იყავი აზარტული! 4
-გეთანხმები!-იხტიბარი არ გავიტეხე მე. -მართლა? მაშინ რატომ მიწვევ?-ხელები ფართოდ გაშალა ერეკლემ. -მე?-განგებ გავიკვირვე და ფეხი მოვინაცვლე, ვითომ შენთან ლაპარაკმა ძალიან დამღალა_მეთქი. -დიახ, შენ!-თვალი არც დაუხამხამებია, ისე მიპასუხა. ნამდვილად გამოცდილი იყო მსგავს ორთაბრძოლაში... ანუ ეს რას ნიშნავს? ბევრი ქალი ჰყოლია? ''... და ეს შენ რაში გაინტერესებს?''-შემომძახა ალტერეგომ და მეც შევცბი. მაინტერესებს არა ის... უბრალოდ ფაქტი ავღნიშნე. -მე... მე იმიტომ რომ... იმიტომ რომ ასე ვარ შეჩვეული...-აბნეულად მივუგე მე. -ვერ გავიგე... მიჩვეული ხარ ამ წესით მამაკაცების მიზიდვას? ნამდვილად გამოგდის!-ჩაეღიმა მას. ''ისიც იმავეს ფიქრობს, რასაც მე''-ტაში შემოვკარი გონებაში. არა! არ გეგონოთ რომ ეს ერთი ნახვით შეყვარებაა, ან მოწონება და კიდევ რაღაც სისულელეები. უბრალოდ ეს აზარტი იყო... აზარტი რომელიც საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან არ მასვენებდა. ამჯერადაც ეს ჟინი მჭირდა. -ამაშიც გეთანხმები!-ჩავიბუტბუტე ის, რაც პირველი მომადგა ენაზე. -ნუ მეჯიბრები!-ხელები ჯიბეებიდან ამოიღო და ჩემკენ გადმოიხარა-ეს კარგს არაფერს მოგიტანს ახვლედიანო! ''აღიარე რომ შეგაშინა მისმა მოულოდნელმა გაცხარებამ და ამავდროულად სიახლოვემ''-ისევ ყვირის ის აუტანელი შინაგანი ხმა და მე უხილავ მესამე ხელს ვყოფ და ყელში ვუჭერ. რატომ? იმიტომ რომ სიმართლეს ამბობს! -მემუქრები?-წარბიც არ შემიხრია, თავი მოვაჩვენე თითქოს საერთოდ არ ვღელავდი, სინამდვილეში კი ერთი სული მქონდა როდის მომშორდებოდა და თავისუფლად სუნთქვის საშუალებას მომცემდა. -სულაც არა!-წამში ციებიანივით დაიწია უკან და გარემოს თვალი მოავლო, მისი სიმტკიცე მაგიჟებდა. ჩემთვის გაუგებარი იყო თუ როგორ შეეძლო ყოფილიყო ასეთი უგრძნობი. -რატომღაც მე ასე მომესმა.-მეგონა აქამდე წელზე ქამარი მიჭერდა, ახლა კი განვთავისუფლდი და არა მარტო ქამრისგან... მისი დაჟინებული მზერითაც კი. -შენ ბევი რამ გესმის არასწორად ბაია... სული შემეხუთა... მისმა ნათქვამმა ''ბაიამ'' შინაგანად გამათბო. პირველად მომმართა სახელით... პირველად მივხვდი, რომ ძალიან ლამაზი სახელი მქონდა, მაგრამ ლამაზი მხოლოდ მისი პირიდან წარმოთქმული იყო. ისევ მომიახლოვდა და თითი ცხვირწინ დამიტკაცუნა, ალბათ ჩემი გამოფხიზლების მიზნით. გამოვფხიზლდი? გამოვფხიზლდი კი არა ჩემი ფუმფულა ღრუბლებიც გაფრინდა და დედამიწაზე ჩამოვვარდი. -მაგალითად რა?-გავბრაზდი ოცნებებიდან რომ გამომარკვია და შეტევაზე გადავედი. -მაგალითად ჩემი სახელი. მე ერეკლე მქვია, შენ კი ყველაფერს ამახინჯებ და დიკაპრიოს მიწოდებ. მით უმეტეს ვერ ვიტან ამ მსახიობს.-ირონიულად გამიღიმა დადიანმა და მეც ნერწყვი ძვლივს გადავყლაპე. ეს როგორ? რატომ? რისთვის? კითხვების კორიანტელში ვერაფერს ვეღარ ვარჩევდი და ისევ ვიძირებოდი არაამქვეყნიურ სამყაროში. თათა? არა! არა! ჩემი უსულოდ დაგდებული ალტერეგო? რა სისულელეა! რაღაც არ მახსოვს მკვდრები ლაპარაკობდნენ. ... და აბა, ვინ გამცა? -კედლებსაც ყურები აქვს, პატარა სულელო გოგო...-თითქოს ჩემი ფიქრები ამოიცნოო ისე შემახსენა ფანტასტიკური საიდუმლო და მეც მოთმინების ფიალა ამომეწურა. -მოგცლია რა... -ნუ ღელავ, მართალია სულელი ხარ, მაგრამ მიყვარს სულელები, თავიანთი სისულელეებით. ხო, კიდევ... ყველაზე მეტად მათი გასულელება მომწონს.-სიტყვა სულელი სხვადასხვა კონსტექტში გამოიყენა და თვალები მოჭუტა. ''რა ვქნა რომ ძალიან სიმპათიურია...''-მაინც წამცდა სამარცხვინო სიტყვები გონებაში. რა... რა თქვა? ესე იგი მე სულელი ვარ? ხო, მართლაც სულელი ხარ ბაია. ჯერ გრამატიკას გადაჰყევი, ახლა კი ისევ მასზე ფიქრობ. -თავხედი ხარ... დღემდე ასე არავის დავუმცირებივარ... ასეთი სიტყვები ჩემთვის არც ერთ მამაკაცს არ უწოდებია. უტაქტო ხარ და...-სალანძღავ სიტყვებს პირში ვეღარ ვიკავებდი და უმისამართოდ ვაცეცებდი თვალებს. -ყოველთვის მინდოდა შენთვის პირველი ვყოფილიყავი...-ჯიქურ მომიგო მან, მის თვალებში რაღაც დავიანახე. იმედი? არ ვიცი... იმ წუთას მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ახლა ამ ადგილს უნდა მოვშორებოდი. გვერდი ავუქციე და იქით წავედი, საითაც გულმა გამიწია. -თათა, მისმინე!-უკან დავსდევდი მეგობარს, რომელიც კლიენტებს ემსახურებდა და ჩემდა გასაკვირად, მისთვის სულაც არ მიუციათ სახლში წასვლის ნება. ყურადღებას არ მაქცევდა, ეშინოდა სამსახური რომელიმეს არ დაგვეკარგა. მე კი დარწმუნებული ვიყავი რომ საფრთხე არ მემუქრებოდა მაგრამ თათას საქმეს ვერ გავუფუჭებდი. ამიტომ იქვე, სტუმრების პუფზე ჩამოვჯექი და ფრჩხილები პირისკენ გავიქანე. ესეც ჩემი მავნე ჩვევა! ბევრჯერ მიცდია აკაწკაწებული კბილებისკენ გაქცეული თითების შეჩერება, მაგრამ არასდროს არაფერი გამომდიოდა, ამიტომ უშედეგო ცდებს შევეშვი და ხალხის აზრი საზუგადოებაში მოქევის წესებზე თავიდან ამოვიგდე. არც ის მიდარდია, ბართან მდგარნი თავს რომ აქნევდნენ, თითქოს თვითონ არაფერი არ ეშლებოდათ და ცდუნებას ყოველთვის უძლებდნენ. -დაიკიდე!-დავამშვიდე საკუთარი თავი და ვინანე ასე დაუფიქრებლად რომ მოვუღე ბოლო შინაგან ხმას, ახლა იქნებ მოუცდელი თათას მაგივრობა გაეწია. -აბა, რა გინდოდა?-საბედნიეროდ ალტერეგოს მკვდრეთით აღდგომა აღარ დამჭირდა და ფეხზე აღელვებული წამოვხტი. -მართალი იყავი!-მივახალე პირდაპირ. -ხომ კარგად ხარ? დაწყნარდი და ისე მითხარი, რაში ვიყავი მართალი.-ჩემს ასეთ მდგომარეობაში დანახვისას შეშინდა ჩვენი ემოციური მის პუნქტუალურობა. -როგორ დავწყნარდე? პირველივე დღესვე ვიგრძენი რომ აქ ძლიერი ხელი მიცავს. ჯერ ასე უცებ მიმიღეს, ყოველივე მომაბეზრებელი კითხვების გარეშე. მერე... მერე სახლში წადიო... -რა? გამოგაგდეს?-პირდაპირ ცუდზე იფიქრა მან. -ხოდა რომ არ გამომაგდეს მაგაშია ზუსტად საქმე.-ანერვიულებულმა ხმა ვერარ მოვთოკე და მოთამაშეების გაოცებული სახეები დავაიგნორე.-შენი სამუშაო საათები დასრულდაო... მე და შენ რითი განვსხვავდებით გამაგებინე? ერთი და იგივე დონეზე ვართ. არც მე ვარ შენზე წინ და არც შენ! თან ჯერ დამწყები ვარ... ეს რაღაცაზე არ მიგვანიშნებს? -მეც ვხვდები, რომ რაღაც ხდება, მაგრამ ბოლომდე ვერა... -რამე მითხარი თათა, მეტი აღარ შემიძლია...-გამწარებულმა აღარც საუკეთესო მეგობარი დავინდე. -ბაია ახვლედიანი გაბრაზებულია? ვინ შეძლო მისი წყობიდან გამოყვანა?-ისევ ის''ბაია'' და მაშინვე მივხვდი ვინც დამცინოდა ასე შეუბრალებლად. ......................................................... შემდეგიი... თქვენმა კომენტარებმა ხომ ძალიან გამახარა და გამაბედნიერა... ხოდა მეც უნდა გადაგიხადოთ რამით ''სამაგიერო'' იმედია არც ახლა დაიშურებთ თბილ-თბილ კომენტარებს... სიყვარულით სოფიკო <3 პ.ს. მაცდური წინადადება: ხვალ დავდო? თუ კი, ყველამ დააფიქსირეთ თქვენი აზრი... დადებითი თუ უარყოფითი =D |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.