იყავი აზარტული! 6
აღელვებული დავბრუნდი სახლში და კარი მაშინე საგანგებოდ ჩავრაზე. მერე შემოსასვლელში, პირდაპი ცივ იატაკზე ჩამოვჯექი და კანკალის შეჩერება ვცადე. დღის მოვლენებს თანმიმდევრობით ვერ ვალაგებდი. ათასი უცნაურობის და დამთხვევის მოწმე გავხდი და ახლა ცივი გონებით ფიქრიც კი მიჭირდა. -მეშინია...-გამოვუტყდი საკუთარ თავს-სახლში მარტო ვარ და ვის შეუძლია ჩემი შველა? პირველი ვინც გამახსენდა... ალბათ გგონიათ რომ ჩემ დასთან დარეკვა გადავწყვიტე, სულაც არა! თვალწინ დიკაპრიო წარმომიდგა. დანამდვილებით ვიცოდი, რომ მის პირქუშ თვალებს შეეძლოთ ჩემი დახმარება. მაშინვე ტელეფონს დავტაცე ხელი და ჩემს გმირს დავურეკე. ეს ბინა უწინ ჩემს დას ჰქონდა ნაქირავები და იმ დავთარში დავიწყე ნომრის ძებნა, სადაც მეზობლებზე ეწერა ცნობები. აი, ერეკლე დადიანი! ...რამდენჯერმე გავიდა ზარი, ის კი არა და არ მპასუხობდა. უფრო მეტად მომემატა შფოთვა. ამჯერად მასზე დავიწყე ნერვიულობა. უეცრად ცხოვრება ორი დღის გაცნობილი ერეკლეს გარეშე წარმოვიდგინე და დავრწმუნდი, რომ მისი ირონიული შენიშვნების გარეშე ცხოვრების გაგრძელება აღარ მინდოდა. ისე ამფოფრა, რომ ბრძოლა მწუროდა. ახლა ძალიან მაინტერესებდა გამარჯვებულის ვინაობა და... თუმცა ამას ახლა რა მნიშვნელობა ჰქონდა. მთავარი ერეკლეს უსაფრთხოება იყო, ბაია ახვლედიანი სულ გადამავიწყდა. ხო, ეს მე ვიყავი, მაგრამ ჩემდაუნებურად ის უფრო წინ დავაყენე. -როგორ? ასეთი ძვირფასია შენთვის?-არ დამაცადა აზრების ჩამოყალიბება ამ მოუსვენარმა მემ. როგორც ჩანს ერთი შანსი ვერ შეიშნოვა და ინდოელიბივით ამ ქვეყნად ცხრაჯერ მოსვლა მოინდომა, მაგრამ ის კი არ იცის რომ მე ასეთი გულმოწყალეც არ ვარ. ჩემთვის დადიანი არაფერს არ ნიშნავდა მაგრამ ბოლოს და ბოლოს ისიც ხომ ადამიანია, მასაც უნდა სიცოცხლე, ღმერთმა იმიტომ შობა რომ დიდხანს, ძალიან დიდხანს... არა! რაღაც გაუგებარს ვბოდავდი, თუმცა მთავარი ხომ თავის გადარჩენა იყო, მეც გაჩერებას არ ვაპირებდი. -რა დროს ესაა ბაია, დროზე შენ საქმეს მიხედე!-შევუძახე საკუთარ თავს და კიდევ ერთხელ გადავურეკე ჩვენს მოუცლელ ვაჟბატონს. -დატოვეთ შეტყობინება და ჯანდაბა თქვენ!-შევყვირე ხმამაღლა, როცა ოპერატორმა უსარგებლო ლაქლაქი დამიწყო, მოულოდნელად ისევ მომესმა ზუმერის ხმა და ტელეფონში ვიღაც ქალის ხმა გაისმა. -გისმენთ! არ ვიცი რა ვიგრძენი... როგორ შეიძლება შევაფასო ეს წვა გულის ერთ კუნჭულში, მაგრამ ერთი რამ ვიცი... ყველა უნარი დავკარგე, რაც კი ცოცხალ არსებას შეიძლება გააჩნდეს. რატომ? საშინელება ის იყო, რომ არც მე ვიცოდი რატომ, ანდაც შეიძლება ვიცოდი და ვმალავდი. თითქოს ენა გადვყლაპე, ვცდილობდი ამ ქვეყნად მობრუნებას, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. -ვინ გნებავთ?-არ ჩერდებოდა უცნობი. -მე... ერეკლე...-ავლუღლუღდი როგორც იქნა. ვნანობდი... ძალიან ვნანობდი ორი წუთის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას. -ერეკლე სააბაზანოში, რა გადავცე? -უთხარით რომ...-არ ვიცოდი რას ვამბობდი-რომ ბაია აღარ არის... რა მითხრა და დამემშვიდობა თუ არა, ეს უკვე აღარ ვიცი. შორიდან შევყურებდი ამაყ, 19 წლის გოგონას, რომელსაც გულში დიდი ტკივილი ედო, მაგრამ არასდროს, არავისთვის თავი არ დაუხრია... ის ტიროდა... გულამოსკვნით ტიროდა... მეორე დღეს, დილის ცხრა საათზე, უკვე ფეხზე ვიყავი. ზურგამოჭრილ, ლურჯ კაბაში გამოწყობილი და საკუთარ თავს გულდასმით ვათვალიერებდი. -ეს საყურე ნამდვილად უხდება... კი, არც ყელსაბამი ჩანს ცუდად... ფეხსაცმელი კი ნამდვილად უხდება... მგონი კარგად გამოვიყურები...-ვბუტბუტებდი ჩემთვის და სახის თითოეულ ნაკვთს ვაკვირდებოდი.-ესეც ასე! მზად ვარ! 8 საათი სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად ამეწონ-დამეწონა და სიტუაცია სწორად შემეფასებინა. ერეკლე დადიანი ჯერ მხოლოდ ორი დღის წინ გავიცანი, თავიდანვე უარყოფითი და ამავდროულად დადებითი შტაბეჭდილება დატოვა ჩემზე. შანსს არ უშვებდა ხელიდან, ოღონდ ჩემი გაბრაზება გამოეწვია და დავრწმუნდი რომ მას ვუყვარდი. ჯერ მოვეწონე, მერე ჩემმა სითამამემ მოხიბლა და ხო, კიდევ... ბევრი ფიქრის შემდეგ იმასაც მივხვდი, რომ ის უკვე დიდი ხანია მიცნობდა და ყველაფერი მისი დაგეგმილი იყო. ეს რა თქმა უნდა მხოლოდ ეჭვი იყო, მაგრამ ჩემმა გამოძიებამ ასეთი შედეგი გამოიღო. მე? მე ალბათ... იცით, არ ვიცი... რა უნდა ვთქვა... მოკლედ, მეც მიყვარდა დადიანი და ეს ერთი ნახვით მოხდა ჩემო მკითხველებო. უკვე შესაძლებელი გახდა ერეკლესა და ბაიას შორის კავშირის გაბმა. არც გუშინდელი შემთხვევის გადახარშვა გამჭირვებია. სიყვარული... რა საოცარი გრძნობა ყოფილა... -თათიკ!-შევძახე მხიარულად და უკნიდან მოვეხვია ბართან მოტრიალე მეგობარს. -ოჰ, ბაია, კინაღამ გული გადამიცივდა...-გულზე ხელი მიიდო თათამ და ხმამაღლა გადაიკისკისა. -გადაგიცივდა არა გადაგიცხელდა!-ტუჩი ავიბზუე მის ლექსიკონზე და იქაურობას თვალი მოვავლე. მერე ტუჩები ყურთან მივუტანე და წავჩურჩულე: -შენთან ორი შეკითხვა მაქვს. -რა შეკითხვა? -შეკითხვები!-შევნიშნე მე. -ხო, კარგი, კარგი. მითხარი რა გინდა!-დანებების ნიშნად ხელები ასწია მან. -აბა როგორ დასრულდა გუშინ ''სახლში მიცილების'' ოპერაცია?-ეშმაკურად ჩავილაპარაკე და მუცელზე მოვუღუტუნე. -შენც აფრენ რა...-იმედგაცრუებულმა თქვა თათამ და თავის საქმეს მიუბრუნდა. -მე ვთქვი კითხვა მაქვს_მეთქი, ამ კითხვას კი პასუხი უნდა!-გავცხარდი მე. -არაფერიც არ მომხდარა! მე და ლევანის ცივილიზებური ურთიერთობა გვაქვს, შენ და იმ გადარეულს კი არ გგავართ.-გადაწვდა ერეკლესაც. -სწორედ მაგ გადარეულზე უნდა მეკითხა... აქ არის?-დავამატე გაუბედავად. -ოჰოო, ამას შეხედე! გუშინ ვინ ლაპარაკობდა რომ სერიოზული მოწონება არ არსებობს და ბლა, ბლა, ბლა...-დამცინა თათამ. -ვიცი, ვიცი, მაგრამ ახლა შენ უნდა დამიდგე მხარში, თორემ მართლა აღარ შემიძლია.-დავღონდი და თავი ჩავღუნე. -დღეს არ მოსულა!-განა შემომაპარა ან რბილად მითხრა, არა! პირდაპირ მომახალა! -ღმერთო, ამას უკვე ვეღარ ავიტან!-ამოვისლუკუნე მე და მთელი შემართება დავკარგე. ჩვენს შორის მართლაც ძალიან დიდი მანძილი იყო, არადა მე როგორ ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი. მეგონა ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. -შეგიყვარდა? -შემიყვარდა!-მოკლედ მოვუჭერი და მოწყენილი წავედი მოსაცდელი ოთახისკენ. ....................................................... ვერ მოვითმინე და დავდე! ძალიან რომ მახარებთ, მგონი გითხარით უკვე... ველოდები თქვენს წრფელ შეფასებებს... თანაც ძალიან ემოციური თავი გელოდებათ წინ! სიყვარულით სოფიკო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.