შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოლი და დედა კანონის გარეშე ( 5 )


4-10-2015, 20:23
ავტორი ლილიანა
ნანახია 5 090

ვახშამზე მის განცხადებას,რომ ამ სახლში ვრჩებოდი საცხოვრებლად გარკვეული დროის მანძილზე საკმაოდ მშვიდი და დადებითი რეაქცია მოჰყვა ყველასაგან,განსაკუთრებით კი ტყუპებისაგან.ამან თითქოს დაძაბულობა და ნერვიულობა მომიხსნა და შემიმსუბუქა,ამ სახლში არ ვიყავი არასასურველი სტუმარი და ეს კარგი იყო,მითუმეტეს თუ გავითვალისწინებდი ჩემს წარსულ ყოფას საკუთარ სახლში.
მალევე ავბრუნდი ჩემს ოთახში.ჯერ კიდევ მეუხერხულებოდა მათი.საწოლზე წამოწოლილი რეალობის აღქმას და გაანალიზებას ვხვდებოდი.მიკვირდა საკუთარი თავის,ისეთი უუფლებო,უსუსური და უბედურ როგორცი მე ვარ როგორ გავბედე და გავრისკე ამდენი?გამოვიქეცი სახლიდან,ახლა კ სრულიად უცხო ადამიანის ჭერ ქვეშ ვათევდი ღამეს და ეს როდემდე გაგრძელდებოდა ჯერ კიდევ არ ვიცოდი.
არასოდეს მიოცნებია თავისუფლებაზე,რაიმე საკუთარზე და პირადზე,ალბათ იმიტომ,რომ არ ვიცოდი მისი მნიშვნელობა ან პატარაობიდანვე გაცნობიერებული მქონდა ჩემი ადგილი ამ ცხოვრებაში.რამდენჯერ უთქვამთ მამაჩემისათვის მეზობლებს ვისაც ოდნავ შესტკიოდა ჩემზე გული მაგრამ ვერ მეხმარებოდნენ
-ჯაბა უკვე დიდია მაიკო,დროა ოჯახი შექმნას ,იფიქრე აწი მის გათხოვებაზეო
-რას ამბობ ადამიანო,ამდენი საქმეა სახლში,ბაღი,საქონელი ჩვენ მის გარეშე ამას როგორ აუვალთ-მას ყოვველთვის ერთიდაიგივე პასუხი ჰქონდა და კვლავდაკვლავ ვრწმუნდებოდი,რომ მე უუფლებო ვიყავი,მონა საკუთარი ოჯახისა.
და ამ ორმა დღემ, რაღაც გარდატეხა მოახდინა ჩემს ცხოვრებაში,ადამიანები პატივისცემით მექცეოდნენ,ზრუნავდნენ ჩემზე,მივლიდნენ,მისმენდნენ,ეს უცხო იყო ჩემთვის.გადავწყვიტე დამეფასებინა მათი ჩემდანი დამოკიდებულება და ხვალიდანვე მაქსიმალურად შემეტანა წვლილი ამ სახლის და მისი ბინადრების კეთილდღეობაში.
დილით 7 საათზე წამოვხტი ფეხზე,უკვე აღარც სიცხე მქონდა და აღარც მამცივნებდა,სწრაფად გადავიცვი ჩემი სარაფანი და ჯაკეტი მოვისხი,კიბეებს სირბილით ჩავუყევი და სამზარეულოში მოფუსფუსე ნელის დავადექი თავზე
-ასე ადრიანად რამ აგაყენა შვილო?-შეიცხადა
-მიჩვეული ვარ ნელი დეიდა,გთხოვ რამით დამასაქმე,რამეში მოგეხმარები,არ მინდა ტყუილა ყოფნა
-რას ამბობ შვილო ხომ მომკლა უჩამ
-გევედრებით,მინდა ჩემი წვილი შევიტანო,არ მინდა სტუმარივით მექცეოდეთ,არ ვარ მიჩვეული,მესიამოვნება და გამახარებს თუ რამეს მანდობთ და გამაკეტებინებთ
-არა,არა უჩა გაგიჟდება-მაინც ქოთქოთებდა
-ძალიან გთხოვთ-ყელი მოვიღერე და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე,ამას არ ელოდა მაგრამ აშკარად ესიამოვნა ჩემი ეს საქციელი,თბილად გამიღიმა სახეზე ნაზად მომისვა ხელი( ღმერთო რა თბილი და სასიამოვნო იყო)-მაშინ ბლინები გამოაცხვე,.....ხომ....
-კი კი ვიცი-სიხარულით დავტრიალდი და უკვე კარგად შეთვალიერებული მქონდა სამზარეულოს აღწურვილობა და განლაგება და დავიწყე საჭირო ნივთების თუ მასალების მოძიება
ნელი თვალს არ მაშორებდა,ეღიმებოდა ჩემს ენთუზიაზმზე.ერთ საათში ბლინებიც გამოცხობილი მქონდა და გაზქურაზე ჩაისათვის ჩაიდანიც შემოვდგი,მე და ნელიმ ცოტა ხნით შევისვენეთ და მაგიდასთან ჩამოვჯექით.
-რამდენი წლისა ხარ შვილო?
-23
-განათლება ?
-მხოლოდ სკოლა-რაღაცნაირად შემცხვა
-ოჯახი გყავს მაია?
-ოჯახი?-კითხვა გავიმეორე და წამიერად ჩავფიქრდი-მამა და ორი ძმა დაოჯახებულები,ძმიშვილებიც
-კარგია ბევრი დედმამიშვილი
-ალბათ-ვეცადე სახეზე მღელვარება არ შემტყობოდა,აღარ მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი-ნელი დეიდა ბავშვები შორს დადიან ბაღში?
-არა აქვეა 10 ჭუთის სავალზე,მაგრამ მაინც მძღოლს დაყავს
-რატომ?
-აბა მე სად მცალია,ბატონი უჩა კი სულ მუშაობს ,ზეგ უმთავრდება შვებულება და მერე ალბათ სულ ვეღარ ვნახავთ
შინაგანად ავფორიაქდი ამის მოსმენაზე.ანუ აწი იშვიათად იქნება სახლში?არ მესიამოვნა,თიტქოს რაღაც ჩამწყდა შინაგანად.ვერ მივხვდი რატომ,ალბათ ისაა მიზეზი,რომ მან გამომიწოდა პირველმა დახმარების ხელი და ვენდობი?ალბათ...არ ვიცი....
-მე ვატარებ პატარებს ბაღში,ხომ შეიძლება?-არაჩვეულებრივი აზრი მომივიდა თავში
-რატომაც არა,მაგრამ ჯერ ბატონ უჩას უნდა დაეკითხო
-ვკითხავ....და უჩას არავინ ყავს?-ცნობისმოყვარეობა მძლია
-კი ჰყავს მამა მაგრამ აქ არ ცხოვრობს,4 წელია მასთან ურთიერთობა გაწყვიტა
-სამწუხაროა?და მეუღლე რითი გარდაეცვალა?
-მეუღლე?-აშკარად გააკვირვა ჩემმა კითხვამ-ვისი მეუღლე?
-უჩას მეუღლე,მითხრა,რომ ბავშვების დედა გარდაცვლილიაო
-აააა-უცებ გაერკვა რას ვეკითებოდი-იცით ბავშვების დედა.....
უცებ ჩახველების ხმა შემოგვესმა,შევკრთი ,მთელი სხმეულით სკამზევე შემოვტრიალდი სამზარეულოს კარისაკენ და უჩა ჩვენ ორს გვიყურებდა.ავილეწე,ღმერთო გვისმენდა?ძალიან ავნერვიულდი,თითქოს დანაშაულზე წამასწრეს,შეშინებულმა თავი ჩავღუნე,მერე წამიერად გავაცნობიერე,რომ ასეთი უტაქტობა არ შეიძლებოდა,მორიდებით ავხედე და მივესალმე
-დილამშვიდობისა ბატონო უჩა
-დილამშვიდობის მაია,ოღონდ უჩა,ბატონო არა,მხოლოდ უჩა
-კარგი-მორცხვად გავუღიმე,მერე უცებ გამახსენდა-ბატო.... უჩა შეიძლება ბავშვები დღეიდან მევატარო საბავშვო ბაღში?გთხოვთ უარი არ მითრათ მინდა რამეში მეც წაგადგეთ,თან პატარებს უკეთ გავიცნობ.
-და შეძლებ?-ისეთი სერიოზული იყო
-რათქმაუნდა შევძლებ-აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი
-კეთილი-გამიღიმა და მაგიდას მიუჯდა.ძალიან გამახარა ამ ამბავმა,ე.ი. მენდობა,მან მისი შვილები მანდო.კმაყოფილი ვიყავი.
ნელის ხელი არაფერზე გავანძრევინე,პატარებიც მალე ჩამოცუნცულდნენ,ყველას მოვემსახურე,ჩემი გამომცხვარი ბლინები ძალიან მოეწონათ.რატომღაც მომეჩვენა,რომ უჩა მაკვირდებოდა,თითქოს ჩემს მოძრაობებს ,სწავლობდა,ამან ცოტა შემბოჭა.როცა პატარებმა გაიგეს რომ ამ დღიდან მე წავიყვანდი და მოვიყვანდი ბაღში ჩემდა გასაკვირად ძალიან გაუხარდათ.
-ფეხით წავალთ ხოლმე?-ღიმილით შემომციცინა სოფომ
-როცა კარგი ამინდი იქნება კი-ვუთხარი და ბუთქუნა ლოყაზე ნაზად ვუჩქმიტე
-იესსს-სიხარულის ყიჟინა შემოსცხო ორივე და-ძმამ.
-მა კიკინა გამიკეთე რა-სარჭი მაჯაზე შემოეხვია და მამას წინ აეტუზა,უჩაც უთქმელად ჩაიმუხლა და მისი თმები თიტებში მოიქცია
-გინდა ლამაზი ნაწნავი გაგიკეთო?-უცებ შევთავაზე
-იცი?მართლა გამიკეთებ?-სოფოს სიხარულისაგან თვალები გაუცისკროვნდა
-კი ვიცი თან ძალიან ბევრნაირი,გინდა ყოველდრე სხვადახვანაირად გაგიკეთო?
-კი,კი მინდა-სიხარულით შესძახა და ჩემსკენ გამოქანდა
კალთაში ჩავისვი და მის ფაფუკ თმებში თითები შევაცურე.ამ ყველაფერს უჩა ისევ იმ პოზაში,ჩამუხლული ღიმილიანი სახით ადევნებდა თვალს.ხან სოფოს უყურებდა ხან მე.როგორ მინდოდა გამეგო თუ რას ფიქრობდა იმ წამს.
..................
უყურებდა თუ რა ლაღად მოკალათებულიყო მაიას კალთაში მისი გოგონა და უდარდელად აქანავებდა პატარა ფეხებს,ძალიან ბედნიერი იყო.ერთი სიამოვნება იყო ამ კადრების ცქერა,უჩაც ჩამუხლული თვალს არ აცილებდა ამ მომენტებს და ხვდებოდა თუ რამდენს ნიშნავს პატარებისათვის სრულფასოვანი ოჯახი.არ უნდოდა ეს ყველაფერი დამთავრებულიყო,მაგრამ მაინც წამოდგა,მის პორფელიოს ხელი დაავლო კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ამ სასიამოვნო სცენას და კარში გაუჩნიარდა.
ცნობისმოყვარეობა არ ასვენებდა,საშინლად აინტერესებდა მაიას წარსული.ხელტ ყველაფრი ჰქონდა,სახელი გვარი და მისამართი მაგრამ მაინც თავს იკავებდა პირადი გამოძიებისაგან.უნოდა სიმართლე გოგონას პირიდან მოესმინა.თუმცა ერთი რამ მაინც გააკეთა.
მიუხედავად იმისა,რომ შვებულებაში იყო,სასახურში მაინც მიდიოდა ხოლმე,ურეჟიმოთ მანგრამ მაინც.კაბინეტში შესვლისთანავე დაურეკა მის თანაშემწეს და მოსვლა სთხოვა.
-ლაშა რაღაც უნდა დაგავალო
-გისმენ ბატონო უჩა
-გთხოვ გადაამოწმე მთელი საქართველოს მასშტაბით,ხომ არ შესულა,რომელიმე განყოფილებაში განცხადება გოგონას დაკარგვის თაობაზე
-სახელი და გვარი ვიცით?
- კი მაია ნოზაძე,გადაამოწმე ბოლო ორი დღის განცხადებები
-როდისთვის გინდათ პასუხი?
-რაც მალე უკეთესი
-დღესვე მოგაწვდით
...............
ბავშვები ბარში მივიყვანე,სახლში მალე დავბრუნდი.ნელიმ ბევრი იუარა მაგრამ იმ დღის სამყოფი საჭმელი მე გავაკეტე,დესერტად ტორტიც გამოვუცხვე ბავშვებს.
-ამდენ რამეს როგორ ასწრებ შვილო,რა სწრაფი ხარ-ქალი გაოგნებული იყო,აჰ მას მე რომ ვენახე დღის მანძილზე რამდენ რამეს ვასწრებდი სოფელში,ეს ტორტის გამოცხობა და საჭმლის კეთებდა ჩემთვის დასვენება იყო.
-საყვარელო სულ მინდა გკითხო,ფეხს რატომ ითხრევ?რაზე იტკინე?ექიმს ხომ არ აჩვენებ?-უკვე მეორედ მისვამდნენ ამ კითხვას ამ სახლში
-არ ინერვიულო ნელი დეიდა ეს თანდაყოლილია-ვეცადე გამეღიმა,რომ მისი მოსალოდნელი ნერვიულობა შემემსუბუქებინა,მაგრამ არ გამომივიდა,ჩემდა გასაკვირად ქალმა ცხარე ცრემლებით იტირა.გაოგნებული ვუყურებდი,ჩემი გულისათვის ტიროდა სრულიად უცხო ადამიანი,გულმა ვერ გაუძლო და მეც ავტირდი,ფუმფულა საყვარელი ნელი გულში ჩავიკარი და ორივე ავტირდით.სწორედ ასეთ ვითარებაში შემოგვისწრო უჩამ.გაკვირვებული შემოგვცქეროდა.
-მოხდა რამე?-ისეთი შეშინებული ხმა ჰქონდა,სახეზე არაადამიანური ფერი ედო
-არაფერი,არაფერი,ყველაფერი კარგადაა-ნელის მკლავებიდან თავი გავითავსუფლე და ვეცადე გამეღიმა
-აბა რატომ ტირით?რა ხდება?-უჩა მაინც არ გვიჯერებდა და უფრო აილეწა სახეზე
-უბრალოდ...ნელი დეიდამ გაიგო,რომ .....ისა.....რომ კოჭლი ვარ-როგორ ვერ ვიტან ამ სიტყვას
უჩას სახე არ შეცვლია,იმ წამს მის სახეზე სიბრალული,ტკივილი და თანაგრძნობა იხატებოდა,რაღაც წამით ჩემს მტკივან ფეხს დახედა ,მერე ჩვენ ორივეს გამოგვხედა,ვერ დავიჩემებ მაგრამ შკარად შევამჩნიე მის თვალებში ჩამდგარი ცრემლები,უცებ შებრუნდა და კიბეებზე აირბინა.მე და ნელიმ კი გაოცებულებმა შევხედეთ ერთმანეთს.
...............
მეტი აღარ შეეძლო ამის ყურება.მისი ცრემლები,რომ არავის შეემჩნია წამიერად შეაბრუნა თავი და კიბეებს სირბილით აუყვა.ოთახში შევიდა თუ არა ჩანთა უხესად მიაგდო საწოლზე,ჰალსტუხი უხეიროდ მოიგრიხა და ფანჯრის რაფას ხელისმტევნებით დააწვა,შუბლი კი ცივ მინას მიადო
-"როგორ შეუძლია ასეთ დროსაც გაიღიმოს?ღმერთო ვეღარ ვუძლებ მის სახეს,მის თვალებს"
ჩვეულებისამებრ ჯერ წვერზე ჩამოისვა ხელი მერე კი თმაზე გადაისვა.თავი გაააქნია,თითქოს ფიქრები გაფანტა,მერე სასწრაფოდ გამოიცვალა და ისევ პირველ სართულზე ჩავიდა.
-მაია შეიძლება ერთი წუთით?-სამზარეულოში შეიხება და ონკანთან ჭურჭლის რეცხვით გართულ ქალს შესძახა
-მე?
-ერთი წუთით-ხელით ანიშნა გაჰყოლოდა,გოგონამ ქაფიანი ხელები გადაიბაბა და მისაღებში გავიდა
-გისმენთ-მის წინ მორიდებით დადგა
-რაღაცს გეტყვი და გთხოვ არ შემეწინააღმდეგო
-გისმენ-ასეთი შესავლის მერე დაიძაბა
-მინდა მაღაზიებში გავიაროთ,მხოლოდ ეგ სარაფანი,ჟაკეტი და ოთახის ჩუსტები გაქვს,ორი სამი ხელი რამ იყიდე,გთხოვ უარი არ მითხრა
-მე,მე ფული არ მაქვს ,არც ის მინდა,რომ თქვენ მოგხარჯოთ-ძალიან ეუხერხულა ეს შემოთავაზება,თუმცა მზურნელობას მიუჩვეველს ეს ყურადრება ესიამოვნა
-კარგი არ მოვიხარჯები,ჩათვალე,რომ ვალად გაძლევ,როცა შენი ფული გექნება გამისტუმრე,ასე გაწყობს?-თქვა და გაუღიმა,თავი ოდნავ გვერდზე გადახარა და მოლოდინით დაიძაბა
-ასე მაწყობს-ქალმაც გაუღიმა
-კარგი,მაშინ ცოტა ხნით ნელის ტუფლები ინათხოვრე და მერე დავუბრუნოთ-მის ნათქვამზევე გაეღიმა,მერე კი ეზოში მოფუსფუსე დარაჯს გასძახა-თენგო ბავშვები დრეს ძოლმა მოიყვანოს რა?
-კარგი ბატონო უჩა ახლავე დავურეკავ.
-მე მანქანაში დაგელოდები-მაიას გასძახა და ეზოში გავიდა
მანქანის კარი გააღო და ჩაჯდა თუ არა ტელეფონმა დაურეკა
-გისმენ ლაშა-სიახლის მოლოდინით დაიძაბა
-ბატონო უჩა,თქვენ რომ მთხოვეთ იმ საკითხთან დაკავშირებით გირეკავთ
-რა გაარკვიე?
-გუშინ შევიდა განცხადება ჭიათურის მესამე განყოფილებაში,რომ დაიკარგა 23 წლის ვინმე მაია ნოზაძე სოფელ ნიგოზეთიდან
-და რას ამბობს ოჯახი?რა ეჭვი აქვთ?ან რა მიზეზით შეიძლება,რომ დაკარგულიყო?
-განცხადებაში წერია,რომ გოგონა გონებრივად შეზღუდულია და ალბათ სადმე გაიბნა და სახლს ვერ აგნებსო
-მადლობა ლაშა-სასწრაფოდ გაუთიშა და გაოცებულმა საზურგეს მიაწვა.
"გიჟი?რა სისულელეა,აშკარაა,რომ აბსოლუტურად ჯამრთელია,რაღაც ხდება,უნდა გავიგო,უნდა ვკითხო"-ამ ფიქრებში იყო რომ მაიამ მანქანის უკანა კარი გააღო და სავარძელზე მოკალათდა.უჩამ ერთი შეავლო თვალი ,ტუჩის კუთხე ჩაუტყდა,ჩუმად გაეღიმა მის საქციელზე-"როგორი მორცხვია"-თუმცა ესიამოვნა მაინც მისი ეს საქციელი და თავმდაბლობა.
გადაწყვიტა სანამ მაღაზიებს არ მოივლიდნენ მისთვის არაფერი ეთქვა და ასეც გააკეთა,თითო ხელი შარვალი და კაბა იყიდეს,ორი ზედატანი,ფეხსაცმელები,შიდა თეთრეული,პირადი ჰიგიენის საჭირო ნივთები.მაია უცნაურად ლაღი და ბედნიერი იყო,მტელი ეს ხანი ღიმილი არ მოშორებია სახიდან,უჩა თვალს ვერ აცილებდა"როგორ უხდება ღიმილი"-გაიფიქრა და თავადაც გაეღიმა
-უღმრესი მადლობა უჩა,იცი დღემდე არაფერი მქონია ახალი,პირველად ვიყიდე,დიდი მადლობა,მართლა დაგიბრუნებ ამ ვალს იცოდე-ისეთი ბედნიერი იყო იმ წუთას და სწორედ ეს იყო მის მიერ გადაახდილი ვალი უჩასთვის,ასეთ ბედნიერს რომ ხედავდა მას.
-მოდი სადმე დავსხდეთ ძალიან მშია,ალბათ შენც რას იტყვი?-უჩას არ სურდა იმ საკითხზე რაც რამოდენიმე საათის უკან ლასაგან შეიტყო მასთან სახლში ესაუბრა.
-კარგი წავიდეთ-მორიდებით თქვა ქალმა
ახლომდებარე კაფეში შევიდნენ.ერთმანეთის პირისპირ ჩამოსხდნენ.ხაჭაპური და ფორთოხლის წვენი შეუკვეთეს.ათასი ვარიანტი გადაამუშავა გონებაში უჩამ თუ როგორ დაეწყო საუბარი მაგრამ ბოლოს მაინც პირდაპირ თქვა ამჯობინა.
-გეძებენ
-ვინ მეძებს?-მოულოდნელობისაგან შეკრთა ქალი
-შენი ოჯახი,გუშინ შეუტანიათ განცხადება
-იმედია არ....-ცრემლიანი თვალებით გახედა
-არა რათქმაუნდა არაფერი მითქვამს შენს შესახებ არსად,მაგრამ ერთი გარემოებაა
-რა გარემოება?
-განცხადებაში წერია,რომ ფსიქიკურად ავადმყოფი ხარ და შესაძლოა დაიკარგე და სახლს ვერ აგნებ-ძალიან გაუჭირდა ამ სიტყვების გამეორება,უხერხულობის დასაფარად საფერფლეს დაუწყო წვალება.
-და დაიჯერე?-მაის ხმაში სინანული შეეტყო
-შენ როგორ ფიქრობ დავიჯერე?-თვალი თვალში გაუყარა
-და ალბათ სიმართლე გაინტერესებს თუ რატომ წამოვედი სინამდვილეში?
-ვფიქრობ ამის უფლება ცოტათი მაინც მაქვს,ჩემს სახლში ცხოვრობ,ჩემი შვილები განდე-ცოტა ხნით შეყოვნდა-არ იფიქრო,რომ რამეს გამადლი,ან გაყვედრი,მე უბრალოდ გუმწრფელად მაინტერესებს და მაჯავრებს შენი ამბავი,უბრალოდ მინდა,რომ მენდო,იქნებ შევძლო და დაგეხმარო
-უკვე იმაზე მეტიც დამეხმარე რამდენიც მეკუთვნოდა ან ველოდი-და ყველაფერი მოუყევა,ყველაფერი დაწყევლილი დაბადების დღიდან იმ დღემდე სანამ მის ჭიშკართან უგონო მდგომარეობაში არ იპოვა.დროდადრო სიბრაზისაგან სახეზე წამოწითლდებოდა კაცი,ნერვიულად გაშლილ მტევანს ხან წვერზე ჩამოისვამდა,ხან კი თმაზე გადაისმევდა,ადგილზე ვეღარ ისვენებდა,მუშტებს ისე კრავდა მაჯებზე ძარღვები დახეთქვაზე ჰქონდა.ქალი ხმადაბლა ყვებოდა მის ამბავს და ტან ცრემლებად ირვრებოდა,უჩას არ შეეძლო უკვე გამოცდილი ჰქონდა საკუტარ თავზე თუ რა ემარტებოდა მისი ტანჯული სახის შემხედვარეს,და არ შეელო ეყურებინა იმისათვის თუ რა დრეში იყო მაია.მტელ სხეულში,სიბრაზე,მრისხანება,სიბრალული,თანაგრძნობა ერთად დათარეშობდა.
-მაია ხომ იცი რომ მე გამომძიებელი ვარ?
-კი-ნამტირალები ხმით უპასუხა
-ხომ იცი რომ კანონს ვემსახურები?
-კი
-და მე არ შემიძლია დიდხანს შეგიფარო ასეთ სიტუციაში,ვიცოდე გეძებენ და მე გმალავდე,გაგიშვა და ასეც ვერ დაგიცავ
-და რა ვქნა?-სასოწარკვეთილმა ჰკითხა
-მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ,მაგრამ არ ვიცი შენ რას იტყვი-უჭირდა სიტყვის თქმა უჩას
-რა?-მოლოდინით დაიძაბა
-ცოლად უნდა გამომყვე
...................
პ.ს. მგონი ეს დიდი თავია და ამჯერად არარ მეტყვით პატარაა არ გვეყოო.
ისევ და ისევ ველი თქვენს კონემტარებს,თქვენს შეხედულებას პერსონაჟებსა თუ მოვლენებზე
ხოოო უჩას პორტრეტზე ჩემი ფავორიტი მსახიობია -ტომ ჰარდი ♥



№1  offline მოდერი sopiko

მოოომმმწწწოონნნს :-D ფიქტიურ ქორწინებას არ ველოდი მაგრამ უფრო დამაინტრიგა. ხო, კიდევ ძაან დიდი ხანი თავი არ იფასონ რა :-D <3

 


№2  offline წევრი milangirl

ოჰო უკვე საინტერესოდ ვითარდება. თორმეტის მერე დადე რა კიდე

 


№3  offline მოდერი ლილიანა

sopiko
მოოომმმწწწოონნნს :-D ფიქტიურ ქორწინებას არ ველოდი მაგრამ უფრო დამაინტრიგა. ხო, კიდევ ძაან დიდი ხანი თავი არ იფასონ რა :-D <3

ზომიერად იქნება ყველაფერი :) მადლობა საყვარელო
milangirl
ოჰო უკვე საინტერესოდ ვითარდება. თორმეტის მერე დადე რა კიდე

მადლობა ჩემო კარგო,ვერ შეგპირდები მაგრამ ხვალ ამ დროს კი დავდებ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4 სტუმარი mari

Kargia dzannn.

 


№5  offline მოდერი bibo

Kide kai isev puchurika tavi ar dade :D :D ver gadamirchebodiiii

 


№6  offline მოდერი ლილიანა

mari
Kargia dzannn.

:) მადლობა
bibo
Kide kai isev puchurika tavi ar dade :D :D ver gadamirchebodiiii

რანაირი თავი?
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7  offline მოდერი bibo

Patara tavi ar iyotqo :D :D :D :D kai iyo magram ar meyooo kacooo mainc da ra vqna ux :((((((

 


№8  offline მოდერი ლილიანა

bibo
Patara tavi ar iyotqo :D :D :D :D kai iyo magram ar meyooo kacooo mainc da ra vqna ux :((((((

რა ვქნა ,მთავარია ყოველდღე ვდებ :)
ისე არ ვიცი აქ ცენზურა როგორ მოქმედებს მაგრამ მაინც...... გასათვალისწინებლად :)
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№9  offline წევრი kora

კარგია, მომწონს ძალიან. იმედია ახლა მაია ხვეწნას არ დააწყებინებს ამ კაცს, მითუმეტეს რომ მის საკეთილდღეოდ იქცევა ასე.. არა ისე დასაწუნი რა აქვს, მაიას კი არა უკვე მე შემიყვარდა უჩა...
მაგრაააამ, მეორე ისტორია რომ ძალიან-ძალიან მინდა გაგრძელდეს რა ვქნაა, ერთი თავი იქნებ როგორმე გაიმეტო <3
--------------------
kira.G

 


№10  offline მოდერი ლილიანა

kora
კარგია, მომწონს ძალიან. იმედია ახლა მაია ხვეწნას არ დააწყებინებს ამ კაცს, მითუმეტეს რომ მის საკეთილდღეოდ იქცევა ასე.. არა ისე დასაწუნი რა აქვს, მაიას კი არა უკვე მე შემიყვარდა უჩა...
მაგრაააამ, მეორე ისტორია რომ ძალიან-ძალიან მინდა გაგრძელდეს რა ვქნაა, ერთი თავი იქნებ როგორმე გაიმეტო <3

როგორ მახარებ კომენტარებით შენ ხო არ იცი <3 მიხარია რომ უჩა მოგწონს,მეც მომწონს:) შვილს რომ ვაძინებ შუადღით მაშინ ვწერ ამას,ვამთავრებ ატვირთვას და ისიც იღვიძებს,ვეცდები ამისთვისაც გამოვნახო ამ დთეებში დრო და იმისთვისაც
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№11  offline წევრი eni

Vaimee ai Es martla udzalian magresi tavi iyoo maia dgitidge maocebs rogori lagi ragac mxriv tbili da gansxvavebulia ubralod amdeni tanjvis shemdeg sheudzlia mainc gaigimos da sxvas ar daanaxos misi cxovreba da is didi tkivili saocreba <3 da albat yvelaze kargi gamomdziebelia ucha romelic tavis samqmes asrulebs shesanishnavad veli shemdegs da imedia aswavli chkuas amgogos mshobels sashineli adamiani aris da eseti kargi shvili rogor yavs arvici gelodebi <3 <3 <3

 


№12  offline მოდერი ლილიანა

eni
Vaimee ai Es martla udzalian magresi tavi iyoo maia dgitidge maocebs rogori lagi ragac mxriv tbili da gansxvavebulia ubralod amdeni tanjvis shemdeg sheudzlia mainc gaigimos da sxvas ar daanaxos misi cxovreba da is didi tkivili saocreba <3 da albat yvelaze kargi gamomdziebelia ucha romelic tavis samqmes asrulebs shesanishnavad veli shemdegs da imedia aswavli chkuas amgogos mshobels sashineli adamiani aris da eseti kargi shvili rogor yavs arvici gelodebi <3 <3 <3

მადლობა საყვარელო,როგორ მაინტერესებს თქვენეული ხედვა პერსონაჟებზე,მადლობააა
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№13  offline წევრი მეამეა

რა მოულოდნელი დასასრული ჰქონდა ამ თავს? კარგია, ძალიან კარგი. ხვალ ველოები გაგრძელებას იცოდე :*

 


№14  offline მოდერი ლილიანა

მეამეა
რა მოულოდნელი დასასრული ჰქონდა ამ თავს? კარგია, ძალიან კარგი. ხვალ ველოები გაგრძელებას იცოდე :*

ჰოო? ვეცდები ხვალ უეჭველი დავდო
მადლობა მეაკო <3
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№15 სტუმარი Tu Ta

Vaime rogor momewonaa :) ucha saoari adamiania, maia xom saertod...:) dzalian kargad wer...gaixare :*

 


№16  offline მოდერი ლილიანა

Tu Ta
Vaime rogor momewonaa :) ucha saoari adamiania, maia xom saertod...:) dzalian kargad wer...gaixare :*

მადლობააა:):):):):*:*:*:*:
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent