შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლამაზი სატყუარა(პირველი თავი)


27-09-2015, 16:23
ავტორი april
ნანახია 2 079

-იქნებ ერთხელ მაინც არ მოიქცე თავქარიანი გოგოსავით,რომელიც სახლიდან გარბის.
-შენი საქმე არ არის დედა.სრულწლოვანი ვარ,სადაც მინდა იქ წავალ შენი გადასაწყვეტი ეს უკვე აღარ არის.შენი აზრი დიდი ხანია ვიცი.
-ინანებ რომ ასე მელაპარაკები.სულ თუ არაფერი მე გაგზარდე.
-ამას არ აქვს მნიშვნელობა ამ მომენტისთვის.მომბეზრდა სულ რომ მლანძღავთ,ნუთუ არ შეიძლება ისეთად მიგეღეთ როგორიც ვარ.მაგრამ არა,ეს ხომ მე ვარ.თქვენი სასირცხვილო შვილი.
ზურგჩანთას ვიღებ და სახლიდან გავდივარ.დედას ხმა კვლავ მესმის,ვაიგნორებ და ტაქსში ვჯდები.მობილურზე შეტყობინება მომდის.
-შენი სტატუსი ვნახე.ვიცი რა გრძნობაა როცა განსხვავდები შენი ოჯახის წევრებისგან.
მწერს ვიღაც მია.პასუხს მალევე ვწერ.
-მიხარია ვიღაცას რომ მაინც ესმის ჩემი..
მობილურს ჯიბეში ვიდებ,ტაქსის მძღოლს ფულს ვუხდი და აეროპორტის შენობაში შევაბიჯებ.ლოს ანჯელესი-მექსიკა.თვითმფრინავი 1 საათში აფრინდება.შემოწმებას გავდივარ და სკამზე ვჯდები.იქნებ ჩემი სახლიდან შორს მაინც მეღირსოს ბედნიერება.შეტყობინების ხმა მესმის.
-შეიძლება შევხვდეთ?
-რატომ?
-მინდა ერთმანეთი გავიცნოთ,უბრალოდ მეგობრობა მინდა.თუ წინააღმდეგი არ ხარ.
-ლოს ანჯელესის მთაავარ აერეპორტში ვარ.უნდა იჩქარო.
-კარგი.
1 საათის გასვლის შემდეგ აეროპორტში ჩასხდომა იწყება.ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა ვარწმუნებ საკუთარ თავს.როგორც ჩანს მიას დააგვიანდა.საკუთარ ადგილს ვიკავებ და ვიცდი როდის მოვშორდები ამ დაწყევლილ ქალაქს..გვერდით მომღიმარი გოგონა მიჯდება.ხელს ჩემსკენ იშვერს.
-მე მია ვარ,როგორც ჩანს მოვასწარი.შენ ქენდისი ხარ არა?
-ზუსტად გამოიცანი.
ხელს ვართმევ.
-მეგონა დავაგვიანებდი.
-შენც მოფრინავ?
-როგორც ჩანს ორივემ უნდა მივატოვოთ საკუთარი წარსული და ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ სადმე სხვაგან.
-კარგია მარტო რომ არ ვიქნები.შენი ისტორია არ ვიცი.
-ლოთი მშობლები და ძმა რომელიც ღამე სახლში მუსიკებს ბოლო ხმაზე უსმენს ამას პლუს სვამს და გოგონებიც მოჰყავს.ამ ყველაფერს ვერ გავუძელი და გამოვიპარე.
-მექსიკაში ვინმე გყავს?
-არა და შენ?
-არც მე...
რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ(ყოველ შემთხვევაში მე ასე მომეჩვენა რადგან მიას ენა არ გაუჩერებია)თვითმფრინავი ეშვება.
სასტუმროსკენ მივემართებით.
-ახლა რას ვაპირებთ?
-რას ვაპირებთ?შენ შენი გზით წახვალ მე კი ჩემს საქმეს მივხედავ.
-მე მეგონა..
-არ ვიცი რა გეგონა მაგრამ მე მარტო ვარ.
-მარტო დამტოვებ?
-კი.
-მე შენს გამო ჩავჯექი თვითმფრინავში.
-ვინ გთხოვა?შენთვის არაფერი მიკითხავს და არც მითხოვია.
-იცი რა?ვხვდები რატომაც წამოხვედი სახლიდან.თავქარიანი ეგოისტი ხარ.
-შენი ლანძღვა მაკლდა ახლა.
ტაქსის ვაჩერებ...ჩაჯდომას ვაპირებ,უეცრად გასროლის ხმა მესმის.
მია შეშინებული ჩემსკენ მორბის და ტაქსში ჯდება მეც იგივეს გაკეთებას მაიძულებს.
-ეს რა იყო?
-არ ვიცი,შეშლილები ცხოვრობენ ალბათ.
-თავს არ დამანებებ?
-არა.
-არ მინდა რომ მოვალეობები დამაკისრო.
-არ ვაპირებ.მე ჩემთვის შენ შენთვის.ხელს არაფერში შეგიშლი.
-შევთანხმდით.
-კარგი.
ბარგი ოთახებში აგვაქვს.მია ჩემს გვერდით ბინავდება.
ჩანთას საწოლზე ვაგდებ და საწოლზე ვწვები.საკუთარი გადაწყვეტილებების გაანალიზებას ვახდენ.არ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა მიას ჩემს ცხოვრებაში ჩახედვის საშვალებას რომ ვაძლევ.



№1  offline წევრი anushka15

საინტერესოა smile

თავები გაზარდე რამდენადაც შეგიძლია wink

 


№2  offline წევრი april

მადლობა,გავითვალისწინებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent