შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მრავალძალში ჯვარდაწერილნი [3]


27-09-2015, 23:48
ავტორი სანდრა
ნანახია 3 269

იმედია, კითხულობთ ვინმე და მოგეწონებათ... დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის..
^^^^^
–ან, გიო მოვიდა, გაიღვიძე... – ღიმილით ჩასჩურჩულა და თავზე ხელი გადაუსვა.
–ნუ მეღადავები, ლიზა, რაა, – შეევედრა და გვერდი იცვალა.
–არ გეღადავები, შენ თავს ვფიცავარ, – დაისერიოზულა ხმა.
ისევ გადმობრუნდა ანკა და თვალები გაახილა, ოთახში დაუწყო ძებნა სასურველ ობიექტს. რომ ვერ ნახა, დას შეუბღვირა.
–მიდი, მოწესრიგდი, გარეთ გელოდება... – თბილად უღიმოდა ლიზა.
–აუ, მართლა აქ არის? – უნებურად გაუცისკროვნდა სახე იმის წარმოდგენაზე, რომ კიდევ შეხვდებოდა... კიდევ ნახავდა და კიდევ ჩაეხუტებოდა.
–შენი თავი დავიფიცე! – ახლა ლიზამ შეხედა „ეს როგორ მაკადრე“ – სახით.
სწრაფად წამოვარდა ფეხზე და სარკესთან მივარდა.
–ეს რა ტანსაცმელია? – წარბები კუშტად შეკრა, როცა თავის ანარეკლს დააკვირდა სარკეში.
–შენ ხო იცი, რომ გიოსთვის ტანსაცმელი და მასეთი პრანჭიაობები პრივილეგია არ არის, – გაეცინა ლიზას. – თმა დაივარცხნე.
–ახლა ჩამოვიდა? – იკრიჭებოდა გიჟივით.
–წუხელ... – არ მოატყუა.
–წუხელ ჩამოვიდა და შენ მხოლოდ ახლა გამაღვიძე? – გაოცებულმა ჰკითხა. – იცოდე, მეწყინა! – თვალი ჩაუკრა და კარისკენ ამაყი ნაბიჯებით წავიდა.
თუმცა ერთი შეხედვით ასეთი ამაყი ჩანდა, ორივემ იცოდა, რომ როგორც გავიდოდა, მაშინვე გატყდებოდა... გატეხავდა გრძნობები, რომლებიც მოხვევდნენ მარწუხებს და ჩაითრევდნენ ჯოჯოხეთურ სიცხეში.
ასეც მოხდა. გიოს დანახვაზე, უნებურად ჩამოუგორდა ჯერ ერთი ცრემლი და მერე ზღვად გადაექცა სითხე, რომლიც მთელ სახეს უწვავდა.
–გიო, – ასლუკუნებულმა თავისთვის წარმოსთქვა და მამაკაცს მუცელზე შემოხვია ხელები.
მანაც ცალი ხელი წელზე, მეორე კი თავზე მოათავსა და იმდენად ძლიერად მიიკრა, სუნთქვა შეეკრა ანას. ქალი მამაკაცის რიტმა დარღვეულ გულისცემას უგდებდა ყურს, მამაკაცი კი თავზე უტოვებდა ძალიან ცხელი კოცნის კვალს.
ლიზა კარის ჩარჩოში დამდგარიყო, თავი ჩარჩოსთვის მიეყრდნო, ხელები მკერდთან გადაეჯვარედინებინა და უღიმოდა წყვილს, რომელიც ასე ენატრებოდა ამდენი ხნის მანძილზე. ხვდებოდა, რომ ანკა ბედნიერი იყო და თავადაც ზღვა ბედნიერება ეღვრებოდა გულში. მათით თბებოდა და მათით ხარობდა. რა უნდოდა ამაზე მეტი? – ეგონა არაფერი, თუმცა მასაც სურდა ასეთი ცხელი ჩახუტება, მასაც სურდა ვინმეს გამო ტირილი, სიცილი. და კარგია, მაგრამ საყვარელი მამაკაცი სულ სხვაა. მისი სურნელი, მისი სხეულით დაკავებული საწოლის მეორე მხარე, მაინც სულ სხვაა... მისით სიმწარეც სხვაა და მისით ტკბობაც. მართალი იყო კოკა, როცა ამბობდა, რომ ნარკოტიკზე მოშვება მხოლოდ სხვა ნარკოტიკით ჩანაცვლებით ხდება. ქალების შემთხვევაში ეს ნარკოტიკი მამაკაცია.
^^^^^
ძლივს დაითანხმა კოკა, რომ მეტრეველებთან წაჰყოლოდათ. კოტეს და მისი ძმაკაცის თვალით ხილვა არ უნდოდა, ამიტომ, როგორც ისინი მზის შუქს ენახებოდნენ, ლიზა სხვა მხარეს გარბოდა. კოკას უნდოდა, რომ ძმა–ძმაკაცისთვის მოეარა, მაგრამ ლიზამ დაარწმუნა, რომ აზრი არ ქონდა, ვერ შეძლებდა და საბოლოოდ მაინც დაიყოლია.
კოცონი არ ენთოთ, უბრალოდ პლასტმასის სკამებზე წამოსკუპებულიყვნენ, პლედებში გახვეულიყვნენ და ცხელ ჩაის შექცეოდნენ. როგორც ტომარაძეები მეტრეველთან და სხვა, მათთვის უცნობ მამაკაცთან ერთად შევიდნენ, შეწყვიტეს ჭორაობა და მათ გამოხედეს.
–როგორ ხართ? – თაკო შემოეგება.
–გიო! – თითქმის ერთხმად დაიკივლეს ბავშებმა და ანკას ცოტა ხნით წაართვეს პრინცი, რომელიც არ ემეტებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც გამოგლიჯეს ხელიდან.
არ გამოჰპარვია ანკას მაგდა, რომელსაც ხელკავი გაედო მიტოზისთვის, ანუ მიშოსთვის და იღიმოდა. გაუხარდა, გაბედნიერდა და გოგოსკენ წავიდა. გადაეხვია და ყურში უჩურჩულა: – კარგი გოგო ხარო. არანაკლებ ბედნიერი ჩანდა მაგდა.
ბევრი იჭორავეს. თამაში აღარც უნდოდათ, იმდენად ბევრი იცინეს. თემო მაგარი ტიპი იყო. ბუნჩულა და ძალიან მხიარული. ისეთ კურიოზებს ყვებოდა და იმდენად კარგად, რომ კუჭები სტკიოდათ უკვე ამდენი სიცილისგან. ოთო შედარებით დასტოინი ტიპი იყო, მაგრამ თუ ცანცარს მოისურვებდა, მტრისას! დახოცავდა ყველას სიცილით. ნიცა და თოკო შეყვარებულები იყვნენ. ლიზას ეჩვენა, რომ ეს წყვილი სრულებით არ იყო ერთმანეთის შესაფერისი, მაგრამ რას გაუგებ სიყვარულს... ბრმაა და დაფრინავს. მიშო და მაგდა აწ და როგორც უკვე წყვილი, ძალიან საყვარლები იყვნენ. ერთმანეთის შესაფერისები. მაგდა ცოტა მორცხვი და მიშო ძალიან მოსიყვარულე. მოკლედ, ავსებდნენ. გაი იყო რაღაც ისეთი ტიპი... ძაან იშვიათად რომ იცინოდა. ეტყობოდა, შეყვარებული იყო და თან ცალმხრივად. ტყუპისგან განსხვავებით, არ გაუმართლა. ლიკა ხანდახან ააპარებდა ხოლმე მზერას გაისკენ, რომელსაც ნაპერწკალი უკრთოდა თვალებში და ლიკას ეს გამოხედვა სულ ააალებდა ხოლმე ნაპერწკალს. გოგო ეკეკლუცებოდა, მაგრამ არ აძლევდა ნებას საკუთარ თავს უფრო ღრმად შესულიყო, ამიტომ იტანჯებოდა ისიც და ტანჯავდა უკვე ზეცაში ჯვარდაწერილ მეწყვილესაც. მარიამი, ნინა და თაკო – რიგითი მეტრეველები, ძალიან ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწეოდნენ ამ გიჟ სამეგობროსთან ერთად. მარიამი გათხოვილი იყო, მაგრამ მივლინებაში ჰყავდა მეუღლე და უმისოდ იტანჯებოდა. თაკო და ნინა კიდევ ერთმანეთს ავსებდნენ და თვლიდნენ, რომ სულაც არ არის მამაკაცი ბედნიერებისთვის საჭირო ატრიბუტი.
ჭორაობამ შორს წაიყვანათ და მივიდნენ იქამდე, რომ დაიღალნენ სახლში ჯდომით.
–რა არის რა, – წამოიწყო მარიამმა, – სადაა სამართალი?! რაჭაში მყავხართ ეს ოქროსავით ბავშვები და სახლს ვერ გაგაცილეთ!
–აუ, კი, წავიდეთ სადმეე.. – იდეა მოუწონა ლიკამ.
–სად? – მორცხვად იკითხა მაგდამ.
–აბა, სტაჟიანებმა გამოთქვით, სად უკეთესია? – გულზე ხელები დაიკრიფა თემომ და დისკუსიისა და თავისი დისკუსიისადმი გამოთქმული რეპლიკების იმედით გაისუსა.
–აუ, მე გეტყვით! – წამოიძახა გონება–განათებულმა ლიზამ.
–მიდი, ბუთხუზ! – შეაგულიანა თემომ.
გაიცინა და დაიწყო:
–იმაზე უკეთეს ადგილზე ვერც ვერავინ წაგიყვანთ და ვერც იხილავთ კიდევ, ვიდრე მრავალძალია! ორიათას კილომეტრზეა აგებული და იმდენად დიდებულია... ამბობენ, იქ რასაც უფალს შესთხოვ, ყველაფერი აგისრულდებაო! – ღიმილით გადახედა ანას.– მაგალითად, ანა... აუსრულა უფალმა თხოვნა.
სიბნელეშიც კი გამოჩნდა მისი გაწითლებული ლოყები. გაეცინათ.
–არაჩვეულებრივი იდეაა... – დაუთანხმა კოკამ. – დიდი მანქანები ვის გყავთ აბა?
–მე მყავს, მაგრამ სედანი ვერ ავა? – თქვა ოთომ სრული სერიოზულობით.
–ვერა. შუა გზაში გაჩერდება, ვირივით, – გაიცინა. – მეც მყავს, მაგრამ ამდენები ორში ვერ ჩავეტევით...
–გიო, შენ ხომ გყავს? – ღიმილით გახედა ლიზამ გაბრუებულ წყვილს და გამოსაფხიზლებლად ოდნავ უბიძგათ.
–რა? – დაბნეულმა დასვა შეკითხვა.
ყველა ახარხარდა.
–მრავალძალში გვინდა ასვლა და ჯიპებს ვაგროვებთ, – დაუმოწმა ლიზამ.
–აა.. ხო, კი, მყავს! – გაიცინა.
–მაშინ, მოვგვარდით, – ტუჩები გააწკლაპუნა და ნასიამოვნებმა გახედა კოკას.
^^^^^
წინა საღამოს ადრე დაიშალნენ, დილით ადრე უნდა ავდგეთო. ანძიკო ბებიას სახლთან დათქვეს შეხვედრის ადგილი და წავიდნენ.
ლიზას ადრე გაეღვიძა. ანკას შეხედა. უდარდელად ეძინა. პრინციპში რაღა ადარდებდა... რომ არც არაფერი, ეს ახარებდა ლიზას ყველაზე მეტად. რა არის იმაზე დიდი ბედნიერება, რომ შენთვის ნომერ პირველი ადამიანი ყველაზე ბედნიერია ამ ქვეყნად?
საათს გახედა. ჯერ შვიდი იყო. ძალიან მიეჩვია ადრე ადგომას. პრინციპში, მეტს რას ელოდა, როცა მაო ბებოს ძროხა ყავდა, სახელად ქოჩორა და დილით იქამდე ბღაოდა, სანამ საძოვარს არ შეახედებდნენ. ეს ბღავილი მაღვიძარასავით იყო, ასე რომ, ადრე გაღვიძებასთან პრობლემა არ ქონდა ლიზას. ჯერ არ გააღვიძებდა დას, რა საჭირო იყო. ადგა და პიჟამოებით ჩავიდა ქვემოთ. მაო ბებოს უკვე გაეღვიძა და გზისთვის უმზადებდა გემრიელობებს შვილიშვილებს.
–დილა მშვიდობისა, ბე! – ლოყაზე, როგორც ყოველთვის, ახლაც მხურვალედ აკოცა ბებოს.
–როგორ გეძინა? – ღიმილით გამოხედა მოხუცმა და ლობიანი გადმოდო ტაფიდან.
–არაჩვეულებრივად, როგორც ყოველთვის, – წყლისკენ დაიძრა. – არ არის საჭირო თავი დაიღალო საჭმლის კეთებით, ბებო... გზად ვიყიდით რაღაცებს.
–სირცხვილი, ლიზა! გზად ნაყიდი უნდა ჭამო? – გაუკვირდა ქალს.
–მერე რა მოხდა, ჯერ არ მიჭამია? – გაეცინა.
კიბეებზე ანკა მოფრატუნობდა, ჯერ კიდევ მძინარე.
–დილა მშვიდობისა... – სასხვათაშორისოდ მიესალმა ხალხს და წყლისკენ გაფრუტუნდა. ონკანთან მდგომი და გვერდზე მოხერხებულად გაწია და რამდენჯერმე შეისხა ცივი წყალი სახეზე. გამოფხიზლდა.
–ჰო, ანკა? – სიცილით შეხედა ლიზამ.
–რა მოხდა? – ამრეზით ახედა.
–ადრე ხომ არ გაიღვიძე? – სიცილს არ წყვეტდა.
–გიომ გამაღვიძა... – ამოიფრუტუნა და თვალები გადაატრიალა. – შენი პრანჭიაობის ამბავი რომ ვიცი, თორმეტამდე გვალოდინებ და თადარიგს ვიჭერო, – დაასრულა წინადადება.
ლიზა უფრო აკაკანდა.
–კარგი, ნუ დამცინი! – იწყინა ანკამ.
^^^^^
მართალი აღმოჩნდა გიოს წინასწარმეტყველება. იმდენი ხანი ტრიალებდა სარკისწინ ანა, ლიზას თავბრუ დაეხვა. კაბებსაც მონაცვლეობით არჩევდა და უკმაყოფილოდ ისვრიდა საწოლზე. იცოდა ლიზამ, რომ არ მიალაგებდა თავისი და ამ ყველაფერს და თვითონ ალაგებდა.
–ანკა, ჩაიცვი ახლა რამე, ორი საათია იცმევ და ვერ ჩაიცვი... გველოდება ხალხი! – მკაცრად ჩაილაპარაკა.
–ოო, ლიზა, შენ რა იცი რა! არაფერი არ მიხდება, ასე როგორ წამოვიდე... – ტუჩები დაბრიცა და სატირლად მოემზადა.
–ჩემი ჩაიცვი რამე, გინდა? – იმის იმედით, რომ ეს მაინც დააწყნარებდა, უთხრა, თუმცა ვერ იტანს, სხვას რომ აცვია თავისი ტანსაცმელი.
–წითელ კაბას მათხოვებ? – სახე გაუბრწყინდა ბედნიერებისგან.
–იმ პირობით, თუ მასაც არ დაიწუნებ! – ნიშნისმოგებით აუწია საჩვენებელი თითი.
–გპირდები! – გულზე მიიდო ხელი და გაკრეჭილი დაელოდა სასურველ კაბას.
ბავშვები მართლაც მხოლოდ მათ ელოდნენ. უკმაყოფილო, თუმცა მაინც სიხარულშეპარული მზერებით უყურებდნენ მომავალ დებს, რომლებსაც პარკები ამძიმებდათ. მაო ბებო გამოჰკიდებოდათ და კარებში შეჩერებული პირჯვრისწერით აცილებდა შვილიშვილებს. კოკას ამ ყოველივეზე ეღიმებოდა, ლიზა კი, ჩაციკლული მზერით მიშტერებოდა მამაკაცის ღიმილს.
–დილა მშვიდობის! – მიმართა ლიზამ ბავშვებს და სწრაფად დაამატა: – ამის ბრალია, გეფიცებით!
–ეჭვიც არ მეპარებოდა, – მანქანიდან გიო გადმოვიდა და კარგი ხნის უნახავივით ჩაიკრა გულში ანა.
–აბა, ვინც არ არის – დაიძახოს! – სასაცილო რეპლიკით გაამხიარულა თემომ ბავშვები ისევ.
ჩასხდნენ.
არაფრის დიდებით კოკას წინ, გვერდზე არავინ მიუჯდა. ოთო და თემო ერთმანეთს გადაებნენ და უკან დასხდნენ. კოტეც მათ მიუჯდა გვერდზე. გულს ურევდა ამ მამაკაცის ყურება ლიზას, მაგრამ რა ექნა? ერთი დღე მაინც უნდა აეტანა. მანქანები რომ შეივსო და საუბედუროდ კენტად დარჩა ლიზა უადგილოდ, თვალი გაექცა კოკას წინა, თავისუფალი სავარძლისკენ. დაძაბულობისგან ერთი ამოიხვნეშა და ჩაჯდა. მამაკაცი იღიმოდა, ქალი ვერ ხვდებოდა რატომ. ყველაფერთან ერთად, კოტე განსაკუთრებულ დაძაბულ აურას ქმნიდა და ატანა უჭირდა ლიზას.
დაიძრნენ.
თემოს პირი არ გაუჩერებია მთელი გზა. ხან მუსიკებს ააწევინებდა ხოლმე და ხან ჩააწევინებდა კოკას. ლიზა გადაირია, უკვე ყელში ჰქონდა მისი გამოხტომები. გაღიზიანებული იყო, ძალიან და, ალბათ, ვინც პირველი მოხვდებოდა ხელში, თემო იქნებოდა და კოტეზე გაბრაზებული, მასზე იყრიდა გულის ჯავრს, როგორც პირველად კოკაზე.
საყვარელი მუსიკა რომ მოხვდა მის ყურთასმენას, თემოსკენ მიტრიალდა.
–არ გავიგო შენი ხმა, ამას მაინც მოგვასმენინებ! – დაიჩურჩულა მკაცრად და მუსიკას აუწია.
მუსიკა როგორც დამთავრდა, თავი მტკივაო, გამორთო მაგნიტოფონი კოკამ. ახლაღა შენიშნა ქალმა მისი ჩაწითლებული თვალები და მოუთმენლად ჰკითხა: – ცუდად ხარო?
–წუხელ არ მეძინა... – მხრები აიჩეჩა. – არაფერია.
–დამსვი საჭესთან, გინდა?
–იცი მართვა? – ღიმილით გადმოხედა მამაკაცმა.
–აბა?! ჩემი ჰონდა ვერ გაქაჩავდა, თორე დაგიმტკიცებდი, – თვალი ჩაუკრა. – მიდი, გააჩერე.
მამაკაცმა მარჯვნივ გადაუხვია და მკვეთრად დაამუხრუჭა. ადგილები გაცვალეს. ქალს სტაჟი ჰქონდა ჯიპის ტარების, პირველად სწორედ მასზე ისწავლა მართვა. წავიდნენ.
–კარგად მართავ, – ღიმილით აჩუქა კომპლიმენტი რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ. დუმილი ამ ორს შორის, თორემ თემო დაქოქილი იყო და პირს ვერ აჩერებდა.
–მადლობ, – ძლივს შესამჩნევად გაუღიმა ლიზამ.
–ყველაფერზე ნუ წითლდები... – გაეცინა მამაკაცმა.
–ვწითლდები? – უარესად აეფარკლა ლოყები.
–გიკვირს? – ეცინებოდა ისევ.
–კი... – გაეცინა მასაც.
^^^^^
ტაძრამდე ბევრი გზა არ ჰქონდათ დარჩენილი, მაგრამ ბავშვებმა აიტეხეს „გავჩერდეთ, მთაში სურათები გადავიღოთო“. გაბრაზებულმა გააჩერა მანქანა, საქარე მინას ჩაუწია და ისე გასძახა ბავშვებს:
–მერე არ გეყოფათ დრო მაგისთვის?
–არა! – თითქმის ერთხმად შემოუტიეს.
–აუ, არ მინდა ეს თქვენი სურათები! – ბუზღუნით გადმოვიდა ლიზა მანქანიდან, კარი ისე მიიჯახუნა, თითქოს თავისი საკუთრება ყოფილიყოს და კარსვე აეკრო. მკერდთან ხელებ–გადაჯვარედინებული, ტუჩებდაბრეცილი, თვალებით მიწისკენ.
–ჩვენ წავიდეთ, ლიზ, – კოკას ხმასა და ტონზე, ჟრუანტელმა დაუარა.
იმხელა ხმაზე თქვა კოკამ, მარტო ლიზამ კი არა, ახმაურებულმა ბავშვებმაც გაიგონეს და მათაც ტონზე დაცქვიტეს ყურები.
–ჩვენ? – მკერდისკენ საჩვენებელი თითი მიიდო და მამაკაცისკენ შეტრიალდა. ფრიად გაკვირვებული იყო.
–ხო, ჩვენ, – რაღაცნაირად იღიმოდა მამაკაცი. თუმცა ლიზამ არც იცოდა მისი ჩვეულებრივი ღიმილი როგორი იყო, მაინც ხვდებოდა, რომ ეს სხვა იყო... თითქოს ზუსტად იცოდა, რომ სხვას სხვანაირად გაუღიმებდა.
–ესენი? – დაბნეული ლაპარაკობდა ქალი.
–ესენი გაართმევენ თავებს... – მხრები აიჩეჩა და სავარძელზე რამდენჯერმე დაარტყა ხელი.
–მაშინ, წავედით ჩვენ! – მხიარულად დაუქნია გაკვირვებულ ბავშვებს ხელი და მანქანაში ჩახტა.
რატომ და რისთვის არ იცოდა, მაგრამ მეტისმეტად ბედნიერი და აცუნდრუკებული იყო, რაც მახვილ–მზერიან კოკას არ გამორჩენია.
–ხშირად დადიხარ ტაძარში? – ღიმილით გადმოხედა, ისევ რაღაცნაირით.
–არა... – დარცხვენისგან აუწითლდა ლოყები ამჯერად.
–გინდა ვიაროთ? – არ წყვეტდა ლიზასთვის გასაოცარ კითხვებს მამაკაცი და ქალი ისეც შენელებულ სვლას თავისთავად უკლებდა.
–ჩვენ? – გაეცინა. – როგორ?
–ჩვეულებრივ... – მხრები აიჩეჩა და ჰორიზონტს გახედა.
–ანუ? – ისევ ეცინებოდა, სასაცილოდ ეჩვენებოდა წინადადება. – ჩვენ წავალთ რაჭიდან მალე, დავიშლებით და ალბათ, რამდენიმე ხანში, ერთმანეთის სახელებიც წაგვეშლება გონებიდან...
–მასე გგონია? – ისევ რაღაცნაირი ღიმილიანი სახით შემოხედა.
–დარწმუნებული ვარ... – ახლა მან გახედა სივრცეს.
–მაშინ, რამე ისეთი სიგიჟე ჩავიდინოთ, რომ არასდროს დაგვავიწყდეს ერთმანეთი... – ქალის თავისუფალ მარცხენას თავისი შეახო და უამრავი ჭიანჭველა გამოიწვია მის სხეულში.
–მაინც, რას გულისხმობ? – ძლივს იმაგრებდა თავს, რომ სხეულისა და სულის კანკალს ტუჩებიც არ აჰყოლოდა.
–ვიქორწინოთ... – უდარდელად შესთავაზა კოკამ.
^^^^^
–გიო, მოდი ჩამეხუტე და ისე გადავიღოთ სურათი! – გასძახა ანკამ შეყვარებულს, რომელიც ლიკას ესაუბრებოდა. ეჭვიანობდა, რაც სულ არ აკვირვებდა არც მას და არც გარშემომყოფებს, თუმცა იმდენს ვერ აცნობიერებდა, რომ საეჭვიანო რეალურად არ ჰქონდა.
სიცილით მოვიდა მეტრეველი და იმდენად ძლიერად შემოჭდო წელზე ხელები ქალს, კინაღამ სუნთქვა შეეკრა. თუმცა ყოველი მათი ჩახუტება ხომ უჰაერობის სინდრომი იყო ანასთვის... ეს ხომ სხვა გალაქტიკა იყო, სადაც არაფერს წარმოადგენდა, უფუნქციო იყო ფილტვები... სადაც ცხვირი მხოლოდდამხოლოდ ერთმანეთის გემრიელი სურნელის ბოლომდე შესაგრძნობად და დასატკბობად გამოიყენებოდა.
–ახლა, მაკოცე! – მომთხოვნი კილოთი ჩასჩურჩულა მამაკაცს და ცხვირი მისას გაუხახუნა.
–გიჟი ხარ.
აკოცა.
სინამდვილეში ვინ იყო გიჟი? მართალია, კოკა, რომელმაც ფაქტიურად ხელი თხოვა ადამიანს, რომელსაც არ იცნობს. მაგრამ სიგიჟეც ხომ რაღაც მხრივ ბედნიერებაა, ინდივიდუალურობა და ვინ იცის, რამდენი სიკეთე ზოგიერთისთვის. იქნებ ახლა მაინც ეშველოს ცალკე პლანეტას, სახელად „ლიზა“, და აღარ იაროს ეულად, სხვისი ბედნიერებით ბედნიერმა?! ვინ იცის... ვინ!



№1  offline წევრი Firefly

კარგიაა მალე დადე შემდეგიი
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი სანდრა

♥მარიამი♥
კარგიაა მალე დადე შემდეგიი

მადლობა, აუცილებლად❤

 


№3  offline წევრი anushka15

ძალიან საინტერესოა wink მომწონს

 


№4  offline წევრი სანდრა

anushka15
ძალიან საინტერესოა wink მომწონს

მიხარია ძალიან, რომ მოგწონს.. <3

 


№5 სტუმარი Buubbuuu

Vaime dediko deda ra kargi rame iyo :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent