შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის უფრო გიჟია,თუ მე მისი სიყვარულისთვის ?! (2)


4-10-2015, 21:54
ავტორი lisebeth
ნანახია 2 649

მომხდარით გაოგნებული იყო. ჯერ იმას რას წარმოიდგენდა ,რომ სრულიად უცხო ადამიანი და ისიც ბიჭი ასე უხეშად მოექცეოდა. მერე კი იმას რას იფიქრებდა ,რომ ეს ადამიანი დამუქრებას გაუბედავდა.
არც კი ახსოვდა სახლამდე როგორ მივიდა. მთელი გზა ეფიქრებოდა ,მაგრამ არ იცოდა რაზე. თითქოს შიშს პირველად ცახედა თვალებში. თვალწინ ედგა მისი მღვრიე ნაცრისფერში გარდამავალი თვალის ფერი. დაწიმული ძარღვები და მრისხანებით აღსავსე მთელი მისი არსება.
ნეტავ საიდან გაიგო ,რომ ვუყურებდიო ფიქრობდა ,მაგრამ ამაოდ . აზრად არაფერი მოსვლია. ტაქსიმ ჭიშკართან ,რომ გაუჩერა და ათჯერ მაინც გაუმეორა კაცმა მოვედით და თანხა გადამიხადეო მერე გადმოვიდა ძირს. გასარები მოიძებნა და შიგნით შევიდა. ტელევიზორი ჩართო. საერთოდ ასეტი ჩვევა ჰქონდა. ტელევიზორს არ უყურებდა ,მაგრამ მაინც სულ ჩარტული ჰქონდა. თითქოს ტრადიცია იყო ოჯახში. ყავა დაისხა და დივანზე ფეხმორთხმით დაჯდა. მდუღარე სითხე კისერში გადაუვიდა და სულ დასწვა ,მაგრამ ისე იყო გართული ვერც კი მიხვდა რამ შეაწუხა იმ წუთას. დაღამებამდე იჯდა იქ. ადგილიდან არ გარყეულა. ყავის სმას ,რომ მორჩა ჟურნალები გადმოაწყო და კითხვა დაიწყო. უცნაური სტილი და გემოვნება ჰქონდა ,მაგრამ კარგად ჩაცმას მიჩვეული იყო და მოდის სფეროც არ დატოვა უყურადღებოდ. ფურცლავდა ,მაგრამ ფიქრებით სულ სხვაგან იყო. მისაღებში ტელევიზორი ჩართული დატოვა და ისე ავიდა დასაძინებლად.
ტელეფონის დიქტოფონს ხელი დაჰკრა და დედამისის შეტყობინება მოისმინა. ეუბნებოდა ცემზე არ ინერვიულო. ანგარიშზე თანხა დაგისვი და ჩემს ჩამოსვლამდე გეყოფაო.
-ისევ ერთი და იგივე_ჩაიბუზღუნა და საბნის ქვეშ შეწვა. ფეხები მოკუნტა და დაძინება სცადა. ტყუილა ყოფნისგან ისე იყო მოთენთილი დიდხანს არც უცდია.
კოშმარებმა არ დაასვენეს მთელი ღამე. ესიზმრებოდა ,რომ მისი ახალი კურსელი თავს ესხმოდა და კისერს დანით ჭრიდა. ყველგან სისხლი იყო მიმოფანტული. ლამის გიჟს ჰგავდა რომ გამოეღვიძა. ფეხზე წამოხტა და ოთახში დაიწყო მიმოსვლა. ფანჯრიდან ლამიონების შუქი მოსჩანდა. უნდოდა გამოეღო მაგრამ ახლოს მისვლა ვერ გაბედა. მერე თავი გაიმაგრა, საკუთარ თავს სულელი უწოდა და წელში გამართული მიუახლოვდა სარკმელს. მზის ფარდა გადასწია და კორპუსის ქვემოთ გადაიხედა. აბა ისე ,ხომ არ გააღებდა ფანჯარას. განწირული ხმით შეიკივლა და კედელს აეკრა. თვალი ისევ ქუჩისკენ გააპარა. ისევ იქ იდგა კაპიუშონწამოფარებული ბიჭი და ბოძზე იყო მიყუდებული. ძირს იყურებოდა და გარშემო არაფერს აქცევდა ყურადღებას. . ისე შეეშინდა ლამის სუნთქვა შეეკრა.
-იდიოტი ვარ. ნამდვილი იდიოტი. _დაუყვირა თავის თავს და ფარდა ისევ ჩამოაფარა. _მგონი მოჩვენებები დამეწყო.
ისევ შეხტა საბნის ქვეშ და თავზე წამოიფარა. არ ეძინა ,მაგრამ ისე იყო გატრუნული გეგონებოდათ არც კი სუნთქავსო. ვერც მიხვდა ისე ჩაეძინა. რომ გამოეღვიძა ისევ საბანი ეფარა და სიბნელე იყო. ეგონა ჯერ არ გათენებულაო , მაგრამ უკვე ათი იწიყებოდა. ლექცია ზუსტად ათზე ჰქონდა. ისე ჩაიცვა წესიერად არც კი შეუხედავს ზედ. სამზარეულოში შესვლისას დაინახა დედამისის ყავის ჭიქა იდო მაგიდაზე ,რომლითაც ყავას იმზადებდა ექსტრემალურ სიტუაციში გზაში რომ დაელია. უკვე გამხადებული შიგ გადაასხა და გარეთ გამოვარდა. რადგან უკვე აგვიანდებოდა იმ დღისთვის კედები ჩაიცვა.
აუდიტორიამდე ძლივს მიასწრო. ლექტორი კარს უკვე კეტავდა გულამოვარდნილი რომ მივიდა. ახალგაზრდა ქალმა გაუღიმა და შიგნით სეუშვა.
არასასურველი სტუმარი უკვე იქ იჯდა და როგორც ყოველთვის გარეთ ეჭირა მზერა. ქარივით ჩაუქროლა მის მაგიდას და ისევ ბოლო მერხზე დაჯდა. მთელის მონდომებით ცდილობდა მისთვის კი არა საერთოდ იმ მხარეს არ გაეხედა. მის გულში შიში იყო გამეფებული. თან იწერდა და თან გულში ეფირებოდა. თავისი სტიქიიდან კურსელის დაძახებამ გამოაფხიზლა.
''გიჯი'' კურსელის უკან მერხიდან გოგონა ეძახდა.
-მათხოვე რა ჩაიწერე. ცოტა ჩამოვრჩი _შეეხვეწა და ჩანაწერი გამოართვა. წამის მეასედში გაუწორა მზერა ბიჭს ,მაგრამ ადგილზე შეხტა და თვალებზე ხელიჩამოიფარა.
-ნეტა შენიშნა ,რომ შევხედე? _გაიფიქრა და ლამის გული ამოუარდა საგულედან. მთელს კანზე ბურძგლავდა ლამის იყო ატირებულიყო ,მაგრამ გულს იმაგრებდა. არავის არაფერს აჩვენებდა.
ზარი დაირეკა ,მაგრამ ქრისტინე ადგილიდან არ გარყეულა. დაელოდა ,როდის გავიდოდა ის ბიჭი. თან მისი რვეული ხომ ჯერ არ დაებრუნებინა გოგონას. როგორც კი აუდიტორია მის გარეშე დაიგულა ამოისუნთქა და სახეზე ფერი დაუბრუნდა. მიუხედავად ამისა გული მაინც ისევ ისე უძგერდა.
-შენი რვეული _ მოუახლოვდა გოგონა და წინ დაუდო_გმადლობ დახმარებისთვის.
_არაფერია_გაიღიმა ქრისტინემ თუმცა ნაძალადევად.
-აქ ახალი ხარ? ბევრი ჩვენი კურსელი მხოლოდ გამოცდებზე მოდის ხოლმე ,მაგრამ შარშან არც გამოცდებზე მინახავხარ.
-კი ახალი ვარ. გორიდან გადმოვედი.
-სასიამოვნოა. გინდა ყავა დავლიოთ ერთად?
-დავლიოთ. შენ შარშანაც აქ იყავი?
-კი ვიყავი ,მაგრამ სიმართლე გითხრა ახლო ურთიერთობა არ მაქვს კურსელებთან. არ გამომდის ურთიერთობები.
-რა დამთხვევაა. არც მე... არ დაიჯერებ ,მაგრამ გორში ერთი წელი ვიყავი და ფაქტობრივად არავინ გამიცვნია.
გოგონები ნელა დაუყვნენ კიბეებს და მალე არმოჩნდნენ უნივერსიტეტის კაფეტერიაში. ორივემ ყავა აიღო და მაგიდას მოუსხდა.
-მაპატიე ,მაგრამ ჯერ შენი სახელიც არ გითქვამს.
-ნაკა გურეშიძე.
-ნაკა?
-ჰო ნანკას მეძახდნენ და არ მომწონდა. მერე გადავიკეთე.
-ჰო სახელების გადაკეთება ძალიან ''მოდურია'' და ''ტენდენციური''. მაპატიე მიჩვეული ვარ ასეთი სიტყვების ბრახა-ბრუხს დედაჩემის გადამკიდე. მე ქრისტინე დვალიშვილი.
-სასიამოვნოა. დედაშენი რას საქმიანობს?
-ჟურნალისტია და ახლაც ლონდონშია ჩაწერაზე
-მაგარია. მომწონს ჟურნალისტობა თუმცამე არ გამომივიდოდა.
-დედა ტვლის ,რომ თეატრალურისთვის ვარ დაბადებული. თუმცა მე არ მაღელვებს ეს პროფესია._ ქრისტინემ სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. _ ეწევი ? _კოლოფი გაუწოდა ახლადგაცნობილს.
-არა გმადლობ ...
-კარგი გოგო ...
-როგორ?
-კარგი გოგო. ასე ეძახიან ჩემს სამეგობროში . ანუ არც სვამ?_ ნაკამ თავი გააქნია. _ და არც კლუბებში ''გრიალებ'' _ გოგონამ ისევ თავი გააქნია.
-გოიმი ვარ.
-არაუშავს შარშან მეც ვიყავი.
-ასე გაგიჭირდა გორში?
-დარწმუნებული ვარ მამაჩემი უფრო მხიარულად იყო საფლავში ვიდრე მე. _ სიგარეტი საფერფლეზე დაჰკრა გოგონამ
-მამა გარდაგეცვალა?
-შვიდი წლის ,რომ ვიყავი.
-ვწუხვარ...
-ჰო მეც. სამწუხაროდ არ გაუმართლა.
-რა დაემართა?
-არქიტექტორი იყო და მშენებლობაზე ხარჩო ჩაუტყდა. უბედური შემთხვევა იყო.
-საშინელებაა.
-ჩვენს კურსელებზე რას იტყვი?
-არაუშავთ. თუმცა ხომ გითხარი არც ისე ახლოს ვართ.
-ის ბიჭი დღეს შენს წინ ,რომ იჯდა ?_ ნაკამ მხრები აიჩეჩა._რა ?
-არ ვიცი და არც არავინ იცის. არ ვიცნობთ.
-როგორ ერთი წელი გავიდა.
-არასდროს გვისაუბრია. ასე მოდის და უსიტყვოდ მიდის. ხმაც არ გაგვიგია მისი. მგონი მუნჯია. ერთხელ ლექტორმა რაღაც ჰკითხა და ლამის ათი წუთი დუმილით პასუხობდა სანამ ის ქალი ბოლოს და ბოლოს მიხვდა ,რომ არ აპირებდა მასთან ''ჭორაობას''
''-მუნჯი ნამდვილად არ არის'' _გაიფიქრა გულში ქრისტინემ და გაიღიმა.
-ესე იგი ჯერ არ გაგიცვნიათ?
-უცნაურია ,მაგრამ არა.
-იქნებ ვერ იგებს და ამიტომაც არ პასუხობს.
-არა შუალედრებზე ყოველთვის უმაღლესი ქულა მას აქვს. თუმცა ჯერ მისი გაცნობის პატივი არ დაგვდებია.
-უცნაური ''ტიპია'', დაკვირვებიხარ ფრჩხილებს ,რომ იკვნეტს?
-კი, ერთგვარი წიკია.
-რა წიკი?
-ნერვული წიკი. სიქოლოგიიდან ვიცი. მასინვე მივხვდი.
-ფსიქოლოგიას სწავლობ?
-შარშან დავდიოდი კურსებზე. შესაძლოა რამე ტრამვის ან თანდაყოლილი დეფექტის ნიშანი იყოს. საინტერესოა თუმცა არ ვცდილობ მასთან ურთიერთობის დამყარებას
''-არც გირჩევ''_გაიფიქრა გულში და ცალყბად გაეღიმა.
-კარგი უნდა წავიდე.სასიამოვნო იყო შენთან საუბარი და შენი გაცნობა. სხვა დროს გამოველაპარაკებით მაინც ერთმანეთს მეტი თუ არაფერი.
-კარგად. მე დავრჩები ცოტა ხანს და რამეს წავიკითხავ
ქრისტინე გარეთ გამოვიდა. ცოტა ეწვიმა კიდევაც. ნელი ნაბიჯებით გამოჰყვა ეზოს. ფიქრობდა ნაკას სიტყვებზე ალბათ ტრამვის შედეგიაო. რა ჯანდაბისთვის ეფიქრებოდა იმ ბიჭზე და მის პრობლემებზე.
''-ეშმაკსაც წაუღია'' _გაიფიქრა გულში და ქუჩაში გადმოვიდა. წვიმამ მოუმატა და კაპიუშონი წამოიხურა. ტაქსის ნომერი აკრიბა და ბარდიულთან დადგა. გზის მეორე მხარეს იყურებოდა . მოლოდინში გართული ყურსასმენებს აყოლებდა ჯიბეში ჩაყოფილ ხელის თითებს. ამ ბოლო დროს ''რინა'' ყავდა ამოჩემებული. ასეთი ხასიათი ჰქონდა. ვერ გეტყოდათ ,რომელი იყო მისი საყვარელი მუსიკოსი. ამოიჩემებდა რაღაცას და მერე სულ ამას უსმენდა. მერე ''გადაუნდებოდა'' და ახალ მიზანს დაეძებდა. წინა ჯერზე ''ლედი გაგას'' ეთაყვანებოდა. არც ახლა აკლებდა , მაგრამ ისე გიჟურად აღარ. გარდერობში ჯერ ისევ ეკიდა მაისური ზურგზე წარწერით '' Lady Gaga is the queen of music'' .
ჰო მის გარდერობში კიდევ ბევრი მსგავსი მაისურები ეკიდა. თუნდაც ისეთი როგორიცაა წარწერა ''living is easy with eyes closed ''. ემართებოდა ხოლმე ასეთი გაფანატებები. არც ახალი მოვლენა იყო და არც გასაკვირი. ამის შესახებ დედამისმაც იცოდა. ისეთი გიჟური იდეები აწუხებდა როგორიცაა რევოლუციის მოხდენა და ომში წასვლა. ავღანეთშიც კი აპირებდა წასვლას ერთი პერიოდი ლამის ჭკუიდან გადაიწყვანა დედამისი.
''-სრულიად არანორმალური მოვლენა ხარ ''_ ხსირად უმეორებდა ქალი და აფსოლუტურად იყო დარწმუნებული იმაში ,რომ მისი ქალიშვილი ერთხელაც ისეთ სიგიჟეს ჩაიდენდა თავადაც არ ასცდებოდა ჭკუიდან გადასვლა. აშინებდა შვილის არაპროგნოზირებადი ხასიათი.
ამის დამსახურება იყო შარშან გორში ,რომ ამოჰყო თავი. საინტერესო ისტორიაა მოსაყოლად ,მაგრამ ცოტას გადავდებთ.
გზას მოავლო თვალი და მეორე მხარეს დაინახა როგორ ცდილობდა მისი ''გიჟი'' კურსელი მანქანის გაღებას ,მაგრამ აშკარად რაღაც უჭირდა. ბოლოს და ბოლოს პრობლემა გადაჭრა და კარი გაიხსნა. მანქანაში ჩაჯდომამდე წამით შეხვდა მათი მზერა ერთმანეთს და ისიც გაჩერდა. ქრისტინემ სასწრაფოდ აარიდა მზერა და გონებაში ისევ აჰყვა სასურველ და ამ ჯერზე გაფანატებული მუსიკას. ამ დროს სადღაც ჯანდაბაში მოგზაურობს გონებით და მის გარშემო ყველა და ყველაფერი კვდება. ტაქსი მის ფეხებთან გაჩერდა. კარი გააღო და შიგნით შეხტა. ბიჭი ჯერ ისევ იქ იდგა და თითქოს რაღაცას აკეთებდა მაგრამ აშაკრად არ იყო ასე. მიმავალ ტაქსის თვალი გააყოლა და კარი მიიკეტა.
მძროლი რაღაც მკვდარ მუსიკას უსმენდა. ქრისტინემ ტელეფონს ხმა აუწია და გულისწამღები მელოდია ,რომელიც თავის ''რიანას'' ერეოდა წამიერად ჩაკვდა.
-გადავიფიქრე სხვაგან მივდივარ _ განუცხადა ტაქსისტს და სხვა მისამართი უთხრა.
-ფულის დამატება მოგიწევთ.
-ვხვდები მაგდენს.
მძღოლმა მანქანა მოაბრუნა და უფრო სწრაფად წავიდა. დაახლოებით 15 წუთი მოუნდა სიარულს. ქრისტინემ ''რიანას'' სამი ''ტრეკის'' ჩამოცლა მოასწრო.
-მოვედით_თქვა კაცმა_ რვა ლარი _ ქრისტინემ ათ ლარიანი ამოიღო და სავარძელზე დაუგდო. ხურდას არც დალოდებია ისე აუყვა სადარბაზოს კიბეებს. _მადლობა_ მოაყვირა კაცმა ,მაგრამ ქურებდაცობილ გოგოს არც გაუგია.
კარზე დააკაკუნა. კედელს მიეყუდა და პასუხად გაღებას დაელოდა. მალევე აურსულდა ოცნება. უკან თმაშეკრული ბიჭი მოეგება და გაუღიმა.
-ქიტი რამ მოგიცდინა ფეხი.
-გრიგალია ჩემსკენ და ნუ მეძახი მასე ჰომეროს
-შენ ,რომ მეძახი ჰომეროსს მოსულა?
-დაიკიდე
-მოდი ...
-იცოდე უნდა მოვწიო და არ დამიწყო მერე გარეთ გადი და მასეთები.
-მეზიზღები იმის გამო ,რომ ''დაიკიდე'' ჩვენი მეგობრობა.
-მომენატრე სხვათაშორის._ ჩანთა ძირს დააგდო და დივანზე ჩამოჯდა. ფეხები მაგიდაზე შემოაწყო და სიგარეტს მოუკიდა.
-დედაშენი სადმე წავიდა?
-ლონდონში...
-ასეც ვიცოდი. დალევ რამეს?
-რა ვიცი თუ შემომთავაზებ .
-გორში გადაგაკეთეს და მთელი ამბები.
-ნუ მახსენებ იმ სამყაროს დასალიერს.
-რატომ აითვალწუნე მშვენიერი ადგილია. ეს შენ ხარ ისეთი ვერაფერს ,რომ ვერ ერგება. ავღანეთში ისევ მიდიხარ?
-ამაზე აპირებ ჩემთან საუბარს? მითხარი ისევ წერ მითებს?
-ხომ იცი როგორ მიყვარს მითოლოგია . შეეგუე უნივერსიტეტს? _ პატარა ჭიქები დადგა მაგიდაზე ბიჭმა და სასმელი დაასხა.
-ტეკილა სად ჯანდაბაში გქონდა?
-მეგობარმა მაჩუქა და შენზე უკეთესთან ვისთან დავლევ?
-კოტიკო შენ ხომ ნახევრად ფსიქოლოგი ხაღ?
-საიდან დაასკვენი ახლა ეგ?
-რა ვიცი ამბობენ შემოქმედი ხალხი რაღაცაო და ...მოკლედ..
-კაი რა...
-როგორ გგონია რატომ შეიძლება იკვნეტდეს ფრჩხილებს 23 წლის ბიჭი და კანკალებდეს უმიზეზოდ?
-ნარკომანია?
-არა...არ ვიცი ..._ შეშფოთებული სახე მიიღო გოგონამ . კოტიკომ უნდობლად გადდახედა ..._არამგონია _დააზუსტა საკუთარი ნათქვამი გოგონამ
-აგრესიულია?
-მგონი, ალბათ _ თვალწინ ისევ გადაურბინა მისმა განრისხებულმა სახემ.
-შესაძლოა დოზა არ ქონდა და ...
-არ ჰგავს მასეთს. კაი დაიკიდე ...
-ვისზეა საუბარი?
-არ იცნობ ერთი ჩემი ნაცნობია. _ისევ გადაჰკრა გოგონამ სასმელი.
-გიჟი ხარ ქრისტი ...
-მოდი ესეც დაიკიდე რა. მგონი დღეს ბევრჯერ გამოვიყენე ეს სიტყვა ხომ ?
-საკმარისზე მეტჯერ ...
-აუ ძალიან ცუდად ვარ. დაბნეული და განადგურებული. არც ვიცი საკუთარი თავი სად ვეძებო. მხოლოდ ის ვიცი ,რომ მარტო ყოფნა არ მინდა.
-დარჩია აქ _ ხელი გადახვია კოტიკომ და შუბლზე აკოცა. _ბოლოს როდის დარჩი გახსოვს?
-გორამდე. მომენატრე ...მიდი კიდე დაასხი რა... უნდა გავბრუვდე.
-გავცალოთ?
-ბოლომდე.
ერთ საათს ეყოთ ის ერთი ბოთლი ტეკილა. ბოლოს ისე გაბრუვდნენ მუსიკას აუწიეს და გიჟებივით ცეკვავდნენ. თითქოს დაავიწყდა მომხდარი ,მაგრამ ხანდახან მაინც ახსენდებოდა და სახე ეცვლლებოდა. მერე ისევ გამხიარულდებოდა და ასე. კომპიუტერის მაგიდიდან დინამიკი გადმოვარდა და იმხელა ხმა გაისმა ქრისტინე ბურთივით ახტა ჰაერში. ისე შეეშეინდა ლამის შეწუხდა.
-რა დაგემართა? _ ჩაეხუტა კოტიკო და აკანკალებულ გოგონა ლოყაზე აკოცა.
-რა ვიცი შემეშინდა _ დაიჩურჩულა გოგონამ და კიდევ უფრო ახლოს მივიდა. კოტიკომ თავი ააწევინა და მის ტუჩებს შეეხო. მერე კისერს და მანამ გაგრძელდა სანამ დივანზე არ არმოჩნდნენ.
-რამდენი ხანია ერთად აღარ ვყოფილვართ. მომენატრე გადარეულო _ გაუღიმა ბიჭმა და მაისური გადააძრო. ქრისტინე შეშინებული ბავშვივით ისევ მიეკრა მამაკაცს და ალერსში აჰყვა. მუსიკა ისევ ხრიგინებდა თუმცა აშკარად არ უშლიდათ ხელს.
-გამორთე_ თქვა უსიამოვნოდ გოგონამ და მუცელზე დაწვა. კოტიკომ ჩასართავი გამოგლიჯა და ძირს დააგდო.
-რა გჭირს? რაღაც ვერ ხარ _ თავი ზურგზე დაადო.
-ცოტა დათრგუნული ვარ ახალი გარემოთი. ესაა და ეს.
-ჰო შენ გიჭირს ადაპტაცია.
-დავრჩები რა დღეს აქ
-დარჩი რა პრობლემაა. შენს განკარგულებაში მიგულე მეც და ჩემი მითებიც.
-გმადლობ. _თქვა გოგონამ და ისევ ფიქრებში გადაიკარგა.


____
ესეც მეორე თავი
იმედი მაქვს მოგეწონებათ
<3



№1  offline წევრი cancara

Kaka kai male dade

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

მგონია,რომ რაღაც აკლია...იმედია,შემდეგში იქნება ეს რაღაც.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent