შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სწორედ იმ ღამით (თავი 2)


26-09-2015, 22:07
ავტორი mariamabazidze
ნანახია 3 377

თვალი რომ გავახილე ოთახში ვიწექი , იქაურობას თვალი მოვავლე და მომეწონა მისი მორთულობა, წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი წინ უცხო ქალაქი გადამეშალა, საწოლზე ჩამოვჯექი და ავტირდი, რას მიპირებდნენ? რა უნდოდათ ჩემგან? ასე ტირილში ჩამეძინა როცა გავიღვიძე, ოთახში უკვე ბნელოდა, ამ დროს კარები გაიღო და ვიღაცა შემოვიდა და შუქი აანთო მისმა სილამაზემ დამატყვევა,ის მიახლოვდებოდა და თვალისმომჭრელად მიღიმოდა
_დაისვენეთ?_ნუ გეშინიათ აქ ვერავინ გახლებთ ხელს.
_რა გინდათ ჩემგან? ტირილით ვკითხე.
_მე მომწონხარ და ჩემი მეუღლე უნდა გახდე_მითხრა ოთახიდან გავიდა და საჭმელი შემომიტანა ხელზე შემეხო და მითხრა_ჭამე მშიერი როგორ გაძლებ , ფანჯარასტან მივიდა და სივრცეს უყურებდა , სახელიც კი არ ვიცოდი ნეტა რა ქვია? ერთი ნამცხვარი ავიღე და შევჭამე, მან შემომხედა და გამიღიმა, ღამდებოდა მე კი უფრო მეშინოდა, _ნუ კრთი თუ შენ არ მოისურვებ მე შენთან არ მოვალ მითხრა და ოთახიდან გავიდა, ასე გრძელდებოდა ერთი კვირა, შემოვიდოდა საჭმელს შემომიტანდა რაღაც საოცარი ღიმილით გამიღიმმებდა და გავიდოდა,ვხვდებოდი რომ მასთან ყოფნა მსურდა მაგრამ ხმას არ ვიღებდი. უკვე ოთახიდან გასვლის ნება მქონდა, სახლი დიდი არ იყო მაგრამ გემოვნებით იყო მოწყობილი, ეზოში გასვლა კი რატომღაც ამიკრძალა. ერთ დღეს ხმაური შემომესმა ნაბიჯების ხმა რომელიც მალევე შეწყდა და იმ დღეს ტიტე(ასე ეძახდნენ მეგობრები) აღარ გამოჩენილა, დაღამდა კიდეც სინათლე ჩავაქრე და დავწექი, თორმეტ საათზე რაღაცა ხმაური შემომესმა _მოვიდა_გავიფიქრე და ლოგინში გავინაბე მაგრამ ის თავის ოთახში შევიდა,ვეღარ მოვითმინე ნელნელა წამოვდექი უნდა ვნახო_ გავიფიქრე და კარი ფრთხილად გავაღე. მასთან ფანჯრიდან შევიხედე, წამოწოლილი იყო, რაღაც გიჟურმა გრძნობამ კარი შემაღებინა სინათლე არ ენთო ახლოს მივედი, იგრძნო ჩემი მზერა და წამწამები შეარხია, მერე კი თვალებიც გაახილა, ვიგრძენი როგორ ამეწვა სახე სირცხვილისგან, მან მისი მომაჯადოვებელი ღიმილით გამიღიმა და წამოჯდა,დაჟინებით მიმზერდნენ მისი ცისფერი თვალები, რომლეციბ შავად ელავდნენ სიბნელეში, გამახსენდა რომ პერანგის ამარა ვიყავი შემრცხვა და უკან დავიწიე,_მოდი მოდი, სად მიდიხარ? მითხრა და გამიღიმა, მე ნაბიჯიც ვეღარ გადავდგი და საწოლზე ჩამოვჯექი, მან მხარზე ხელი მომხვია და შუბლზე რაგაცა სინაზით მაკოცა ეს დღე ჩემ ცხოვრებაში არ დამავიწყდება, დილას რომ გავიღვიძე თავი მის მკერდზე მედო ის კი რაღაც სიყვარულით დამსცქეროდა, _მიყვარხარ_ეს მითხრა და მთელი მიგი გრძნობები ამ სიტყვაში ჩააქსოვა.ხელში ამიყვანა და გულზე მიმიკრა შემდეგ სავარძელში ჩამსვა და კოცნა გამომიგზავნა გამეღიმა ჩემი ჩამტვრეული ფანჯრები გამოეცვალათ, მოუთმენლად ველოდი მის მოსვლას მოვიდა და პროდუქტები მოიტანა, მაცივარში ვაწყობდი და ვფქრობდი ვისთვის მოიტანა ამდენი კონიაკითქო, საღამოს ტიტეს ძმაკაცები მოვიდნენ, მაგიდა გავშალე და ყველანი მივუსხედით, ყველა სხვამდა ტიტეს გარდა,შუაღამემდე არ დაიშალნენ ხან ერთ გოგოსთან იყვნენ ხან მეორესთან, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი, ტიტემ შეამჩნია და ოთახიდან გამიყვანა, _შენ არ შეგეშინდეს საყვარელო, სანამ მე ცოცხალი ვარ ვერავინ გაგეჯარება მითხრა და მაკოცა.
მე თანდათან ძალა მომემატა, წამოვდექი და ოთახში გავიარე, ხმაური კვლავ ისმოდა.
მერე ისევ უკან შევტრიალდი სურათების ალბომი გადმოვიღე და დათვალიერება ვავიწყე, ტიტეს სურათი ავიღე გადმოვატრიალე და იქ ეწერა"ქ.ქუთასი 1974 წელი"
თემო, მივხვდი რომ მისი ნამდვილი სახელი თემო იყო და არა ტიტე. ეს სახელი მანამდეც გამიგონია, საშინელი რეციდივისტიაო ამბობდნენ მასზე, თავბრუ დამეხვა
აივანზე გავედი ოთახში ისევ ის სიტუაცია იყო, ფანჯარასთან დავჯექი.
_ტიტე მართლა გიყვარს ანა?
_დიახ მიყვარს თან ძალიან მერე შენ რა?
_წმინდანია? არ მოეშვა ის გოგო
_ეგ შენი საქმე სულაც არ არის_ცივად უპასუხა ტიტემ და ოთახიდან გავიდა
მე რათომღაც თავი ვეღარ შევიკავე და რატომღაც ცრემლები წამომივიდა
ტიტემ დამინახა მოვიდა და ჩამეხუტა, როგორც იქნა დაიშალნენ, მე
ოთახშო ვიყავი ტიტეც შემოვიდა
_არ გძინავს ანა? მთელი ღამე გაგათენებინე არა ძვირფასო?
მეტი ვეღარ მოვითმინე და ვკითხე
_სიმართლე მითხარი რა გქვია?
_მე? განა არ იცი რა მქვია?
_მე ვიცი რომ შენი სახელი ტიტე სულაც არ არის, ვთქვი და ცრემლი მომერია
შევატყვე რომ რაღაცაზე ჩაფიქრდა
_ნუ ტირი, მე თემური მქვია, თემო, მაგრამ ასე აღარავინ მეძახის, დედაჩემი და ჩემი პატარა და სიკვდილამე მეძახდნენ ასე, შემდეგ ტიტედ მომნათლეს საქმეს ჭირდებოდა ასე, ანა შენ თუ გინდა თემო დამიძახე, რადგან 3 ადამიანი მიყვარს ამ ქვეყნად, შენ, დედაჩემი და ჩემი პატარა დაიკო, მერე თავი დახარა და ამოიოხრა
_და შენ ის საშინელი რეციდივი ხარ?_ მე უკვე თავს ვერ ვიკავებდი რო არ მეტირა
_სამწუხაროდ შენ მართალი ხარ, მაგრამ რადგან ცხოვრება შენ დაგიკავშირე მოგიწევს ეს აიტანო. მე არაფერი მითქვამს როგორც იქნა დავმშვიდდი. მერე როდესაც მის მკლავებში მოვექეცი ყველაფერი დამავიწყდა და ბედნიერს ჩამოძინა
გაზაფხულის თბილი დღე იყო, ეზოში ვიჯექი, ჩემმა მშობლებმა ჩემს მიღებაზე უარი თქვეს მე ხომ რეციდივისტი ქმარი მყავდა, მხოლოდ იმ პირობით მიმიღებდნენ თუ თემოს მივატოვებდი და მათთან დავბრუნდებოდი, მაგრამ ეს არც კი გამიფიქრებია,
მე ვიცოდი რომ ის არასდროს მაწყენინებდა, პირიქით ყველანაირად ცდილობდა
ესიამოვნებინა ჩემთვის, ერთხელ სახლლის დალაგების დროს დიპლომს წავაწყდი
უმაღლესი ქონდა დამთავრებული, უცებ მანქანის ხმა მომესმა, თემო მოვიდა ხელში ამიყვანა მანქანაში ჩამსვა და სასეეირნოდ წამიყვანა, თან ტარებას მასწავლიდა
საჭესთან დამსვა, თვითონ გვერძე მომიჯდა, ასე გრძელდებოდა მანამ სანამ მანქანის ტარება არ ვისწავლე, ერთ დღეს მარტო მივსეორნობდი, წინ ნაცნობი სახე დავინახე_საბა?_გავიფიქრე და მანქანიდან გადავედი, მართლაც ის იყო, მოვიკითხეთ ერთმანეთი და მერე ორივე მანქანაში ჩავსხედით,
_ბედნიერი ხარ ანა?
_ძალიან რა არ მეტყობა?
_ან ინსტიტუტი რატომ მიატოვე?
_ასე აეწყო ჩემი ცხოვრება და რა ვქნა?_ცოლი ხომ არ მოიყვანე?
_ანა გეყოფა ჩემი მასხრად აგდება, კარგად იცი როგორ მიყვარხარ,შენს მეტი ქალი არ არ არსებობს ჩემთვის
_მე უკვე გათხოვილი ვარ, დაგავიწყდა? _ ვუთხარი და მანქანა გავაჩერე, საბა დაგავიდა, შევატყვე რომ ცოტაც და იტირებდა, მე ჩქარა წავედი უკან რომ მივიხედე ისევ იმ ადგილას იდგა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent