შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლორა და გრენუი #6


29-09-2015, 19:22
ავტორი tekka
ნანახია 1 964

მთის წყალმა ბოლო მომიღო მიუხედავად იმისა,რომ ზაფხული იყო.არც ცხელმა ჩაიმ მიშველა,არც პლედებში გახვევამ.საღამოს სიცხიანი, დაპანიკებულ დედას ჩავბარდი.სანდრომ მიმიყვანა ხელში აყვანილი.ლიფტი ისევ არ მუშაობდა.
შინაურულად მიესალმნენ ერთმენეთს.საწოლში მოვთავსდი და რაც კი რამ იყო ყველაფერი დამაფარეს.ჩაი გაგვიკეთა ორივეს,დაფუსფუსებდა დედა ღიმილიანი სახით.
-დედა სანდროს როდიდან იცნობ?
-გუშინდელიდან.შენ რომ გეძინა ჩვენ ცოტა წავიჭორავეთ.-ეს „წაჭორავება“ არ მომეწონა.ღმერთმა იცის,დედაჩემი რაზე „ეჭორავა“.
-ააააჰა...-მოჭუტული თვალებით სანდროს გადავხედე,მივანიშნე რომ ყველაფრის თქმა მოუწევდა.თურმე,ამიტომ არ უკითხავს სად მიდიხარ ან ვისთან ერთადო...
ოთახში მარტო დავრჩით.ჩაის ვსვავდით და ველოდებოდი,როდის დაიწყება თხრობას.
-კაციჭამიას სახით რატომ მიყურებ.
-გელოდები სანდრო.
-რას ჰქვია მელოდები.
-რაზე ისაუბრეთ დედამ და შენ გუშინ?
-მაგას არ გეტყვი...ჯერჯერობით ყოველშემთხვევაში.
-ვითომ რატომ?
-არ მოგეწონება.-ამაზე მთლად გადავირიე.რაღაც ისე ვერ იყო.
-ორი ვარიანტი გაქვს.ან მეტყვი ყველაფერს ან ახლავე წახვალ და აღარ დამენახო იცოდე.
-მე მასამე ვარიანტსაც შემოგთავაზებ.
-არ განიხილება!
-კიი განიხილება.-ჩაის ჭიქა ტუმბოზე დადო და საწოლში შემომიწვა.
-გაგიჟდი?დედა შემოვა,მოუსვი აქედან.-ჩემი ჭკუით ვაგდებდი საწოლიდან.ისედაც ძალაგამოცლილს,იმხელა დევს რა გადააგდებდა.
მიმიხუტა თუ არა, ერთიანად დამიარა მილიონ ვატიანმა ძაბვამ.დაბუჟება ფეხის თითებიდან რომ დამეწყო თმის ბოლო ღერამდე ავიდა.იშვიათად ვეხუტებოდით ერთმანეთს,მით უმეტეს საჯაროდ.არა,განა გვერიდებოდა...ემოციებს ვერცერთი ვერ გამოვხატავდით ისე,როგორც საჭირო იყო.ერთი შეხედვით,სანდრო საკმაოდ თამამი ჩანდა,მაგრამ ისიც ჩემსავით იყო.ასე რომ,ეს პირველი სულიერი ჩახუტება იყო(თუ არსებობს ასეთი მოვლენა).გატრუნული ვიყავი.თვალები ძილს მთხოვდნენ,მაგრამ იმდენად მსიამოვნებდა ეს ყველაფერი,საკუთარ თავს ვერ მივცემდი ძილის უფლებას.ვტკბებოდი ამ წუთებით,რამდენადაც შემეძლო...მაგრამ კითხვის ნიშნები,რომლებიც თავში „კედლებს“ ეხეთქებოდნენ მოსვენებას არ მაძლევდნენ.
-სანდროოო,მითხარი რა.
-მაშინ დამპირდი,რომ დედაშენს არაფერს ეტყვი.არც შეიმჩნიო არაფერი კაი?
-თუ ისეთი რამაა,რაც ჭკუიდან გადამიყვანს და ეჭვი მაქვს,რომ ზუსტად ეგაა,მაშინ პირობას ვერ მოგცემ.თუმცა,შევეცდები მაინც,რომ ვინმე არ შემომაკვდეს.
-ნუ „ბაევიკობ“ ერთი.რაღაცას გკითხავ და თუ სიმართლეს მეტყვი,გპირდები მეც გეტყვი რაც გაინტერესებს.მამაშენთან რატომ გაქვს დაძაბული ურთიერთობა.
-მაგის გარკვევა დედამ დაგავალა?
-არა დედაშენს არაფერი უთქვამს.მე მაინტერესებს.თუ არ მენდობი ეგ სხვა თემაა...-აშკარად მაშანტაჟებდა.
-დაახლოებით,ხუთი წლის წინ შემთხვევით გავიგე,რომ მამაჩემს საყვარელი ყავდა,სახელად ნინო.დედამ არ იცოდა,არც ახლა იცის.ტელეფონიდან იმ ქალის ნომერი მოვპარე და ცოტა ხნის მერე დავურეკე კიდეც,მაგრამ ბიჭმა მიპასუხა.როგორც აღმოჩნდა,იმ ქალის შვილი იყო.ტელეფონით არაფრის ახსნა არ მინდოდა მისთვის,ხოდა ვნახე...არც ვიცი ამას რა აზრი ჰქონდა,მაგრამ მინდოდა,რომ მასაც სცოდნოდა.ვნახე და ვუთხარი ყველაფერი.ბევრი რომ არ ვისაუბრო,იმ ბიჭმა დედამისს ეჩხუბა და მისი მშობლები გაეყარნენ ერთმანეთს.მე არ შემეძლო დედასთვის მეთქვა ეს ყველაფერი...მამას პირობა დავადებინე,რომ მეორედ იმ ქალს აღარ გაეკარებოდა,წინააღმდეგ შემთხვევაში დედას ვეტყოდი ყველაფერს.იმ ბიჭთან,ვახოსთან,ისევ მქონდა ურთიერთობა და სწორედ მისგან გავიგე,რომ დედამისი ისევ ხვდებოდა მამაჩემს.დედას ისევ ვერ ვუთხარი ვერაფერი.ხოდა...ასეა იმის შემდეგ.მას შემდეგ აღარ დავლაპარაკებივარ მამას.დედასთვის რომ მეთქვა,შეიძლება ვერც გადაეტანა.-არაფერი უთქვამს.სანუგეშოს ვერც მეტყოდა ვერაფერს.ვერც იმას,არაუშავს აპატიეო და ა.შ.აზრი არ ქონდა არაფრის თქმას.-სანდრო ერთადერთი ხარ ვინც ეს იცის.არც ჩემმა დამ იცის,საერთოდ არავინ...
-ვიციიი,რომ არავის არ უნდა ვუთხრა,კაი.-ისევ მიმიხუტა და შუბლზე მაკოცა.ისევ სიამოვნების მუხტებმა დამიარეს.
-მინდა,რომ სულ ასე ვიყოთ.კარგად ვარ შენთან...ისე,როგორც სხვა არავისთან.-მის მხრებზე და მკერდზე თავი დავადე და მოვიკალათე.
ყურსასმენები მოვირგეთ და “song for zula”-ს ვღიღინებდით.სანამ მუსიკა დამთავრდებოდა,იქამდე ჩამეძინა,მაგრამ მის სიახლოვეს,სითბოს და ხელებს ისევ ვგრძნობდი.თმაზე მეთამაშებოდა...მის მკერდზე მქონდა ცხვირი მიწებებული და ხარბად ვისუნთქავდი მის სურნელს.
იმ ღამეს,სიზმარშიც სანდრო ვნახე.უცნაური სიზმარი იყო.ტბაზე ვიყავით ისევ,რომ შევცურე შუბლიდან სისხლი მოსდიოდა და იღიმოდა.მეუბნებოდა ყველაფერი კარგად იქნებაო...მერე მთელი სახე სისხლიანი გაუხდა.სანდრო აღარ ჩანდა,მაგრამ მაინც მესმოდა მისი ხმა.გამოღვიძებული ოფლში ვცურავდი.სანდრო ჩემს გვერდით აღარ იწვა.სიზმრების და მსგავსი რაღაცების არასდროს მჯეროდა,მაგრამ მაინც მინდოდა,რომ სანდრო მენახა.
ავდექი.სამზარეულოში გავედი ჯერ,არავინ იყო.წყალი ჩამოვისხი და აჩქარებული ნაბიჯებით შევამოწმე სტუმრების ოთახი.ოთხად მოკეცილიყო ჩემი ბიჭი იქ იყო და ეძინა.თავი დამშვიდებულად ვიგრძენი,მაგრამ მაინც მივედი და ზურგიდან ავეკარი.გადმოტრიალდა და თავის უზარმაზარ მკლავებში მომაქცია.
-მინდოდა,რომ შენთან დამეძინა,მაგრამ დედაშენმა გამომაგდო აქეთ.... მომენატრე.
-დავიძინოთ.-კიდევ უფრო ჩავეხუტე,მაგრამ ეს ჩახუტება არ მყოფნიდა.ბოლოს,ძვლების ტკივილი ვიგრძენი.მივხვდი,ამაზე მეტად ვეღარ შევძლებდი ჩახუტებას,მაგრამ მაინც ვერ ვშორდებოდი.თითქოს,მინდოდა მასში შევსულიყავი და იქ დამედო ბინა.მასთან ვიყავი,მაგრამ მაინც მის მონატრებას ვგრძნობდი.როგორ მინდოდა,არასდროს დასრულებულიყო ეს ყველაფერი.როგორ მინდოდა,უბრალოდ,ასე ჩახუტებულებს გვძინებოდა,თუნდაც სამუდამოდ.მინდოდა თვითონ სანდრო მეგრძნო...
...ალბათ,ზედმეტად ბევრი რამ მინდოდა.


სიცხე მეორე დილითაც მაღალი მქონდა.როგორც აღმოჩნდა,ფილტვების ანთება მქონდა და საავადმყოფოში გამაქანეს.წამლების სუნით გაჟღენთილ ოთახში მომათავსეს,ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად.


სანდრომ სახლში უნდა წავიდე გამოსაცვლელად და ისევ დავბრუნდებიო.არ შევწინააღმდეგებივარ,რადგან ვიცოდი მოვიდოდა.
საღამოს დაბრუნდა კიდეც,წიგნით ხელდამშვენებული.პატრიკ ზიუსკენდი იყო.“პარფიუმერი“.თვალები მტკიოდა ასე,რომ მისი კითხვა სანდროს დაევალა.ფილმიც ნანახი მქონდა და წიგნიც წაკითხული,მაგრამ ისე ვუსმენდი,თითქოს პორველად ვიგებდი.
(დედა სახლში იყო წასული,რადგან სანდრომ დაიჟინა მე დავრჩები მასთანო).გვერდით მომიწვა და ისე კითხულობდა.ვუსმენდი მის ხავერდოვან და ბოხ ხმას და ნახევარზე მეტი არც მესმოდა რას კითხულობდა.მიხვდა ისიც,რომ არ ვუსმენდი.
-ერთხელაც შემოგეჭმევი იცოდე.
-ამხელას რა შეგჭამს.
-მაშინ მე შეგჭამ.-მიღუტუნებდა და მკბენდა ხან ცხვირზე,ხან ხელზე.ბოლო ხმაზე ვწიოდი.
სანდროს ტელეფონმა დარეკა.გოგა იყო.საავადმყოფოსთან ვარ,ჩამოდი საქმე მაქვსო.არ მინდოდა წასულიყო,ხელიდან ვექაჩებოდი,რომ დარჩენილიყო.
-უცებ ჩავალ და ამოვალ რა გჭირს.არ დაგტოვებ ამ მდგომარეობაში ხომ იცი.-ჩემი სახე ორივე ხელში მოიქცია და მეფერებოდა.რა თბილი ხელები ჰქონდა...მაკოცა.დიდხანს,გახელებით,გაგიჟებით,მთელი ვნებით მკოცნიდა.საყვარელ ადამიანს თუ უკოცნია თქვენთვის,მაშინ გეცოდინებათ რაზეც მაქვს საუბარი,თუ არა,მაშინ გეტყვით,რომ ამაზე მაგარი რამ არ ასებობს.ძალიან ბანალური ვიქნები,თუ დავიწყებ იმ გრძნობების აღწერას,რასაც მაშინ განვიცდიდი,რადგან უაზრო მცდელობა იქნება ჩემი მხრიდან.უბრალოდ,წარმოიდგინეთ ადამიანში არსებული ყველა გრძნობა სიხარული,ვნება, თავისუფლება,სიამაყე,სიმორცხვე და კიდევ მილიონი გრძნობა,რომელიც არც ახლა მახსენდება და არც ვიცი მათ გამოსახატად თუ არსებობს სიტყვა...წარმოიდგინეთ,ეს ყველაფერი თავმოყრილი, რომელიც აფეთქების პირასაა.
თუმცა,არ აფეთქებულა...დროულად მომშორდა.
-სანდრო!მალე დაბრუნდი რა.-თითქოს ვევედრებოდი.კარებთან მისული უკან მობრუნდა.
-მიყვარხარ თეკლე,ძააალიან მაგრად მიყვარხარ.არავისთვის არ მითქვამს ეს ჯერ,ხომ იცი.პირველი და უკანასკნელი ხარ,ვისაც ამას ვეუბნები.-კიდევ ერთხელ,ძალიან მაგრად მაკოცა და წავიდა.
სანდრო არ იყო ის ადამიანი,რომელიც ხუმრობით მაინც მეტყოდა მიყვარხარო.პატივს ვცემდი ამ ადამიანს,თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ არასდროს,ასეთ სერიოზულ რამეს ხუმრობით არ მეტყოდა.იცოდა ჩემთვის რამდენს ნიშნავდა ის და მისი ნათქვამი თითოეული სიტყვა. დამტოვა ასე პირდაღებული და წავიდა.ნამდვილად არ ველოდი თუ მეტყოდა ამას და მით უმეტეს ახლა,აქ,ამ სიტუაციაში.
გვანცას დავურეკე და საკმაოდ დიდხანს ვესაუბრე ტელეფონით.არ მინდოდა უ-სანდრო-ობა მეგრძნო.ბევრ რამეზე ვისაუბრეთ.მათ შორის, მისი და გოგას ურთიერთობაზეც.როგორც ჩანდა სერიოზულ სახეს იღებდა მათი „მეგობრობა“.
თითქმის ერთი საათი იყო გასული,რაც სანდრო ჩავიდა გოგასთან და არ ჩანდა.არ მინდოდა რეკვებით და მესიჯებით მომებეზრებინა თავი,მაგრამ ბოლოს ისტერიკაში ვიყავი უკვე.ტელეფონი გათიშული ჰქონდა,გოგა არ მპასუხობდა.
ღამის ორი საათი იქნებოდა,ექიმი იყო ჩემთან შემოსული სანამ სანდრო მოვა ვიქნები და ვისაუბროთო,რომ სასწრაფოდ გამოიძახეს ოპერაციაზე.პაციენტი შემოიყვანეს დაჭრილიაო.ძილის წამალი გამიკეთა და გავიდა პალატიდან ისე, რომ არც დამკითხებია.
***
დილით გოგა და გვანცა დამხვდნენ ოთახში.გოგას ხასე ჰქონდა ჩალურჯებული და შუბლზე ბინტი ქონდა შემოხვეული.შეშინებული სახეები ქონდათ და მათ შემხედვარეს მეც უფრო დავიძაბე.
-რაო,ექიმმა თქვა ,რომ ვკვდები?რა სახეები გაქვთ.ან შენ რა გჭირს.
-კვდები კი არა დღეს აპირებენ შენს გაწერას,მაგრამ აქ ვიღაც რჩება.
-რას ქვია ვიღაც რჩება?ვინ.
-სანდრო...ოღონდ ნუ ინერვიულებ რა.ნორმალურადაა არაფერი არ დაემართება,მაგრამ ჯერ აქ უნდა იყოს.
-რა დაემართა..რას ქვია აქ უნდა იყოს,ან საერთოდ,გუშინ რა მოხდა ამიხსენი გოგა!-საკუთარ ხმას ვეღარ ვაკონტროლებდი. ვყვიროდი უაზროდ.
-მომისმინე,დამშვიდდი.ყველაფერს ახლა ვერ გეტყვი,მაგრამ გახსოვს რუსებზე რომ გიყვებოდი რაღაცებს?ხოდა,გრძელდება „ისტორია“. -სულ მთლად გამოშტერებული ვიყავი.
უნდა გავგიჟებულიყავი,უნდა მეტირა თუ რა უნდა მექნა არ ვიცოდი.გოგა მეუბნებოდა,რომ სანდროს მოკვლა უნდოდათ.ერთ-ერთი მცდელობა უკვე ჰქონდათ გუშინ და მე უნდა დავმშვიდებულიყავი?!პირში როცა მოგახლიან შენი საყვარელი ადამიანის მკვლელობის შესახებ,მშვიდად როგორ უნდა იყო.
ექიმის ნებართვას აღარ დავლოდებივარ.სანდროსთან შევვარდი და კარებთან გავხევდი.ჩასისხლიანებული თვალები,დალურჯებული სახე,ხელებზე ნაკაწრები და დანით მიყენებული ცამეტი ჭრილობა.ეძინა. ხელოვნურ სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული.მილიონ ბინტში გადახვეული,თითქმის აღარც ჩანდა.ოთახის ბოლოში მდგარ დივანზე ჩამოვესვენე და შევყურებდი სანდროს ცოცხალმკვდარ სხეულს.
-გუშინ რომ შემოიყვანეს არც გვეგონა თუ გადარჩებოდა,მაგრამ ძლიერი ყოფილა.სიცოცხლე ყვარებია.-ექიმი იყო.ვერც შევამჩნიე როდის ჩამომიჯდა გვერდით.
-როდის მოვა გონზე.
-მასზეა დამოკიდებული,მაგრამ წამლებს რომ არ იღბდეს უფრო მალეც გამოჯანმრთელდებოდა.
-რა წამლებს...-თითქოს სახეში ცივი წყალი შემოგასხესო ისეთი შევხედე.
-შენც ხომ იცოდი,ამას წინათ ღამე რომ მოიყვანეთ შენ და გოგამ.
-ანუ წამლებს კიდევ იღებს?
-ეხ,შვილო ასე მარტივი რომ ყოფილიყო გადაჩვევა...-ხელი ჩაიქნია და გავიდა ოთახიდან.
ავდექი და ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი სანდროს.
რატომ არაფერი მითხრა.რატომ მატყუებდა,რომ თავი დაანება ნარკოტიკებს.რატომ მომცა პირობა... თავს გასულელებულად ვგრძნობდი.
ვგრძნობდი სისხლი თავში მივარდებოდა.დავიხარე,სანდროს საფეთქალზე ვაკოცე და სირბილით დავტოვე საავადმყოფო.

_________________________________

რავიცი კითხულობთ თუ არა,ან მოგწონთ თუ არა,მაგრამ როგორც შეამჩნიეთ,ჯიუტად ვდებ ისევ.მართალია მთელი ერთი კვირის ინტერვალით მაგრამ მაინც...შემდეგ თავს ბოლომდე დავდებ,რადგან ვამთავრებ ისტორიას.

By TeBe




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent