შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლამაზი სატყუარა (პროლოგი)


24-09-2015, 15:12
ავტორი april
ნანახია 2 069

გოგონას ცხოვრება ყოველთვის რთულია.ბევრჯერ გიწევს თქვა კი,ბევრი მიზეზის გამო.იმიტომ რომ პატარა ხარ,იმიტომ რომ ხარ:შვილი,უმცროსი და ან სულაც შეყვარებული.აქ ამერიკაში,ბევრი ფიქრობს რომ აქვს თავისუფლება,ვფიქრობ ასე ნამდვილად არ არის.იმიტო რომ სანამ ოჯახი გაკონტროლებს ვერ გაიგებ რაში ცდები ან რას აკეთებ სწორად.რამდენიმე დღის წინ დედაჩემმა იმისთვის ჩამკეტა ოთახში რომ სახლში მისვლა არ მიყვარს ადრე.ყოველთვის ვიგვიანებ,მაგრამ ამას განზრახ არ ვაკეთებ უბრალოდ შეყვარებულთან ერთად ვერთობი,ვსვამ ბურბონს და თავი მეცხრე ცაზე მგონია რადგან შემიძლია მასთან ვიყო ის ვინც ვარ.გადაწყვეტილება უკვე დიდი ხანია მიღებული მაქვს.უბრალოდ ამის რეალიზებას რამდენიმე თვე სჭირდება.
-როგორ ხარ...?
მომდის ჩემი დაქალის მესიჯი ინტერნეტში,ლეპტოპს მუხლებზე ვიდებ და პასუხს ვწერ.
-როგორ გგონია?
-ბევრი ფიქრი აკრძალული გაქვს,ხომ გახსოვს.
-მაშინ შენ იფიქრე ჩემს მაგივრად,უკეთ გამოგდის.
-უბრალოდ დაწერე რასაც ფიქრობ.
ჩემი დის წივილი მესმის,ოთახიდან გავდივარ და ვეკითხები რა ხდება.
-სადაა ჩემი წითელი ჩანთა.
-არ ვიცი.კარგად მოძებნე სადმე გექნება მიგდებული.
-მადლობა რჩევისთვის ჭკუისკოლოფავ.
ოთახის კარს ვაღებ და მესიჯის წერას ვიწყებ.ვწერ ყველაფერს რასაც ვგრძნობ.
,,მთელი ცხოვრებაა თავის მოჩვენება მჭირდება იმისთვის რომ სხვამ არ მკითხოს რა გჭირს,ყველაფერი ხომ კარგადაა.სინამდვილეში კი იმაზე ფიქრობდეს როგორ დაწეროს თემა ინგლისურში ან რა ჩაიცვას პირველ პაემანზე.მომბზრდა,სახლიდან წასვლა მინდა.მსურს ვიყვირო რომ უკეთესის ღირსი ვარ.ვერ ვიღებ ცხოვრებისგან იმას რაც მინდა რომ მქონდეს.ოჯახი რომელსაც მართლა ესმის ჩემი,შეყვარებული რომელსაც მართლა ვეყვარები და ჩემში მხოლოდ გრძელფეხება ქერას არ დაინახავს...მინდა რომ შევცვალო ჩემი ცხოვრება.,,
მესიჯს ვაგზავნი.რამდენიმე წამში მომდის შეტყობინება რომ ჩემი სტატუსი განახლებულია.
ჯანდაბა,ეს რა მომივიდა.ამას ყველა ჩემი მეგობარი და ნაცნობი ნახავს.წაშლას რა აზრი აქვს..ყველა იფიქრებს რომ თავქარიანი ძუკნა ვარ....
-რა გააკეთე?
-შემეშალა.
-იცი ამას ჯეიკობიც ნახავს.
-არ მაინტერესებს ნახოს.მაინც ვაპირებდი მასთან დაშორებას.
-ნუ ხარ სულსწრაფი.
-არ ვარ.
-უბრალოდ წაშალე.
-არა.
-რა?
-არ წავშლი დაე ყველამ ნახოს.სახლიდან მაინც წავალ.
-და სად აპირებ გამგზავრებას?
-ყველგან სადაც კი შევძლებ.
-ფული გაქვს?
-მე არა.
-?
-შენ უნდა მასესხო.
-მერე მოგწერ,უნდა გავიდე.
-კარგი.
თმას ვისწორებ სარკეში და საწოლზე ვჯდები.ჯეიკის მესიჯები მომდის..მწერს როგორ ვერ მიტანს,და აქამდეც რომ არ ჰქონდა ჩემი ატანა იმიტომ მიძლებდა რომ არ უნდოდა მისი საიდუმლო გამემხილა,..
არ ვიცი...მე მივდივარ.შემიძლია ვიყო დამოუკიდებელი.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
უბრალოდ მინდოდა რაიმე უცნაური და საინტერესო მოთხრობა დამემატებინა.ეს თავი ძალიან პატარაა.ვიცი.უბრალოდ ეს პროლოგია.
პირველი თავი დაიდება იმ შემთხვევაში თუ მოგეწონათ.სიტუაცია ვითარდება ლოს ანჯელესში.ორი სრულიად განსხვავებული გოგონა ერთმანეთს ინტერნეტით გაიცნობს.ისინი ერთმანეთში საერთო მიზანს დაინახევენ..იწყება მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა,ბევრი უცნაური,სახალისო და საინტერესო თავგადასავლები.ასე რომ თქვენ გადაწყვიტეთ დავამატო თუ არა პირველი თავი



№1 სტუმარი ani556

კარგია,გააგრძელე..გელოდები<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent