შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შოკოლადისფერი “ნაწილი მეექვსე“


4-10-2015, 16:08
ავტორი მორი-ელი
ნანახია 2 743

იმედგაცრუების საშინელი შეგრძნება და საკუთარ თავში დაურწმუნებლობის განცდა,ჩემს სხეულში ძალიან ცუდ რეაქციას იწვევს,ერთ დღეში ისე შეიცვალა ყველაფერი დამავიწყდა თუ საეროდ რას ვაკეთებდი წინათ,ან ვაკეთებდი საერთოდ რამეს?!ფიქრისგან გონება კიარა ყველაფერი დამეღალა,საკუთარი თავის რწმენა დავკარგე,რამაც ჩემი კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენება განავითარა,გავუფასურდი და აღარც რეგენერაციის უნარი შემწევს,ვერც ადამპატიაცს ვახერხებ,ხომ შეიძლება,რომ შევეგუო ჩემს ახალ მდგომარეობას,მაგრამ არა,მე ისევ პირვანდელი სახე მირჩევნია,ოღონდ როგორ აღვიდგინო არ ვიცი.სურვილები,საერთოდ გაფერმკრთალდა,დაჩის და ანეტას ყურებაც კი მაღიზიანებს და მაშფოთებს,აქამდე არ ვიცოდი,ასეთი პერიოდი საერთოდ თუ დგებოდა ადამიანის ცხოვრებაში,მაგრამ ახლა ნათლად ვხედავ,რომ ყველა პიროვნებას ცხოვრებაშია კრიზისული პერიოდი,როდესაც საკუთარი სხეულის შეჭმას ვიწყებთ,რადგან გარე ფაქტორები უარყოფითად მოქმედებენ,თუმცა უარეს შედეგს ვაღწევთ,რადგან შედეგი უარესია.არ ვცდილობ აღვდგე,ჩემს სხეულს ვჭამ,დარდით,ტკივილით,ცუდი ფიქრებით,არ შემიძლია დავივიწყო დღევანდელი და ვიფიქრო ხვალინდელზე,არადა ეს ნამდვილად დამეხმარება,საკუთარი ძალების აღდგენასა და სიმშვიდის მოპოვებაში.ჩემს ფიქრებში იმდენად ჩავიძირე,რომ როგორ შევედი სახლში და როგორ დავჯექი დივანზე ვერ გავიგე ,ამ ყველაფერს მაშინ მივხვდი,როდესაც ცივი წვეთები ვიგრძენი სახეზე.ანეტა იდგა ჩემს წინ,ჯამით ხელში,თითებს ისველებდა და სახეზე მაპკურებდა,თავი ავადმყოფი მეგონა.იმედგაცრუებული წამოვდექი და ჯამი გამოვართვი,მერე სამზარეულოში გავლასლასდი წყლის დასალევად,ჯამიც იქვე დავტოვე,როდესაც წყალი დავლიე უკან მოვბრუნდი და დაჩის შევეფეთე,ფერი სულ დაეკარგა,კანკალებდა და ხელებს მუშტავდა.ათასი კითხვა ამომიტივტივდა,მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე,მივხვდი,რომ ჩემს საქციელს არ იწონებდა,მაგრამ არც იმას ცდილობდა ჩარეულიყო.
-დაიცადე!-მომიგო,როდესაც მის გვერდით ჩავიარე და ხმის გაგონებაზე შევკრთი,ადგილზე გავიყინე და ძმისკენ შევტრიალდი.-თუ ასე გინდა შენი ნებაა,მე არ ვერევი-მითხრა მშვიდად.
-რას გულისხმობ?-ვკითხე გაკვირვებით და ახლოს მივედი.
-მასთან მუშაობაზე უარი არ გითქვამს-მომიგო მან და ჭიქა აიღო,მე შევცბი,სიმწრით ენაზე ვიკბინე.
-დაჩი,მე-დავიწყე ახსნა,მაგრამ მან არ მომისმინა,წყალი დალია და გავიდა.-არ მინდა იქ მუშაობა-დავაწიე სიტყვები,მაგრამ მას ეს არ გაუგია,თვალები ადრინდელივით ამემღვრა და ცხარე ცრემლები წამომცვივდა.სამზარეულოდან მეც გავედი და ჩემს ოთახში შევედი,საწოლზე პირქვე დავემხე და ტკივილს უფლება მივეცი,შევეჭამე.დიდხანს,თითქმის საღამომდე ვიყავი ასე,მერე გამოვერკვიე და წამოვდექი,რატომღაც დემეტრესთან დარეკვა გადავწყვიტე და ასეც მოვიქეცი,დამავიწყდა შიში და გაბედულად ველოდი მის ხმას,რომელიც ყურმილში გაისმებოდა.
-გისმენთ!-მითხრა,აუტანელმა ხმამ და ცოტა ავღელდი.
-დემეტრე!-მკაცრი ტონით მივმართე.

-მარიამ!-უსიამოვნო ხმა ჰქონდა-რატომ რეკავ?-მკითხა,თითქოს არ იცოდა პასუხი.

-მოვითხოვ ბოდიში მომიხადო დღევანდელის გამო-რა სისულელეს ვამბობ,როცა ვიცი,რომ ის არაფრის დიდიდებით არ მოიხდის ბოდიშს და პირიქით უარესად დამამცირებს.

-ბოდიში!-მის ნათქვამზე სხეულში მიწისძვრა მოხდა,რაღაც ტალღებმა გაიარეს და გულამდე მივიდნენ.-კმაყოფილი ხარ?

-სავსებით-ცინიკურად ჩავიცინე მე-ხვალ დილით მოვიდე ხო?-ვკითხა უბრალოდ.

-რა თქმა უნდა-მომიგო მან,მე კი უარესად დავიბენი,რამ შეცვალა ასე ვერ მივხვდი,უყურე ამას,შებრალებაც სცოდნია,მაგრამ არ მინდა ვებრალებოდე,არ ვარ სუსტი და შემიძლია ატანა.
ტელეფონი გავთიშე და სიხარულის შეგრძნებამ,რომ შემომიტია პატარა ბავშვივით დავიწყე ხტუმვა,მაგრამ მერე შემეშინდა,რომ სიხარული ხშირად დროებითია და ტკივილიც არის,ამიტომ ნაადრევი ზეიმი შევწყვიტე და ოთახიდან მშვიდად გავედი,რომ დაჩისთვის და ანეტასთვის მეთქვა.მაგრამ,სახლი ცარიელი დამხვდა,ფრუტუნით ჩავიცვი ფეხზე და გარეთ გავედი,უკვე საღამო იყო,მზის ჩასვლის და მთვარის ამოსვლის საოცარი მომენტი,საოცარი ფერები რომაა ხოლმე ცაზე გაფანტული,მოლაჟვარდისფრო,მოიისფრო,მოწითალო,
ყველაფრით ტკბობა,რომ მომინდა,მაშინ მოიქუფრა და ჩამოიქცა ცა,ამინდიც რა უცნაურია,მოღრუბლული არ იყო და გაწვიმდა,თუმცა წვიმა იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა,სახლში ქოლგისთვის მიბრუნება გადავწყვიტე,მაგრამ გადავიფიქრე.დიდხანს ვიბოდიალე წვიმაში,სიმშვიდის საოცარ შეგრძნებას ვგრძნობდი.თუმცა ყველაფერი ხანმოკლე აღმოჩნდა,როდესაც ჩემს წინ ქოლგით მიმავალი დემეტრე დავინახე,ღრმად ჩავისუნთქე და დავეწიე.
-გამარჯობა!-მივესალმე მე,მან კი ხმა არ გამცა-რას მივაწერო თქვენი ბოდიში,შეიძლება ამაზე ვისაუბროთ?
-ბოდიში?-მომიბრუნდა გაცოფებული-მე შენ ბოდიშს არასოდეს მოგიხდი და საერთოდ რას გადამეკიდე,ხომ ხედავ,რომ შენი დანახვა მაღიზიანებს
-კი მაგრამ-დავიბენი-ცოტახნის უკან გელაპარაკე.
-არ მაინტერესებს რა მოხდა ცოტახნის უკან,გამცილდი-ხელი მკრა და თავი ძლივს შევიკავე,თორემ გუბეში ჩავვარდებოდი.
-მეც არ მეგონა,როგორ გამოსწორდა-მეთქი-მივუგე გაბრაზებული ტონით და ხელი მოვიმარჯვე დასარტყმელად.-ქალი ვარ და არ შემეფერება-დავუშვი.
-ყველა ქალს ქალი არ ჰქვია,შენ მითუფრო-ცინიზმით აღსავსემ დამხედა და ნაბიჯს აუჩქარა.
-არაკაცები არ იცვლებიან-გამოვცერი კბილებში და უკან დავიხიე-ისევ ისეთი დარჩები,შენ ვერაფერი გამოგასწორებს.
-არც მინდა ვინმეს გამო შევიცვალო,მითუმეტეს შენს გამო რა უფლებით მოდიხარ და მიდგენ როგორი ვიყო და როგორ მოვიქცე.
-წადი შენი!-დავიყვირე და ზურგი ვაქციე,მისკენ აღარც მივტრიალებულვარ,არც ვიცი წავიდა თუ მიყურებს,ინტერესი მკლავს,მაგრამ არ ვიხედები,არ მინდა ჩემს სისუსტეში დავარწმუნო.
შოკოლადისფერი “ნაწილი მეექვსე“

* * *
გაბრაზებული შევარდა სახლში და დემეტრეს კაბინეტისკენ აიღო გეზი.კარი ფეხით გააღო და ძმას თავს დააცხრა გაშმაგებით.
-რა მოგივიდა,ამის დედაც-აღრიალდა დემეტრე,როდესაც ძმამ საქაღალდეები დაასველა-ვერ ხედავ ვმუშაობ,რამდეჯერ გითხრა ნუ ვარდები გიჟივით.
-დავითარსე,ამის დედაც-ამოიგმინა გაბრიელმა.
-რებს ბოდიალობ?-ჰკითხა დემეტრემ და საჩქაროდ მოაცილა წვიმის წვეთები მაგიდას და ფურცლებს.
-მარიამი ვნახე,თავი კიდევ ვერ შევიკავე.-დემეტრე გაფითრდა,ხელები მომუშტა და ძმისკენ დასარტყმელად გაიწია,როდესაც ოთახში მამამისი შემოვიდა.
-რა ამბავია რა გაჩხუბებთ?-ჰკითხა ნიკამ მათ-სიმშვიდე აღარ მეღირსება ამ ოჯახში?-ხრიწინით თქვა მან.
-მამა დაგვტოვე,მე და გაბრიელს საქმე გვაქვს-მიუგო თხოვნით დემეტრემ.
-ამდენი აღარ შეიძლება-ამოიოხრა მოხუცმა-სიმშვიდე მომანატრეთ,ამდენი ბავშვობაში არ გიჩხუბიათ რა გეტაკათ.
-ეგ დემეტრეს ჰკითხე მამა.ვიღაც დედა მ-დემეტრემ ვეღარ მოითმინა და მაგრად გასცხო,ისე,რომ გაბრიელი კედელს მიეჯახა,ნიკა გაგიჟებული მივარდა დემეტრეს.
-სულ გადახვედი ჭკუიდან?-დაუყვირა შვილს.
-მე თუ შენი შვილი,ყველაფრის პატივისცემა აქვს დაკარგული ამ ქვეყნად,მეტი უნდა,კარგად უნდა ვცემო,რომ გონს მოვიდეს.
-ხელი აიღე შენს ძმაზე,მე გიბრძანებ-მიუგო ნიკამ და გაბრიელისკენ წავიდა-შენ კი გონებას მოუხმე,თორემ სათანადო ფორმებს მივმართავ.-გაბრიელი გაღიზიანებული გაიმართა მხარში და გახეთქილ ტუჩზე ხელი მიიდო და სისხლიანი თითები,რომ დაინახა უარესად გაღიზიანდა.
-ამას აღარ მოვითმენ-ფეხი ასცხო სკამს და ოთახიდან გავარდა.დემეტრე განერვიულებული ადგილს ვეღარ ეძებდა ოთახში,ჰალსტუხი შეიხსნა და მაგიდაზე დააგდო.-მამა გადი-უბრძანა ნიკას,რომელიც იდგა და შვილს უყურებდა.-გა-დი-დაუყვირა მან და ნიკაც უხმოდ გავიდა ოთახიდან.
სავარძელში ჩაესვენა და ხელებში ჩარგო სახე.“რა მოგიხერხო გაბრიელ რა“-აღმოხდა სასოწარკვეთილს.“მე რატომ მაფუჭებ,რატომ ასაღებ თავს ჩემად“.-გაურკვევლობაში ჩავარდნილს სამსახურის საქმეები საერთოდ გადაავიწყდა.



№1  offline წევრი Imagination

საღვარელოოო შენაა. ინტრიგანო გოგონა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent