შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა რომელიც შენამდე მოდის


1-10-2015, 21:38
ავტორი keke11
ნანახია 4 321

-სად ხარ? შენთან აუცილებელი საქმე მაქვს
-საწოლში ინა. დღეს შაბათია და მძინავს.-მომესმა ხმა ტელეფონს მიღმა.
-გამოგირვენ რა? ნატა გამოვიყვანე მამამისთან და დღეს მცალია.
-მოდი.. მოდი ოღონდ მალე მერე გუგა უნდა ვნახო.
-მოვფრინავ.-ტელეფონი გავთიშე და ტაქსი გავაჩერე.
-სარაჯიშვილის მეტროსთან.-ვუთხარი და საწყის პოზიციას დავუბრუნდი. ყურში ყურსასმენი და ბოლო ხმაზე აწეული MP3.
-აი, აქ ჩამოვალ-გმადლობთ. მმ პირველი სადარბაზო მესამე სართული. ვაკაკუნებ.
-ოოჰ შემოდი-მესმის რუსოს ხმა.
-უიმე, ჩაგეცვა მაინც.-გავიცინე და ჩანთა ტახტზე მივაგდე.
-გაგიმარჯოს. ყავა გინდა?-სამზარეულოში შეფრატუნდა რუსკა.
-ჰო.-შევყევი.
-მეც. ჰოდა გააკეთე ტ\თან მოყევი. იქამდე მე პირს დავიბან.-აბაზანაში შევიდა
-გოგო, მოგწერა ვიღაცამ-გავკივლე ბოლო ხმაზე.
-ნახე მერე.
-გუგაა.
-რაო?
-რაო და... "სად ხარ? ხო, იცი დღეს უნდა მნახო, ოღონდ ეს დაქალები და ამბები არ მინდა. მარტო უნდა გნახო და გელაპარაკო."-გუგა. ეს იყო რუსოს ჩემთვის უცნობი თაყვანისმცემელი, ნუ რაღა თაყვანისმცემელი შეყვარებულიი.ისე მე რჩევა ვისთვის უნდა მიმეცა? ქაჯივით გავთხოვდი 16 წლის ასაკში. ნუ მართალია მე ჩემი მივიღე, მაგრამ სამაგიეროდ ახლა 3წლის ნატუკა მყავს. მე და კახა 1წელიწადში დავშორდით. თუმცა ნატასთვის იდეალური მამაა. ხოდა საიდან სად გადავხტი.მოკლედ, არ მომწონდა ჩემს მომავალ სიძეს, რომ არ ვიცნოდი, თუმცა არ ვიმჩნევდი.
-მომეცი, ერთი რაო?-ვითომ ვერ გაიგო ჩემი ნათქვამი რუსომ და აბაზანიდან გამოვიდა. ტელეფონი მივაწოდე და ყავა მოვსვი. გუგას თემა აღარ განვავრცე მესიჯში გარკვევით ეწერა გოგოები არაო.
-ხოდა გოგო, რა უნდა მეთქვა.-გავხედე რუსოს.
-ჰო, აბა თქვი.-ჩამოჯდა.
-გოგო, კახას ბინაში ერთი ახალგაზრდა გოგო გადმოვიდა...
-ეჭვიანობ?-თვალი ჩამიკრა რუსკამ.
-მაცდი?-გავბრაზდი.
-მიდი, ჰო მიდი.-შემომბღვირა.
-მოკლედ ბავშვის ძიძა, რომ გვინდოდა იქნებ გამოდგესო. ახლა გაიგე?
-აა მოიფიქრეთ მერე.
-დღეს, რომ მივიყვანე ნატა არ იყო ის გოგო სახლში საღამოს ვნახავ.
-იქამდე რას აპირებ?
-სამეცადინო მაქვს. ორშაბათს ინსტიტუტში ვარ.
-კაი მე გუგას რომ ვნახავ მოგწერ.
-კაი რას იცვამ?
-ჯინსი მინდა და... მმ აუფ არ ვიცი.-კარადა გადმოაგდო რუსომ.
-გეყოფა, ის ახალი მაისური ჩაიცვი უხდება მაგ ჯინსს და ეგაა. წავედი მე საღამოს შემეხმიანე.
ვერ ვიტან რუსოს სადარბაზოს ყოველთვის ჯგუფად დგანან ბიჭები და არ მსიამოვნებს იქ გავლა.
-ლამაზო-მესმის ყურსასმენს მიღმა. რეაქცია არ მაქვს გზას ვაგრძელებ. ფეხის ხმა მესმის მაგრამ არ მეშინია დღეა და თუ რამეა ვიკივლებ.
-ერთი წამი გთხოვ-მმესმის ხმა და ვჩერდები.
-გისმენ.
-მე ლუკა მქვია შენ?
-არ მცალია.-გზა გავაგრძელე.
-აუ, სიგარეტის ფული მომე რა?!
-რა?-გავშეშდი და გამეცინა.
-კი ტეხავს მარა გთხოვ...-საფულეს ვხსნი და ლუკას 5ლარიანს ვაწვდი.
-აუ ჯიგარი ხარ.. თუ დაგივიწყო...
-მე ინა მქვია.-ვეუბნები და გზას ვაგრძელებ. მთელი გზა ამაზე ვფიქრობდი და მეცინებოდა. უკვე მანქანაში ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა.
-ბატონო.
ინ, კახა ვარ. ნატა ტირის და მოდი რა. ვეღარ ვაჩუმებ.-გამეღიმა.
-მოვდივარ.

____________
დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ.^^ წინასწარ დიდი მადლობა <3



№1  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 


№2  offline წევრი keke11

cancara
კაია კაი მალე დადე

მადლობა ^__^ აუცილებლად <3

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

ძალიან მაგარია <3 მე ასე პატარა თავებს ვერ ვწერ ხოლმე და აქ დასადებადაც ცოტა არ იყოს ჯერ მენანება :დ რადგან მგონია არავინ წაიკითხავს.
შემდეგსაც წავიკითხავ აუცილებლად. ეს მართლა კარგად წავიდა და კარგად გამოგდის რა ^^ დღეიდან ამ საიტის აქტიური მომხმარებელი ვხდები <3 <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№4  offline წევრი keke11

ErckeMydass25
ძალიან მაგარია <3 მე ასე პატარა თავებს ვერ ვწერ ხოლმე და აქ დასადებადაც ცოტა არ იყოს ჯერ მენანება :დ რადგან მგონია არავინ წაიკითხავს.
შემდეგსაც წავიკითხავ აუცილებლად. ეს მართლა კარგად წავიდა და კარგად გამოგდის რა ^^ დღეიდან ამ საიტის აქტიური მომხმარებელი ვხდები <3 <3

მადლობბბა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent