შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მაპატიე...დავაშავე,რომ შემიყვარდი! [ნ.წ I]


4-10-2015, 11:38
ავტორი ....
ნანახია 2 385

ნიკა ბერძენიშვილი 17 წლის,როგორც ყველა ბიჭი ესეც ბაბნიკია.
ჰყავს 3წლის და.მამა,ბატონი თამაზი ერთ-ერთი გამორჩეული ქირურგია.
საშუალო ფენის წარმომადგენლები არიან. დედა პატარა ანასტასიას მშობიარობას გადაჰყვა.2წლის განმავლობაში საშინელი დეპრესია ჰქონდა.ყველაზე მძიმედ გადასატანი იყო ნიკასთვის ეს ყველაფერი. მითუმეტეს,რომ ახალ სკოლაშიც გადადიოდა.დედის გარდაცვალების შემდეგ თითქმის სულ იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილს.
ახალი სასწავლო წელი იწყება.ყველაზე მეტად კი ნიკას არ უნდოდა ახალ სკოლაში წასვლა.
ძლივს ადგა საწოლიდან,სააბაზანოში შევიდა თავი მოიწესრიგა და სამზარეულოსკენ გაემართა.
პატარა ანასტასიას უკვე გაეღვიძა და ნანი(ძიძა) საჭმელს აჭმევდა.
-მოდი ნიკა შვილო ჭამე და ისე წადი.
-არა ნანი დეიდა.წავალ თორემ დავაგვიანებ.
სახლიდან გამოვიდა და სკოლისკენ აიღო გეზი.
გზაში მის განვლილ 2წელზე ფიქრობდა. დედამისის გარდაცვალების შემდეგ სრულიად შეიცვალა,არც საძმაკაცოში,არც უბანში.არავის არ უნახავს ესეთი ნიკა.
ადრე თუ მის პატარა დას ყურადღებას არ აქცევდა,ახლა ისეთი მზრუნველი გახდა,რომ სულ ნიკასთან ერთად ატარებს დიდ დროს ანასტასია.
მხოლოდ დის მიმართ არის ასეთი თბილი.
სხვა დანარჩენს კი უხეშ,ცივ და ნაგლ ნიკად უხასიათებს თავს.
არასოდეს ქონია ბრწყინვალე ბავშვობა.
10წლის ასაკიდან ცდილობდა დედას და მამას დახმარებოდა,ისიც მუშაობდა რითიც შეეძლო.
საღამოს კი ლუკმა-პურის ფული ჰქონდა.
დედაც და მამაც ხშირად ეუბნებოდნენ,რომ თუ არ იმუშავებდა მშიერი დარჩებოდა.
10წლის ბავშვმა რა იცის აბა მეტი.რასაც მშობლები ეუბნებოდნენ იმას აკეთებდა.
მაგის გამო სკოლაში 2წელი გაუცდა.შემდეგ ექსტერნად გადააბარა და სწავლა გააგრძელა.
დაახლოებით 14წლის ასაკში გაიგო,რომ ოჯახში კიდევ ერთით მეტნი იქნებოდნენ.ამის შემდეგ მატერიალურადაც გაიზარდნენ აღარ უჭირდათ ისე როგორც ადრე.
გაუხარდა,მართლა გაუხარდა...ყველაზე მეტად ნიკას უნდოდა ჰყოლოდა და ან ძმა და ეს ოცნებაც აუხდა.
მერე?! მერე დრო გავიდა და გაჩნდა პატარა ანასტასია.სამწუხაროდ დედა მშობიარობას გადაჰყვა.
შემდეგ იყო დეპრესიები.ქუჩაში დგომა,სახლში არ მისვლები,ცუდ ხალხთან ურთიერთობა.არავის უსმენდა ძმაკაცებსაც კი არ უგდებდა ყურს.
მერე როგორც იქნა გონს მოეგო და ცხოვრება გააგრძელა.
ახლა კი სკოლის ეზოში დგას და შესვლის ზარს ელოდება.
როგორც,იქნა დაირეკა შესვლის ზარი.დაახლოებით 15 წთ საკლასო ოთახი ეძება.
შემდეგ გაცნობები.ახალ კლასელებთან შეგუება და ერთი ამბავი იყო.
დერეფანში,ფანჯარასთან იდგა ბიჭებთან ერთად რაღაცაზე საუბრობა...
უცებ მწველი მზერა იგრძნო,რომ გაიხედა ხელში გოგონა შერჩა. ისეთი საყვარელი იყო,ისეთი სითბოთი უყურებდა,რომ მოუნდა ჩახუტებოდა.თუმცა თავი შეიკავა რატომ?! მანაც არ იცის.
მაგ დღის შემდეგ სულ მასზე ფიქრობს.კლასელების დახმარებით გაიგო რაღაცეები მის შესახებ.შემდეგ?! შემდეგ გაიცნო.. გაიცნო და რამოდენიმე დღეში სიყვარულშიც გამოუტყდნენ,ერთმანეთს.
ყველაზე ბედნიერიი წყვილი იყო.არაფერი უჭირდათ,ერთად თავს კარგად და კომფორტულად გრძნობდნენ ...
ბედნიერებისგან ასხივებდნენ.
ისეთი თბილები და ტკბილები იყვნენ,საოცრებები.ერთმანეთს უხდებოდნენ...
ზუსტად 6თვე იყვნენ ერთად,მერე რამოხდა?! არავინ იცოდა.. ბიჭი ადგა და წავიდა.
მარიამი კი დარჩა გულნატკენი.
ასე უმიზეზოდ ადგა და მიატოვა.
სკოლაშიც არ ჩანდა.
არავინ არაფერი იცოდა ნიკაზე.
არც ძმაკაცებმა..
ბევრიი ეცადეს,ყველაგან ეძებენ თუმცა ამაოდ.
ნიკა არსად ჩანდა აორთქლდა.
მისი კვალი დაიკარგა.
ხოლო მარიამის გულში კი მოგონებები დარჩა 6თვიანი მოგონებები..
არადა ერთმანეთი როგორ უყვარდათ იცით?! გიჟდებოდნენ,აფრენდნენ ერთ დღესაც ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ...
მერე რაღაც დროის შემდეგ გაირკვა,რომ
ნიკა ამერიკაშია-მარიამი საქართველოში.
ნიკა ამერიკაში ერთობა-მარიამი აქ დეპრესიაშია.
ნიკას არავინ აინტერესებს-მარიამს კი ნიკა უნდა მხოლოდ.
მხოლოდ ნიკა-მარიამი,მარიამი და ნიკა .
მიზეზი რატომ წავიდა ნიკა ამერიკაში,ისე რომ არავის არაფერი უთხრა?!
წვიმდა,ისე საშინლად წვიმდა,პატრონი ძაღლსაც კი არ გაუშვებდა გარეთ.
ნიკა და მარიამი ორი ყველაზე გიჟი პიროვნება,იდგნენ წვიმაში გარეთ და ტანგოს ცეკვავდნენ...
ისეთი ლამაზი სანახავი იყო,შეშურდებოდათ მათი.
თურმე ერთმანეთთან ბოლო დღეს ატარებდნენ.
ცეკვაში გართულებს,ნიკას ტელეფნის ხმამ გამოაფხიზლეს,მამამისი ურეკავდა.


(ვიცი,რომ პატარა თავია და მეტს ელოდით უბრალოდ ვერ ვასწრებდი ახლა მივდივარ მასწავლებელთან და საღამომდე ვერ დავწერდიი ...როგორია ღირს გაგრძელება ?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent