შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა არის ნამდვილი სექსუალურობა: 7 რამ, რასაც უნდა მიაქციოს ყურადღება ყველა ქალმა


17-09-2015, 22:17
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 588

ბევრი თვლის, რომ ქალი სექსუალურია, როცა ჟურნალის ყდაზე გამოსახული მოდელივით გამოიყურება. მაგრამ სინამდვილეში სექსუალურობა სხეულის სილამაზეში და გამომწვევად ჩაცმაში არ არის. ეს არის - ქალის უნარი წარმოაჩინოს საკუთარი თავი.
გთავაზობთ 7 თვისებას, რომელიც ქალს წარმოუდგენლად მიმზიდველს ხდის:

1. საკუთარი თავის რწმენა
როცა ქალი დარწმუნებულია იმაში, რომ ის რაღაცას წარმოადგენს, გარშემომყოფებიც ამას იფიქრებენ. ყურადღება მიაქციე სიარულის მანერას. გაიმართე წელში, აწიე ნიკაპი, იყურე წინ და გაიღიმე. საკუთარი თავის რწმენა – სექსუალურია.

2. ქარიზმა
ბევრი ქალი თვლის, რომ მამაკაცებს ქალის იდეალური გარეგნობა იზიდავს. მაგრამ რეაულურად ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ასეთი ქალები ხშირად აშინებენ. ამიტომაც მათ ხშირად არ უმართლებთ პირად ცხოვრებაში. მამაკაცებს პირველ რიგში იზიდავს ქალის ქარიზმა. შინაგანი ძალა, გონება და იუმორის კარგი გრძნობა – ძალიან სექსუალურია.

3. ვნება
ვნებიანი ქალები – ძალიან სექსუალურები არიან. ვნება, შესაძლოა, გაჩნდეს არა მხოლოდ სხვა ადამიანის მიმართ. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, რაიმე ჰობის მიმართ ლტოლვა. ქალი, რომელი მთელი არსებით მიეცემა საყვარელ საქმეს, უკვე სექსუალურია.

4. სიკეთე
ახლა ძალიან რთულია იპოვო მართლაც კეთილი ადამიანი. "გულ


ის სიღრმეს" ვერასოდეს შეცვლის უნაკლო გარეგნობას.

5. იდუმალება
სექსუალური ქალი ყოველთვის ამოუცნობია. ის არასოდეს გაიხსნება ბოლომდე. თუმცა, გამოცანები, როგორც სხვა დანარჩენი, ზომიერად უნდა არსებობდეს ქალში.

6. ელეგანტურობა
სექსუალური სამოსი – აუცილებელი არ არის იყოს ძვირად ღირებული და აშიშვლებდეს სხეულის გარკვეულ ნაწილებს. მთავარია, იყოს ელეგანტური და ქალური. ასე ჩაცმულ ქალს მამაკაცები თვალს ვერ წყვეტენ.

7. ინტელექტი
ხშირად პირველ ეფექტს ადამიანი გარეგნობით ახდენს, მაგრამ თუკი მას მეტი ვერაფრით შეუძლია წარმოაჩინოს თავი, ურთიერთობა იქვე მთავრდება. ნამდვილად სექსუალურად ქალში ტვინი ითვლება. ბევრი მამაკაცი აფასებს ქალის იმ თვისებას, როცა შეუძლია სხვადასხვა თემაზე თავისუფლად საუბარი.

ერთი სიტყვით, იმისათვის, რომ იყო სექსუალური, აუცილებელი არ არის იყო გამომწვევად ლამაზი. შესაძლებელია უბრალოდ განავითაროთ საკუთარ თავში საჭირო თვისებები.



№1  offline წევრი Annee

საინტერესო იყო: *

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

Annee
საინტერესო იყო: *

love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent