შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ შეგხვდი შუაღამისას (თავი 11)


3-10-2015, 22:28
ავტორი chica sol
ნანახია 3 165

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, როცა ოთახი საფუძვლიანად დავალაგე, წიგნს ხელი მოვკიდე, გარეთ გავედი, ჩემს ოთახთან არსებულ უახლოეს კიბეზე ჩამოვჯექი და წიგნში ჩავყავი თავი. ხუთი წუთი თუ იქნებოდა გასული ჩემი განმარტოვებიდან, რომ ვირძენი გვერდით ვიღაც როგორ მომიჯდა. იმედიანად გავხედე, მეგონა ლაშა იქნებოდა, მაგრამ ნიკას დანახვისთანავე, წიგნი დავხურე და ასადგომად წამოვიწიე.
-ბელა, მოიცადე. ხუთი წუთი დამითმე.- ხელი წამავლო და კიბეზე თითქმის ძალით ჩამომსვა. - საჩხუბრად არ მოვსულვარ...
-რა გინდა? -შევუბღვირე დაეჭვებულმა. ხელზე მივუთითე და მანაც გამიშვა. სასწრაფოდ გულზე დავიკრიფე.
-მინდა პატიება გთხოვო. საზიზღრად ვიქცეოდი. -სრულიად სერიოზულმა მითხრა.
-რა? -პირი დავაღე და გაკვირვებისგან თვალები ვჭყიტე. ვითომ გონს მოეგო? თუ ისევ რაღაცას აწყობდა?
-ვიცი, რომ საშინლად ვიქცეოდი. სანამ ერთად ვიყავით ბევრი გოგო მყავდა, გატყუებდი, ვეჭვიანობდი... მაგრამ ახლა უკვე როცა აქ ხარ... უბრალოდ, არ მინდა დაგკარგო. გესმის?
-შენ მე უკვე დამკარგე.- შევეპასუხე.
-მიკვირს, ასე მალე როგორ მოახერხე გაუცხოვება? -გაოცებულმა წაიბუტბუტა ჩუმად.
დამცინავად გავხედე. ნუთუ ეს მართლა უკვირდა? ამაში ხომ ხელი თავად შემიჭყო?
-მხოლოდ ესაა? - მოთმინება დავკარგე.
-მოკლედ იმის თქმას ვცდილობ, რომ არ მინდა გძულდე... -სახეზე ვედრება ეხატა.
-არ მძულხარ. -ეს სიმართლე იყო. აღარ მიყვარდა, ნაწყენიც ვიყავი, შეურაწყოფილიც, მაგრამ არ მძულდა.
-ძალიან კეთილი ხარ. სულ ამას გეუბნებოდი გახსოვს? -სევდიანად გამიღიმა. - მეგობრობა მაინც თუ შეგვიძლია?
- კი, თუ ცუდად არ მოიქცევი. -მეც გავუცინე. ნეტავ დიდი ხნით რატომ არავისზე შემეძლო გაბრაძება?
-გპირდები კარგად მოვიქცევი. -ხელი გამომიწოდა.
-მაშინ, შეგვიდძლია ვიმეგობროთ. -ხელი ჩამოვართვი.
-აი, სულ ეს იყო. მადლობა რომ მომისმინე. საოცრება ხარ. - ორი ნაბიჯით დაშორდა და ისევ მომიბრუნდა. - ხო მართლა, ლაშას ჩემს მაგიერ მოუხადე ბოდიში.
-გადავცემ. -დავპირდი.
-კარგად. -ხელი დამიქნია.




საღამოს მე და ელენე ოთახში ვიყავით. ყველა დავალება მომზადებული მქონდა და უსაქმოდ ვიყავი. ელე უკვე ერთი საათია დათოს ელაპარაკებოდა ტელეფონით. საჩქაროდ “ნაოშნიკები“ გავირჭე ყურებში, რომ ელეს თავი შეზღუდულად არ ეგრძნო და თავისუფლად ელაპარაკა.
საწოლზე დავწექი და თვალებ დახუჭული, ფიქრებმა წამიღო.
ელენემ მხარზე ხელი დამადო.
-რა მოხდა? - ყურსასმენები მოვიხსენი.
-ლაშა კართან გელოდება.- გადმომიჩურჩულა და ისევ ტელეფონზე გააგრძელა ლაპარაკი.
რატომღაც დღეს ლაშას მოსვლას აღარ ველოდი. ვფიქრობდი, რომ ისევ ნაწყენი იქნებოდა. ამიტომ ვიფიქრე, რომ რაღაც მოხდა და კარი შეშინებულმა გავაღე.
-ლაშა რა მოხდა? -შეშფოთებულმა გადავუჩურჩულე.
მომიახლოვდა და ჩამეხუტა.
-არაფერი ცუდი, სულელო , დაწყნარდი. წამოდი გავიაროთ ცოტა.
სახურავზე ასასვლელ კიბეებს ზევით მივუყვებოდით. სხვაგან სად შეგვეძლო წასვლა? ამ კედლებს ვერ ვშორდებოდით. შეიძლება, ლაშას უთვალთვალებდნენ, ან ჩემი სახე ამოიცნეს ქუჩის კამერების დახმარებით, ამიტომ უნდა მოვრიდებოდით გარეთ ერთად გასვლას.
დაძაბული ვიყავი. გზებს ვეძებდი, ლაშასთვის ისე როგორ მეთქვა ნიკასთან ლაპარაკის ამბავი, რომ ისევ არ გაბრაზებულიყო.
-ბელა, დღეს საშინლად გავბრაზდი, მაპატ...
-მორჩი ამაზე. -ტუჩებზე ხელისგული ავაფარე. ვიგრძენი ჩემი თითების ქვეშ, როგორ გაიღიმა.
ხელზე ხელი მომკიდა, ტუჩებიდან მოიშორა და ხელზე მაკოცა.
-რაღაც გაწუხებს. -მითხრა უცებ.
-ხო. რაღაცის თქმა მინდა, მაგრამ შენი რექცია მაშინებს. -ვცადე მშვიდი გამომეტყველება მიმეღო.
-რამე ისეთია რომ გავბრაზდები? -სიცილს იკავებდა. მომეხვია და მეც თავი მკერდზე მივადე.
-ნიკას ველაპარაკე. -ამოვიჩურჩულე ხმაწასულმა.
-მერე?- ხმა არ შესცვლია, მაგრამ ჩემს წელზე შემოხვეული ხელები დაეძაბა.
-მითხრა, რომ თავს დაგვანებებს და ორივეს პატიება გვთხოვა. მეგობრობა მთხოვა და დავთანხმდი. წინააღმდები ხარ?
-შენ თუ არ შეგაწუხებს მაგასთან მეგობრობა, მე წინააღმდეგი არ ვარ. იმედია, მთლად გადაბმულ მეგობრებად არ იქცევით და დღის ნახევარს არ გაატარებთ ერთად. არ მაეჭვიანო. იმედია ხონს მოვიდა და არაფერს ხლართავს...
-ხო გონს მოვიდა, ალბათ მუშტი მოხვდა ძლიერად და აზროვნება დაიწყო. -გავიხუმრე, რომ დაძაბულობა გამქრალიყო.
-ალბათ. -გაეღიმა ჩემს ხუმრობაზე. -რატომ არ შემიძლია შენზე გაბრაზებული ვიყო? -შუბლზე მაკოცა.
ლაშამ თემა შეცვალა და მეც მივხვდი, რომ ნიკას საკითხი დახურული იყო.
-ალბათ მართლა გიყვარვარ და იმიტომ. -ეშმაკურად მივაცქერდი.
ამ კომენტარზე გაეცინა. საოცარი სიცილი ჰქონდა. სუნთქვა გამიჩერდა.
„ ნეტავ რით დაგიმსახურე?“ გავიფიქრე გულში.
-კი, მიყვარხარ. უზომოდ... -თვალებში მიყურებდა.
- ეს მინდა სულ რომ მესმოდეს. -ამოვილაპარაკე გულაჩქარებულმა.
-მიყვარხარ, ბელა. პირველივე დანახვით შემიყვარდი. იმდენად მიყვარხარ, რომ შენით გავინათებ გზას, მზე რომ არ იყოს, შენით ვისუნთქებ უჰაერობაში. შენ მომიკლავ წყურვილს უწყლოობაში, შენ შეაჩერე დრო ჩემს სამყაროში, გვირაბის ბოლოს სინათლე დამანახე, ამაყვავე, იმედი გამიღვიძე. ღიმილი გამახსენე... შენ ყველაფერი ხარ ჩემთვის გაიგე? არასოდეს მომბეზრდება ამის გამეორება... მიყვარხარ ბელა, მიყვარხარ...
მონუსხელი ვიდექი. სისხლი თავში მაწვებოდა. ჩემი აჩქარებული გულისცემა, ალბათ ორი ქუჩის იქითაც ისმოდა. ვიცოდი, რომ რამე უნდა მეთქვა. მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. თვალებიდან დაუსრულებელი ცრემლის ნაკადი მდიოდა. მთელი ტანი დახორკლილი მქონდა...
ხელები მოვხვიე კისერზე, თითის წვერებზე ავიწიე და ტუჩებზე ავეწებე. ვკოცნიდი მთელი გრძნობით, მთელი ვნებით. ვერ ვიტევდი ემოციებს და ცრემლებად გამომქონდა გარეთ. ბედნიერი ვიყავი... უზომოდ ბედნიერი...


მიუხედავად იმისა, რომ საშიშროება ნებისმიერ წამს შეიძლებოდა თავს დამტეხვოდა და სიცოცხლეს გამოვსალმებოდი, თავს მაინც უჩვეულოდ მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობდი. ლაშას გვერდით სხვანაირად არც შემეძლო. მის მკლავებში თავს ცუდად ვერც ვიგრძნობდი, მისი მოალერსე ხელები და ტუჩები, ყოველგვარ მღელვარებას მიბერტყავდა თავიდან.
გვიან ღამით როცა ჩემთან არ იყო ლაშა და ამ პრობლემებზე დავფიქრდებოდი, კანკალი მიტანდა. თავს ტყუილად იტანჯავ, არაფერი ცუდი არ მოხდებაო, მსაყვედურობდა ლაშა და მეც ყველანაირად ვცდილობდი, აღარ მეფიქრა ამაზე.
ლაშაც ერიდებიდა ამაზე ლაპარაკს. ცდილობდა არ მენერვიულა. თუმცა ვხედავდი თვითონ როგორ ნერვიულობდა. როცა მის დაძაბულობას ვგრძნობდი, ან მის დაჟინებულ მზერას, ვხვდებოდი მომავალზე ფიქრობდა. მაშინვე ჩავეხუტებოდი და ერთმანეთის ტუჩებს მინდობილებს ყველაფერი გვავიწყდებოდა.

***

ჩემო საყვარლებო...
ახალი თავი მოგიტანეთ.
ჩემო კარგებო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ვინც კითხულობთ და შეფასებებს მიწერთ. ძალიან მინდა ვიცოდე თქვენი აზრი და კიდევ ერთხელ გთხოვთ შეფასებებს...
მიყვარხართ ყველა.
თქვენი მარი.



№1  offline წევრი milangirl

ძალიან მომწონს ეს ისტორია და მიხარია რომ არ აგვიანებ ხოლმე. ნიკა რაგაც არ მომწონს და რავი აბა. მგონი რაღაცას ხლართავს. იმედია ვცდები

 


№2  offline მოდერი chica sol

milangirl
ძალიან მომწონს ეს ისტორია და მიხარია რომ არ აგვიანებ ხოლმე. ნიკა რაგაც არ მომწონს და რავი აბა. მგონი რაღაცას ხლართავს. იმედია ვცდები

მე კი მიხარია, რომ მოგწონს. love
ცვდილოობ. ვერ ვდებ დიდ თავებს, მაგრამ ვცდილობ ყოველ დღე დავდო.

 


№3  offline ახალბედა მწერალი MariamG

ხომ იცი,რომ მომწონს <3 რაღა დავამატო ძალიან კარგია ჩემო გოგო!!
მიყვარხარ❤

 


№4 სტუმარი darina

Xom ici rom shen chemi gogo xar da dzalian shemayvare tavi, sul velodebi axal tavs da imedebsac ar micrueb.

 


№5  offline მოდერი chica sol

MariamG
ხომ იცი,რომ მომწონს <3 რაღა დავამატო ძალიან კარგია ჩემო გოგო!!
მიყვარხარ❤

ჩემი გოგოო love კი ვიცი, ვიცი. wink
მიყვარს ჩემი მარი love

darina
Xom ici rom shen chemi gogo xar da dzalian shemayvare tavi, sul velodebi axal tavs da imedebsac ar micrueb.

ჩემი გოგოც ჩემთანაა... love
მომენატრე love

 


№6  offline მოდერი chica sol

პანკი
ოჰო, კარგი იყო, მაგრამ უფრო მეტად მინდა მოვლენების განვითარება. სხვა ფაზაში გადაიყვანე მათი ურთიერთობა.
მიყვარხარ.
წარმატებები.
პანკი.

იქნება მალეე ჩემო გოგოო❤
ეს მე მიყვარხარ შენ

 


№7  offline მოდერი nicol

ჩემი მარიკუნაა love love love
მოვიცალე და თურმე რამდენი თავი დამგროვებია წასაკითხად?! love
თან როგორი თავები?! love
უჰ, ვისიამოვნე ძალიან love
სხვა რა ვთქვა ვგიჟდები შენზე, ჩემო თბილო და ტკბილო გოგო love

სიყვარულით ნიკოლი love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№8  offline მოდერი chica sol

nicol
ჩემი მარიკუნაა love love love
მოვიცალე და თურმე რამდენი თავი დამგროვებია წასაკითხად?! love
თან როგორი თავები?! love
უჰ, ვისიამოვნე ძალიან love
სხვა რა ვთქვა ვგიჟდები შენზე, ჩემო თბილო და ტკბილო გოგო love

სიყვარულით ნიკოლი love

ჩემი უსაყვარლესი გოგოო. ❤
რა ძალიან მიყვარხარ რომ ოცოდე ჩემო გოგო და როგორ მაკლდი.
უყვარხარ შენს მარის❤

 


№9  offline წევრი TAKO23

.....................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent