წვიმის სურნელი! (სრულად)
მოღუშულმა გაიხედა ფანჯრიდან და ნერვიულად ააბაკუნა ფეხები.. წვიმის წვეთები ფანჯრის მინებზე ეხეთქებოდა... კწაპუნის ხმას მოეცვა მთელი ოთახი.. „ამ წვიმაში როგორ უნდა წავიდე“ თავისთვის ამოიწუწუნა და გაბრაზებულმა შეკრა შუბლი... როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა მაშინ გაწყდა ტაქსთა მოდგმა ყაზბეგის ქუჩაზე. გადარევა შეძლება.... სანამ ცენტრალურ გზამდე ჩავიდოდა წამებში გაილუმპებოდა. ნამდვილად არ უნდოდა ფეხების „ჭყლაპუნით“ შესულიყო აუდიტორიაში და ყველაფერი მოეწუწა გარშემო... უკვე ხუთის თხუთმეტი წუთი იყო წვიმამ გადაღება რომ დაიწყო.. სიხარულისგან ლამის აფრინდა.. სწრაფად ამოიცვა ახალი ნაყიდი ნიუ ლუქის კედები და გარეთ გავარდა.. ვერ იტანდა ცენტრალური გზიდან სიარულს, მითუმეტეს ახლა , როცა იმხელა გუბეები იდგა ვინმე გადარეული აუცილებლად გადაწუწავდა... თავი დააქნია, თითქოს თავის თავს უწონებდა საქციელს მოკლე გზით რომ წამოვიდა.. ტროტუარზე ამაყად მიაბიჯებდა და ახალ კედებს ნეტარებით უყურებდა.. „არა მაინც რა მაგარი ვარ, როგორ მივაგენი ასეთ უცხო ფერს“ თავი შეიქო და წელში გასწორდა.. ვერ გაიაზრდა რატომ ჰქონდა სისველის შეგრძნება. საშინელ დისკომფორტს გრძნობდა, სველი მაისური კანზე ეკრობოდა და აჟრჟოლებდა.. გონებამ ისე დაამუხრუჩა ეგონა საფეთქლები გაუსკდებოდა. სასწრაფოდ დაიხედა ფეხებზე და შვების სუნთქვა ამოუშვა დაუსვრელი კედები რომ დაინახა. უკმაყოფილოდ დაიხედა მაისურზე,თეთრი მატერიის მარცხენა მხარეზე ტალახის წინწკლები ეტყობოდა.. ცეცხლი მოეკიდა იმის გააზრებაზე, რომ ვიღაც იდიოტმ ა გაწუწა. მოშორებით გაჩერებულ მანქანას ცერად გახედა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა მისკენ.. _ბრმა ხარ თუ იდიოტი ? შეუყვირა გაღიზიანებულმა და მანქანიდან გადმოსულ, ერთი თავით მაღალ სილუეტს ახედა.. _შენდა სამწუხაროდ არცერთი. სველი სალფეტკის შეკვრა გაუწოდა და უდარდელად მიეყუდა მანქანას. გაბრაზებისგან ყურებიდან ბოლი აუვიდა. გაცეცხლებულმა გამოგლიჯა ხელიდან შეკვრა და ბუზღუნით დაიწყო მაისურის გაწმენდა.. „ეს რა დღე მაქვს, გამოვედი თუ არა ვიღაც იდიოტმა გამწუწა, გამოცდაზეც ვაგვიანებ“ თავისთვის ბურტყუნებდა და გამწარებული წმენდდა მაისურს.. _დაჯექი მე წაგიყვან, სიმკაცრე შეპარული ხმით ჩაილაპარაკა ბიჭმა და პასუხს არც დალოდებია ისე მოკალათდა მძღოლის სავარძელში.. გაოგნებული იყურებოდა, გაღიზიანებამ პიკს მიაღწია ბიჭის უდარდელობა რომ დაინახა. დიდი სიამოვნებით დაბეგვავდა სტეიკის ხორცივით. ღრმად ამოისუნთქა და კარი გამოგლიჯა.. ახლა ნამდვილად არ აინტერესებდა სულ რომ მანიაკი გამომდგარიყო ბიჭი, მთავარია როგორმე უნივერსიტეტამდე მიეღწია და გამოცდაზე არ დაეგვიანა.. მანქანაში გრილი სუნი იდგა.. წამიერმა კომფორტმა ისე მოიცვა ალბათ ჩაეძინებოდა, რომ არ სცოდნოდა სად იყო და ვისთან ერთად.. ყველაზე ნაკლებად უნდოდა ახლა გამოცდაზე მისვლა და ორი საათი იქ ჯდომა, ჩაფიქრებული დაშტერებოდა ერთ ადგილს და საოცარ სიმშვიდეს გრძნობდა..ხელის შეხებამ შეაკრთო..გაოგნებულმა გახედა მომღიმარ ბიჭს და კითხვის ნიშნები გამოესახა თვალებში. _თუ დარჩენა გინდა პრობლემა არ არის, მაგრამ მგონი გამოცდაზე გაგვიანდებოდა და „ვიღაც იდიოტმა“ შეგაყოვნა.. კატომ იგრძნო როგორ შეეკრა სუნთქვა. უნდოდა ძალიან ბევრი ეტირა, ასეთ სულელურად ჯერ არასდროს ეგრძნო თავი. ახლა უბრალოდ უნდა გადასულიყო, არაფერი შეემჩნია და მაქსიმალური სიმშვიდით შესულიყო გამოცდაზე.. დემეტრეს მზერას ჭკუიდან გადაყავდა, უნდოდა როგორმე მოეშორებინა აბეზარი ფიქრები, ასე რომ ურევდნენ გონებას და საღად აზროვნების უნარს აკარგვინებდნენ. თავს იმით იმშვიდებდა, რომ მეტჯერ აღარ მოუწევდა დემეტრესთან შეხვედრა. მშვიდი იყო გარეგნულად კატო, მადლობაო ჩაიჩურჩულა და თავაწეული გადავიდა მანქანიდან. ალბათ ბედის ირონია იყო, ტროტუარს კედი რომ წამოსდო და ძლივს შეინარჩუნა წონასწორობა. _ფრთხილად კატო _ჟაკეტს როგორ მოგაწოდებ ? _არ გამიჭირდება მოგნება, ჭკვიანად. კატო დაბნეული იყო. გამოცდაზე გაფანტული იჯდა. ახლა სახლში ყოფნა და დასვენების მეტი არაფერი უნდოდა. _კატო ბოლო გამოცდაა და კაფეში ვაპირებთ წასვლას, ხო გცალია ? _თამრო, მართლა ვერ ვარ რა, სახლში მირჩევია.. მერე შეგეხმიანები _რამე ხდება ? _არაფერი, უბრალოდ დაღლილი ვარ და გავცივდი მგონი. _კაი გკოცნი, დაგირეკავ საღამოს. საცხობში შეიარა. _ისევ თქვენ და თქვენი გემრიელობები თუ მიშველის ლილი ბებო. _კატო უნდა ისწავლო საჭმლის კეთება, თორე ვერ გათხოვდები ბები კატოს გაეღიმა. ძლივს ალასლასდა მეშვიდეზე და საწოლზე მიესვენა. არ გახსენებია მთელი დღე რომ არაფერი ეჭამა.უბრალოდ დასვენება უნდოდა. დილით სიმძიმის შეგრძნებამ გამოაფხიზლა. არც უფიქრია რომ ირინა ტრადიციას დაარღვევდა და ერთი დღე მაინც შეარგებდა მშვიდ ძილს. _ირინა ადექი ჩემიდან, არ ხარ ასეთი მსუბუქი _გაიღვიძე, არ მაინტერესებს დღეს სანდროს ძმაკაცი უნდა გაგაცნო. _ირინა! _არ მაინტერესებსთქო! როდემდე უნდა იყო ასე მარტო _ნუ მელაპარაკები ისე თითქოს დავბერდი და გაუთხოვარი დავრჩი! სერიოზულად ვიჩხუბებთ ! _ასეთი უჟმური რომ ხარ იმიტომ არ გყავს არავინ. აზრი არ აქვს შენთან ლაპარაკს! გაბრაზებული წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა. კატო ძილის შებრუნებას აპირებდა, ირინას ყვირილმა რომ გადმოაგდო საწოლიდან. _დათვი ხარ და დაგჭრეს ? რა გაღრიალებს ? _მშია! _მერე ჭამე, გუშინ ვიყიდე რაღაცეები _მოკვდები შენ ასე. _დედამთილივით ნუ იქცევი ჩემ თავს გაფიცებ _შენ ვერასდროს გათხოვდები ! _აი ხომ ვამბობ დედამთილადაა ეს გოგო დაბადებული და მოკალი თუ გინდა.. _კატო ჩაირბინე მაღაზიაში, ჩამოგიწერე რაც უნდა იყიდო _კაი?! მეღადავები ჩემ თავს გაფიცებ ? ომი იწყება და მე არ ვიცი თუ რა ხდება, ეს მეყოფა მთელი წელი _შენ მომიკვდე თუ გეღადავებოდე, მიდი , მიდი ჩაირბინე. სახლს დაგილაგებ მანამდე. დანებების ნიშნად ხელები აწია, სწრაფად მოიცვა უკვე ნაცნობი ჟაკეტი და კიბეებზე ჩაირბინა. მაღაზიიდან ისეთი დატვირთული გამოვიდა, ლილიმ გაოცებულმა დაუქნია ხელი. სადარბაზოსთან იდგა უკვე. იგრძნო როგორ უსერავდა პარკები ხელს და იქვე დაალაგა კუთხეში. მეშვიდეზე ფეხით ასვლა, თან ამდენი პარკით, კატოს კი არა სერიოზულ სპორტსმენსაც გაუჭირდებოდა. ირინასთან დასარეკად მომზადებული მობილური ხელებში გაეყინა ნაცნობი სილუეტი რომ დაინახა. ახლა მართლა ერჩია საერთოდ გამქრალიყო. სხეული აუწვა ცალკე დემეტრეს ჟაკეტმა და ცალკე მისმა ირონიაშეპარულმა მზერამ. _გამარჯობა კატო უცნაური იყო ეს ყველაფერი, ძალიან, ძალიან უცნაური. ჯერ დემეტრეს აქ დანახვა, მერე იმის გააზრება, რომ დემეტრეს როგორღაც მისი სახელი გაეგო. დაბნეულმა ახედა და ცხვირი აეწვა შეკავებული ცრემლებისგან. _გამარჯობა _მოგწონს ჟაკეტი? მანქანას მიეყრდნო და ფეხები გადააჯვარედინა. _საიდან გაიგე ჩემი მისმართი ? აწითლებულმა შეცვალა თემა _მარტივი იყო. თემა გადაგაქვს ძალიან ჩვეულებრივად _კი მომწონს, დაბრუნებას აღარ ვაპირებ. „ძალიან ჩვეულებრივად“ დავიტოვე. _შენ უფრო გიხდება. ზამთარში კაბათაც ჩაიცვავ ორივეს გაეღიმა. ალბათ მაღლა, ცაში მართლა არსებობს რაღაც.. ალბათ კუპიდონებიც არსებობენ. ან არ არსებობენ, მაგრამ შეუძლებელია ყველაფერი შემთხვევით ხდებოდეს.. მაინც ყველაზე ლოგიკური იქნება, თუ ვიტყვით, რომ მაღლა, ვიღაც ადამიანების ბედს წერს. სისულელეაო ვიღაც იტყვის.. ჩემ ბედს რომ წერდა ასეთი რა დავუშავე ყველაფერი რომ ამოატრიალა ჩემ ცხოვრებაშიო. ალბათ ესეც მართალია.. ზოგს უმართლებს ბედის მწერალში, ზოგს არა.. ჯერ ვერავინ იტყოდა კატოს უფრო გაუმართლა, დემეტრეს, თუ არცერთს არ გაუმართლათ. გამიგია უეცრად დაწყებული ურთიერთობა, ასევე მთავრდებაო. იქნებ არც მთავრდება.. ვინ იცის.. ვინ იცის.. _ჟაკეტის დასაბრუნებლად არ მოსულხარ. ცოტა გაურკვეველია შენი აქ მოსვლის მიზეზი. _ამის დასაბრუნებლად მოვედი. ხელში შეათამაშა პირადობა კატომ კიდევ ერთხელ დაიწყევლა თავი. რა თქმა უნდა დემეტრე არ გავდა ბიჭს, რომელიც ყველას გაეკიდებოდა. ნერვებმოშლილმა და აწითლებულმა გამოართვა. მადლობა ისე ხმადაბლა თქვა ალბათ თვითონაც ვერ გაიგო. „ნეტა რა მაბრაზებს“ ირონიულად გაიფიქრა და კიდევ ერთხელ აფეთქდა შიგნიდან ასეთ სულელურ მდგომარეობაში რომ ჩავარდა. _პარკებს აგატანინებ. ვიცი ლიფტის გეშინია. კატოს სუნთქვა შეეკრა. ალბათ მართლა იყო რაღაც.. ან არც იყო... ^^ _და მე ახლა უნდა ვიგებდე ყველაფერს ? _შენ თავს გეფიცები ვაპირებდი თქმას _როდის ცოლად რომ გაყვებოდი ? _მე მოგიკვდე ნუ სულელობ რა. ძალიან ტრაგიკულს ხდი ყველაფერს.. _კაი ხო.. ყავას დალევ? უცებ მოლბა ირინა ^^ ღამე იყო რაღაცნაირი. ისეთი საერთოდ არცერთს რომ არ ჰგავდა. კატო მოუსვენრად იყო. რამდენჯერმე ირინაც გააღვიძა თავისი წრიალით. ბოლოს ადგა და აივანზე გავიდა. სიგარეტი და ორმაგი ყავა მოუნდა. ძალიან დაეზარა შესვლა და შეეშვა. აივანზე დაგდებულ პუფზე დაეშვა მთელი ძალით. ცას ახედა და გაიტრუნა. ლამაზი იყო მთვარე. უცებ ის სითეთრეც მოეწონა ბნელთან რომ იყო შერწყმული. იყო ღამეში რაღაც სხვანაირი, უფრო მისტიური.. კატო ღამეზე ფიქრობდა, დემეტრე კატოზე. ლოყებზე გაჩენილი „იამაჩკები“ ახსენდებოდა და ეცინებოდა. კატო ღამეში ხედავდა მისტიურობას, დემეტრესთვის კატო იყო რაღაც სხვა. სულ ყველასგან განსხვავებული, ალბათ მართლაც იყო მასში რაღაც მისტიური, ან უბრალოდ დემეტრეს უნდოდა რომ ყოფილიყო. ორივეს დაათენდა. კატომ ვეღარ გაძლო და დაეძინა. დემეტრე სამსახურში წავიდა.. და მაინც იყო მათ შორის რაღაც საერთო.. კატომ რომ გაიღვიძა, თავი ისე სტკიოდა, ერთი წუთით ინანა კიდეც ღამის გათენება. ირინა როგორც ყოველთვის წასული დახვდა. მაცივარზე მიწებებულ ფურცელზე და ირინას უზომო მზრუნველობაზე გაეღიმა.“მე მოგიკვდე თუ ისევ მშიერი წახვიდე სადმე, დამირეკე როგორც გაიღვიძებ“ მობილურის ძებნის თავი არ ჰქონდა. აბაზანაში წელის თრევით შევიდა და ცხელ წყალს სახე მიუშვირა. მთელი საათი მოაუნდომა მომზადებას. ისევ წვიმდა და ისევ რაღაცნაირ ხასიათზე იყო.. ალბათ ცოტა ხანში ქალაქი დაიტბორებოდა თუ ასე გაგრძელდებოდა.. გაეღიმა რომ გაახსენდა როგორ გაწუწა დემეტრემ. ძალიან მოუნდა ისევ ენახა. გაუაზრებლად დაყნოსა მისი ჟაკეტი და სიცარიელე იგრძნო. სიგარეტის ცარიელმა კოლოფმა საბოლოოდ გაუფუჭა ხასიათი.უცებ ჩაირბინა კიბეებზე, კიდევ კარგი მაღაზია ახლოს იყო. _ნიაკო რვა ნომერი კენტი მინდა მთლიანი ბლოკი _ძალიან ბევრს ეწევი კატომ უბრალოდ გაუღიმა სადარბაზოსთან მეზობელი შეხვდა. ძალიან გამხდარი ხარ, ცოტა მოუმატე ჭამას, თორემ ქარიან ამინდში საშიშია შენი გარეთ გასვლაო და დაემშვიდობა. უყვარდა ეს ქალი. _მართალს გეუბნება ჟრუანტელმა დაუარა _გავითვალისწინებ _სხვა ჟაკეტსაც გაჩუქებ, გამოსაცვლელი რომ გქონდეს _კარგი იქნება _მოწევას თავს სანამ არ დაანებებ ვერ გასუქდები _ძიძობა არ გიხდება დემეტრე _ყავის დალევა მომიხდებოდა ახლა. შემომიერთდი კატოს გაეცინა. მშვიდად შებრუნდა და კიბისკენ წავიდა _არ მოდიხარ? გპირდები გემრიელ ყავას დაგალევინებ გაეღიმა. დემეტრე გრძნობდა რომ სახლში იყო. კატო იყო მისი სახლი. ალბათ ყველაფერზე დაფიქრდებოდა და თავიდან ბოლომდე გააანალიზებდა კატოსთვის თავიდანვე სულ სხვანაირად რომ არ შეეხედა. ახლა ყველაზე მეტად უნდოდა „აფეთქების“ მოწყობა საკუთარ ცხოვრებაში. შემთხვევით არაფერი ხდება. ყველაფერს აქვს მიზეზიც და მიზანიც. დემეტრემ იცოდა და ხვდებოდა რა იყო ახლა მთავარი. შინაგანი ბედნიერების შეგრძნება არ ტოვებდა. კატოს „იამაჩკები“ ჭკუიდან შლიდა. პატარა ბავშვი ეგონა თავი. ისე უცემდა გული ეგონა გადმოუვარდებოდა. მშვიდი იყო კატო. მართლა ძალიან მშვიდი. აღარ გრძნობდა თავს არაკომფორტულად. დემეტრეს ახლოს ყოფნა ბედნიერებასაც კი ანიჭებდა. მშვიდად საუბრობდნენ, ზომიერად ცვლიდნენ ინფორმაციას. კატოს ქვეცნობიერში ძალიან აბედნიერებდა დემეტრეს სიახლოვე. უბრალოდ სიმშვიდეს გრძნობდა და ეს სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ განუსაზღვრელი კომფორტი ეგრძნო. სიცარიელის უზარმაზარი ტალღა დაეჯახა, დემეტრე რომ წავიდა. კიდევ დიდხანს იდგა ღია კარში და უსასრულობას უყურებდა. იცოდა დემეტრე ისევ დაბრუნდებოდა. სწორედ ეს ანარჩუნებინებდა სიმშვიდეს.. გაღიმებული მიდიოდა უნივერსიტეტში. ის გზა გამოიარა და თავის წილად გააბედნიერა დემეტრეს არსებობამ. საღამოს უკვე ისე იყო დაღლილი, გაღიმების კი არა, ერთი ნაბიჯის გადადგმის თავიც არ ჰქონდა. ილიას კიბეებზე იყო ჩამომჯდარი. ფიქრები მაინც დემეტრესკენ მიათრევდნენ. აღარ ესმოდა არც ხმაური, არც კურსელების ლაპარაკი. მთლიანად გამოთიშული იყო სამყაროს და სადღაც შორეულ ოცნებებში დაფრინავდა. უკნიდან ისეთი სიძიერით დაეჯახა ვიღაც, ნახევარი მხარი გააცალა. არეული მიტრიალდა, ცალი ხელით იზელდა ნატკენს და ძლივს იკავებდა თავს რომ არ ეტირა. სუნთქვა ისე გაუხშირდა, ეგონა ცოტა ხანში ჰაერი აღარ ეყოფოდა. _კატო? ბოდიში რა მეჩქარებოდა. ძალიან გატკინე? _არაუშავს, ძლივს შეძლო ხმის ამოღება და კურსელს გაუღიმა. იგრძნო როგორ დატრიალდა გარშემო ყველაფერი. სილუეტები გაუფერულდნენ. უკვე ვეღარ ხვდებოდა თვალები ეხუჭა თუ ეხილა. ხელის შეხება იგრძნო, მაგრამ ვერ არჩევდა ვინ იყო. ბოლოს კი მთლიანად მოდუნდა. დემეტრე ნერვიულად დააბიჯებდა საავადმყოფოს კოლიდორში. საფეთქლები ეწვოდა, ცოტაც და შეიძლება გასკდომოდა. ლადოს დანახვაზე გული შეუტოკდა, მუცელი ამოუტრიალდა და საშინლად აეწვა. _ლადო მითხარი რომ კარგადაა თორე შეიძლება ჭკუიდან ავიწიო _სერიოზული არაფერია, ნაჭამი არ ჰქონდა. დღეს აქ დარჩით მაინც. მხარზე ხელი დაარტყა ლადომ _დარწმუნებული ხარ რომ გამოკვლევები არაა საჭირო? _დაწყნარდი, არაფერი არაა საჭირო. კვებას მიაქციოს ცოტა ყურადღება და მოძლიერდება, ახლა შედი და ნახე. დემეტრემ ერთი სიცოცხლე გაათავა სანამ პალატაში შევიდა და კატო დაინახა. ჯერ კიდევ არ ჰქონდა ბუნებრივი ფერი დაბრუნებული. ისე მოუნდა ახლა მისულიყო და ძალიან მაგრად ჩახუტებოდა. რომ დაჭირვებოდა მთებს გადადგავდა, პლანეტებს გააერთიანებდა, ყველა მის სურვილს წამებში შეასრულებდა, ოღონდ შეძლებოდა... ოღონდ ჰქონოდა უფლება... _ძალიან შეგაწუხე ხომ ? _სისულელეს ნუ ამბობ. რატომ დადიხარ მშიერი ? _დამავიწყდა _მოწევა არასდროს გავიწყდება _დემეტრე ხომ გითხარი ძიძობა არ გიხდება _პატარა ბავშვივით იქცევი. მაინც და მაინც ყოველ დღე უნდა მოვიდე და ლუკმები დაგითვალო ? კატოს ჟრუანტელმა დაუარა. შეგრძნება, რომ დემეტრესთვს მნიშვნელოვანი იყო სიხარულისგან გუდავდა. _დემეტრე ჩამეხუტე რა.. დემეტრეს გული მუცელში ჩაუვარდა, მერე თავის ადგილს დაუბრუნდა და ასე განმეორდა რამდენჯერმე. ვერ გაეგო ეს ყველაფერი რეალური იყო თუ ეჩვენებოდა. მექანიკურად მივიდა საწოლთან და გვერდით მიუწვა. კატოს შეგრძნება საკუთარ სხეულზე, სუნთქვას უკრავდა. ალბათ ვერასდროს გადმოცემდა რამდენად ბედნიერი იყო ახლა. უცებ თავი იმდენად დამნაშავედ იგრძნო, უნდოდა საერთოდ გამქრალიყო.. იცოდა ერთ დღეს კატოსთვის ყველაფრის თქმა მოუწევდა.. უბრალოდ იმსახურებდა სიმართლე სცოდნოდა. კატოს თუ ძალიან შეუყვარდებოდა და მერე გაიგებდა სიმართლეს უფრო მეტად ეტკინებოდა, შეიძლებოდა ვერ გაეგო,ან ეფიქრა რომ ამდენ ხანს ატყუებდა, ამიტომ გაჭიანურება არ ღირდა. კატოს თვალზე ცრემლი რომ დაენახა, თანაც თავისი მიზეზით, მართლა მოიკლავდა თავს.. კატოს ხმამ ფიქრებს მოწყვიტა.. _დემეტრე, ერთი ნახვით სიყვარულის გჯერა? _კი _უკვე მეც დავიჯერე. მშვიდად ჩაილაპარაკა და უფრო კომფორტულად „შეძვრა“ დემეტრეს მკლავებში. დემეტრე კანში ვეღარ ეტეოდა ბედნიერებისგან. ხვდებოდა როგორ ავსებდა კატო მის ცარიელ ცხოვრებას. არ გაკვირვებია კატოსგან გადმოდგმული პირველი ნაბიჯი, ახლა უფრო მეტად რწმუნდებოდა, კატო მართლა სხვა იყო, სულ სხვა... დილით გაღვიძებულს დემეტრე მასთან ჩახუტებული რომ დახვდა, სიხარულისგან აფრინდა, მთელ გალაქტიკას შემოუფრინა და ისევ უკან დაბრუნდა. ზოგჯერ ყველა საზღვარს უნდა გაცდე. უამრავი სიგიჟე გააკეთო, სპონტანურად იმოქმედო, ბევრი იცინო და ძალიან, ძალიან გიყვარდეს. წამს თუ არ დაიჭერ, საჭირო დროს საჭირო ადგილას თუ არ აღმოჩნდები, სიამაყეს თუ გააბატონებ შენში, ადამიანობის ბოლო ნაპერწკალსაც თუ ჩააქრობ, საბოლოოდ დაიღუპები. ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა საიმისოდ, რომ პრინციპებს მიყვე. კატოს დემეტრე სჭირდებოდა, დემეტრეს-კატო. ეს იყო მთელი ქიმია... ^^ _მითხარი რომ კარგად ხარ, იცოდე გადავირევი კატო _მე რა მომკლავდა ძვირფასო ირი... _რას მირითმავ ხო არ უბერავ? _შენს გაბრაზებულ სახეზე ირი, სულ მახსენდება ბავშვობა ტკბილი დემეტრე ჩაკეცვამდე იცინოდა. ირინამ ისეთი სისწრაფით გამოაღო ფანჯარა და იმხელაზე ჩაისუნთქა თავბრუ დაეხვა. _ოპ,ოპ, დამარტყა წელში, დამშალა ძვლებში. უცებ აყვა დემეტრე. კატო საწოლიდან გადმოვარდა სიცილისგან _ეეე თქვენ რას მეღადავებით ხო არ „გაჟუილებთ“ ისტერიული სიცილი აუტყდა ირინასაც.. ნახევარი საათი იმხელა ხმაზე იცინოდნენ სამ ხმაში, მეზობელმა მოუკაკუნათ ხო მშვიდობა გაქვთო. დემეტრე როგორც წავიდა კატო მოიქუფრა. ირინა მობილურში იქექებოდა, კატოს ხმამ რომ ყურები დაუგუბა: _მიყვარს _ერთი კვირაა ჯერ _დრო არ მაინტერესებს, ისაა ვინც მჭირდება. მივიდა და ჩაეხუტა. სათქმელი არც არაფერი იყო.. ^^ რიყის პარკში ისხდნენ დემეტრე და კატო. წყვილებს ათვალიერებდნენ და იცინოდნენ ჩვენ ყველას ვჯობივართო. _ამბობენ უეცრად დაწყებული ურთიერთობა დიდხანს არ გრძელდებაო, მოწყენილი იყო კატო.. დემეტრეს გაეღიმა კატოს ბავშვურობაზე. _შენ ყველაფრის გჯერა რასაც ამბობენ ? _არა _ხოდა მაგათი დედაც ვატირე სადაც ჩვენ ვართ! კატოს სახე გაუნათდა - დემეტრეს გული. უყვარდა ყველა საზღვარს მიღმა. აქამდე ფიქრობდა, რომ სიყვარული უკვე გამოეცადა. ახლა ხვდებოდა როგორ ცდებოდა. კატოზე მეტად ?! არარსებობს ! არავინ უყვარდა! დემეტრე ჩაფიქრებული მოშორდა კატოს. ორივე ხელი თავისაში მოიქცია, ტუჩებით ნაზად შეეხო ხელის გულებს და ფრთხილად დაიწყო: „მინდა დაგიყენო მარტში ზაფხული და ჩუმი დეკემბერი მთებში ავამღერო, ღამე მოვიწვიო ვნების წარსულიდან, ლექსი შენ რომ გიყვარს მხოლოდ შენზე ვწერო. მინდა ავაშენოთ სახლი მთების ძირას, მერე მართვეები ერთად ვაფრთიანოთ. კვერცხი წითლად ვღებოთ ყოველ ვნების კვირას, ზარი სამრეკლოზე ლოცვად ვახმიანოთ. მინდა გაგიშალო თმები ლამაზ მხრებზე, როცა ჭაღარები თოვლად გვეწვევიან. თავი კვლავ დაგადო გრძნობით გამთბარ მკერდზე, წლები ნაოჭებით,როცა ვერ ძღებიან. მინდა სიბერე და ყანწთან დაჭიდება, ძველი ბუხრის პირას ზამთრის ღამეები. ბაღში შვილიშვილთან ვითომ გაკიდება, მისი ბრიალა და ცელქი მთვარეები.“ (ზურა მელიქიშვილი) კატოს აეტირა.. ღამე დემეტრე არ გაუშვა.. აბაზანაში შევიდა და სარკეში შეხედა თავის ანარეკლს.. „ან ახლა, ან არასოდეს“ _დემე მოხვალ ცოტა ხანს? კატო გაუნძრევლად იჯდა სამზარეულოში და ყავის ჭიქას უყურებდა.. დემეტრე დაიძაბა. _ყველაფერი ვიცი. _რა ყველაფერი? _ვიცი რომ ნიაკო ადამაძე შენი ყოფილი ცოლია დემეტრე გაშრა. ყველა ძარღვი დაეჭიმა. სუნთქვაგახშირებული მიუახლოვდა კატოს და ჩაიმუხლა. _მე უნდა მეთქვა.. უბრალოდ ვერცერთი დღე გავიმეტე ჩასამწარებლად.. კატო ფეხზე წამოდგა, ფანჯარა გამოაღო და ჰაერი ჩაისუნთქა. მერე შემოტრიალდა, დემეტრეს ხელები ფრთხილად შეახო, ხელის გულზე აკოცა და გაუღიმა. _“არარის ქვეყნად არაფერი, რაც შეგცვლის ჩემში, რაც მიგრძნობს ისე, როგორც შენ და შენი არსება, და ეს იცოდე, თუ კი რამე ამ ქვეყნად შემშლის, იქნება შენში ჩემი არსის გადაფასება.“ _ვიცოდი რომ არჩევანში არ შევმცდარვარ, დემეტრეს გაეცინა და კატოს ცხვირზე თითი ჩამოარტყა... ------------- ყველას მოგესალმებით! ვიცი რომ ძალიან დაგვიანებული ისტორიაა და დიდხანს ელოდებოდა რამდენიმე ადამიანი, უდიდეს ბოდიშს გიხდით ამის გამო.. გადავწყვიტე ჯერ-ჯერობით ეს ისტორია დამედო, სავარაუდოდ ძალიან მალე დავდებ ახალ ისტორიას, რომელსაც თავებად დავყოფ. შეგიძლიათ ფეისბუქში დამამატოთ როგორც : sallollo sallollo. ასე უფრო მარტივად შევძლებ გაგაგებინოთ როდის დავდებ შემდეგს. მადლობთ რომ კითხულობთ, იმედი მაქვს ისიამოვნებთ და აზრს გამიზიარებთ.. ყველა ძალიან მიყვარხართ ! :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.