შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყავი აზარტული! 3


28-09-2015, 19:02
ავტორი sopiko
ნანახია 3 923

-ეს როგორ შეძელი?-თვალები შუბლზე აუვიდა თათას.
-რას გულისხმობ?-უდარდელად გავხედე მე.
-ეს კაცი...-დირექტორის კაბინეტზე მიმითითა მან-ჩვენი უფროსია და შენ ლამის ფეხები დაგიკოცნა. რაღაცაშია საქმე ბაია და მე ეს რაღაცა მაშინებს...
როგორც ყოველთვის არც ახლა ავღელვებულვარ. რა სისულელეა! ბაია ახვლედიანი და შიში? ჩემი დაფრთხობა ხომ არავის შეეძლო, არც იმ საკუთარ თავში დარწმუნებულ დიკაპრიოს და ეს მუდო დირექტორი გამიჩენდა საფიქრალს? არამც და არამც! თათას ცხვირზე ხელი დავკარი და ხმამაღლა გადავიკისკისე.
-ნუ ხარ სულელი...
თათამ ჩემი ნათქვამი იწყინა მაგრამ ბოლოს მაინც გაეპარა ღიმილი და უკან მომყვა.
-ბაია, შენი საქმიანობა ძალიან მარტივი მაგრამ დამღლელია.-დაიწყო ლექციების კითხვა ჩემმა მეგობარმა და ოდნავ შეღებულ კარს ხელი ჰკრა. ეს მოქმედება სრულიად განსხვავებული იყო წინასგან, დათასთან სანამ შევიდოდა ერთი საათი უხსნიდა რაღაც სისულელეებს, აქ კი პირდაპირ შეუვარდა მოსაუბრეებს.
შესვლისთანავე თვალში ორი გასდაპრანჭული გოგუშკა მომხვდა. ოთახს თვალი რომ მომავლე, მხოლოდ მაშინ შევამჩნიე ახალგაზრდა მამაკაცი. საკმაოდ სიმპათიური იყო, მაგრამ ლეოსთან ახლოსაც ვერ მოვიდოდა. მეც უკმაყოფილოდ ავიბზუე ცხვირი და ფეხები ყურადღების მისაქცევად ავაბაკუნე.
-ჰმ...-ჩაახველა მარჯვენა კუთხეში მჯდარმა ბარბიმ და ფეხი ფეხზე გადაიდო. გონებაში ეს სულელი, მაკიაჟის გარეშე წარმოვიდგინე და ტუჩის კუთხეში ჩამეღიმა, მერე იმ მეორეს გადავხედე და არც მისმა შეკრულმა კოპებმა მომხიბლა.
-რამე უცნაური დაინახეთ?-ვიუკადრისე მათი გამოხედვა.
-შენ ვინ ხარ?-თითი გამოიშვირა ჩემკენ ერთ-ერთმა.
-მე?-კითხვაზე კითხვით ვუპასუხე მათ. იმაში უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ ამ გაუთლელებმა, სტუმარი როგორ უნდა მიეღოთ არ იცოდნენ.
-ხო, შენ!-აგდებით მიპასუხა მეორემ.
-ბაია ახვლედიანი, 19 წლის. დავამთავრე საშუალო სკოლა, საფარმაცევტო კოლეჯი და მომავალში უმაღლესი განათლების მიღებას ვაპირებ. სხვა რამეც გაინტერესებს?-სარკასტულად მივუგე მე. თათამ შეატყო როგორ დაიძაბა სიტუაცია და კამათი თავიდან აგვარიდა.
-ეს ნატუკაა-თვალით მანიშნა წითელპომადიანზე-ეს კი ლენკა.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა-გვერდით მივუჯექი ლენკას და ჩემს გალაკულ ფრჩხილებს დავხედე.
-ისაა... ტუში გაქვს ოდნავ გადათხაპნული...-'შევარცხვინე ნატუკა და თმა გავისწორე.
-ბაია, წამოდი, საქმეს უნდა შევუდგეთ.-როგორც იქნა ხმა ამოიღო კართან მდგარმა სმოკინგში გამოწყობილმა ბიჭმა და მასთან ერთად ამ დახუთულ ატმოსფეროს გავერიდე.

მთავარ ოთახში გავედით, სადაც ზოგი ბანქოს თამაშობდა, ზოგი კი წითელ და ლურჯ ქვებს ატრიალებდა ხელში. მეც მათთან ერთად გართობა მინდოდა მაგრამ არც ის მავიწყდებოდა რომ აქ მომსახურე პერსონა ვიყავი და არა სათამაშოდ მოსული თინეიჯერი.
-ბაია, მოდი პირველ რიგში გაგეცნობი. მე ნიკოლოზ ბურდული ვარ, ამხელა სახელის თქმა საჭირო არ არის, უბრალოდ ნიკა დამიძახე, ნუ როგორც შენ მოგესურვება. ალბათ იცი რომ ნინას ადგილს იკავებ და ეს იმას ნიშნავს, რომ ბანქოს მოთამაშეებს უნდა მოემსახურო.-ვითარება მოკლედ ამიხსნა ნიკოლოზად მოხსენიებულმა და მეც თავი დავუქნიე.
-ხელს აგიქნევენ და ეს იმას ნიშნავს რომ რაღაცაში სჭირდები.-დამიკონკრეტა მან.
-გასაგებია, კაზინოში პირველად არ ვარ.-გამეცინა მე.
-ესე იგი გარკვეული ხარ ყველაფერში და კიდევ... კრუპიეს ევალება ასევე ლუდის, კონიაკის მიტანა, მიმტანის საქმიანობაც უნდა გაითავისო, ხომ ხვდები?
-კი, რა თქმა უნდა!
-მაშინ გასარკვევი არაფერია. შეგიძლია იმ მაგიდიდან დაიწყო.-გამიღიმა მან და ახლა მეც გადმომედო თათასგან გაოცება. როგორ მახსოვს ჩემი დაქალი საშინლად დაიტანჯა, ერთი კვირა დადიოდა და საქმეებს არჩევდა. ეს ხუმრობით, მაგრამ მაინც გასაოცარი იყო ის ფაქტი, რომ მე პირველივე დღეს მიმიღეს სამსახურში, თუმცა მიმიღეს, მიმიღეს! ამაზე სჯა-ბაასი არ ღირდა. მეც მაგიდისკენ გავემართე და იქ მჯდომემბს თვალი მოვავლე.
-ყვავი, ყვავი ჩადი...-ვუჩურჩულე შეუმჩნევლად ჩემთან ყველაზე ახლოს მყოფ მამაკაცს. იმ უმადურმა კი კუშტად გამომხედა და ისევ მოთამაშეებს შეუერთდა. მე ჩემთვის განკუთვნილ სკამზე კომფურტულად მოვთავსდი და კომპიუტერის ეკრანზე ფანჯარა გავხსენი.
-თქვენი სახელები.-არც კი შემიხედია მათთვის ისე ვკითხე.
-მიშა ჟღენტი.
-ერეკლე დადიანი.
-საბა ცირეკიძე.
მოკლედ ''მესროლეს'' თავიანთი სახელები და გვარები და ყურადღების ღირსადაც არ ჩამთვალეს ისე მიუბრუნდნენ თავიანთ საქმეს.
-თქვენ რამდენს ჩამოხვალთ?-ავხედე რიგით პირველ მამაკაცს და სიტყყვა პირზე შემაცივდა. ის იყო! ნამდვილად არ ვცდებოდი! დიკაპრიო... ლეონარდო დიკაპრიო... აბა, ერეკლე დადიანიო? უხერხულად შევიშმუშნე და კითხვა გავიმეორე:
-თქვენ რამდენს ჩამოხვალთ?
-სულ მიმაქვს!-ჯიქურ მომიგო მან და თვალები დამიბრიალა. ვის აშინებ ბრიალით_მეთქი და ისეთი განმგმირავი მზერა ვესროლე, უსულოდ დაეცა ძირს. ნუ, ეს მხოლოდ ჩემს სასიამოვნო წარმოდგენებში, სინამდვილეში ირონიულად გამიღიმა და მთელი ჩამოსული თანხა თავისკენ მისწია.
-მოსულა!-ერთხმად ჩაილაპარაკა დანარჩენმა ორმა და თამაშიც გაჩაღდა. მე დაბღვერილი ვადევნებდი თვალს მათ და ნერვები მეშლებოდა იმაზე, რომ დადიანი შეცდომას არ უშვებდა. რამდენჯერ ვცადე მისი შეცდენა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ხან მის მოწინაამღდეგებს ვანიშნე თვალით რა კარტი ეჭირა ერეკლეს, თუმცა ეტყობოდათ გამოუცდელები იყვნენ და ერთმანეთს შეჰყურებდნენ თვალებში.
გაიმარჯვა დიკაპრიომ! ასეც ვიცოდი! ერთი ღრმად ამოვიხვნეშე და ფეხზე წამოვდექი.
-შეგიძლიათ კაზინოს მეორე მხარეს ივახშმოთ, ამავე დროს ჩვენი პერსონალი მოგემსახურებათ.
-ეს ოფიციალური წინადადებები უკვე ზეპირად ვიცით, რამე განსხვავებული გვითხარი.-ჩემსკენ წამოვიდა ერეკლე.
-ვერ გავიგე... სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ...-უკან დავიხიე და წასვლა დავაპირე. ჩემს ამ ქცევაზე დადიანმა წაგებულებს გახედა და მათაც საზიზღარი ხარხარი ატეხეს. მეც გულიანად გამეცინებოდა, ჩემი სტატუსი რომ დამვიწყებოდა. შეურაწმყოფილმა გვერდით ჩავუარე და მოსაცდელ ოთახში შევედი. სავარძელზე მხოლოდ ნიკა იჯდა. სხვა არავინ ჩანდა.
-ნიკა, თათა სად არის?-ვკითხე პირდაპირ.
-შენი სამუშაო საათები დამთავრდა ბაია. შეგიძლია სახლში წახვიდე.-პასუხს თავი აარიდა მან და გარეთ გავარდა. საათს შევხედე. ჯერ მხოლოდ 8 საათი იყო და როგორც ვიცოდი თერთმეტამდე უნდა მემუშავა.
-ეს ყველაფერი ძალიან მაეჭვებს...
იქვე ჩამოვჯექი და ჩავიფიქრდი. ეს ყველაფერი ძალიან არ მომწონდა და გაურკვეველ მდგომარეობაში ვიყავი. ბევრი ვიყოყმანე და ბოლოს გადაწყვეტილებაც მივიღე. 11 საათამდე აქედან ფეხსაც არ მოვიცვლიდი!
კურტუმოს ქნევით გავედი დერეფანში და ის იყო სააბაზანოში შესვლას ვაპირებდი, რომ ნაცნობმა ხმამ ადგილზე გამაქვავა.
-ისედაც ძალიან მომხიბვლელი ხარ! გამომწვევი მოქმედებები არაფერში არ გჭირდება...

.........................................................
მესამე თავი!
ჩემს პასუხისმგებლობის გრძნობას ვერაფერი მოვუხერხე და მაინც დავდე...
ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ დიდი თავი რომ გინდათ ''მწერალს'' სტიმულიც უნდა მისცეთ. ამდენი ნახვა აქვს და არც ერთი კომენტარი!
თქვენ ხომ იცით რამხელა ადგილი გიკავიათ ჩემს ცხოვრებაში...
ველოდები თქვენს შეფასებებს ..სიყვარულით სოფიკო...



№1 სტუმარი სტუმარი

სოფოოო გააგრძელე,

მოუთმენლად ველოდებით შემდეგ თავს

და რაც შეიძლება მალეეე love

 


№2  offline მოდერი sopiko

სტუმარი
სოფოოო გააგრძელე,

მოუთმენლად ველოდებით შემდეგ თავს

და რაც შეიძლება მალეეე love

მადლობა ჩემო კარგო. მალე იქნება მალე... სამწუხაროდ გადატვირთული გრაფიკის გამო უფრო დიდ თავებს ვერ დავდებ...

 


№3  offline მოდერი ლილიანა

სოფ ახლა წავიკითხე სამივე,ღიმილი არ მომცილებია სახიდან,ძალიან ლაღი და მხიარული ისტორიაა,გელოდები
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4  offline წევრი მოჟუჟუნე

ძალიან კარგია...

 


№5  offline წევრი anushka15

ძალიან მომწონს <3

 


№6  offline მოდერი sopiko

ლილიანა
სოფ ახლა წავიკითხე სამივე,ღიმილი არ მომცილებია სახიდან,ძალიან ლაღი და მხიარული ისტორიაა,გელოდები

დიდი მადლობა შენ რომ ყოველთვის გვერდით მიდგახარ და არ "მშორდები" :-D ვცდილობ აღარავინ აღარ ვატირო ჩემს მოთხრობაზე და სულ გაცინოთ და გაცინოთ <3
მოჟუჟუნე
ძალიან კარგია...

anushka15
ძალიან მომწონს <3

მადლობები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent