შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოლი და დედა კანონის გარეშე ( 2 )


30-09-2015, 17:16
ავტორი ლილიანა
ნანახია 5 265

ფრთხილად გადაუსვა სველ სახეზე თიტები ლოყებზე მიწებებული თმები,რომ გადაეწია და მისი სახე უფრო გარკვევით დაენახა.ისეთი ფერმკთალი იყო ქალი უჩა წამიერად შეკრთა,დაეწვდა მკვდარი,ხომ არ არისო,უფრო ახლოს დაიხარა,მისი სუსტი მაჯა ფართო ხელის მტევანში მოიქცია და პულსი გაუსინჯა
-ცოცხალია-შვებით ამოისუნთქა
-მამა ვინაა?-დაჩის დაიკოსთვის მკლავი შემოეხვია და მანქანის ფანჯარიდან დაზაფრულები იყურებოდნენ.
-ნუ გეშინიათ ბავშვებო,ცოცხალია,ყველაფერი კარგადაა,დაჩი მამი,სიგნალი მიეცი თენგო ძია გამოგვხედავს-ბავშვაც დაუჯერა,წინა სავარძელზე გადაბობღდა და ორივე ხელით დააწვა სიგნალს,მართლაც გამოიხედა თენგომ და იქეთ გაიხედა საითაც მანქანის ფარების შუქი ანათებდნენ.უჩას ქალის ტავი კალთაში ჩაედო და მის გამოფხიზლებას ცდილობდა.
-რა ხდება ბატონო უჩა?-გაკვირვებული მიიჭრა მასთან
-ბავშვებმა დაინახეს თენგო შემოსვლისას,სულ სველია,გაყინული,უგონოდ ეგდო-უყვებოდა და თან ცდილობდა ქალი ფრთხილად აეყვანა ხელში.
-ახლავე გამოვიძახებ სასწრაფოს-თქვა თენგომ და ჯიბეებს ქექვა დაუწყო მობილურის ძებნაში
-არ გინდა იყოს,სახლში შევიყვანოთ,ჩვენ მივხედავთ
-კარგით მაშინ მოგეხმარებით-თქვა და ხელი გაუწოდა მისაშველებლად
-არა,არ მინდა,მარტოც მოვერევი,შენ მანქანა შეაყენე ეზოში და ბავშვები ნანის მიუყვანე,მეც ახლავე მოვალ
თენგომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მანქანისაკენ უთქმელად გაბრუნდა.უჩა ისევ ქალისკენ დაიხარა,ამჯერად უფრო ძლიერად აზიდა,მჭიდროდ მიიკრა მკერდზე და ფეხზე წამოდგა,გოგონა მის მკლავებს ჩვარივით გადაეკიდა,სველი თმა ჩამოეშალა სიარულისას ქანაობდნენ.უჩა წამით შედგა,მის სახეს ცნობისმოყვარედ დააცქერდა,გოგონას საშინლად ტანჯული სახე ჰქონდა,მიუხედავად იმისა,რომ გონდაკარგული იყო მისი სახე ტანჯვის მეტს არაფერს ასხივებდნენ.რაღაცნაირად შეეკუმშა გული,წვიმამ უმატა,ამ ნიაღვარისათვის ვერ გაიმეტა სახე მის მკერდში ჩაუმალა და სირბილით წავიდა სახლისაკენ.ადამიანების დაცვა და ზრუნვა მისი პროფესიული და უკვე ბუნების ნაწილი იყო,ის ხომ ქალაქის ცნობილი გამომძიებელი-უჩა მეტრეველი გახლდათ.სახლის კარი თენგოს ღია დაეტოვებინა,კაცი ჩქარი ნაბიჯით შევიდა მისაღებში,სადაც აფორიაქებული 60 წლამდე ფუმფულა შავგვრემანი ქალი დახვდა.
-სად დავაწვინო ნელი?-ქოშინით ჰკითხა
-მეორეზე აიყვანეთ ბატონო უჩა,სტუმრების საძინებელში-ქალს სიტყვა დამთავრებული არც ჰქონდა უჩა უკვე კიბეს სირბილით მიუყვებოდა თან ქალს ჩამოსძახა-ბავშვები სად არიან?
-თავიანთ ოთახებში დასაძინებლად ემზადებიან-იყო პასუხი
-ძალიან კარგი-თქვა და ფეხით მიაწვა სტუმრების საძინებლის კარს,რომ შეეღო,მარცხენა ხელით გაჭირვებით მოძებნა ჩამრთველი და ოთახი გაანათა,ნელი ფეხდაფეხ მოყვა.
-ნელი სულ სველია,მოუძებნე მშრალი ტანსაცმელი,გამოუცვალე,მე წავალ წამლებს მოვუტან-კიდევ ერთხელ სიბრალულით შეავლო თვალი საწოლზე მისვენებულ ქალს და იმ წამს მიხვდა,რომ მისი ტანჯული სახის დანახვა მეტი აღარ შეეძლო,მკვეთრად შებრუნდა და დერეფანში გაუჩინარდა.ისე მოიარა აფთიაქი,ქალის სახე თვალებიდან არ ამოსდიოდა.პროფესიული და ადამიანური ცნობისმოყვარეობა არ ასვენებდა.
-"ვინაა?საიდან მოვიდა?რა დაემართა?"-კითხევი არ ასვენებდნენ,გონრბა პასუხს ითხოვდა მაგრამ პასუხის გაცემა მხოლოდ იმ გოგონას შეეძლო,რადგან იმისათვის,რომ დაედგინა მისი ვინაოდა,თან არაფერი არ გააჩნდა.
სახლში მისულს "სტუმარი " მოწესრიგებული დაახვედრა ნელიმ,იწვა მაგრამ ჯერ კიდევ უგონოდ.უჩა მიუახლოვდა,კიდევ ერთხელ ახლოდან დააცქერდა,მერე კი ნელის გადაულაპარაკა ჩურჩულით:
სიცხე გაუზომე?
-კი მაღალი აქვს 39-დანანებით გადააქნია ქალმა თავი
უჩამ ფრთხილად წაიღო ხელი ავადმყოფის შუბლისაკენ და ნაზად შეახო ხელისგული,ქალი იწვოდა.
-აი ამ პარკში წამლებიცაა და ნევსებიც,გთხოვ მიხედე,მე ცოტა ხნით გავალ ბავშვებს დავხედავ და ისევ მოვალ-თქა წამლების პარკი მიაწოდა და ისევ სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი
ნამდვილად არ იყო უგულო მამაკაცი,ასეტ და უარეს დრეში ბევრჯერ უნახავს ქალიც,ბავშვიც და მოხუციც,ყველას გასაჭირი გულტან მიჰქონდა,ამიტომაც იყო,რომ მისი განყოფილება ორმაგად აფასებდა და პატივს სცემდა მას.მაგრამ ამ ქალის შემყურე რაღაც საშინელ დაძაბულობას და ტკივილს გრძნობდა,ვერ უძლებდა მისი სახის ყურებას.დერეფანს ბოლომდე ჩაუყვა ,ტყუპების საძინებლის კარი ფრთხილად შეაღო,პატარებს უკვე ჩასძინებოდათ,კარი იმავე სიფრთხილით გამოხურა და იქვე ფანჯარასთან ახლოს დადგა,ფიქრებში ჩაიძირა და როგორც ჩვევია ხოლმე ამ დროს ოდნავ წამოზრდილ წვერზე ხელს მონოტორულად ისმევდა.ალაბთ ერთ საათამდე ასე იდგა ჩაფიქრებულიმანამ,სანამ ნელის არ დაუძახა,რომ მისულიყო.ფრთხილად შეაღო საძინებლის კარი და საწოლტან ჩამომჯდარ ნელის მიუახლოვდა.
-რა ხდება,როგორაა?-ჰკითა მაგრამ საწოლში მწოლიარესათვის არ გაუხედავს,უბრალოდ არ შეეძლო
-ბოდავს ბატონო უჩა,ისეთ რამეებს ამბობს ლამის გული გამისკდეს-ქალმა ტირილით ამოიოხრა,პირზე ხელი აიფარა და თავი სინანულით გადააქნია.
-მაინც რას ამბობს ასეთს?-კვლავ ჯიუტად არ იხედებოდა სტუმრისაკენ
-მოიცადეთ და თავად მოისმენთ-ამის თქმა იყო და ავადმყოფმაც ბორგვა დაიწყო,შფოთავდა,რაღაცას გაურკვევლად ბუტბუტებდა.უჩამ ღრამ ჩაისუნთქა ძალა მოიკრიბა და მისკენ შებრუნდა,ქალი საშინლად გამოიყურებოდა,ვერარ უძლებდა მის ცქერას.გასვლა დააპირა მაგრამ,მანაც მაშინ დაიწყო გაურკვეველი ფრაზების წარმოთქმა:
-გთხოვთ მეტი არა.....მეტს აღარ ვიზამ.....მტკივა.....გთხოვთ ქამარი არა.....მაპატიე....მტკივა....
უჩა ადგილზე გაქვავდა,გაოგნებული უსმებდა,წამიერად სუნთქვაც კი შეეკრა,მისმა გონებამ უცებ გაანალიზა მისი სიტყვები და ყველაფერი ცუდი წარმოიდგინა,რაცას შეიძლება ეს ქალი ასეტ დრეში ჩაეგდო.გული მტკივნეულად შეეკუმშა,გაოგნებულმა ჯერ წვერზე ჩამოისვა ხელი მერე კი უკან გადავარცხნილ თმაზე,კარისკენ შებრუნდა,რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა,მერე ისევ საწოლისკენ შემობრუნდა.ქალი აღარ ლაპარაკობდა მაგრამ შფოთავდა.
-რა ვქნათ ბატონო უჩა,სასწრაფო ხომ არ გამოვიძახოთ?-შიშნარევი ხმით კითა ნელიმ
-არა,არა ჩვენ მოვუვლით,არსად არ წავა-მტკიცე და შეუვალი იყო მისი სიტყვები-შენ წადი მე დავრჩები მასთან
-ხომ მაგრამ.....
-გთხოვ ნელი დამიჯერე
აღარ შეწინააღმდეგებია მორჩილად წამოდგა და ოთახიდან გავიდა.მამაკაცმა სავარძელი საწოლტან ახლოს მიაჩოჩა და შიგნით კომფორტულად მოკალათდა,საზურგეს თავი მიაყრდნო,რაღაც პერიოდი ჭერს მისჩერებოდა,ფიქრებით კი სტუმრის ირგვლივ ტრიალებდა.უამრავი კითვა ჰქონდა,პასუხი კი არცერთზე..თუმცა ახლა არაფერ შუაში იყო პროფესია,უბრალოდ ადამიანურად შესტკიოდა გული უმწეო ქალზე,რომლის ტანჯული სახე გულს უფორიაქებდა.მოდინდა,მოეშვა კვლავ გადაიხარა საწოლისაკენ,დააცქერდა,ქალი ისევ ბორგავდა და შფოთდა,ოღონდ ისე ძალიან აღარ და არც ლაპარაკობდა.ისევ შეამოწმა ხელისგულით მისი ტემპერატულა,აღარ იწვოდა,სიცხე ჰქონდა მაგრამ მაღალი არა.ისევ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა და თვალები დახუჭა,თუმცა მის ფიქრები ისევ სტუმრის ირგვლის დაფარფატებდნენ.მალე ჩაეძინა.
.............................................................................................
გონებით გამოვფხიზლდი,მაგრამ თვალებს გასახელად ვერ ვერეოდი,შევიშმუშნე,ყველაფერი ამტკივდა,ერთმანეთზე მძიმედ მიწყობილი ქუთუთოები ძალისძალად დავაშორე ერთმანეთს და ჯერ ბუნდოვნად ,მერე კი გარკვევით დავინახე ჩემს ირგვლივ არსებული სივრცე.დავიბენი.მივხვდი,რომ საწოლში ვიწექი,ზამბარასავით დავიჭიმე,შიშისაგან თვალები ძლიერ მოვჭუტე,წამის მერე ისევ გავახილე,ეს არც საავადმყოფო იყო ,არც საკანი და არც ჩემი სახლი.
-"სად ვარ?"-ფიქრებით გუშინდელი დღის ქექვა დავიწყე,უცებ ამომიტივტივდა გონებაში ის ,რაც ბოლოს დამამახსოვრდა-ცხაურზე მოჭიდებული,როგორ ვიკეცებოდი გულშეწუხებული ერთიანად სველი.
დავიბენი,ხელისგულებით საწოლს დავეყრდენი სიმწრით მაგრამ მაინც ავზიდე სხეული,საწოლის საზურგეს მივეყრდენი და საბანი ყელამდე ავიქაჩე.ახლა უფრო ნათლად ვხედავდი გარემოს,თავი მარცნიდან მარჯვნივ შემოვატრიალე და უცებ სუნთქვა შემეკრა,ჩემს საწოლთან სავარძელში ვიღაც მამაკაცს ეძინა.
შიშისაგან ავცახცახდი,მძულს კაცები,მძულს ,,მძულს,საშინლად მომინდა მეკივლა,მეყვირა,მაგრამ ამისიც შემეშინდა,საბნის კიდეები მუჭში მოვიქციე და ამჯერად თვალებამდე ავიტანე.
-"ვინაა?სად ვარ?რა უნდა?"-უამრავმა კითევმა გადმირბინეს გონებაში
გამბედაობა მოვიკრიბე და ოდნავ მისკენ გადავიხარე,მაინტერესებდა ვინ იყო.თავი სავარძლის საზურგეზე გადაეგდო,მოგრძო მაგრამ უკან გადავარცხნილი წაბლისმფერი თმა ჰქონდა,ოდნავ წამოზრდილი წვერი,პატარა ბუთქუნა ცხვირი და მსხვილი ტუჩები,საკმაოდ მარალი და მხარბეჭიანი იყო.თითქოს ერთი შეხევით სანდო და მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა,მაგრამ არა ყველა კაცი ერთნაირიან,ვისაც კი აქამდე ვიცნობდი ყველა სასტიკია.გამაკანკალა,მინდოდა უეცრად ავორთქლებულიყავი-მძულს კაცების მოდგმა,ეს კაცის შემძულდა,მიზეზი არ მოუცია მაგრამ არ მომწონდა უკვე.
საწოლიდან ფრთხილად გადმოვალაგე ფეხები და საბანი გადავიძვრე,იქვე მიფენილ ხალათს დავწვდი,მხრებზე მოვისხი და წამოვდექი,მინდოდა ჩუმად გავპარულიყავი.გადავდგი ერტი,ორი ნაბიჯი და წავბორძიკდი.ფეხები სიგრძეზე გაეჭიმა და წამოვედე,ვერ დავინახე.ძლიერად შევტორტმანდი,მაგრამ მისმა სწრაფმა რეაქციამ დაცემისგან მიხსნა,ორივე ხელი წამიერად შემაშველა და ასე აღმოვშნდი მასზე მიხუტებული.ერთბაშად დამიარა ზიზღისა და გულისრევის შეგრძნებამ,თვალთ დამიბნელდა,გამაკანკალა,სიმწრით მაგრამ დამარცვლით მაინც ამოვთქვი ორი სიტყვა
-ხელი გამიშვი-ბეჭებში ავიწურე და ორივე ხელი მაღლა ავწიე
-მე უბრალოდ მინდოდა არ.....
-გამიშვი-უკვე ვედრებაზე გადავედი
-ახლავე-ცივად გამაცილა მისი ხელები და ჩემგან მოშორებით დადგა,თავბრუ დამეხვა ,ისევ საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი,ის კი შორიახლოს იდგა და ჩემს მოძრაობებს აკვირდებოდა.
-არ მინდოდა შემეშინებინე-ხმა ამოიღო-წუხელ ჩემს ჭიშკართან უგონო მდგომარეობაში გიპოვეთ მე და ჩემმა შვილებმა,ეს ჩემი სახლია,ნუ გეშინია აქ უაფრთხოდ ხარ,არაფერს დაგიშავებ,ყველაფერი რიგზეა,გაგეცნობი,მე უჩა მეტრეველი ვარ-მითხრა და მარჯვენა გამომიწოდა,ნდობის გასაძლიერებლად ოდნავ გამიღიმა.
თითები ერთმანეტში მქონდა გადახლართული,დაძაბული შიშნარევი თვალებით ავხედე,ისეტი სანდომიანი გამომეტყველება ჰქონდა,მაგრამ....არა ყველა კაცი ერთია.... თუმცა წამში გამახსენდა მისი სიტყვები "ჩემმა შვილებმა",ამან ნდობის ნაპერწკალი გამიჩინა გულში,ე.ი. ცოლი და შვილები ჰყავს,ანუ მისი არ უნდა მეშინოდეს.ფეხზე ბორძიკით დავდექი და მის მარჯვენას მორიდებით შევაგებე ჩემი მარჯვენა
-მაია ნიზაძე-წარვუდგინე ჩემი თავი.

პ.ს.
დღეს შევეცადე უფრო დიდი თავი დამედო.ისე ძალიან გამახარდა ასეთი მოწონება,რომ დაიმსახურო,ფრთები შემესხა.არ დაიზაროთ გთხოვთ და ახლაც გამიზიაროთ ტვენი მოწონება,კრიტიკა თუ შენიშვნა,ყველაფერს მივირებ სიყვარულით და ინტერესით. <3



№1  offline მოდერი sopiko

ძალიან კარგია როგორც ყოველთვის <3 საბრალო მაია... რამდენი გადაიტანა. კარგია რომ ჰგონია უჩას ცოლი და შვილი ჰყავს თორემ მის მიმართაც შიში ექნებოდა. ემოციებს მშვენივრად გადმოსცემ და ამავდროულად დალაგებულად წერ. მოკლედ ველოდები... <3

 


№2  offline მოდერი ლილიანა

sopiko
ძალიან კარგია როგორც ყოველთვის <3 საბრალო მაია... რამდენი გადაიტანა. კარგია რომ ჰგონია უჩას ცოლი და შვილი ჰყავს თორემ მის მიმართაც შიში ექნებოდა. ემოციებს მშვენივრად გადმოსცემ და ამავდროულად დალაგებულად წერ. მოკლედ ველოდები... <3

მაადლობა ჩემო კარგო :))))) love love request request
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3 სტუმარი ლიზაა

ძალიაააან კარგიააა ❤❤❤

 


№4  offline მოდერი ლილიანა

ლიზაა
ძალიაააან კარგიააა ❤❤❤

მადლობაააა <3
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№5  offline წევრი სპენსერი

ჩემი გოგო ^^ ზაან მომწონს ძაან !! გააგრძელე love ყველაზე მაგარი ისტორიაა love

 


№6  offline მოდერი ლილიანა

სპენსერი
ჩემი გოგო ^^ ზაან მომწონს ძაან !! გააგრძელე love ყველაზე მაგარი ისტორიაა love

love love love <3 <3 <3


მადლობააააა
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7 სტუმარი Marii

momwons uzomod velodebii axal tavs yochag ♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent