შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი მოგონებები (ნაწილი მეორე, თავი IV)


1-10-2015, 17:23
ავტორი Linna
ნანახია 2 849

ორმა კვირამ სწრაფად ჩაიარა, მარიამმა საჭირო ნივთები მოაგროვა რომ მშობლიურ ქალაქს დაბრუნებოდა, ფიქრობდა რომ ეს ნიკთან ურთიერთობისგან განტვირთვაშიც დაეხმარებოდა. ფრენამ კარგად ჩაიარა.. დაბინავებამაც. პირველივე დღესვე სეირნობისას ქუჩაში გამოკრულ ფლაერებს წააწყდა. სამუშაო ვაკანსიებს.. ორი ფლეერი სახლში წაიღო.
ფიქრობდა დავრეკავო თუმცა.. არჩია რომ ხვალ თვითონ ადგილზე მისულიყო.
იმ დღეს ლანა მარიამთან დარჩა.
მეორე დღისით გოგონამ ადრ ეგაიღვიძა, გარდეროფთან მივიდა და უბრალო ქვედაბოლო და მაისური აარჩია, თმებს რომ ვერაფერი მოუხერხა უგზაუკვლოდ გაბნეული კულულები გაიშალა და უბრალოდ ჩამოივარცხნა. ის ის იყო უნდ აგასულიყო სახლიდან რომ ლანამაც გამოიღვიძა
- უკვე მიდიხარ? - ნახევრად მძინარე ხმით კითხა დაქალმა
- ხო რაიყო?
ლანამ მარიამი თავიდან ფეხებამდე აათვალიერა და უკმაყოფილოდ წარბი აწია
- ასე ჩაცმული აპირებ სამუშაო ვაკანსიებზე გასაუბრებას? - მარიამმა თვალები გადაატრიალა, შემდეგ ორივეს გაეცინა და გოგონაც გავიდა სახლიდან.

მისამართი ფურცელზე ამოეწერა და თან გზაზე ქუჩებს აკვირდებოდა. როდესაც მაღალი შუშის შენობა დაინახა პირი გაოცებისგან დააღო და მანქანა ბარდიულთან გააჩერა. ფრთხილად გადმოვიდა და ეცადა შენობის სახურავამდე თვალი მიეწვდინა. დიდი ასოებით ეწერა „ბიზნეს კომპანია - ჩენ დაგეხმარებით ყველა საქმეში“
კარგი დევიზიაო გაიფიქრა მარიამმაც და გაბედული ნაბიჯებით წავიდა კარებისკენ
ხარბად ამოისუნთქა მარიამმა და კარები შეაღო. მაშინვე მის წინ ქერა გოგონა აისვეტა.
- გამარჯობათ
- ამ გამარჯობა, გასაუბრებაზე მოვედი.
- რათქმაუნდა, აქეთ მობრძანდით. - ქერა გოგონა რობოტივით იღიმებოდა, თითქოს იარლიკი აარტყეს და ასე უნდა ყოფილიყო. შუშის გამჭირვალე ლიფტთან მივიდნენ. 11 სართულზე ავიდნენ. კარები გაიღო თუ არა, იქაც ქერა გოგოები იყვნენ. ლამაზები, და კარგი გამოყვანილი ტანით. მარიამი საგონებელში ჩავარდა. ვერ გაეგო სამოდელო სააგენტოში იყო თუ რომელიღაც ბიზნეს კომპანიაში. გოგონა წითელ სავარძელში იჯდა. მის წინ ლითონის პრიალა კარები იყო, ოდნავ შეღებული, კარების წინაც 2 ქერა გოგონა იდგა.
- შემოუშვით შემდეგი.
ხმა გაისმა. მარიამმა თავი წამოწია. ხმა ეცნო, მაგრამ საიდან ვერ გაეგო. შემდეგ თავი გააქნია, ადგა და კარებთან მივიდა. ქერა გოგონამ გაუღიმა და ანიშნა რომ შესულიყო. გოგონას ნერვიუკობისგან ხელის გულები გაუოფლიანდა, ბოლოჯერ ღრმად ამოისუნთქა და ოთახში შეაბიჯა. წინ ნაცრისფერი ტყავის ავეჯი იყო, ნაცრისფერივე მაგიდა. და ზურგით მდგომი, მუქ ლურჯ კოსტუმში გამოწყობილი პერსონა.
- უკაცრავად.. - ჩუმად ამოილაპარაკა მარიამმა. კომპანიის უფროსი მოტრიალდა. გოგონა თავიდან ფეხებამდე აათვალიერა ჩაიღიმა და სკამისკენ მიუთითა დამჯდარიყო. ისე იქცეოდა თითქოს ღიმილის დამალვას ძლივს ახერხებდა. მარიამი გაშტერებული უყურებდა, ეცნობოდა, საიდან ვერ ხვდებოდა. ცდილობდა სადღაც 22 წლის ასაკის უფროსისთვის თვალებში შეეხედა მაგრამ ვერაფერს ახერხებდა. ბოლოს სკამზე ჩამოჯდა და მორცხვად თავდახრილი რამეს ელოდებოდა.
- მარიამ, - გოგონას გაუკვირდა. მაშინვე თავი აწია.ისე სასიამოვნოდ ჟღერდა გოგონას სახელი ბიჭის იოგებიდან, მარიამს გაეღიმა კიდეც. ეს ხმა რაღაც სასწაულად ეცნობოდა. თვითონ ადამიანიც. გაკვირვებული იყო მისი სახელი საიდან იცოდა, მაგრამ როდესაც ხელში ანკეტა დაუნახა ყველაფერს მიხვდა. ბიჭი ანკეტას წარბ აწეული კითხულობდა და შიგადაშიგ ეღიმებოდა
- გისმენთ..
- პასუხი დამიგვიანე,- ბიჭმა მკაცრად შეხედა, მაგრამ შემდეგ სახე მოულბა და თავისთვის ამოილაპარაკა- როგორც ყოველთვის.
- უკაცრავად? - გაუკვირდა მარიამს.
-უმაღლესი განათლება? რამ გაიძულა აქ ჩამოსვლა?- ბიჭმა კითხვა დაუიგნორა.
- მინდა რომ ვცადო. - ჩუმად, თავჩახრილმა ამოილუღლუღა გოგონამ.
უფროსმა ანკეტა მაგიდაზე უხეშად დადო. გოგონას მიახლოვდა და გვერძე ჩამოუჯდა.
- ჩემი ანკეტა..
- არაფერში მჭირდება შენი ანკეტა.
მარიამმა თავი ხელებში ჩარგო. სუნთქვა გაუხშირდა. აანალიზებდა რაც ხდებოდა. მაგრამ ერთი და იგივე კითხვა უტრიალებდა თავში „როგორ შეძლო ამდენი?“
- მუშაობა გინდა ხომ?
- მინდა..
- ჩემს დამხმარეთ იმუშავებ?
- ჯერ პირობებს მინდა გავეცნო. და მინდა თქვენს შესახებ მეტი გავიგო.
- კარგი არარის პრობლემა. ეს სამშენებლო კომპანიაა, საქართველოს მაშტაბით მშენებლობებს უძღვება, მე კი ამ კომპანიის მფლობელი ზურაბ მიქაბერიძე გახლავართ. კიდევ გინდა რაიმეს გაგება?
გოგონას სახე აერია, ყველაფერი ერთიანად მოაწვა, სიმწრით ჩაეღიმა და ბიჭს თვალებში შეხედა. არ იყო შეცვლილი, ისევ იგივე ცეცხლის მოგიზგიზე ალს ხედავდა მის ლურჯ თვალებში. კარგა ხანს ერთმანეთს ასე უყურებდნენ, ამდენი წლების შემდეგ ორივეს ისევ ისე უცემდათ გული, როგორც მაშინ.მარიამს სულ გადაავიწყდა ნიკი. მაგრამ ყურადღება მოიკრიფა მზერა სხვაგან გადაიტანა და თავი ღიმილით ჩახარა.
-სამშენებლო კომპანია. არადა სამოდელო სააგენტოს უფრო მივამსგავსე. - ეცადა მარიამს არაფერი შეემჩნია
-ზოგი რამ არ იცვლება - ფანჯარაში გაიხედა ზურამ და ჩაიცინა.
- შენ.. - მარიამმა თავი კვლავ გაუგებრობით გააქნია
- ხო მე. ხელფასი 1500ლარამდე გექნება, დიდი არაფრის გაკეთება მოგიწევს. ან ყავას გამიკეთებ ხოლმე, ჩემს შეხვედრებს დაგეგმავ და თუ მოვისურვებ ლანჩი ჩემთან ერთად გექნება.
- სამუშაო ძალიან რომ არ მჭირდებოდეს, არ დავთანხმდებოდი..
ზურამ გოგონას ხელი ხელზე დაადო.
- შემომხედე. - მისი სიტყვები ბრძანებასავით ჟღერდა. გოგონამ მაშინვე ზურას გახედა. ბიჭმა კმაყოფილების ნიშნად გაიღიმა, ნიკაპზე ხელი მოკიდა.მარიამი ხმას ვერ იღებდა.
- ისე ნუ იქცევი თითქოს პირველად მხედავ.
ზურა მარიამს თვალებში უყურებდა, აზროვნების უნარს აკარგვინებდა, ხან ტუჩებზე შეხედავდა, ყურებ დახშული გოგონას დიაფრაგმას ყურს უგდებდა..
- ეს დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა.
-რას გულისხმობ?
- ეს! - ბიჭმა გოგონას სახე ხელებში მოიქცია და საუკუნის მოწყურებულივით შეეხო ტუჩებზე.
***
სახლში გოგონა როგორ მივიდა არც ახსოვდა. მუშაობას ერთ კვირაში იწყებდა. ვერ იჯერებდა, მაინც ისევ ისე სწრაფად უცემდა გული, ვერადა ვერ მშვიდდებოდა. ხარბად ცდილობდა ჰაერის შესუნთქვას თუმცა არც ეს გამოსდიოდა. მომხდარის შესახებ არავის მოუყვა. ნიკის ზარებსაც აიგნორებდა. მის თავს რაღაც საშინელება ხდებოდა. სახლში მარტო იყო ვინაიდან ფიქრის საშვალება შეეძლო. პირველად ცხოვრებაში სასწაულად დაამახსოვრდა ის გემო, ის კოცნა.. თვალებდახუჭული საწოლზე იწვა და ტუჩებზე ინსტიქტურად ხელს ისმევდა.. გამოთიშული იყო ამ სამყაროსგან, საბოლოოდ კი ამ ფიქრებში ჩაეძინა.



ერთგულო მკითხველნო.. ემოციებს ველი <3
და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თანადგომისთვის.



№1  offline წევრი kora

ემოციებიი, ვერ გადმოგცემ სიტყვებით, აი არ ვიცი რაღაც სასწაულად გამიხარდა ამ თავში განვითარებული მოვლენები, არ დაგიმალავ კითხვა რომ დავიწყე მეშინოდა, რომ ამ საღამოს ხასიაათი გამიფუჭდებოდა, მაგრამ საოცრება დამხვდა.
ბევრი წერს, რომ "ჰეფი ენდები" მოსაბეზრებელია და ზღაპარს ამსგავსებენ, არადა რეალურ სამყაროში არ გვაკლია უბედურებები და ვერ ვხვდები,გამოგონილში რატომ უნდა მახარებდეს ის რაც რეალურში მაწუხებს, სწორედ იმიტომ ვკითხულობ ამ ისტორიებს რომ ცოტახნით მაინც მოვწყდე რეალურ სამყაროს და წაკითხულისგან დედაბითი ემოციებით დავიტვირთო. love
--------------------
kira.G

 


№2  offline წევრი S.likuna

mmaaagariaa

 


№3  offline წევრი Linna

kora
ემოციებიი, ვერ გადმოგცემ სიტყვებით, აი არ ვიცი რაღაც სასწაულად გამიხარდა ამ თავში განვითარებული მოვლენები, არ დაგიმალავ კითხვა რომ დავიწყე მეშინოდა, რომ ამ საღამოს ხასიაათი გამიფუჭდებოდა, მაგრამ საოცრება დამხვდა.
ბევრი წერს, რომ "ჰეფი ენდები" მოსაბეზრებელია და ზღაპარს ამსგავსებენ, არადა რეალურ სამყაროში არ გვაკლია უბედურებები და ვერ ვხვდები,გამოგონილში რატომ უნდა მახარებდეს ის რაც რეალურში მაწუხებს, სწორედ იმიტომ ვკითხულობ ამ ისტორიებს რომ ცოტახნით მაინც მოვწყდე რეალურ სამყაროს და წაკითხულისგან დედაბითი ემოციებით დავიტვირთო. love

დიდი მადლობა საყვარელო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent