შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაპატიე თავი 6 ; 7 ))


28-09-2015, 21:25
ავტორი buzgu))
ნანახია 2 459

მა.რი დიდხანს ფიქრობდა. მე კი ნერვები მეშლებოდა რადგან ნებისყოფა უკვე აღარ მყოფნიდა.
-იტყვი თუ არ იტყვი??-მოუთმენლად ვკითხე.
-ხოო... ვიტყვი ვიტყვი...-ანერვიულებული იყო...
-მოკლედ გეტყვი რააა... დიდი შესავლები არ მინდა..
-კაი მარი ოღონდ თქვი!
-მოკლედ ნიკას უყვარხარ და იმ ვიღაც უცნობ თაყვაისმცემელზე ასე იმიტომ ჩხუბობდა და იმიტომ იყო ასე გაბრაზებული... რამდენადაც მეგობრობაში თბილი და წყნარია, იმდენად სიყვარულში ეჭვიანი ყოფილა.
-რააა???-გოგნებული ვიყავი. ყველაფერს ველოდი ამის გარდა. ვაფშე დამავიწყდა ყველაფერი, დამავიწყდა სად ვიყავი, როგორ ვიყავი, რატო ვიყავი და ვისთან ერთად ვიყავი. ყველაფერი მახსენდეოდა. ყოველი დღე ნიკასთან ერთად გატარებული. ის თბილი მეგობრობა რომელიც ჩვენ შორის იყო წინა დღემდე. ვიხსენებდი და ცრემლი მომდიოდა. ვხვდებოდი რომ ნიკას თავისი საქციელი როგორც არ უნდა გამოესწორებინა მასთან ისე ვეღარ ვიქნებოდი როგორც ადრე. ის მე დას მეძახდა და გარკვეული დროის შემდეგ და-ძმობაზე მეტი მოუნდა. მე ამის არ მესმის. საკუთარი და, როგორ უნდა შეიყვარო თუ ის დასავით გიყვარს. ვტიროდი, ვტიროდი და ცრემლებით ვემშვიდობებოდი ერთ დროს საუკეთესო მეგობარს, რომელიც ახლა მხოლოდ ერთი უბრალო თაყვანისმცემელია... მარის შევხედე, რომელსაც თავი ჩაღუნული ჰქონდა და ტიროდა.
-მარი დაწყნარდი, შენი ბრალი ხომ არაა!
-არა ანი არა. ეს შენთვის არ უნდა დამემალა.
-რაა??
-მოდი ყვრლაფერს გეტყვი რომ მერე საიდუმლო აღარ იყოს ჩვენს შორის. მოკლედ ნიკას უკვე დიდი ხანია უყვარხარ. მანამდე შეუყვარდი სანამ საზღვარგარეთ წავიდოდა. იქიდანაც მხოლოდ იმიტომ ჩამოვიდა რომ უშენოდ ვერ გაძლო. ენატრებოდი და ფიქრობდა, რომ ჩამოვიდოდა სიყვარულს აგიხსნიდა. რატომღაც ძალიან დარწმუნებული იყო რომ შენც იგივე გრძნობით დახვდებოდი... მაპატიე რომ გიმალავდი ანი გთხოვ, მხოლოდ ნიკას თხოვნით ვაკეთებდი ამას! ანი...
მარიზე არ ვბრაზობდი... არც ნიკაზე... მე უბრალოდ ჩემს ბედს ვემდუროდი... ასეთი ტკივილკი რომ მარგუნა... ასეთი რა დავაშავე ვერ გავიგე...
-კაი მარი შენზე არ ვბრაზობ, ამაზე მერევილაპარაკოთ დამშვიდება მინდა...
-კაი მე გავალ!
-არა მოიცა რაღაც უნდა გკითხო.
მარი შემოტრიალდა და ცნობისმოყვარე თვალები შემომანათა.
-ჩემთან პალატაში სანამ თქვენ შეკხვიდოდით ვინმე იყოო?? ან გამოსული ვინმე ნახეე??
-არა.. რატო??
-არა ისე...-გვერდზე გადავტრიალდი და საბანი ჩავიხუტე გულში. ვფიქრობდი ვფიქრობდი და ვფიქრობდი. უფრო და უფრო მითრევდა ეს უცხო "სიყვარული" სულ ერთი და იგოვეზე ვფიქრობდი... სულ უფ და უფრო მაინტერესებდა ვინ იყო "უცნობი"... ამასობაში ჩამეძინა. რომ გამოვიღვიძე ვიგრძენი რომ ოთახში ვიღაც იყო. და წყალი მეთქი დავიძახე.
-ინებე-ისევ " უცნობი",
-ისევ შენ?? აქ საიდან?? "უცნობოოო"??
-ვაა სახელიც დაგირქმევია ჩემთვის! უცნობი მომწონს!
-ანი სადაა?-ისე ვკითხე თითქოს დიდი ხანია ვიცნობ და კარგად და ზუსტად ვიცი ვინცაა.
-სასადილოში არიან ეგ და შენი ნერვიული ნიკუშა!-ბოლო სიტყვები დამცინავად ჩაილაპარაკა და სარძელზე დაჯდა.
-შენ იცნობ ნიკას?-დამაინტერესა.
-უკვე კი.
-ხოო... და მაინც ვინ ხარ?
-ჰაჰაჰაჰაჰა...-ბოროტული სიცილი-ეს თამაშის ნაწილია ანუშკები და ვერ გაგიმხელ!
-რა თამაში?
-მიყვარხარ! გესმისს??
-ხოო?? და მითხარი ვინ ხარ იქნებ მეც მიყვარხარ??!!-ამ სიტყვებზე გამეღიმა.
-არ არსებობს- ჩაიღიმა და ფანჯრის გაღების ხმა გავიგე.
-მოიცა შენ რაა...-და დაცემის ხმაც გავიგე, მერეკი სირბილის. ამ დროს ანი შემოვიდა.
-ანნ რომელ სართულზე ვართ?
-მეორეზე რა იყო რო?
-არა არაფერი ფანჯარა დაკეტე რაა უკვე შემცივდა...
-კაი ... კარგად ხაარ??
-კიი, ისე რაო ექიმმა რა მჭირს... არ უნდა მოვენახულებინე?
-გოო რაღაც პრობლემები აქ და... დღეს აუცილებლად ვნახავო ესე მითხრა...
-ქალია თუ...
-კაცი ვარ კაცი-სიცილით შემოვიდა ექიმი ოთახში.
-გამარჯობა ექიმო!-მივესალმე თავაზიანად.
-ექიმო არა, ირაკლი დამიძახე.
-კარგით ექ... ირაკლი
-ხოოო... ესეიგი ავარია ხო?? ყოჩაღ ყოჩააღ... მოკლედ საშიში უკვე არაფერია! თავზე რამლდენიმე ნაკერი გადევს... სისხლი სულ ცოტა დაგიკარვს! გაგიმართლა რომ საავადმყოფოსთან ახლოს იყავი-გამიღიმა და საქაღალდეში ჩაყო თავი.
-ექიმო მალე გამწეერთ??-ვიკითხე შეწუხებული ხმით.
-კი კი მალე გაგწერთ, სანერვიულო აღარაფერია... ასე რომ...
ექიმი შებრუნდა და ოთახიდან გავიდა.
-აუ ერთი სული მაქ როდის გამწერენ!-ვთქვი და დავიჭყანე.
-მეეც!!!-გაიღიმა მარიმ და ლოყაზე მაკოცა.
-გოგო ჩემი მშობლებიიი!!!-მაშინღა გამახსენდნენ ისინი.
-დაწყნარდი გონიათ რომ აგარაკზე ვართ. რომ გამოჯანმრთელდები შენთან მივალთ და ვიტყვით რომ უმნიშვნელოდ დაშავდი. ავარია და მანქანის დარტყმა და სისხლები და ერთი ამბავი არ გვინდა! წყალი ხომ არ გინდა?
-არა მადლობ! დავლიე უკვე!
-დალიეე??-წამომცდა.
-ხო დავლიე ექთანი იყო შემოსული და იმან დამალევინა.
-ამმმმ. .
მე მეჩვენებოდა ესე თუ მართლა ესე იყო არ ვიცი... რატომღაც მე და მარი ერთმანეთს ვშორდებოდით. მე არ ვეუბნებოდი ჩემს საუკეთესო მეგობარს ჩემს განცდებზე და უფრო ჩაკეტილი გავხდი. ის კი ცდილობდა ყოველი წამი ჩვენიი ურთიერთობის გამოსწორებისთვის დაეთმო. მე ორ დღეში გამწერეს. როგპრც ჩაფიქრებული გვქონდა ისე მოვიქეცით. ეს ამბავი საიდუმლოდ დავტოვეთ. ეს ვიცოდით მხოლოდ მე მარიმ და ნიკამ. და... და... "უცნობმაც". იმის მერე დაახლოვებით ორი სამი კვირა არ შემხმიანებია. დიდად ეს არ მაღელვებდა რამდენადაც ჩეი და მარის ურთიერთობა. ჩვენ საუკეთესო მეგობრები კი არა უკვე ჩვეულებრივი დაქალები ვიყავით. ჩვეულებრივი ამხანაგები, ნაცნობები. ის ცდილობდა ამ ურთიერთობის გამოსწორებას მე კი არა. უბრალოდ არ მინდოდა ეს. ცოტა ხანს მარტო მინდოდა ყოფნა. ვხვდებოდი რომ აღარ ვიყავი ის პატარა ბავშვი. აღარ ვიყავი ცამეტი თოთხმეტი წლის გარდამტეხ წელში მყოფი გოგონა, მაგრამ მინდოდა... მარტო მინდოდა ყოფნა!
ჩემი საავადმყოფოდან გამოწერიდან სამი კვირა გავიდა. " უცნობის " არცერთი ზარი და არც ერთი მესიჯი. არ ვიცი ასე რატომ მანაღვლებს ეს , მაგრამ ამაზე მაინც მეფიქეჭირა.
ამ სამ კვირაში ისეთი არაფერი მომხდარა თუ იმას არ ჩავთვლით რომ ნიკა წავშალე ჩემი ცხოვრებიდან... მაგრამ არა მოგონებებიდან, ტკბილი მოგომებებიდან... მის გახსენებაზე თვალები ცრემლებით მევსებოდა... და შემეძლო მთელო დღე მეტირა იმისგამო რომ საუკეთესო მეგობარს შევუყვარდი და იმედები გამიცრუა. იმ დღეს როცა ნიკას ვუთხარი ყველაფერი დამთავრდა და ჩვენი ურთიერთობა აქ გაწყდა მეთქი. გავარდა, გაიქცა, წავიდა... მაგრამ დატოვა კითხვები. "სად წავიდა?" "სულ წავიდა?" "აღარ დაბრუნდებაა?". არაფერი უთქვამს. უბრალოდ წავიდა, შესაძლოა სამუდამოდაც.
-მოოვეედიიი!!!-გავიგე მარის მხიარული და ბედნიერი ხმა.
-ჰეიი... ეს რეებია??-ვკითხე და იმ უამრავ პარკზე და ჩანთაზე მივანიშნე ხელში რომ ეჭირა
-შენ ხომ მომეცი უფლება ორგანიზაცია გავუკეთო შენს დაბადების დღეს, ასე რომ...
-ოოო ღმერთოო!!! ჩემი დაბადების დღე.
და აქედან დაიწყო ჩემი წამება ^.^
.......................................
იმედია არ მოგბეზრდებათ იმის წაკითხვა თუ როგორ გაატარეს ეს ერთი კვირა მარიმ და ანიმ ^>^ გავაგრძელოთ ... ორ თავს ერთად ვწერ რადგან ბოდიში მოგიხადოთ ამდენი ლოდინისთვის
.......................................
იმ დღის საღამო
-კი მაგრამ ეს...
-ეს ცოტა ტანსაცმელებია.-არ დამამთავრებინა წინადადება.
-შენ იყიდეე??
-ხოოო!! ხო იცი მე და შენ ერთ ზომას ვიცმევთ!
-ამმმ-ვთქვი მოწყენით რადგან ვიცოდი წინ fashion day მელოდა.
-მიდი მიდი ეხლავე მინდა რომ ვნახო.
მოკლედ ბევრი მაპოზიორა... ბოლოს ამდენი ჩაცმა გახდისგან თავბრუც დამეხვა და როგორც იქნა დავისვენეთ...
-მოგეწონაა??-მკითხა მარიმ დდაიჭყანა.
-კი შენ?
-იციი .. -ისევ დაიჭყანა.
-შანსი არააა!!! არ არსებობს ეს კვირა სახლში ვიჯდები დაარაფერს არ გავა...
-შშშშშ!!!-გამაჩუმა მარიმ და უცებ კარისკენ გავარდა.
-ხვალე დილით გამოგივლი და წავალთ მაღაზიებშიი!!!-მომაძახა უკვ კარში გასულმა. სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი რომ გაქრა იქიდან...
-ღმერთო როგორ დავიღალე! ვთქვი და სამზარეულოში გავედი... მამა საუზმობდა მე კი სკამკ გამოვწიე და დავჯექი.
-რა იყო მამი, მარი რა გახარებული იყო...
-ჩემს დაბადების დღეს ორგანიზებას უკეთებს...-ჩავილაპარაკე მოწყენით
-მაგარიაა!! თვრამეტი წლის ხდები და საუკეთესო მეგობარი ძალოან მაგარ საჩუქარს გიკეთებს...
-ხო აბა რაა...
-რა იყო შენ, რატო ხარ ასე??-მკითხა დაეჭვებულად.
-დაღლილი ვარ უბრალოდ ძაან! ათასი ტანსაცმელი უყიდია იმას ჩემთვის და ... ხო გესმის...
-ეჰჰ შვილო... ჩემთვის ამ დროს ასეთი საჩუქარი რო გაეკეთებინა ჩემს საუკეთესო მეგობარს ალბათ ჭკუიდან დავიდოდი!-მითხრა დედამ და მაგიდის ალაგებას შეუდგა.
-წავალ მე დავიძინებ! ხვალე მძიმე დღე მელის-ვთქვი და აბაზანისკენ გავემართე. ოც წუთში უკვე საწოლში ვიყავი და ვეშვებოდი ტკბილი სიზმრების ლამაზ მორევში... იმ ერთადერთ ადგილას მიივდიოდი სადაც სევდიანად არასდროს ვგრძნობდი თავს.
დილით რომ გავიღვიძე უცნაური შეგრძნება მქონდა. დასვენებული ვიყავი და თან კარგ ხასიათზე რატომღაც. მხოლოდ ის მაფიქრებდა რა დამესიზმრა... რომელსაც ვერაფრით ვიხსენებდი. მარიმ მომაკითხა, მეც ჩავუჯექი და საყიდლებზე წავედით. ათასი მაღაზია შემომატარა და ძლივს აარჩია ტანსაცმელი... ბევრი ვიხალისეთ... ბოლოს კაფეში გავიარეთ და სახლში ავედით. უკვე შვიდი საათი გამხდარიყო... მთელი საღამო იჯახთან ერთად გავატარე... ხან კინოს ვუყურეთ ხან რა და ხან რაა...
მეორე დილასაც მარი მოვიდა და საერთოდ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო მთელი კვირა ასე გაგრძელდა. ძალიან მახარებდა ის ფაქტი რომ საუკეთესო მეგობარმა ასეთი საჩუქარი გამიკეთა. ძალიან ბედნიერი ვიყავი იმით რომ ასეთი მეგობარი მყავდა. ერთი კვირა მე და მარიმ გავატარეთ ერთად. ბოლო დღეს როდესაც მე და მარი მასთან სახლში ყავას ვსვავდით დამისვა კითხვა რომელსაც ნამდვილად არ ველოდი.
-ანი იმ ბიჭის სახელი იცი ქორწილში რომ გეცეკვა?
-არა. საიდან გაგახსენდა ახლა ის ბიჭი?
-რაიცი, უბრალოდ დამაინტერესა.
-კაი რა შევეშვათ ამას.
-კაი ხოო...
-ჩემი სახლში წასვლის დროა.
-ჩემი ძმა გაგაცილებს.
-არაა არ მინდა...
-კი მაგრამ ძალიან გვიანია.
-არა თქო-მტკიცე უარი განვუცხადე მარის და გარეთ გავედი. გამოვემშვიდობე და შენობიდან გამოვედი. ცივი ნიავი უბერავდა, მოღრუბლულიყო. წვიმა დაიწყებოდა ალბათ მალე. ღამის ათის ნახევარი იყო. ქუჩები საშიშად კი გამოიყურებოდა მაგრამ მარტო მინდოდა ყოფნა. ჩემს და მარის სახლს რამდენინე ქუჩა აშორებს ერთმანეთს. მეც გზას გავუყევი, ერთერთ შენობასთან ჩაბნელებული კუთხე შევნიშნე. საერთოდ სიბნელის მეშინია ამიტომ ძაან არ მინდოდა რომ იმ ქუჩის წინ გამევლო. მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
მართალია ბნელოდა მაგრამ თვალი გავაპარე და რამდენიმე ბიჭი მაინც შევნიშნე. შენობას გავცდი და ძლივს ამოვისუნთქე. თან უკან ვიყურებოდი. როცა დავრწმუნდი რომ არავინ იყო ტელეფონი ამოვიღე და გიორგის ნიმერი ავკრიფე (ჩემი კლასელი რომელთანაც კარგად ვმეგობრობ). ზარი უკვე გაშვებული მქონდა როცა უკნიდან ხმა გავიგე. ბიჭის ხმა იყო. სიტყვები ვერ გავარჩიე. უკან არც მიმიხედია ტელეფონი ისევ ყურზე მქონდა მიდებული და გიორგის ვურეკავდი. ის კი ყურმილს არ იღებდა. ზარი დამთავრდა და ტელეფონი გაითიშა. თავიდან ავკრიფე ნომერი და ისევ ვცადე დაკავშირება. დაახლოებით ორი ზარი გავიდა და უკნიდან ისევ გავიგე ხმა.
-სად მიდიხარ გოგონი?-დამიძახა ერთმა და ნაბიჯს აუჩქარა მეც ასევე მოვიქეცი. ყურმილი ყურიდან ისევ არ მომიცილებია. ამ დროს გიომაც ყურმილი აიღო.
-ჰეი აანნ... რას შვრები? ბოდიში აბაზანაში ვიყავი, ბევრი გალოდინე??-წინ ჩემსკენ მომავალი ორი ბიჭი დავინახე. ამას დამატებული უკან სამი ბიჭი მომყვებოდა. დავიბენი ნაბიჯი შევანელე და უკან მაშინღა გავიხედე.
-გიო-ჩავძახე ყურმილში და ნელნელა ტელეფონი ძირს ჩამოვწიე. ის რაღაცას ამბობდა. გიო მეძახდა მარა ხმას არ ვიღებდი.მერე ერთმა ჩემს წინ მდგომმა ბიჭმა მითხრა
-ჰეი საით მიიჩქარი გოგონი??-ირონია ეპარებოდა ხმაში. ამ დროს გიოს ხმა შეწყდა. ხელში ვიბრაციას ვეღარ ვგრძნობდი.
-რა გინდა ამ ბნელ ქუჩებში მარტო? ცუდი ბიჭები რომ გამოჩნდენ უცებ ლამაზო?-იცინოდა ბიჭი. ამ დროს ტელეფონი გაითიშა. იმროს რას ვგრძნობდი ალბათ ვერ ავხსნი! მართალია ძალიან მეშინოდა მაგრამ იმედ მქონდა. რისი არ ვიცი... ალბათ გიოსი. ვცდილობდი არ ავყოლოდი ნერვებს. მაგრამ როცა ხელით შემეხო ერთერთი კივილი მოვრთე, მაგრამ ქუჩაში არავინ მოჩანდა. მე ისევ და ისევ ვკიოდი ისინი კი... ისინი ხელებს მიფათირებდნენ. ამ დროს ჩემი კივილი მანქანის ხმამ გაარღვია... შენობსთან ნაცნობი BMW გაჩერდა წინა კარი გაიღო და მძღოლი გადმოვიდა. ერთერთი ბიჭისკენ გაემართა რომელიც სულ წინ იდგა და მუშტი პირდაპირ ცხვირში მოარტყა. შემდეგ ერთერთი იმათგანი გამოვიდა წინ რომლებიც ძირდაცემულს პირდაღებულები დაჰყურებდნენ. არ მომიახლოვდე! გააფრთხილა BMW-ს მძღოლმა და მე მითხრა დაჯექიო. მეც მეტი გზა არ მქონდა ხმა ამოუღებლად დავჯექი. ისიც უკან უკან წამოვიდა საჭესთან დასაჯდომად. მაგრამ ის ბიჭი მაინც წამოვიდა და უცებ დანა ამოიღო. ამ დროს ვიკივლე და ის ბიჭი ძირს დაენარცხა. მანქანის წინ გიორგი გამოჩნდა და უკვე საჭესთან მჯდომ უცნობ ბიჭს უთხრა წაიყვანეო. მან მანქანა დაძრა და წავიდა.თავი ჩავხარე და ტირილი დავიწყე. ისევ მეშინოდა! ჯერ კიდევ გაურკვეევლობაში ვიყავი.
-კარგად ხარ?-თავი არ ამიწევია ისე ვუპასუხე.
-არა!-და თან ვცდილობდი გამეხსენებინა ვისი იყო ეს ნაცნობი ხმა. ღმერთოოოო!!!! ეს "უცნობია". თავი ახლაც არ ავწიე. აქამდე სახეზე არ შემიხედავს.
-ასე ადვილად დანებდი და ნიღაბი არ გაქვს?
-განსაცდელში იყავი!
-საიდან გაიგე?-ხმა არ ამოუღია. ახლა კი თავი ავწიე და შევხედე.
-შეენ?-პირი დავაღე გაოცებულმა.
-არ ელოდი რომ მე ვიქნებოდი?
-კი მაგრამ... ღმერთო რა სულელი ვარ!
-მაშინ მანქანაში არ ჩამიჯექი. ესეც ჩემი სამაგიერო!-გაიღიმა. მე გაოგნებული ვიყავი და გაბრაზებულიც. არ ვიცი გაბრაზებული რატომ მაგრამ..
-რა ხდება კარგად ხარ?
-კი!
-ფერი არ გადევს. გავაჩერო?
-არა კარგად ვარ!
-ანი ანიი!!
თავში რაღაც წვა ვიგრძენი. ნაცნობი გრძნობა იყო და ღრმად დამეძინა. რომ გავიღვიძე ძირს ვიწექი გარეთ და წვიმდა. გვერდზე " უცნობი" მეჯდა.
-ძალიან მანერვიულე!
-შენ? შენ ჩემზე ნერვიულობ? რატომ?
-იმიტომ რომ... რომ... ახლა ამის დრო არაა მანქანაში უნდა ჩაგსვა დააავადმყოფოში წაგიყვანო.
-არა!
-რა არა?
-არ მინდა ამ მანქანაში ჩაჯდომა! ტაქსით წავალ.
-ანი ნუ სულელობ.
-არა თქო!
-რაატოომ?? -იყვირა "უცნობმა".
-იმიტომ რომ ვერ ვანდობ ჩემს თავს ვიღაც უცნობს რომელიც იმასაც ვერ ხსნის თუ რატომ წამომიყვანა იმ ბნელი მოსახვევიდ თავის მანქანით და რატომ ნერვიულობს ჩემზე! გაიგე?? თუ გავიმეორო?
-ანი...
-რაა??
-ანი...-თვალებს იფშვნეტდა და ხელს შუბლზე იდებდა.-მეე... უბრალოდ...-მომიახლოვდა-მე... მე...
.......................................
მადლობთ რომ კითხულობთ
სიყვარულით ბუზღუ



№1 სტუმარი mari

Male Dade ra ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent