შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი მოგონებები (ნაწილი მეორე, თავი III)


30-09-2015, 11:44
ავტორი Linna
ნანახია 3 212

მარიამს ძილი ისევ საშინელმა ხმაურმა დაუფრთხო . ჭექაქუხილთან ერთად ძლიერი ქარიც იყო, მძიმედ გაახილა თვალები და კარს მივარდა , შესამოწმებლად იყო თუ არა ჩაკეტილი, ამოისუნთქა და ფეხაკრებით დაბრუნდა ისევ საწოლში, თითქოს რაღაცის ეშინოდა * ან ვიღაცის *, საბანი გადაშალა რომ შეწოლიიყო, მაგრამ კიდევ ერთხელ გაისმა ხმა კარებზე. დედის გაღვიძება არ უნდოდა, ხალათი მოიცვა და დაბლა ჩავიდა.
- ვინარის? - დაიძახა კარებთან ახლოს თუმცა ხმა არავის ამოუღია, ყური ყრუდ მიადო კარებს და თვალები დახუჭა რადგან სასტიკად ეძინებოდა.
- მარიამ.. - მოგუდული ხმა კარის მეორე მხრიდან მოისმა. მარიამი შეკრთა და კარებს გამოეცალა. ეს ხმა ეცნო., საიდან ვერ ხვდებოდა თუმცა შემდეგ გაახსენდა. ნიკი! კარებს ეცა და მაშინვე გამოაღო, მის წინ მუხლებზე დამდგარი სახედასიებული ნიკი დაინახა. ქარმა ძლიერ დაუბერა, გოგონამ ხალათი უფრო მჭიდროდ მიიკრო სხეულზე.
- რადაგემართა? - მიკარებას ვერ ბედავდა..ნიკი ხმას არ იღებდა. მარიამს სხვა რა გზა ჰქონდა. წამოაყენა და სახლში შეიყვანა, სავარძელზე დასვა.
- ხმას არ იღებ მაგრამ წყალს მოვიტან დამელოდე. - გოგონა ჭიქით ხელში რამდენიმე წამში დაბრუნდა და ბიჭს მიაწოდა.
- მადლობ.. - მხოლოდ ეს თქვა ნიკმა.
- ჩემთან რატომ მოხვედი?
- ეს დიდი ისტორიაა..
- მოიცადე, ერთი კვირაა რაც მიცნობ და უკვე საკუთარ ცხოვრებაზე მიყვები? - გაეცინა მარიამს.
- რატომ ხარ ასეთი ცივი! - შეუღრინა ნიკმა, მაგრამ ამის თავი ნაკლებად ჰქონდა.
- ასეა საჭირო და მაგიტომ. - ბიჭმა თვალები გადაატრიალა დაგააგრძელა
- მშობლები აქ არ მყავს. ასერომ საერთო საცხოვრებელში ბიჭებთან ერთად ვცხოვრობ ხოდა ეს მათი ნამუშევარია. - გაეღიმა.
- საუკეთესო მეგობრებმა ასე გაგიმეტეს?
- შენი გაცნობიდან ორ დღეში შენ იქ უნდა მიმეყვანე. მაგრამ ეს არ გავაკეთე, დროს ვწელავდი. ხოდა მიხვდნენ რომ ამას არც არასდროს ვიზამდი და.. აი შედეგიც. - გოგონა გაფითრდა. ბიჭის სიტყვები საშინლად აგონებდა მოგონებებს. იმ მოწითალო-მოლურჯო მოგონებებს რომლებიც წარსულიდან დარჩენოდა. ფიქრების გასაფანტად სახეზე ხელი მოისვა.
- მადლობ.
- ეგ არაფერი, ახლა წავალ
- ასეთ ქარიშხალში სად წახვალ...
- აბა რას მთავაზობ
- აქ დარჩი ერთი დღე მერე მოვიფიქრებთ.
- ახლა თბილი ხარ.
- გაჩერდი თუ ღმერთი გწამს, წავედი.. პლედი მანდ დევს, ტკბილი ძილი. - გოგონა შეტრიალდა და კიბეებზე ასვლა დაიწყო, თუმცა ნიკმა ხმა მაინც მიაწვდინა
- მიყვარხარ, მარიამ.
5 წლის შემდეგ.
ტელეფონი რეკვას არ წყვეტდა. მარიამმა ცალი თვალი გაახილა და კომოდზე დადებულ ტელეფონს თვალი გაუსწორა. როცა მიხვდა რომ გათიშვას ვიღაც არ აპირებდა, თბილი საბნიდან ძლივს ამოყო ხელი და ტელეფონს გადასწვდა. როგორცვე დაინახა რომ ლანა ურეკავდა მაშინვე წამოიწია და უპასუხა.
- ჰეეეი
- როგორ ხარ მარიამ?
- რო გამაღვიძებ შენი აზრით როგორ ვიქნები?
- უი, სულ დამავიწყდა რომ მანდ ჯერ ადრეა
- ხო.. რა საქმე გქონდა?
- გუშინ წინ მორჩი კოლეჯს და პირველი ეგ უნდა მომელოცა, და მეორეც არ აპირებ აქეთ ჩამოსვლას? ბოლოს 6 თვის წინ იყავი და უკვე მომენატრე..
მარიამს ჩაეცინა.
- ჩამოვალ ჩამოვალ ამომასუნთქე ცოტახანი. სამსახურიც მინდა ზაფხულში უსაქმურად რომ არ ვიყო. თან ნიკთან პრობლემები მაქ..
- აუ მაგას რით ვერ დაშორდი რა.. ხოხედავ ყველა წვრილმანზე ჭედავს.
- ეი.. მასზე ესე ნუ ლაპარაკობ! - გაბრაზდა მარიამი. ნიკის მიმართ გრძნობები გააჩნდა, 2 წელი ერთად იყვნენ და ასე ვერ დაიკიდებდა.
- კარგი ხო. მოკლედ რისთვის დაგირეკე. ორ კვირაში ქორწილი მაქ და მეჯვარე უნდა იყო.
- ვაიმე მეღირსა!! - სიხარულით შეკივლა მარიამმა და გაეცინა
- ხოდა გელოდები.
- დღესვე ვიყიდი ბილეთებს.

***
- ზურა გაიღვიძე.. - ტკბილი ხმით მოეხვია გოგონა ზურგიდან და ყურის ბიბილოზე ნაზად აკოცა.
- მმ.. - ამოიგმინა ზურამ და გვერდი იცვალა, მხოლოდ მაშინღა გაახილა თვალები და მის ზემოდან მოქცეულ თათიას ღიმილით ახედა. საკუთარი ხელები მის თეძოებზე მოათავსა და რბილ, ნაზ კანზე თითებით ეფერებოდა. გოგონამ ამაზე გადაიკისკისა, დაიხარა და აკოცა.
- წუხელ თავი არ დამიცავს.. - მძიმედ ამოილაპარაკა ზურამ
- პირველი შემთხვევა არარის, არაფერი არ მოხდება. - დაამშვიდა თათიამ და კისერში დაუწყო კოცნა. ზურამ მარტივი მოძრაობით გადმოატრიალა და ახლა თვითონ მოექცა მის ზემოდან.
- მაგიჟებ! - ახლა მან განაგრძო გოგონას კისრის დაგემოვნება, ცალი ხელით თავსს უჭერდა,ცალს შიშველ სხეულზე უსრიალებდა. ცოტახანში გაჩერდა. მოწყვეტით მოშორდა გოგონას და ლოგინიდან ადგა.
- დღეს ლაშას წყალობით წარმატებული ბიზმესმენი გავხდები, იამაყე ჩემით - გაუღიმა თათიას და პერანგი გამოიღო კარადიდან.
- მმ.. და რას მიყიდი ხოლმე?
- შენ მე გყავარ, არაფრის ყიდვა არ გჭირდება. - მოკლედ მოუჭრა ზურამ და საბანში აბურდული გოგონა საწოლში დატოვა..
***

- ლაშააა.. - სიხარულით დაუძახა ლანამ როგორცვე მარიამს გაუთიშა.
- რამოხდა? - ღიმილით უპასუხა
- შენი და ჩამოდის. ჩემი მეჯვარე იქნება - დაეჯღანა თათა და ენა გამოუყო სიხარულის ნიშნად. ლაშა მისკენ მიიწია და წელზე მისი დიდი მტევნები მოხვია
- მერე უნდა მაგას თოკოსთან დანათესავება?
- კარგი რა.. - სახე დაასერიოზულა ლანამ - ხომ იცი, აღარ აქვს მაგათზე რეაქცია, შეყვარებული ყავს რომელიც უყვარს და პლიუს მაგას შენი ძვირფასი ძმაკაცი მალე მამა გახდება.
- ნუ ბოდავ ერთი სისულელეებს რა.. - გაბრაზდა ლაშა და უხეშად უთხრა გოგონას - გჯერა შენ ეხლა თათიას ორსულობის?
- რატომაც არა! - შეეპასუხა ლანა
- კარგი კარგი. მარიამი კარგად დაფიქრდეს თორე იქ ისეთ მაგარ ვიღაცას გავუჩითავ გადაიფიქრებს მეჯვარეობას.
- ეგეთი დარწმუნებული ნუ იქნები - გაეცინა ლანას და დივანზე ჩამოჯდა.



ერთი ადამიანი მაინც თუ კითხულობს, დააომენტარეთ, რომ ვიცოდე ღირს თუ არა გაგრძელება.



№1  offline წევრი kora

კითხვით ვკითხულობ მაგრამ ჯერ კიდევ ვფიქრობ ვაპირებ თუ არა ბოლომდე წავიკითხო, შენი წინა ისტორიის მერე სულ მგონია, რომ იგივე განმეორდება და ისევ გაურკვევლობაში დაგვტოვებ, ალბათ ჯობია საკუთარ ემოციებს გავუფრთხილდე და აღარ წავიკითხო, მაგრამ აი არ ვიცი ახალი თავის დანახვისას რაღაცნაირად ჩამითრევს და ძალაუნებურად შემომეკითხება...
--------------------
kira.G

 


№2 სტუმარი qeti

Vkitxulob aba raaaa velodebi yoveldge

რამხელა ტექსტი დავწერე და და პატარა დაიდო რატო ვერ გავიგე...ძალიან მომწონს და გელოდები ყოველ დღე და იმედია არ მიატოვებ შუა გზაში... მაგარი გოგო ხარ ძააან

 


№3  offline წევრი Linna

kora
კითხვით ვკითხულობ მაგრამ ჯერ კიდევ ვფიქრობ ვაპირებ თუ არა ბოლომდე წავიკითხო, შენი წინა ისტორიის მერე სულ მგონია, რომ იგივე განმეორდება და ისევ გაურკვევლობაში დაგვტოვებ, ალბათ ჯობია საკუთარ ემოციებს გავუფრთხილდე და აღარ წავიკითხო, მაგრამ აი არ ვიცი ახალი თავის დანახვისას რაღაცნაირად ჩამითრევს და ძალაუნებურად შემომეკითხება...


დიდი მადლობა ასეთი სიერთგულისთვის. არა ამ ისტორიისთვის სულ სხვა მომავალი მაქვს, ჯერჯერობით <3

 


№4  offline წევრი eni

ამ ისტორიას თავიდანვე ვკითხულობდი და მახსოვს ერთ დღეში გადავიკითხე მთელი ნაწილი სრულად ძალიან მომწონს ეს ისტორია და ალბათ ყველაზე კარგი არჩევანი გააკეთა იმისთვის რომ წასულიყო და სწოროც გააკეთა რათქმაუნდა ისიც მახსოვს რომ გული დამწყდა საშინდლად და რაგაც დამაკლდა იმედია კარგი დასასრული ექნება გელოდები და გირს დამიჯერე ამ ისტორიის ბოლომდე მიყვანა იმიტომ რომ კარგია ერთად მინდა ორივე რომ დარჩეს მაგრამ ვნახოთ ეგ რათქმაუნდა შენზეა დამოკიდებული <3 <3 <3

 


№5  offline წევრი Linna

eni
ამ ისტორიას თავიდანვე ვკითხულობდი და მახსოვს ერთ დღეში გადავიკითხე მთელი ნაწილი სრულად ძალიან მომწონს ეს ისტორია და ალბათ ყველაზე კარგი არჩევანი გააკეთა იმისთვის რომ წასულიყო და სწოროც გააკეთა რათქმაუნდა ისიც მახსოვს რომ გული დამწყდა საშინდლად და რაგაც დამაკლდა იმედია კარგი დასასრული ექნება გელოდები და გირს დამიჯერე ამ ისტორიის ბოლომდე მიყვანა იმიტომ რომ კარგია ერთად მინდა ორივე რომ დარჩეს მაგრამ ვნახოთ ეგ რათქმაუნდა შენზეა დამოკიდებული <3 <3 <3


რომ არ წასულიყო, სავარაუდოდ ან ღრმა დეპრესია ექნებოდა ან სუიციდს ჩაიდენდენდა..
მადლობ.. ვიმედოვნებ მოლოდინებს არ გაგიცრუებ.

 


№6  offline წევრი Linna

ენენე
ფეისბუქში,როგორ მოგწერო.
ვშიშობ,მოთხრობა უნდა წაიშალოს.
პირველი ნაწილი,მაინც.

სიყვარულით,ფსიქო.13 :)

ლინნა სტონემ <-- მიწერია ინგილურად, ხომ ყველაფერი წესრიგშია?

 


№7  offline წევრი barret

დღეს წავიკითხე მთლიანად ;3 შენ შემიწირავ მე:( ძალიან კარგია და მოუთმენლად ველი შემდეგს *_* შენი ყველა ისტორიით მაყვარებ თავს*_*

 


№8  offline წევრი Linna

barret
დღეს წავიკითხე მთლიანად ;3 შენ შემიწირავ მე:( ძალიან კარგია და მოუთმენლად ველი შემდეგს *_* შენი ყველა ისტორიით მაყვარებ თავს*_*

დიდი მადლობა.. და კიდევ მოხარული ვარ რომ მოასწარი პირველი ნაწილის წაკითხვა.. სავარაუდოდ მითხრეს უნდა წაიშალოსო. რატომ არვიცი:/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent