ სალანძღავ სიტყვებზე ჩუმი ღიმილი ეპარებოდა სახეზე. კარს რომ მიუახლოვდნენ, ეგონა ნინას გაჩერდებოდა ლიზა და დაიძახებდა ან რამე. შენც არ მომიკვდე, ისეთი გაბრაზებული იყო, ფეხით რომ არ გააღო კარი, ეგ უფრო გაუკვირდა ნინას. –ანა! – მიუახლოვდა თუ არა სახლის კიბეს, დაიყვირა. ფეხის მძიმე ნაბიჯების ხმა გაიგეს და დაელოდნენ როდის გამოჩნდებოდა მასპინძელი, რომელმაც არ დააყოვნა. მამაკაცი იყო, ოცდაათ წლამდე, თუმცა ერთი შეხედვით ოცი წლის ბიჭს გავდა. არც ბარბაცებდა და არც იცინოდა, როგორც კაიფში მყოფებს ემართებათ ხოლმე. პირიქით, ეტყობოდა, რომ გაწონასწორებული კაცი იყო და ლიზა პირველივე ბგერაზე მიხვდა, ეს არ იყო კოტე, ანუ კაცი, რომელსაც ელაპარაკა. –ჩემი დის წასაყვანად მოვედი, – არ დააყოვნა ლიზამ. –შემოდი და წაიყვანე, – მონოტორულად გაიჟღერა მამაკაცის ბოხმა ხმამ. უჩვეულოდ გააჟრიალა ლიზას მისი ხმის გაგონებაზე და რომ არა საქმე, ალბათ ლამაზ თითებს დაუკოცნიდა, ისე, როგორც შუა საუკუნის წარმომადგენელი ქალი, რომელსაც პირველივე დანახვაზე გონის დაკარგვამდე შეუყვარდა უფლისწული... მუხლის ჩოქებზე დაუდგებოდა თუ საჭირო გახდებოდა და შეევედრებოდა დარჩენას, სამუდამოდ, მის ცხოვრებაში, ისევე, როგორც სიბილ ვეინი დორეანს... ო, როგორი ჩამთრევი, მწვანე თვალები ჰქონდა მამაკაცს... –ლიზა! – ნინას მკაცრმა ჩურჩულმა და ხელზე ოდნავმა ჩქმეტვამ გამოიყვანა ფიქრებიდან. თვალი გაექცა უცნობი მამაკაცისკენ, რომელსაც ირონიული ღიმილი შეჰპარვოდა სახეზე. ეჭვიც არ ეპარებოდა არც ერთს, რომ ეს ლიზას მიმართულებით ნასროლი ირონია იყო. უჩვეულო სიცხელემ აჰკრა სახეზე და ყელში წაუჭირა. რომ არა საქმე, ალბათ, აზღვევინებდა ამ ერთის მხრივ სათაყვანებელ და მეორეს მხრივ მტანჯველ მამაკაცს, რომელმაც პირველივე შეხვედრისას აგრძნობინა და განაცდევინა ორივე, ერთად. ოთახში შევიდა. უკან ადევნებულმა მამაკაცმა აქეთო – ანიშნა. ჯობდა არ ენახა... ჯობდა არ მოეკითხა... ყველაფერი ჯობდა, ოღონდ ეს არა... აშკარა იყო, რომ ანა კაიფში იყო, თანაც ძალიან მაგარ კაიფში. უნებურად გაიყინა, გაშეშდა და ნაბიჯის გადადგმა ვეღარ შეძლო. მოუნდა ეყვირა, ისტერიკები გაემართა, მაგრამ სიტყვა არ ამოსდიოდა ყელიდან. –ანა! – დაასწრო ნინამ და გოგოს მივარდა. –დამანებე–მეთქი! არ მიყვარს სპილოები... – ამბობდა ჯერ სრული სერიოზულობით და მერე იცინოდა კუჭის ატკიებამდე. კენტმა ცრემლმა დაუწვა მარცხენა ლოყა. –ანა, წამოდი, სახლში წავიდეთ, – დაქაჩა მეტრეველმა, მაგრამ ძვრა ვერ უყო. ისევ იგივეს გაიძახოდა. თითქოს გონს მოეგოვო ლიზა, იმხელა ხმაზე იღრიალა დის სახელი, კედლებმა და ჭაღმა ზანზარი დაიწყო. ერთი ნაბიჯით უკან დაიხია ლიზას უფლისწულმა იმ იმედით, რომ გრიგალი მასაც არ დააწყდებოდა თავს, მაგრამ როდის იყო ის ვინმეს ინდობდა?.. ვერც ანას რომ ვერ უყო ძვრა და ვერც ორ, გაბრუებულ ბიჭს, ფხიზელს მიუბრუნდა, მივარდა და აღრიალებულმა დაუშინა მუშტები მკერდზე. –ხომ შეგეძლო არ მიგეცა ნება? – ყვიროდა და გამეტებით ურტყავდა. მამაკაციც, თითქოს მართლაც დამნაშავედ სცნობდა თავს, არ აკავებდა და აძლევდა უფლებას ტკივილი მიეყენებინა. თავადაც გამოცდილი ჰქონდა და იმიტომ. –რატომ მიეცი გაუბედურების უფლება... რატომ? – ყვიროდა და ძალიან, ძალიან ცხელი ცრემლებით ენამებოდა სახე. ძალა გამოეცალა და უნებურად მიესვენა მამაკაცის მკერდს. მანაც, რომ არ დაცემულიყო გოგო, ხელები შემოხვია წელსა და თავზე და ძლიერად აიკრა სხეულზე. თითქოს ორივემ რაღაც უდიდესი სითბო იგრძნეს... თითქოს ერთმანეთი გახვიეს უდიდეს ცეცხლში. ^^^^^ მაგარ ტახტზე წამომჯდარიყო ლიზა, სახე ხელებში ჩაემალა და დროდადრო სლუკუნებდა. ანას ეძინა, ის კი ელოდა. იმედი ჰქონდა, რომ გაღვიძებული მეტად ფხიზლად იქნებოდა და გაახარებდა დას. მამაკაცი ოთახში მიმოდიოდა. არც ის იყო ნაკლებ დღეში. ბოლოსდაბოლოს ძმა და ძმაკაცი ანალოგიურ მდგომარეობაში ყავდა. ერთის მხრივ მიჩვეულიც კი იყო მამაკაცი ძმისგან, მაგრამ არ ელოდა, რომ ძმაკაცის გადაბირებასაც შეძლებდა თავისი ძმა... არც ის ეგონა, რომ ქალით გარისკავდა, მაგრამ ხშირად რეალობა ბევრად ალოგიკურია, ვიდრე ის, რასაც სრულებით ვერ წარმოიდგენს ადამიანი. –სად ვარ? – ამოიხავა ჩახლეჩილი ხმით ანამ. იმედიანი მზერით გახედა ლიზამ. ახლა ჩხუბის თავი არ ჰქონდა, ისედაც შეიძლება გასკდომოდა ამდენი ნერვიულობით. –როგორ ხარ, ან? – არც მას ჰქონდა ნაკლებად ჩახლეჩილი ხმა. საწოლთან მივიდა და ჩაიმუხლა. დის თითები თავისაში მოიქცია და მეორე ხელით სახეზე ჩამოყრილი თმა უკან გადაუწია. –რა მოხდა? – თავის მოტრიალებას შეეცადა, მაგრამ სტკიოდა და ვერ შეძლო. –არაფერი გახსოვს? – ცოტა გაუხარდა ეს მდგომარეობა. –ღამის მერე, არაფერი... – საფეთქელთან მიიჭირა თავი. – მისკდება... – ამოიკნავლა. –მაგალითი იქნება, – შედარებით მკაცრი კილოთი ჩაილაპარაკა. –რისი მაგალითი? ლიზა ხვდებოდა, რომ მტკივნეული ხდებოდა ანკასთვის სიმართლიდან შორს დგომა, მაგრამ სხვა გზა არ იყო... ვერ შეახსენებდა, რომ ნარკომანის გახდომისთვის პირველი ნაბიჯი გადადგა. –გიო არ ჩამოსულა? – მოულოდნელად იკითხა, ძალიან დასევდიანებულმა. –სახლში ვილაპარაკოთ რა... – შეევედრა ლიზა. – შეძლებ ადგომას? სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. ძვლები სტკიოდა და არ აძლევდა ხელს ასადგომად. –ვერა, – ცრემლიანმა ამოიკვნესა. –შეგიძლიათ დარჩეთ აქ... – შესთავაზა მამაკაცმა. –მაო გაგიჟდება... – წნევა თავში აუვარდა ლიზას მაოს გახსენებაზე. უკვე ამხელა დრო გასულიყო და ჯერაც არ ენახა ბებო. წარმოიდგინა როგორ ნერვიულობდა და ფეხზე წამოდგა. – აქ იქნები ორი წუთით ან? მაო ბებოს გავაფრთხილებ და მოვალ... ალბათ, როგორ ნერვიულობს... –ძალიანაც რომ მინდოდეს წასვლა, ხომ ხედავ, ვერ ვდგები, – გაეცინა ანას. შუბლზე აკოცა ლიზამ დას და მამაკაცს მიუტრიალდა. –ხუთ წუთში დავბრუნდები და მიხედე რა, ძალიან გთხოვ... – ყელი გამოუწია თხოვნის ნიშნად. –რა პრობლემაა... – მხრები აიჩეჩა მამაკაცმა და თბილად გაუღიმა ქალს. მაო ბებო მაგიდას მიჯდომოდა და აშკარად ჩაფიქრებული ჩანდა. გაუჭირდა ლიზას მოტყუება, მაგრამ სხვა გზა არ ქონდა... არ სურდა, რომ ენერვიულა მოხუცს. –ბე! – წამოიძახა და ლოყაზე აკოცა. – რას შვები? –გელოდებოდი, ლიზა... სად ხართ? როგორ მანერვიულებთ... – თავი გადაიქნია დანანების ნიშნად. –ბე, აქვე, მეზობლად ვართ ბავშვები, იქ დავრჩებით ამ ღამ და არ ინერვიულო, კარგი? – შეპარვით ჰკითხა და ტუჩი მოიკვნიტა. –ჩემი საწოლები არ მოგეწონათ, ბებო? – ნაღვლიანად გაეცინა ქალს. –ხომ იცი, რომ ჩვენ სახლს არაფერი მირჩევნია, მაგრამ ამ ერთხელ გვაპატიე, – კიდევ ერთხელ აკოცა ჩამომჭკნარ ლოყაზე ძლიერად და კარებისკენ გაიქცა. –ჭკვიანად, ლიზა! – მიძახა მაომ და შედარებით დამშვიდებული წავიდა ქოჩორას მინდვრიდან მოსაყვანად. ^^^^^ –ან, არ გშია? – თავზე დატრიალებდა ლიზა დას. –არა. პირი მიშრება, – საცოდავად ამოიკნავლა. –ახლავე მოგიტან წყალს... – ფეხზე წამოხტა და ისე სწრაფად გავარდა, თავი ვეღარ მოზომა და როგორც კარიდან გაუხვია, მძიმედ შეეჯახა სხეულს, რომელიც მასსავით უკან გადავარდა, წყალი კი ზედ გადაესხა ორივეს, საკმარისად. –ჯანდაბა! – ამოთქვა და შუბლი მოისრისა. –კარგად ხარ? – გაეცინა მამაკაცს და წამოდგა. –უკეთესად ყოფნას ვერც ვინატრებდი! – კუშტად შეკრა წარბები ლიზამ. რა ქნას, ჯერაც ვერ ეგუება, რომ ეს მამაკაცი არაფერ შუაშია და ყველაფერში ანკა და მისი გრძნობები ინაწილებენ მთავარ როლს. –მოდი, ადექი, – დიდი მტევანი გაუწოდა მამაკაცმა. –თავადაც შევძლებ, – ბღვერვით უთხრა და ერთი წვალებით წამოდგა ფეხზე. –ლიზ, კარგად ხარ? – გვიან გამოსძახა ანკამ, რომელმაც ყველაფერი გაიგო და ეღიმებოდა. –კი, ანკა, კი... მოგიტან ახლავე წყალს, – თავი შეჰყო კარში, რათა ეჩვენებინა, რომ მართლა კარგად იყო. –ჩემებისთვის მიმქონდა წყალი და შემეჯახე, ასე რომ, მე ნუ მიბრაზდები! – ნიშნისმოგებით აუწია თითი, – წყალი ვალად გმართებს! – თვალი ჩაუკრა, წყლის ჭიქა აიღო და გზა გააგრძელა. კინაღამ პირი დააღო ლიზამ. „თავხედი! უჟმური!“ – ილანძღებოდა გულში და კიბეებზე მიხტოდა. ასეთია და რა ქნას? როგორი მაგარი ბიჭიც არ უნდა შეხვდეს, პირველად მოსწონს და მერე იწუნებს... ^^^^^ გულაღმა იწვა და ფიქრობდა. ამ ორ დღეში დატრიალებულ მოვლენებზე ფიქრობდა და ეცინებოდა. ყველაფერში ხომ ლიზა უნდა აღმოჩნდეს უბედური... ყველაფერმა მაინცდამაინც მის ზურგზე უნდა გადაიაროს. თავიდან ამ უსახელო მამაკაცს რომ შეხვდა მისი თვალები, იფიქრა „ის იყო“, მაგრამ მერე ყველაფერი რომ მას დააბრალა, უნებურად, მიხვდა, ვერასდროს ვერ შეძლებდა ეს მამაკაცი იმ ადგილის დაკავებას, რომელსაც ასე სანუკვრად უვლიდა და ინახავდა ლიზა. შეიძლება არც არანაირი წვლილი მიუძღვოდა საქმეში, რომელშიც უნებურად გაჰყო თავი ანამ, მაგრამ მაინც ვერ პატიობდა... შეეძლო შეეჩერებინა... შეეძლო ნებისმიერ ხერხისთვის მიემართა, მაგრამ არ მიეცა ნება, რომ ნარკომანის უღელი აეკიდებინა. საწოლზე წამოჯდა. საათს გახედა, რომელსაც ფანჯრიდან შემოპარული მთვარის მკრთალი შუქი ანათებდა. უკვე შუა ღამე იყო. ანა მშვიდად ფშვინავდა, მაგრამ მას... მას სიმშვიდე დაეკარგა და მეტს ვეღარ ძლებდა ამ ოთხ კედელში. ჰოდა, ფეხები კედებში ჩაჰყო და დაბლა მაქსმიმალურად ჩუმად ჩავიდა. სახლის კარი გახსნა და იქვე, კიბეებზე ჩამოჯდა. ცა მოწმენდილი იყო. სავსე მთვარე არემარეს ანათებდა. ვარსკვლავები ბზინვარებდნენ და თვალებს ჭრიდნენ ადამიანებს. ცა, რომელიც რაჭიდან მოსჩანს, ყველაზე მეტად იზიდავდა ლიზას. არც ძალიან ახლოს და არც ძალიან შორს იყო ვარსკვლავებიდან და ყოველთვის ისეთი შეგრძნება ჰქონდა, ფეხისწვერებზე რომ აწეულიყო, სათითაოდ მოწყვეტდა მათ. ეს ცა უყვარდა ყველაზე და ყველაფერზე მეტად... –უძილობა? – ნაცნობი ხმის გაგონებაზე შეკრთა. არ ელოდა. მამაკაცი გვერდით მოუჯდა. –დაახლოებით, – მხრები აიჩეჩა და შიშველ ხელებზე თითები ჩამოიტარა. მამაკაცმა სიგარეტს მოუკიდა. მოუნდა. რატომღაც ძალიან მოუნდა, რომ ცხოვრებაში პირველად გაესინჯა სიგარეტი. პირველად გაებრუებინა მას და ყველა დარდი სულ მცირე ხნით, მაგრამ მაინც წაეშალა მისი გონებიდან... აბა, გულიდან დარდს რა გააქრობდა. –მომაწევინებ? – ინტერესით გახედა მამაკაცს, რომელსაც სახეზე დაეტყო, რომ არ ელოდა. –ეწევი? – ჰკითხა გაოცებულმა. –ზოგადად, არა. – მხრები აიჩეჩა. –მაშინ არა, – მონოტორულად ჩაილაპარაკა და სიგარეტზე დაგროვილი ნამწვი დაბლა დაყარა. –მინდა წამით მაინც დავივიწყო დარდი... – უნებურად ალაპარაკდა. –სიგარეტი ვერ დაგავიწყებს... – ღიმილით გახედა. –ხომ გამათბობს მაინც? – კიდევ ერთი მითი მოიგონა გასამართლებლად. –ზედმეტად აბუქებ სიგარეტის რეალურ არსს... – გაეცინა მამაკაცს. – ადამიანს, როცა ღამით არ ეძინება და ამავდროულად სიცივე უყინავს ძვლებს, სიგარეტი ვერც დარდს დაავიწყებს და ვერც გაათბობს. –აბა, რა ჩაანაცვლებს ამ ყველაფერს? – უკვე ავტომატურად საუბრობდა. –როგორც წესი, საყვარელი ადამიანები, მაგრამ იქნებ ამან მაინც გიშველოს შენ, – გაუცინა მამაკაცმა და მოსაცმელის ელვა შეიხსნა. –არა, არა! – მკაცრმა წამოძახილმა შეაჩერა. – არ არის საჭირო... მამაკაცი იღიმოდა. გაიხადა და მოაფარა. ტკბილმა და ამავდროულად მძაფრმა სურნელმა გააბრუა ლიზა. არ ელოდა. თვალები დახუჭა და ისე შეისუნთქა სასიამოვნო სურნელი, თითქოს უკანასკნელი ყოფილიყოსო. მის გვერდზე მჯდომს ეღიმებოდა მისსავე ქცევებზე. –შენ? – ჰკითხა ისევ მოულოდნელად ტომარაძემ. –მე? – გაეცინა მამაკაცს. –ჰო, შენ... რატო ეწევი? –ინტერესიანი თვალები შეანათა და მოეჩვენა, თითქოს მოსჭრა თვალები მისმა მზერამ მამაკაცს. –ოდესღაც მეც შენსავით ვფიქრობდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთადერთი, რასაც თამბაქო შვრება არის ის, რომ მასზე დამოკიდებულს გხდის... –როგორც ნარკოტიკი, – დაასრულა წინადადება უჩვეულოდ ჩახლეჩილი ხმით. –ჰო, როგორც ნარკოტიკი... – არანაკლებ სევდიანი ჩანდა მამაკაცი. –და შენ? – ჯიქურად არ ცხრებოდა ლიზა. –და მე?! – ისევ ეცინებოდა მამაკაცს. –ჰო, შენ... რა გქვია? –დარწმუნებული ხარ, რომ კითხვაა, რომელზე პასუხიც გაინტერესებს? – დასერიოზულდა. –უსახელოდ მგონია, რომ ჩემ თავს ველაპარაკები სარკეში... –ჰო, მაგრამ შენ ხომ გაქვს სახელი?! – პასუხმა გააოცა მამაკაცი. –ცხვირ–პირიც მაქვს, მაგრამ ხანდახან ვუყურებ ჩემ თავს და მგონია, რომ არ მაქვს... მგონია, რომ ვუყურებ ქანდაკებას, რომელსაც დროის დიდმა ტალღამ გადაუარა... – ამოიხვნეშა. –და რა არის ამაში ცუდი? –კარგი რა არის? – ახლა ის გაოცდა. –კარგი ის არის, რომ შეგიძლია განსაჯო შენი თავი... შეგიძლია იყო კომპეტენტური და არა ნარცისი, რაც ბევრს არ ძალუძს. კარგია უყურებდე შენ თავს და ხედავდე დაფას, რომელიც სავსეა შენი ცოდვებით.... –და ისე გეცოდებოდეს შენი თავი, რომ თვითმკვლელობის იქით გზას ვერ ხედავდე, – იღიმოდა ლიზა. –კოკა... კოკა მქვია მე! – ღიმილით გაეცნო. –კარგი სახელია... – მხრები აიჩეჩა ლიზამ და ფეხზე წამოდგა. კიბეები ჩაიარა და გზა გააგრძელა. მოსაცმელის სახელოებში ხელები შეალაგა და მჭიდროდ მიიკრო მუცელთან. –ადამიანები რთული და განსხვავებული ინდივიდები ვართ... – თითქმის თავისთვის ალაპარაკდა. არადა ზუსტად იცოდა, რომ მამაკაციც მოსდევდა. – ვიცით, რომ ტანჯვა გასაღები სრულიად არაფრის არ არის და მაინც ვიტანჯავთ თავებს, – ირონია გაერია ხმაში. –და როცა გვგონია დავასრულეთ, ხელახლა ვიწყებთ... საბაბს ვაძლევთ და ვხარობთ, – დაუზუსტა. –იცი, დღეს რომ დავიცალე შენზე და მერე აგეკარი, ვიგრძენი რაღაც, რაც შორს იყო ჩემგან... – აჭიკჭიკდა ლიზა. – და მაინც ვერ გპატიობ იმას, რაშიც წვლილი არ მიგიძღვის! მამაკაცს გაეღიმა და ვერაფერი თქვა. –ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ანა ასე გარისკავდა... ჭკვიანი გოგოა, მეგონა აცნობიერებდა ყველაფერს. მეგონა ესმოდა სიმძიმე სიტუაციის... მეგონა ესმოდა, რომ მისთვის ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი და ერთი მისი დაუფიქრებელი საქციელი ასე დამტანჯავდა... შექანდა და მიწაზე დავარდა. უსასრულობას გაუსწორა მზერა. –მეგონა, მისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანი იყო ოჯახური ფასეულობები, როგორც ჩემთვის... რას წარმოვიდგენდი, რომ მის გრძნობებზე ასე იაფად მიმყიდიდა, – სიმწრით ეცინებოდა. –როცა კოტე დამოკიდებული გახდა... – ახლა კოკა ალაპარაკდა, – მეც შენსავით დავიტანჯე. თავიდან არ მჯეროდა, მაგრამ ბოლოს მის ჩაწითლებულ თვალებს შევეჩეხე და იცი? ვიგრძენი რა იყო ტკივილი... ვიგრძენი, რომ ამაზე უარესს ვერავინ ვერაფერს გამიკეთებდა. ვერაფრით ვუშველე ვერც მას და ვერც საკუთარ თავს და სასმელი შევიყვარე. ქალებიც შევიყვარე და ეს არაფრისმაქნისი სიგარეტიც... დრო მიდიოდა. ის ნარკოტიკებზე იყო შემჯდარი, მე კი ზემოთხსენებულ სამ საგანზე. მძაგდა ჩემი თავიც და ეს ცხოვრებაც, მაგრამ არაფერი შემეძლო. უძლური ვიყავი... – ამოიხვნეშა. –მერე? – ინტერესით ჩაეკითხა, თუმცა ხვდებოდა რამდენად უჭირდა გაგრძლება. –დედა გამოჩნდა... დედა, რომელიც მეგონა მიწას მივაბარეთ. მე ყველაფერს შევეშვი, მან კი ვერ აპატია დედას ჩვენგან წასვლა და მეტად დაიწყო მოხმარება... მერე დედა გარდაიცვალა, მასზე დარდს გადაჰყვა და ისევ მივეჩვიე სიგარეტს... – ამოიოხრა და კიდევ ერთ ღერს მოუკიდა. – ვგრძნობ, რომ ვკარგავ... დღითი–დღე მეცლება ხელიდან და რა შემიძლია გავაკეთო? სრულიად არაფერი იმის გარდა, რომ მივცე მეტი, რათა სურვილში არ გაიპაროს... ლიზა ასლუკუნდა. კოკამ გაკვირვებულმა შეხედა, „ნუთუ ჩემმა დრამამ იმოქმედაო“. –ანაც ასე იქნება? – იკითხა ატირებულმა. –ჯერაც შეგიძლია ყველაფრის გამოსწორება... შენ შეგიძლია და ნუ დაკარგავ წამებს, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია... – გაუღიმა. –როგორ ვუშველო? – იკითხა აღელვებულმა. –სხვა ნარკოტიკით ჩაანაცვლე... მაგალითად, აი იმით, – თავით კარისკენ ანიშნა, მომავალ მამაკაცზე, რომელიც იღიმოდა. –გიო! – მხიარულად შესძახა და გაექანა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.