შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ შეგხვდი შუაღამისას (თავი 7)


28-09-2015, 09:41
ავტორი chica sol
ნანახია 3 666

რვა საათზე მზად ვიყავი გასაგვლელად. ელენეც სააბაზანოდან გამოვიდა , როგორც იქნა...
-ვაიმე, ელენე რა ლამაზი ხარ... - ვუთხარი მისით მართლაც მოხიბლულმა. ტანზე ერთიანი, წელში გამოყვანილი, მოკლე კაბა ეცვა... ხაკისფერი კაბა მის კანის ფერს საოცრად უხდებოდა. გრძელი თმა მაღლა აეწია და ცხენის კუდად შეეკრა.
-მადლობა... ძალიან მოვინდომე... -გამეპრანჭა, მერე კი ამათვალიერა და მოიღუშა. - შენ ჯინსი და კეტები?
-მე არავის ვეპრანჭები... -გამოვაჯავრე და ენა გამოვუყავი.
კარზე დააკაკუნეს თუ არა, ელენე სასწრაფოდ განარნარდა გასაღებად. რა თქმა უნდა დათო იყო.
-აბა წავედით? -შემართებით შემოსძახა დათომ, თან ელენე აათვალიერა და გაკვირვებულმა უთხრა. -ელე, რა რამაზი ხარ...
-ო, გმადლობთ... -დააბნია უეცარმა კომპლიმენტმა და სახეზე სიწითლემ გადაუარა...
წასვლა მართლაც რომ მესიკვდილებოდა, მაგრამ ელენეს ხათრით... ყველანაირად ვცდილობდი გავმხიარულებულიყავი, მათ მხიარულებას შევერთებოდი...
ჯერ კინოში ვიყავით, რაღაც დრამას ვუყურეთ, ისეთი არეული ვიჯექი და მივშტერებოდი ეკრანს, რომ ამ ორ საათიანი ფილმიდან აზრიც კი ვერ გამოვიტანე... მერე პატარა ბარში შევედით. უკანა გზაზე ფეხით წამოვედით, ელენემ აიჩემა გავისეირნოთო და არ შეგეკამათეთ არც ერთი, რა აზრი ქონდა? ცოტა ხანს პარკში დავსხედით დასასვენებლად, რადგან უკვე ერთი საათი იყო მოვდიოდით და დავიღალეთ.
ახლა პარკში აწრიალდა ელენე, ნაყინები ვჭამოთო... მე, ჯერ კიდევ ჰავას შეუჩვეველმა, უარი განვაცხადე, ისედაც სულ მციოდა... მარკეტი გზის მოპირდაპირე მხარეს იყო. ელენე და დათო ნაყინის საყიდლად წავიდნენ, მე კი დავრჩი, ცოტა ხანს მარტო ყოფნა არ აწყენდათ, იქნებ ნელ-ნელა დაახლოვებულიყვნენ... მეც ფიქრი მჭირდებოდა...
-გამარჯობა ლამაზო, სახელს არ მეტყვი? - ისე ახლოდან მომესმა უცნობის ხმა, რომ შევხტი. ხმის მიმმართულებით გავიხედე, მაგრამ სახე ვერ გავარჩიე, უკვე საკმაოდ ბნელოდა.
სამაგიეროდ, გავარჩიე, რომ ორნი იყვნენ... ერთი მაღალი იყო, განიერი მხარ-ბეჭით, მეორე კი- დაბალი და ჩასხმული.
-არ მეტყვი სახელს? -მაღალი მომიახლოვდა და თმაზე ხელი მომკიდა.
-არ შემეხო.- შევდრკი, გულმა ბაგაბუგი დამიწყო. სასწრაფოდ ფეხზე წამივხტი.
-საით მიიჩქარი? -ირონიულად მითხრა ისევ მაღალმა და ხელი წამავლო, თავისკენ სწრაფად მიმიზიდა და ისეთი სიძლიერით მიბიძგა უკან, რომ ჩემს უკან მდგარ ხეს ზურგით მივასკდი. ტკივილისგან ლამის გონება დავკარგე... აშკარად თავიც მივარტყი, აზროვნებაც მიჭირდა და თავზე მიდებული თითები სისხლით დამესვარა. კისერზე თბილი სისხლის წვეთები ვიგრძენი. გულის რევის შეგრძნება მკლავდა. შიში კი სუნთქვის საშვალებას არ მაძლევდა.
-აბა, ვნახოთ აქ რა გვაქვს?- სანამ მე ჩემს მდგომარეობას ვიკვლევდი, ის მაღალი მომახლოვდა და სიცილ-სიცილით შემიხსნა ქურთუკი.
ძალა აღარ მქონდა. კივილი მინდოდა, მაგრამ არ შემეზლო. ნახევრად გათიშული ვიყავი. ვერ ვეწინააღმდეგებოდი. მეორეც მოგვიახლობდა და გასაყიდი საქონელივით ამათვალიერა. მუხლები მომეკეცა, მაგრამ დაბალმა ბიჭმა ხელი შემაშველა და ისევ ფეხზე დამაყენა, შემდეგ უკან დაიხია და შემზარავად ჩაიცინა.
-მშვენიერია. -ქირქილებდა საზიზღრად... მისი ხმა სადღაც შორიდან ჩამესმოდა.
გულის რევის შეგრძნება გამიძლიერდა. არ ვიცი რას ვფიქრობდი, მაგრამ ფაქტი იყო ვერ ვყვიროდი. დამხმარე კი არსად ჩანდა. ელენე და დათო სულ გადამაციწყდნენ. მთელი კისერი გამითბო ბლანტმა სისხლმა. ვგრძნობდი როგოც მიიზლაზნებობდნენ წვეთები მხრებისკენ. კიდევ ერთხელ მომეკეცა ფეხები, და კიდევ ერთხელ დამაყენეს ფეხზე. მეძინებოდა თითქოს თვალების გახელა მიჭირდა.
-თვალები გაახილე პატარავ, ახლა იწყება გართობა. - ყურში ჩამჩურჩულა მაღალმა და ჩემს უღონო ხელის კვრაზე, გულიანად გაიცინა.
უცებ მათ უკან კიდევ ერთ სილუეტს მოვკარი თვალი. ისე ოსტატურად გამოეყო ჩრდილს, რომ რაღაც ფილმი გამახსენდა ნინძებზე. ჯერ მეგონა მეჩვენებოდა, მაგრამ თვალებს მაშინ დავუჯერე , როცა ჩასხმულს სწრაფად და უხმოდ მოუახლოვდა და ერთი დარტყმით გათიშა. გათიშული მოცელილივით დავარდა ძირს. აშკარა იყო, ხელში რაღაც ეჭირა მაგრამ არა ნინძას ხმალი... არც ხმალივით მოგრძო იყო. პირიქით. და ის ძალიან მივამსგავსე იარაღს... არ ვიცი კიდევ რა ემოცია შემეძლო განმეცადა იმ წუთებში, რაც არ განვიცაბე ბოლო ხუთი წუთის განმაცვლობაში, მაგრამ ახლა რაც კი რამ აღშფოტება, შიში და განცდა მქონდა შემორჩენილი, ყველა ერთიანად დამატყდა თავს. ღამის აჩრდილმა როგორც კი ჩემს სხეულს მაღალი ბიჭი მოაშორა, რომელიც ისევ ჩემს ფეხზე დაყენებას ცდილობდა და ვერც კი დაინახა, რა მოუვიდა მის თანამძრაზველს, მაშინვე ჩავვარდი, დავნებდი ტკივილს, გულის რევას, თავბროს ხვევას და თვალები დამეხუჭა... გონება დავკარგე. ..



გონს ჩემს საწოლში მოვედი. ელენე და დათო თავძე წამომდგომოდნენ და შეშინებული სახეებით დამყურებდნენ. დამძიმებულ ქუთუთოებს ძბლივს ვაშორებდი ერთმანეთს. თავის ტკივილი მაგიჟებდა.
-ვაიმე, ბელა როგორ ხარ? -სასწრაფოდ მეცა ელე.
-თავი მტკივა. -წამოვიკვნესე.ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა.
-ხო, სისხლი გდიოდა და... -დაემოწმა დათო.
-იქ ვიღაც იყო... დამეხმარა... -აზრების მოკრებას ვცდიობდი, გასახსენებლად გონება დავძაბე.
-მართალი ხარ. ლაშა დაგეხმარა. იქ შემთხვევით მოხვდა და...-მაცნობა ელემ.
გაოცებულმა და შეძრულმა გავხედე ლაშას, რომელიც აქამდე ჩემი საწოლისგან მოშორებით იდგა და თავდახრილი ქვემოდან მომჩერებოდა. რომ გავიფიქრე შეიძლებოდა ჩემს გამო მოეკლათ, თავზარი დამეცა. ვიგრძენი ფერი როგორ წამივიდა.
-ბელა. მაპატიე რა, მარტო არ უნდა დამეტოვებინე. -შეწუხებული სახით მითხრა დათომ.
-შენ არაფერ შუაში ხარ, -ამოვილაპარაკე ისე, რომ ლაშასთვის თვალი არ მომიცილებია.
რამდენიმე წამო არც ერთი ხმას არ ვიღებდით. დაძაბულობისგან ველა კუნთი დამეჭიმა,
-კარგი... მე წავალ. კარგად ბელა. -დამნაშავის სახით დამემშვიდობა დათო. ელისმაც გააჩილა და სააბაზანოში გავიდა. კარგია... ლაშასთან მარტო დავრჩი.
ლაშა მომიახლოვდა და საწოლის კიდეზე ფრთხილად ჩამოჯდა.
-მართლა კარგად ხარ თუ, ექიმს დავურეკით? -პირველად ამოიღო ხმა. შეშფოთებული ჩანდა.
-არაა საჭირო. -უფრო დაჟინებით მივაშტერდი. ველოდი, როდის ამიხსნიდა ყველაფერს.
-სახეზე ფერი არ გადევს... -აღნიშნა.
-კარგად ვარ. უბრალოდ თავი მტკივა, მეტი არაფერი. გამივლის... - სასწრაფოდ ვცადე თემის დახურვა. თმაზე ხელი მოვიკიდე. მიმხმარი სისხლისგან გაუხეშებული მქონდა... -დიდი მადლობა რომ დამეხმარე. -მთავარ თემას მივადექი.
-დიდი არაფერი..- ვითომ ამით ამოწურა მთავარი თემა?
-იარაღი გეჭირა ხელში? -ვერ ვნახე ვერავითარი მოვლითი გზა, არც ფიქრის თავი მქონდა და პირდაპირ მივაგებე კითხვა. გამომცდელად შევხედე.
-რა? რა იარაღი? ბელა ეს ნიუ-იორკია. აქ ასეთი რაღაცეები ხშირად ხდება, ასე რომ თავის მძაპრ სიუჟეტიან ფილმებში ნუ წარმოიდგენ. ამას გინჩევნია ღამე აქეთ-იქით სიარულს თავი დაანებო. - დამტუქსა, ხომ გაგიგიათ, საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო? ხოდა, აი. თავდაცვაც... ასე ხომ მხოლოდ ის იქცევა, ვისაც რაღაც დასამალი აქვს... ამით ფაქტიურად დამიდასტურა ეჭვი, რომ მართლა დავინახე ის რაც დავინახე.
-არა. ზუსტად ვიცი რაც დავინახე. - მაინს არ მოვეშვი.
-შენი სიჯიუტე დაგღუპავს. -შემომიბღვირა თავმობეზრებულმა.
-აბა, რატომ იქცევი ასე? რატომ ღელად დანაშაულზე წასწრებულივით? მაინც ვაწვებოდი, მაინც არ ვეშვებოდი. რა მინდოდა მისგან? აღიარება? მან ხომ მიხსნა... გადამარჩინა. რას გადავეკიდე? მადლობის მაგიერ კითხვებით ამოვხადე სული.
-შენთან სიახლოვე მიშლის ნერვებს. -ხმას აუწია. ორი გრძელი ნაბიჯით დადაჟრა ოთახი და კარი გაიჯახუნა.
-ვაიმე. რა მოხდა ასე რამ გადარია? -სააბაზანოდან გამოვიდა ელენე.
-არ ვიცი.- ამოვილაპარაკე.- უნდა დავისვენო.
-კარგი. საბანს გაგისწორებ. -მზრუნველად მითხრა. მომიახლოვდა გამაყუჩებელი ბიც დამალევინა. საბანი და ბალიშიც შემისწორა და შუბლზე კოცნით გამისტუმრა სიზმრების ქვეყანაში...


***


ახალ თავს ვამათებ ჩემო ძვირფასებო...
როგორც ყოველთვის ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი...
სიყვარულით, თქვენი მარიამი



№1  offline ახალბედა მწერალი MariamG

ჩემი ძალიან მაგარი გოგოო !!! ძალიან კარგიაა <3 ველოდები შემდეგს

 


№2 სტუმარი darina

Ooo lasham ufro damaintwresa, dzalian magari iyo rogorc yoveltvis

 


№3  offline წევრი kora

ისტორია საინტერესო ჩანს, ჯერ ვერაფრით ვერ ამოვხსენი ლაშას პერსონაჟი, თუმცა რაღაცნაირად მომწონსავით, ველოდები მოვლენების განვითარებას <3
--------------------
kira.G

 


№4  offline წევრი milangirl

ახლა წავიკითხე ყველა თავი და ხალიამ მეწონა. ისე არც შეიძლებოდა წინა ისტორიის ავტორს ცუდი ისტორია დაეწერა. იმედია ახალ თავს მალე დადებ

 


№5  offline მოდერი chica sol

milangirl
ახლა წავიკითხე ყველა თავი და ხალიამ მეწონა. ისე არც შეიძლებოდა წინა ისტორიის ავტორს ცუდი ისტორია დაეწერა. იმედია ახალ თავს მალე დადებ

Oi dalian gamaxare chemo kargo gogo❤
Vecdebi male davamato axali...

MariamG
ჩემი ძალიან მაგარი გოგოო !!! ძალიან კარგიაა <3 ველოდები შემდეგს

Chemi marusa, chemi sayvareli gogo xar shen. Xom ici rogor dalian miwvarxar...

kora
ისტორია საინტერესო ჩანს, ჯერ ვერაფრით ვერ ამოვხსენი ლაშას პერსონაჟი, თუმცა რაღაცნაირად მომწონსავით, ველოდები მოვლენების განვითარებას <3

Mixaria rim kitxulob... ❤ maxareeeb

darina
Ooo lasham ufro damaintwresa, dzalian magari iyo rogorc yoveltvis

Darinaa chemi gogo chemtanaa

 


№6  offline წევრი Elizabeth

Rakargia ^.^❤❤

 


№7  offline მოდერი chica sol

Elizabeth
Rakargia ^.^❤❤

Shen xar kargiii dalian... moxaria rom mogwons❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent