საშიში გრძნობა (2)
როგორ სურს ძილი,მაგრამ აი შემოათენდა ფიქრით ელენეს. რა უქნა ამ კაცმა ესეთი. რატო არ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა.იმიტომ,რომ მეტი გზა არ აქვს,თუ იმიტომ, რომ მასაც უნდა ლევანის ალერსი. არა, ერთი ღამით ჩაუგორდება და ის მაშინვე მიატოვებს.გოგონას შეუყვარდება და ის მის გრძნობებზე უფრო მარტივად ითამაშებს,დატანჯავს. ახლა თუ მევალეების გამო იძულებულია იყოს თოჯინა,შემდეგ თვითონვე მოეწონება მონობა.მოეწონება?კი ნამდვილად ასე იქნება.იქნებ მამაკაცს შეუყვარდეს. იქნებ მასთან უკეთესი მომავლის გარანტი აქვს. წამით მის ცოლად წაროიდგინა თავი. ოხ,რა ბედნიერი იქნებოდა. უზრუნველყოფილი,სითბო და ალერსი არ მოაკლდებოდა,ღმერთოჩემო შვილები მასთან.კი გადაწყდა! ის მისი ოცნების მამაკაცია. ერთადერთია ვისთანაც ბედნიერი იქნებოდა. თანაც მისი შეხება ისე აგიჟებს,მერე აღარ ექნებოდა არანაირი ვალდებულება უარი თქვას ამ სიამოვნებაზე და არც ის სინდისი შეაწუხებდა,რომელიც ტვინის ზოგიერთი უჯრედი მისი ალერსისას ამოუტივტივებს ხოლმე. მას ხომ ცოლი ჰყავს. მისი ცოლი სამუშაოს პირველ დღეს დაინახა,ისეთი ლამაზია,დახვეწილი,წარმოსადეგი, ქალური და ახლა ელენემ კონკურენცია უნდა გაუწიოს? არა ფაქტია უკვე თამაშშია ჩაბმული. გარისკავს.იქნებ შევუყვარდეს ამ კაცს. რადგანაც ასე იქცევა ეს ნიშნავს, რომ მეუღლე არ უყვარს. ტყუილში უნდა იცხოვროს ასეთმა კაცმა? მას სიყვარული სჭირდება,ისეთი, ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ რომ მოდის. და აი პატარა გოგოს გულში დიდი იმედები გაჩნდა. სათითაოდ,ღამის ფირებში აიკინძა ოცნების ეგოისტური კოშკები და გამთენიისას მოახუჭინა თვალი. *** -ეს პროექტი ურიგო არ უნდა იყოს იმ შემთხვევაში თუ უცხოურ ინვესტიციებსაც გააცნობთ ჩანაფიქრს. -ბატონო აჩიკო,თქვენ თვლით,რომ შესაძლებელია საზგვარგარეთ ამან დაინტერესება მოიპოვოს? -დიახ ლევან, გირჩევთ გარისკოთ. _ელენე ჩემი საქაღალდე გადმომაწოდე -მოკლედ დიდი მადლობა,ვიფიქრებ თქვენს რჩევაზე ბატონო აჩიკო. *** -სისწრაფის გეშინია? -არა,თქვენს გვერდით არაფრის მეშინია. ლევანმა გვერდულად გახედა გოგონას,ოდნავ ჩაეღიმა და გულში გაიფიქრა „რაღაც ძალიან თამამია“. -ელენე იმ ღამეს რაც იყო,დასასრული არ ექნება,შეცდომა იყო. არ მინდა თავგზა აგირიო.უბრალოდ საქმეს მივხედოთ და დავივიწყოთ მომხდარი. -მე აღარ მეშინია არც თქვენი და არც იმის რომ ეგ მოხდეს. ლევანმა ხმამაღლა გადაიხარხარა. -ხომ არ შეგიყვარდი პატარა გოგო? ელენეს არ ესმოავნა,ხმა არ გაუცია. რას აკეთებს ეს კაცი.ხანაც იმედებს უსახავს,ხანაც უარს ეუბნება. სულ მთლად აგიჟებს სულელ გოგოს. ელენესაც მეტი რა უნდა.გაუჩინა იმედის ნაპერწკალი და გოგონამაც ჩაბღაუჭება დაიწყო.რით დამთავრდება ეს ყველაფერი? არა თამაშიდან არ გამოვა. არავითარ შემთხვევაში! მორჩა! გადაწყდა! *** -დღეს კონპერენციის დარბაზში მინდა მომსახურე პერსონალი შეკრიბო. თათბირს ვმართავ 2ზე. -კარგით ლევან,მე იქაც საჭირო ვარ? -არამგონია ელენე,ჯერჯერობთ მაინც. მოკლედ თუ რამე შევცვალე შეგატყობინებ.ჯობს შენ კაბინეტში გაჩერდე თათბირის დროს. როგორც ვიცი საქმე ცოტა არ არის. -გასაგებია. *** -შეიძლება? -ხატია აქ რას აკეთებ? -ჩემ ქმართან მოვედი სამსახურში თუ წინააღმდეგია მეუღლე წავალ. -15 წუთში თათბირი მაქ, მითხარი რა ხდება. -უბრალოდ არაფერი,მე უბრალოდ,ლევან, შენს გვერდით მინდა ვიყო,გთხოვ. კაცს მკაცრი სახე ოდნავ მოეშვა, ცოლს მოიუახლოვდა და შუბლი შუბლზე მიადო,თვალები მოჭმუხნა ძლიერად. -ხატია მაპატიე. ქალმა მძიმედ ამოიოხრა,ნერწყვი გადააგორა,რამდენი ხანია ასე ახლოს არ მისულა მასთან ლევანი. რამდენი ხანია მისი სუნთქვა ასე ახლოდან არ უგრძვნია. -მინდა ვიცოდე რა ხდება ლევან,გაგიგებ. ქალს ცრემლები დაუკითხავად დაუგორდა ლოყებზე. -ჩუ,ჩუ.. ნუ ტირი... შენთან ვარ. სახეზე მოეფერა ცოლს და შუბლი არ მოუშორებია.სიმხურვალეს უფრქვევდა. -ვდარდობ უშვილობას.იქნებ შენი გაციება ამის ბრალია. ხელოვნური გავიკეთოთ.სულ ამაზე მეფიქრება, ღმერთს რომ შვილი ეჩუქა ჩვენთვის იქნებ ეხლა ორჯერ უფრო ბედნიერები ვყოფილიყავით ვიდრე თავიდან. -ხატია,მიყვარხარ..ესეც საკმარისია...ნუ..ნუ დარდობ..გავაკეთებთ ხელოვნურს..ახლა ნუ ტირი. ტუჩები ოდნავ შეახო. ორივეს დენმა დაუარა ტანში. ისეთი ნაზი კოცნა იყო. ისეთი დამამშვიდებელი. ხატიასთვის პირდაპირ ნუგეშისმომცემი. -ჯანდაბა.... როგორ მომენატრე. ვნებიანად ჩაიბუტბუტა ლევანმა. ქალმა სახეზე თლილი თითები დაუსვა და ძლიერად ჩაეხუტა.მამაკაცმა უნებურად ყელში აკოცა,იგრძნო მოენატრა ნაცნობი სურნელი,რომელსაც ასე გაურბოდა ღამღამობით ეს ერთი კვირა. თითები დაუკითხავად აუთამაშა თმებში. ხატიამ ამოიოხრა ნაზად. -მომენატრეე..მომენატრე.. იმეორებდა ლევანი. კართან წავიდა და შიგნიდან ჩაკეტა. -თათბირი მოიცდის ხატია, მაპატიე ეს დღეები როგორც მოგექეცი.გიჟივით მივარდა ცოლს,წელზე ხელი შემოხვია და ტანზე აიკრა. -ხომ მაპატიებ?ჩემი ცოლი მიყვარს მეე..მიყვარს.. ძალიან.. ყველანაირი ვნება,ელენეს დაუოკებელი სურვილი,ცოლის მონატრება,ყველაფერი ერთად მოაწვა. ტუჩებზე ძლიერად დაეტაკა, ერთმანეთს კოცნიდნენ ისე,თითქოს წლებია ერთმანეთი არ ენახათ.ხელები ტანზე აუთამაშა, კაბაში შუცურა და ოდნავ მაღლა აუწია. -ლევან გეყოფა,დანარჩენი სახლში. ჩაუღიმა ცოლმა. მამაკაცი არ გაჩერდა,ახლა კედელთან ააკრა. -კარი ჩავკეტე,ნუ ღელავ. შენც ხომ მოგენატრე,ჩემი ლამაზი ცოლი..ჩემი ტუჩებია ესენი,შენი არა..მე მეკუთვნის.. უჩურჩულებდა კოცნისას.უცებ მაგიდასთან მიიზიდა,ზედმეტი ვნებისგან გაუაზრებლად მოქმედებდა, ყველაფერი გადაყარა რაც ხელს შეუშლიდა და ზედ შემოსვა. მაიკის ბრეტელი გადაუწია, გაცეცხლებული ეფერებოდა, ბიუსჰალტერამდე ჯერ არ მისულა თუმცა მის მკერდს მაინც ძლიერად ბღუჯავდა ტანსაცმლიდან,კანის სუნს ხარბად სუნთქავდა, ცალ ხელს გრძელ ფეხზე უთამაშებდა. -ბატონო ლევან თათბირზე გელოდებიან ყველა იქ არის. ეს წინადადება თქვა და მხოლოდ შემდეგღა მოვიდა გონს,რომ კარზე უნდა დაეკაკუნებინა. ეს ელენე იყო,რომელმაც მოსიყვარულე წყვილი დაინახა და იმ კარიდან შემოსულიყო,რომელიც მხოლოდ მისსა და ლევანის კაბინეტს ჰყოფდა და რომლის ჩაკეტვა ლევანს თავში აზრადაც არ მოსვლია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.