შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რას უნდა ელოდოს ქალი ცოლიან მამაკაცთან ურთიერთობისას?


9-03-2015, 20:34
ავტორი goga27
ნანახია 8 937

ქალები ბუნებით სასოწარკვეთილი არსებები არიან. ხოლო მამაკაცების ტოტალური დეფიციტის პირობებში ისინი ორმაგად სასოწარკვეთილნი ხდებიან... ამიტომ მამაკაცის გაცნობისას არც ასაკობრივად სხვაობა და აღარც მეუღლის არსებობა აღარ უქმნის დაბრკოლებას. კაცმა რომ თქვას, არც შეუღლებული მამაკაცები არიან წინააღმდეგნი, რომ "გვერდზე გაიხედონ"...
ხშირია შემთხვევა, როდესაც დაოჯახებული მამაკაცი ქალს ვნებით სავსე მზერას მიაპყრობს და მისგან "საპასუხო" ნაბიჯს ელის... თუმცა შედარებით მეტი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ქალბატონი მალევე ხვდება პოტენციური თაყვანისმცემლის სტატუსს...

აი, გამოუცდელ გოგონებს, რომლებიც სამყაროს ვარდისფერში ხედავენ და მაშინვე სასიყვარულო ხაფანგში ებმებიან, დიდი სიფრთხილე მართებთ. რა ელის ქალს, რომელიც სხვისი ქმრის ყურადღების და სიყვარულის მოპოვებას გადაწყვეტს?

ცოლიანი მამაკაცი, როგორც წესი, ნამდვილი ჯენტლმენია. ის სოლიდურად გამოიყურება, ხიბლავს გარშემომყოფებს თავისი "ფართო თვალსაწიერით", შეუძლია იყოს შესანიშნავი "თაყვანისმცემელი" , კარგად "იცის" ცხოვრება, აფასებს ქალის სიყვარულს, მაგრამ... მუდმივად ურეკავს ცოლი... ბოლოს და ბოლოს, კიდევ რამდენ ხანს დამალავს "ახალ სიყვარულთან" ურთიერთობას?

ნუ დაიღლით თავს კითხვებით, რომლებზეც პასუხები უბრალოდ არ არსებობს! ნუ დახარჯავთ ფულს მკითხავებთან და ნათელმხილველებთან- ისინი ვერაფრით დაგეხმარებიან! თქვენ ხომ საკუთარი ნებით დაიწყეთ ურთიერთობა კაცთან, რომელიც დიდ სულიერ ტკივილს მოგაყენებთ და მიიღეთ ეს, როგორც ფაქტი.

1. პირველი და უმთავრესი წესი ცოლიან მამაკაცთან ურთიერთობაში არის ის, რომ არ უნდა შეიყვაროთ!!! მისი შეყვარება დაუშვებელია. და იმის იმედად ყოფნა, რომ თქვენ გამო ცოლს გაეყრება, არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაგრამ ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა. დაოჯახებული მამაკაცები სხვა ქალებთან ურთიერთობას ძირითადად ორი მიზეზით იწყებენ: 1)მამაკაცს ცხოვრების გადახალისება და ახალი შეგრძნებები სურს; 2)ზოგი მამაკაცისთვის საყვარლის ყოლა აუცილებელია თავის დამკვიდრებისთვის; ნებისმიერ შემთხვევაში ზარალდება ქალი... დავუშვათ, მოხდა სასწაული და კაცმა ცოლი საყვარლის გამო მიატოვა. ამ შემთხვევაში იზრდება შანსი იმისა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მასაც მიატოვებს ან უღალატებს...

2. თუ ვერ შეძელით საკუთარი თავისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მაინც შეიყვარეთ, მაშინ საკუთარ ცხოვრებაზე უარის თქმა მოგიწევთ!

- შეეგუეთ აზრს, რომ ყოველთვის ფარულად შეხვდებით;

- იმ შემთხვევაშიც კი, თუ გულდამძიმებული ხართ, მოგიწევთ გაღიმება, ყოველთვის ფორმაში ყოფნა და საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული მცირე დროით დაკმაყოფილება.

- მზად იყავით, რომ ცოლი მას ნებისმიერ დროს დაურეკავს. თქვენ ზარებს კი ან არ უპასუხებს, ხოლო პასუხის შემთხვევაში აუცილებლად რომელიმე ძმაკაცის ან მამაკაცი თანამშრომლის სახელით მოგმართავთ;

- უქმე დღეებს ყოველთვის ოჯახთან ერთად გაატარებს;

- ის არ გაგაცნობთ მეგობრებს და მით უმეტეს - ნათესავებს. თუმცა, შეიძლება ერთიორი "თანამოაზრე" მაინც წარმოგიდგინოთ...

- ხშირად მოისმენთ მამაკაცისგან, რომ შესაფერის მომენტს ელოდება, რათა ცოლს ე.წ "სიმართლე" გაუმხილოს...

3. მზად იყავით იმისათვის, რომ ყოველ ჯერზე სიგიჟის ზღვარზე მიგიყვანთ ფიქრი იმაზე, რომ თქვენი საყვარელი მამაკაცი ახლა ცოლთანაა, "სხვა ქალთან"...

4. რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ამ პირობებში განწირული ხართ მარტოობისთვის. ძალიან ძნელია მუდმივ ლოდინში ცხოვრება... ხშირად მამაკაცი არ აძლევს ქალს უფლებას, მეგობრებთან ერთად გაერთოს, რადგან "ეჭვიანობს". ერთგული ქალი კი ზის საღამოობით და გაუთავებლად ელოდება, თან მთელი ყურადღება ტელეფონისკენ აქვს მიმართული. ის კი არ მოდის... ვერ იცლის...

აი ამ დროს ქალის ცხოვრება ერთ დიდ დეპრესიულ ჩარჩოში ექცევა, რომელიც მხოლოდ მაშინ ნათდება ბედნიერების ნაპერწკლებით, როცა ის დარეკავს ან ცოტა ხნით შეურბენს...

ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, ვინც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდით ან ვისაც გყავთ ახლობელი ადამიანი, რომელიც იტანჯება... ყველამ დაუსვით საკუთარ თავს ეს კითხვები და გულწრფელად გაეცით პასუხები. იქნებ ამ პასუხებმა მოგცეთ ყველა ქალს ძალა, ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს:

1. სამართლიანია, რომ თქვენი "რჩეული" ორი ქალის ყურადღებითა და სიყვარულით ტკბება, თქვენი ცხოვრება კი მარტოობასა და დაუსრულებელ მოლოდინში გადის?

2. კიდევ რამდენ ხანს აპირებთ "მეორეხარისხოვანი როლით" დაკმაყოფილებას?

3. გაუძლებს ამდენი ნერვიულობის ფონზე თქვენი ჯანმრთელობა ასეთ ყოფას? გეყოფათ მთელი სიცოცხლე იმისათვის, რომ პირველობა მოიპოვოთ?

4. იმსახურებთ ასეთ ცხოვრებას?

5. ღირს კი ის ადამიანი ამხელა მსხვერპლშეწირვად და ნუთუ დადგება დღე, როდესაც თქვენი თავგანწირვა და სიყვარული მის მიერ ღირსეულად იქნება დაფასებული?



№1  offline წევრი tatia-madridista

ძალიან კარგი და საინტერესო "სიახლეა".... არ ღირს კაცის გულისთვის მეორე ადგილზე ყოფნა.გმადლობთ გოგა ამ სიახლითვის.:)))

 


№2 სტუმარი ნი

ვფიქრობ დროზე წავიკითხე თქვენი სტატია. ტაღაც დროის მერე ვნება განელდება ხოლო, უამრავი პრობლემა გაჩნდება, ღირს კი ასეთი გარისკვა? ისევ ჩემი თავის პატრონი ვიყო ჯობის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent