შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაჩუქე სიყვარული (2)


4-10-2015, 20:27
ავტორი Dikunadiko
ნანახია 3 719

ფრთხილად გავახილე თვალები და ბუნდოვნად საავადმყოფოს პალატა ამოვიცანი ნანახში, მერე კაგად გახელილს მამაკაცმა დამიჩრდილა ისევ თვალები
-ბრალად გედებათ თქვენი მეუღლის გუგა მეტრეველის მოკვლა ! დასჭექა მისმა სიტყვებმა და კიდევ ერთხელ დამებინდა გონება..

გონს ალბათ რამოდენიმე საათის მერე მოვედი რადგან უკვე შებინდებულიყო და თეთრი ჟალუზიდან მხოლოდ მთვარის რამოდენიმე სხივირა აღწევდა შიგნით..
პალატაში არავინ იყო, სამარისებური სიჩუმე სუფევდა და სიჩუმე უფრო მკლავდა, წამოჯდომა ვცადე თუმცა გამჭოლმა ტკივილმა მუცლის არეში ადგილზე გამყინდა და ისევ საწოლში შევბრუნდი, მერე წამიერი ფიქრის შემდეგ თვალებიდან ცრემლები წამსკდა
-გუგა, გუგა.. ჩემთვის ვლუღლუღებდი და ცრემლებს ხელის მუჭით ვიშრობდი. ტირილის ხმაზე კარი გაიღო და ოთახში ორი პოლიციის ფორმიანი მამაკაცი შემოვიდა, მკაცრი მზერით შემომხედეს, ერთი მაღალი შავი ფერის თვალებითა და თმებით , ოდნავ წამოზრდილი წვერით და გამჭოლი მზერით იყო, მეორე ოდნავ დაბალი მასზე, ღიაფერის თვალებით და თმებით, შედარებით ჭკვიანი გამოხედვით . გულმა ისევ ჩქარა დამიწყო ძგერა დასველებული ლოყები ხელებით შევიმშრალე და სულ განაბული დაველოდე მათ სიტყვებს
-ბრალად გედებათ თქვენი მეუღლის, გუგა მეტრეველის მოკვლა ! ისევ დასჭექა შავგვრემანის ხმამ , მინდოდა მეგონა, რომ ეს საშინელი სიზმარი იყო ,რომ გავიღვიძებდი და ჩემს გუგას ცავეხუტებოდი, თვალები მაგრამ მოვჭუტე იმ მიზნით რომ გახეილილს ყველაფერი სხვაგვარად დამხვდებოდა თუმცა გახელილს ისევ ორი პოლიციელი შემომრჩა .
ოთახში ოდნავ პუტკუნა, ჩაფსკვნილი ქალბატონი შემოვიდა და პოლიციელებს მკაცრი მზერა ესროლა
-ხომ გითხარით ჯერ ახალი გამოსული იქნება შკური მდგომარეობიდან არ შეაწუხოთთქო. მიმართა მკაცრად და კარებისკენ უბიძგა , თუმცა შავგვრემანი გაუძალიანდა
-ბრალდებული განყოფილებაში უნდა წავიყვანოთ, გასინჯეთ და ჯანმრტელობას თუ რამე სერიოზული არ ემუქრება წავიყვანთ, მანამდე კი აქ მოვიცდით. თქვა და ჩემს პირდაპირ სავარძლებში დაეშვნენ
ექიმი ნელა ნელა მსინჯავდა, თიტთოს დროს წელავდა, ზოგჯერ თბილი თვალებით გამომხედავდა, ერთიანად იგრძნნობოდა მის თვალებში რომ ვეცოდებოდი.
-გაბრძანდით თუ შეიძლება პაციენტმა უნდა ჩაიცვას. უთხრა ნელი ექიმმა თუმცა შავგვრემანი პოლიციელი ადგილიდან არ დაძრულა. თითით მეორეს ანიშნა ,ისიც უხმოდ ადგა და გავიდა.
-ის ბრალდებულია, ამიტომ მოუწევს ჩემს თვალწინ ჩაცმა. წარბებ შეკუშტულმა თქვა და მერე ოდნავ ჩაეღიმა.
მე რას ვგრძნობდი? არაფერს..
სულერთი იყო ჩემთვის ვის თვალწინ ცავიცვამდი, გონებაში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა, ჩემი გუგა, მისი სახე, თვალები, მისი ბილი მზერა, ცხელი ტუჩები, მენატრებოდა მისი ყოველი მოძრაობა.. თვალიდან ჩამოგორებული ცრემლი მკლავით შევიმშრალე , ამასობაში პოლიციელი ადგა და კარადიდან ჩემი ნივთები გამოიღო.გამიკვირდა
-ეს.. ვინ მოიტანა? ნერწყვი ღრმად გადავყლაპე.
-მამიდაშენმა. გვერდით ჩამომიჯდა, თითქოს არც არაფერი.
-და... ღრმად ვსუნთქვადი, მინდოდა ძალა მომეკრიბა რომ მეკითხა თუმცა ყოველი მოძიებული ასო-ბგერა უკანვე ქრებოდა, ბოლოს როგორღაც ამოვღერღე...გუგა?
-მოკალი. წარბები შეკუშტა და თვალებდაწვრილებულმა შემომხედა, თითქოს თავისი კითხვების პასუხს ჩემს მზერაში ეძებდა, თუმცა იქ სიცარიელის მეტი არაფერი არ იყო.
-მე ის.. ის არ მომიკლავს..ჩემი გუგა.. არ მომიკლავს, ერთი ამოვიკნავლე და როგორც მჩვეოდა ტირილისას გუგას რომ ივეხუტებოდი , ვერც გავაცნობიერე ისე ჩავეკარი პოლიციელს გულ -მკერდში..

--------------
უღრმესი მადლობა რომ კითხულობთ, მაინტერესებს თქვენი აზრები, კრიტიკა, რჩევა :* <3



№1  offline მოდერი sopiko

ვაიმეე ძალიან კარგია <3 მომწოონს. ინტრიგები იყოს! აი, ეს არის ჩემი რჩევა

 


ცოტა პატარაა თორე ისე საუცხოოა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent