შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ შეგხვდი შუაღამისას (თავი 12)


5-10-2015, 00:28
ავტორი chica sol
ნანახია 3 120

გადიოდა დღეები და და ჩემი დაძაბულობა უფრო და უფრო მატულობდა, რადგან ვხვდებოდი, ლაშა ბანდასთან ერთად, საქმეებზე გადიოდა. არ მინდოდა იმაზე ფიქრი, რა ხდებოდა გვიან ღამით იმ ქუჩაზე, სადაც ისინი იყვნენ. არც ავალიანი მეუბნებოდა არაფერს ამის შესახებ, მაგრამ მე ხომ ვხვდებოდი? თუკი ბანდის შესახებ რამეს ვკითხავდი მხოლოდ მაწყნარებდა.
-ბელა, არაფერი ხდება.ამაზე ნუ ფიქრობ.ახლა შენ ხარ მთავარი. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.-და იქამდე აგრძელებდა ჩემს მოფერებას, სანამ ყველაფერს არ დამავიწყებდა.
ნიკასთანაც გამომისწორდა ურთიერთობა. არ ვმეგობრობდით, როგორც ერთმანეთს დავპირდით. ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, აი, ისეთი მოკითხვით რომ შემოვიფარგლებოდით. თავიდან, ჩვენს „ურთიერთობას“ დაძაბული ადევნებდა ლაშა თვალყურს, მაგრამ ვერაფერი საეჭვო რომ ვერ შენიშნა, მოეშვა. ალბათ ირწმუნა მისი გამოსწორება. ნიკა საცხოვრებლად საერთო საცხოვრებელში გადმოვიდა, მაგრამ დიდად არც დავინტერესებულვარ მიზეზით. ელას ხვდება ისევო- ელენე მეუბნებოდა. ხოდა, ძალიანაც კარგი. აიწყოს თავისი ცხოვრება, ოღონდ ჩემგან შორს...

სიზმრების სამყაროში ჩავარდნილი, ვიღაცამ ძლიერად შემანჯღრია.შეშინებულს გამომეღვიძა. თავზე ნახევრად მძინარე ელენე წამომდგომოდა.ლაშაა კართან გადი გელოდებაო მითხრა და ისევ საწოლში შეხტა.
დაზაფრული წამოვხტი.საჩქაროდ ჯინსი ამოვიცვი და თავზე სვიტერი ჩამოვიცვი. საათს გავხედე, ღამის პირველს უჩვენებდა. ნეტავ რა მოხდა? გული ისე მიცემდა შიშით, ლამის ამომივარდა საგულედან.
კარი გავაღე და ხელი ლაშასკენ გავიწოდე. ახლა მისი შეხება წამავილით იქნებოდა ჩემთვის. ხელი სასწრაფოდ ჩამკიდა და გამიღიმა. ცოტა მივეშვი.თვალებით ვკითხე რა ხდება თქო. ხმა ვერ ამოვიღე დაძაბულმა.
-ბელა, დაწყნარდი რა. ნუ მიყურებ შეშინებული თვალებით. წამოდი ნიუ-იორკს გავხედოთ. -თავზე ხელი გადამისვა.

-არ მეტყვი რა ხდება?-უკვე სახურავზე მყოფმა ვიკითხე.
-მინდა ვიღაც გაგაცნო. ეს ლევანია ჩემი ძმა.-ხელი სახურავის ჩაბნელებული ადგილისკენ გაიქნია ლაშამ.
თვალები სიბნელისკენ გავაცეცე და დავინახე როგორ გამოეყო უკუნს მაღალი ბიჭი, განიერი მხარ-ბეჭით და ძალიან მოკლე თმით. ახლოს მოსული, უკეთ შევათვალიერე. ძმები ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, თვალ-წარბი და ცხვირის ფორმა ზუსტად ერთნაირი ჰქონდათ. ლევანი შედარებით გამხდარი იყო და უმცროსი ავალიანისგან განსხვავებით, მოკლე თმა ჰქონდა, თორემ შეიძლებოდა ადანიანს რამდენიმე მეტრიდან მათი გარჩევაც კი გასჭირვებოდა. მათმა ასეთმა მსგავსებამ გამაოცა.
-გამარჯობა, ბელა. მიხარია შენი გაცნობა.-ლაშას გვერით ამოუდგა და ხელი გამომიწოდა.
-მეც მიხარია შენი გაცნობა, ლევან.-გავუღიმე და ხელი მივაგებე,
-იმაზე ლამაზია ვიდრე შენ მითხარი.-სიცილით გაკრა იდაყვი ლაშას ლევანმა და გადმომხედა.-ფიფქიას ჰგავს.
-მგონი აჭარბებ.- გავიცინე აწითლებულმა.
-სულაც არა.-მხარი აუბა ლაშამ მაიმუნობაში.-სულ ვფიქრობდი ვის მახსენებს- მეთქი და აი, ფიფქიას მახსენებდი თურმე. მაგარი ხარ რა ძმაო.
-ახლა რა უნდა ვქნათ?-სასწრაფოდ თემა შევცვალე.ვერასდროს ვიტანდი ყურადღების ცენტრში ყოფნას.
-ახლა მთავარია, ლევანის გამოსვლის ამბავი ჯეიმსმა არ გაიგოს, თორემ ყველაფერი ჩაგვეშლება. წასვლამდე რამდენიმე დღით ბინა გვინდა, ლევანის დასამალად. არსად არ უნდა გამოჩნდეს. სასტუმრო და ხალხმრავალი ადგილები არ გვაწყობს. ბინა გვჭირდება... მაგრამ სად?-მოიღუშა ლაშა.
-იქნებ მე დაგეხმაროთ?-უცებ იდეა მომივიდა და ხმადაბლა ჩავილაპარაკე.
-შენ? როგორ?-მკითხა ლევანმა. ლაშაც კითხვის თვალით მიყურებდა.
-მგონი... მე მყავს ისეთი ნაცნოდი, ვისი ბინაც გამოგვადგება.-ლაშამ ეჭვის თვალით გადმომხედა და სანამ დაკითხვას მომიწყობდა, სასწრაფოდ დავამატე.-წავალ და ახლავე მოვიყვან
-შევბრუნდი და სწრაფი ნაბიჯებით წავედი კიბისკენ. უკნიდან გაკვირვებული ლევანის ხმა მომესმა.
-ეს გოგო მარტო ლამაზი კი არა, ჭკვიანიცაა...

35-ე ოთახის კართან ვიდექი და ნერვიულად ვიმტვრევდი თითებს.ნეტავ ღირდა ამის გაკეთება? მაგრამ ახლა სხვა გზას ვერ ვხედავდი და ამოტომ კარზე დავაკაკუნე. დაძაბულმა ღრმად დავიწყე სუნთქვა.
მეორედ დავაკაკუნე.
კარი გაიღო და ნიკა გამოვიდა სპორტული შარვლით და წელს ზემოთ შიშველი. თვალებს იფშვნეტდა. აშკარად არ ელოდა ჩემს ნახვას.
-რა მოხდა ბელა ამ შუაღამეს? -გაკვირვებულმა მკითხა,
-ბოდიში, რომ გაგაღვიძე რა, მაგრამ შენი დახმარება მჭირდება.-ყოყმანით წარმოვთქვი.
-ხო მშვიდობაა? -წარბი შეკრა.-მითხარი რა ხდება.
-შენი ბინა ცარიელლია? -ჯერ ამის გარკვევა გადავწყვიტე.
-კი... -დაიბნა.
-ცოტა გაგიკვირდება ვიცი, მაგრამ რაც უნდა გთხოვო ლაშასაც ეხება. -სათქმელს თავს ვერ ვაბავდი.
-ბელა, იტყვი ბოლოს და ბოლოს?
-ძალიან გთხოვ, ზედმეტი კითხვები არ დასვა რა. საც საჭირო იქნება იმას გაიგებ.
-კარგი, მაგრამ ვერაფერი გავიგე, ცოტა გასაგებად ამიხსენი.
-კარგი. წამოდი სახურავზე ავიდეთ. ლაშაც იქაა და ვილაპარაკოთ. - შევთავაზე.
-ხო, მოიცა პერანგს ავიღებ და წავიდეთ.-ოთახში შევიდა და შავი მაისურით გამობრუნდა ორ წუთში.
სახურავზე ასულები ლაშამ რომ დაგვინახა, სიბრაზისგან თვალებიდან ცეცხლები დაყარა.
-ახლა შენებურად ნუ გადაირევი კარგი?-გადავუჩურჩულე უმცროს ავალიანს.
-გგონია ეს დაგვეხმარება? -ხელი გაიქნია ნიკასკენ ლაშამ და ისეთი ტონით თქვა, თითქოს მის წინ არ მდგარიყოს.
-კი.- დარწმუნებით ვუთხარი.
-არა...-ისეთი ტონით თქვა, შეკამათება ვეღარ გავბედე.
-რატომ რა ხდება?- ლევანი ჩაერია საუბარში, რომელიც ვერ ხდებოდა ასე რამ გადარია მისი ძმა.
-ლაშა გთხოვ, ახლა ამის დრო არაა. ნიკას ბინა ცარიელია და ლევანის იქ ყოფნას ვერავინ შეამჩნევს.-ვუთხარი ლაშას. მისმა უაზრო ეჭვიანობამ გამაბრაზა.
-ლაშა ვიცი ჩემთან რა პრობლემაც გაქვს. ბელამ დახმარება მთხოვა და დავთანხმდი. როგორც მივხვდი, ჩემი ბინა გჭირდებათ. ბინა თავისუფალია, არავინ ცხოვრობს და შეგიძლია გამოიყენოთ. რა პრობლემაა?- აქამდე ჩუმად მდგარი ნიკა ჩაერია ლაპარაკში.
-კარგი.- თქვა რამდენიმე წამის შემდეგ ლაშამ. -ახლა სხვა გზა მაინც არ გვაქვს.
ლაშამ ნიკას შეთხზული ისტორია მოუყვა. ლევანი მკვლელობას შეესწრო და დამნაშავის ამოცნობის შემდეგ, სანამ ქვეყნიდან წავა, მისი უსაფრთხოდ დამალვა მინდაო- ისეთი სახით უთხრა, ლამის მეც დავიჯერე.
-კიდევ თანახმა ხარ შენს სახლში იყოს ლევანი რამდენიმე დღე? -თავიდან დაატრიალა კითხვა ლაშამ.
-კი. არაფერი იცვლება.-უთხრა ნიკამ და მერე მე მომიბრუნდა.-გოგო ეს რა ამბავში ხარ გარეული? -დამტუქსა.
-შეგიძლია ლევანი ახლავე წაიყვანო შენს ბინაში? -მისი კითხვა დავაიგნორე.
-კი.-თავი დამიქნია.
-ეს ჩაიცვი...-ლაშამ ქურთუკი გაიხადა და უფროს ავალიანს გადაუგდო.-მალე მოგაკთხავ.
ლევანმა თავი დაუქნია, ქურთუკი მოიცვა და ქუდიც წამოიფარა.მერე ჩვენ დაგვემშვიდობა და ნიკას გაყვა უკან.



***
ჩემო კარგებო. ახალი თავი მოგიტანეთ.
დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ.
სელმოუთქმელად ველოდები თქვენს შეფასებებს.
სიყვარულით, მარი



№1  offline მოდერი chica sol

პანკი
მომეწონა, მომეწონა! უფრო მეტი ვნება და ცეცხლი მინდა ^^

ჩემი გოგო love
უყვარხარ მარის love

 


№2  offline მოდერი chica sol

Zuma
Umagresi xaaaar <3

ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო love

 


№3  offline ახალბედა მწერალი MariamG

ძალიან მაგარიაა <3 ველოდები შემდეგს ჩემო ლამაზოო <3

 


№4  offline მოდერი chica sol

MariamG
ძალიან მაგარიაა <3 ველოდები შემდეგს ჩემო ლამაზოო <3

ყოველ დილით როგორ გელოდები... ჩემი გოგო ხარ შენ love

 


№5  offline წევრი vikipiki.

ოხოხოხოხ ♥ რა გოგო მყავს პროსტაა :* :* :*

 


№6  offline მოდერი nicol

ყველაფერს ველოდი ამის გარდა wassat
გამაოცე მარიკუნა... ყოჩაღ love

უყვარხარ ნიკოლს love love love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№7  offline მოდერი chica sol

vikipiki.
ოხოხოხოხ ♥ რა გოგო მყავს პროსტაა :* :* :*

ჩემი ვიკაა love
რა კარგი მყავხარ გოგო love

nicol
ყველაფერს ველოდი ამის გარდა wassat
გამაოცე მარიკუნა... ყოჩაღ love

უყვარხარ ნიკოლს love love love

ჩემი ნიკოლი. ჩემი უსაყვარლესი გოგო love
უყვარხარ მარის გულში love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent