შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სწორედ იმ ღამით (თავი 3)


27-09-2015, 11:39
ავტორი mariamabazidze
ნანახია 3 054

სახლში რომ მივედი თემო მოსული დავხვდა, საშინელი დაღლილობა ვიგრძენი, _თემო ხელში ამიყვანე რა_ვუთხარი და ხელი გავუწოდე, ისიც უცებ გაჩნდა ჩემთან მომეხვია ამიყვანა ხელში და კიბეებისკენ წავედით ის ყოველ საფეხურზე იხრებოდა და მკოცნიდა, მე კი განაბული ვეხუტებოდი მის მკერდს
_თემო რაღაც უნდა გითხრა, მე მალე დედა გავხდები თემო
_რააა? დედაა?_ წამოიყვირა და გულში ჩამიკრა, მთელი დღე არ მომშორებია, მეორე დღეს დაღონებული მოვიდა
_რა მოხდა თემო?
_უნდა წავიდეთ ამაღამ აქედან, ეს აუცილებელია, შენ თუ გინდა დარჩი ანა მე ძალას ვერ დაგატან_მითხრა და ჩამოჯდა
_მეც მოვდივარ თემო ვუთხარი და ჩავეხუტე მთელი ძალით
_გიყვარვარ ანა?
_სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ თემო_ჩავჩურჩულე
იმ ღამესვე წავედით, სამი დღის მერე როსტოვში ვიყავით, სიმართლე რომ გითხრათ ვერ გავიგე რატომ წამოვედით ჩვენი სახლიდან მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო თემოსთან ყოფნა ვიცოდი რომ მასაც ვუყვარდი მაგრამ მეტი რაღა მინდოდა, ჩამომეშორებინა ცუდ წრეს მაგრამ მეშინოდა რომ მოკლავდნენ, არ დაინდობდნენ ამხანაგები.
ქურდების წესი ხომ ასეთია, ამიტომაც თავს ვიკავებდი, ნეტა რატო წამოვედით ალბათ პოლიციამ მიაგნო იმ სახლს, გავიფიქრე და არც შევმცდავარ, უკვე 3 თვის ვიყავი როსტოვში ნიად მომნათლეს, არ ვიცი როგორ ახერხებდნენ ყოველივე ამას, მისმა მეგობრებმა პირადობაც კი გამომიცვალეს, მეზიზღებოდნენ მე მისი მეგობრები მაგრამ თემოს გამო ყველაფერს ვიტანდი,რამდენიმეჯერ სახლშიც კი
შემომივარდნენ ნიღბიანები, ამის შემდეგ საქართველოში დავბრუნდით, სახლიც გამოცვლილი დამხვდა თემოს ბინა სხვაგან ეყიდა,ისევ ჩვეულებრივი ცხოვრება დავიწყეთ არაფერი მაკლდა არც ტანსაცმელი არც ოქროულობა, ნუთუ ამ ყველაფერს სხვას ართმევდა და ჩემთან მოქონდა?ყველაფერი გავიხადე და უბრალოდ ჩავიცვი, თემოს გაუკვირდა
_მითხარი საიდან მოგაქვს ეს ყველაფერი?სხვისი ნივთებია?_თვალები
_ნია ძალიან გთხოვ დამშვიდდი, შენ სხვისი არაფერი გიკეთია, უბრალოდ ჩემ ბინძურ საქმეში შენ ბრალი არ მიგიძღვის,მითხრა და მაკოცა_ნია ძალიან მიჭირს ამის თქმა მაგრამ მოგიწევს მშობლებთან დაბრუნდე, მე მივდივარ, შენ ვერ შეძლებ წამოსვლას და არც არის საჭირო, არავინ არ იცი რა მოხდება ამხელა ქვეყანაში, დარჩე აქ უმჯობესია, წადი შენს მშობლებთან და უთხარი რომ ერთმანეთს დავშორდით, ხომ იცი სიხარულით მიგიღებენ, ფულს დაგიტოვებ რამდენსაც გინდა, ჩემს შვილს არაფერი მოაკლო, ვიცი ბიჭი იქნება. გამიღიმა მეორე ოთახში გავიდა და ფული მოიტანა
_ჩემს მოსვლამდე გეყოფა თუ ვეღარ შეგხვდი არ დამივიწყო.
_გაგიჟდი თემო? იცოდე მე უშენოდ მოვკვდები._შე სულელო, მიყვარხარ
მითხრა და ჩამეხუტა, დაღამდა მე ცუდად ვიყავი, ვფიქრობდი, ჩემს ცხოვრებაზე
როგორ უნდა გაგრძელებულიყო თემოს გარაშე, თემო ოთხაში შემოვიდა მამშვიდებდა, მთელი ღამე გავათენეთ, მე ვუყურებდი მის ცისფერ თვალებს
და ცრემლი მსდიოდა._რას ფიქრობ ანა?_იცი თემო, ვფიქრობ შენ უნდა იყო
პატიოსანი მოქალაქე იმუშაო ისე როგორც სხვები მუშაობენ, მაშინ ხომ ვერავინ დაგვაშორებდა ერთმანეთს?!_დამშვიდდი ანა, მე თუ დავბრუნდი, მხოლოდ პატიოსანი მოქალაქე დავბრუნდები თი არა და ჩვენ ვერასდროს ვნახავთ ერთმანეთს
_ბევრნი მიდიხართ?
_ბევრნი რომ წავიდეთ ჩავვარდებითშენ კი უნდა გამაგრდე, დამელოდე და გჯეროდეს ჩემი წერილებს გამოგიგზავნი ხოლმე, შენც მიპასუხე რაა.. მან მაგრად ჩამიკრა გულში და თან მკოცნიდა, მე ვტიროდი ის კი მამშვიდებდა.. გემით მიდიოდნენ, თემოს გარდა 2 გოგო და 3 ბიჭი იყო, სადგურზე მანქანით მივედით გემი ნახევარ საათში გადიოდა
_რას დამაბარებ ანა?
_პატიოსანი კაცი გახდი და სხვის უბედურებაზე ნუ ააგებ შენ ბედნიერებას, გემუდარები
_გპირდები ანა შევასრულებ შენ თხოვნას, მეგობრები უკვე გემზე ადიოდნენ
_გემახსოვრები ანა?
_ყოველთვის თემო
ეს იყო ჩვენი უკანასკნელი სიტყვები,ის წავიდა მანქანაში ჩავჯექი და ტირილი დავიწყე 2 დღე ლოგინიდან არ ავმდგარვარ სურათებს ვეფერებოდი, შენდეგ გადავწყვიტე სახლში დავბრუნებულიყავი, მშვენივრად მიმიღეს რადგან თმოს დავშორდი საბამაც მოუმატა ჩვენთან სიარულს,ძველი მეგობრებიდან მხოლოდ ნატა და თიკა მაკითხავდნენ.
დრო გადიოდა ჩემი სამშობიაროში დაწვენის დღეც მოვიდა, საშინელი ტკივილები მაწუხებდა დღის 3 საათზე ვიმშობიარე ექიმი შემოვიდა და მითხეა
_ბიჭი შეგეძინა შვილო.. ასეთი სიხარულუ არასოდეს განმიცდია, რამდენიმე წუთში ჩემი შვილი უკვე გვერდით მეწვინა რაღაც საოცარი სითბო ჩამეღვარა გულში, დილით ნატა მოვიდა მომილოცა და წერილი მომცა წერილი კი ასე იწყებოდა, როგორ ხარ? კიდევ ტირიხარ ხო? ვიცი რო ასეა.. რატო მერე? მე ეგ დაგიბარე?არ გრცხვენია?ჩემი შვილი ჯერ არ დაბადებულა? ან იქნებ დაიბადა კიდეც, ამ წერილს რომ მიიღებ ბიჭს თუ ბიჭი იყო ლუკა დაარქვი თუ გოგო რაც გინდა მიყვარხარ "თემო"
ასეთი იყო მისი პატარა წერილი,რომელიც მე ძალიან გამიხარდა. დრო გადიოდა,თემოსგან კი ამ წერილის მეტი არაფერი მიმიღია.სამშობიაროდან გამოვედი
ბავშვი ჯამრთელი იყო ადვილად ვზრდიდი, მამაჩემი ფულისთვის არ შემიწუხებია, ლუკასთვის საკმარისი ფული მქონდა, საბა ისევ მაკითხავდა ხოლმე, ისევ სიყვარულს მეფიცებოდა, მე კი ყურადღებას არ ვაქცევდი, მამაჩემი მეუბნებოდა თემო დამევიწყებინა და გავყოლოდი საბას, მაგრამ მან ხომ არ იცოდა რა ხდებოდა ჩემს გულში. მიკვირდა თემოს წერილის ასე დაგვიანება თითქმის 6 თვე გავიდა, რაც წერილი აღარ მიმიღია. მამაჩემი კი ყველანაირად ცდილობდა ჩემთვის გული მოეკლა და სპეციალურად ეუბნებოდა დედაჩემს
_ის ვაჟბატონი, ჩემი სიძე, ან ცოცხალი აღარ არის ან დაივიწყა ჩემი შვილი, ან სადმე ჩააძაღლეს, ყოველთვის არ შერჩებოდა ხალხის ძარცვა ეს ქალბატონი კი ყოველ დღე მისტირის მე რომ მომკვდარიყავი ამის ნახევარ ცრემლსაც არ დააღვრიდა, არ ვამტყუნებდი მამაჩემს მაგრამ სიტყვა"ჩააძღლებდნენ მე გულს ძალიან მტკენდა, მე ხომ თემო ძალიან მიყვარდა, მას ხომ ჩემი ქმარი ერქვა, დიდი ფიქრისა და წლების შემდეგ დამითხანხმეს რომ საბას გავყოლოდი ცოლად, პატარა ლუკა კი 1 წლის იყო, თემოსაგან არაფერი ისმოდა, მე გულში ჩავიკალი ეს ძვირფასი გრძნობა. არ მიყვარდა საბა ამას თვიტონაც კარგად ხვდებოდა და ხმას მაინც არ იღებდა, რადგან მისი ერთი სიტყვა და ჩემი სახლიდან წასვლა ერთი იქნებოდა
_გაკლია ჩემგან რამე?_მკიტხა ერთხელ საბამ
_უმთავრესი და უძვირფასესი მაკლია
ხმა აღარ ამოუღია, გაბრუნდა და წავიდა,მე არ მინდოდა ლუკას მისტვის მამა დაეძახა
და არც საბასთვის მიმიცია ამის უფლება
1979 წლის 23 მაისს ლუკა 3 წლის გახდა, მე მჯეროდა რომ თემო ცოცხალი აღარ იყო
მისი მანქანით ხშირად ვსეირნობდი, შაბათი დღე იყო მე და ლუკა რუსთაველზე ვსეირნობდით თეატრის ბილეთი ავიღე და მანქანისკენ წავედით, იქ ვიღაც ლამაზი
ვაჟი ათვარიელებდა ჩემს მანქანას შემდეგ ნომერს შეხედა გაიღიმა და წავიდა
დრო ისევ გადიოდა მე 23 შემისრულდა, ჩემი ლუკა ყველაფერს მიჯერებდა საყვარელი ბავშვი იყო
_ანა დღეს სტუმრები მოდიან მითხრა საბამდა ოთახიდან გავიდა, მე მოვემზადე, სუფრა უკვე გაშლილი იყო როდესაც საბა და მისი ამხანაგები მოვიდნენ , ყველანი მაგიდას მიუსხდნენ, მე სამზარეულოში ვიყავი, კარზე ზარის ხმა რომ გავიგონე,ხვიჩამ გააღო
_მოხვედი თემურ?შენ გელოდებოდით_ბიჭებო თემურიც მოვიდა
_კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ოჯახში მომესმა ხმა რომელსაც მთელი 4 წელი ვნატრობდი, უცებ თეფში ხელიდან გამივარდა, ხმაურზე საბა შემოვიდა და დამხედასავით, მერე ოთხაში გავედით
_გაიცანი თემო ეს ჩემი მეუღლე, მისი თვალები დაუნდობლად მომაჩერდნენ, არ ვიცი რა ფიქრობდნენ ახლა
_კეთილი_თქვა მან და ხელი ჩამომართვა, მთლიანად ავკანკალდი, აივანზე გავედი და დავჯექი, ცრემლები ჩამომდიოდა მე თავისთავად , ოთახიდან სიმღერის ხმა ისმოდა, ყველა მღეროდა თემოს გარდა,
_შენ არ სვავ თემო?_კითხა საბამ
_მაპატიე რა, თუ ნებას დამრთავმე აივანზე გავალ, და ჩემკენ წამოვიდა, ამის დანახვა და ჩემი წამოდგომა ერთი იყო კარებში შევეფეთეთ ერთმანეთს
_მაპატიე_ძლივს ამოვილუღლუღე
_როგორ შეცვლილხარ ანა
_შენც თემო შენც. მომიახლოვდა მე კი ვეღარ მოვითმინე კისერზე ჩამოვეკიდე და ვაკოცე
_მიყვარხარ თემო ჩემი ლუკა და შენ მეტი არავინ
_სად არის ჩემი შვილი?
_ძინავს ლუკას. იცი შენ გგავს ძალიან
_ანა თუ გიყვარვარ ეს წერილი რატო მომწერე? მითხრა და ჯიბიდან წერილი ამოიღო...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent