შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ შეგხვდი შუაღამისას (თავი 8)


29-09-2015, 22:14
ავტორი chica sol
ნანახია 3 613

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამე უშფოთველად მეძინა, დილით ძლიერმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. საათს შევხედე, უკვე ადგომის დრო იყო, მაგრამ არ გავნძრეულვარ. ფიქრებმა ჩამითრია.
იქნებ ლაშასთვის მართლაც უკეთესი იყოს, მე რომ მისგან თავი შორს დავიჭირო? ჩემს გამო თავი საფრთხეში შაიგდო... არც ვაპირებ ვაიძულო ჩემთან მეგობრობა.... ნეტავ იმ პარკში საიდან გაჩნდა? უპასუხო კითხვები თავს უფრო მეტად მატკიებდა...
-როგორ ხარ? -ელენე შეუმჩნევლად წამომდგომოდა თავს.
-უკეთ გმადლობ... -გავუღიმე და სახე დამემანჭა ტკივილისგან. _თუმცა ერთ გამაყუჩებელზე არ ვიტყოდი უარს...
მაშინვე გავარდა და მომიტანა გამაყუჩებელი და წყლით სავსე ჭიქა.
-ვაიმე, ბელა, ვერც კი წარმოიდგენ როგორ შეგვეშინდა უგონოდ რომ დაგინახეთ. -საწოლზე ჩამოჯდა ელისი. -რომ მოვედით, ლაშა იყო შენთან ჩამუხლული და რაღაცეებს გეჩურჩულებოდა. ისეთი შეშინებული სახე ქონდა... ასე გვითხრა არ აქვს ღრმა ჭრილობა, ექიმი არაა საჭიროო... ხელში აყვანილმა მოგიყვანა აქამდე, საწოლშიც მან ჩაგაწვინა... ჭრილიგა მოგწმინდა... გადავირიე... ასეთი მზრუნველი თუ იყო არ ვიცოდი... - ამ საუბარში საათს გახედა. -ვაიმე, ვაგვიანებთ, ადგები?


აუდიტორიაში შესულს, ლექტორი არ დამხვდა. ჩემი ადგილი დავიკავე. ბავშვები აუტანლად ხმაურობდნენ, თავი უარესად ამტკივდა. ოთახში დათომ და ლაშამ შემოაბიჯეს. დათომ დანახვისთანავე გამიცინა და ჩემსკენ წამოვიდა.
-როგორ არის ჩვენი დაზარალებული?
-მშვენივრად. -მეც ღიმილით ვუპასუხე.
-რამე ხომ არ გაწუხებს?
-არა კარგად ვარ.
როგორც ჩანს დათო პასუხებმა დააკმაყოფილა, გვერდით მომიჯდა და ახლად შემოსულ ლექტორს მიაჩერდა.
აი, ლაშამ კი მხოლოდ ერთხელ შემომხედა. ისე ჩამიარა გვერდით არ შემომხედა, თითქოს არც მიცნობდა. არც კი მომსალმებია. გული საშინლად დამწყდა. გაკვირვებისგან კი გონს ვეღარ მოვდიოდი. ნუთუ ასე შეიძლება? ჯერ გოგოს მხსნელივით მოევლინები, მოძალადეებისგან დაიხსნი, საკუთარი ხელით ჩააწვენ საწოლში და ჭრილობებს დაუმუშავებ, მეორე დღეს კი ისე ჩაუვლი გვერდზე, არ მიესალმები და მისი მდგომარეობით არ დაინტერესდები. ნუთუ ეს ნორმალურია?
ჩემი აღელვება დათომ შეამჩნია და კიდევ რამდენჯერმე მკითხა ხომ კარგად ხარო... გული გამიწყალა...
ის იყო და ის... ისე გადიოდა დღეები, ლაშა ზედაც აღარ მიყურებდა. რა შეიცვალა? ვერაფრით ვხვდებოდი.
ბევრი ფიქრის შემდეგ დავასკვენი რომ, უბრალოდ ჩემთან ურთიერთობა არ უნდოდა. მეგობრები უკვე ჰყავდა და მათ რიგებში ჩემი ყოფნა ზედმეტი იყო.
ამან გული დამწყვიტა. არ ვიცი რატომ ვანიჭებდი მასთან ურთიერთობას ამხელა მნიშვნელობას. მაგრამ ვდარდობდი. გულზე თითქოს მძიმე ლოდი მედო და ვერაფრით ვიშორებდი... სუნთქვა მიჭირდა. ღამეები არ მეძინა... თუმცა, როცა ლაშას დავინახავდი, თავს ვიკატუნებდი, ვითომ დიდად არც მე მაინტერესებდა, ვითომ ჩემთვის არ არსებობდა... საღამოების უმეტესს სახურავზე ვატარებდი... ამის იქით წასასვლელი მაინც არ მქონდა...
მოკლედ ფიქრები მოსვენებას არ მაძლევდა, ცნობისმოყვარეობა მტანჟავდა. ვხედავდი, ლაშა ყოველ ღამე როგორ გადიოდა საერთო საცხოვრებლიდან და ძალიან გვიან ან საერთოდ დილით ადრე ბრუნდებოდა. ვხედავდი, მის უძილობისგან შეშუპებულ თვალებს, გადაღლის სხეულს, გაუხეშებულ გამოხედვას...
ჩემი საბუთების მოწესრიგებას ხომ არ დაადგა საშველი. დირექტორთან კიდევ შევედი ამბის გასარკვევად და უკან გამომისტუმრა სიტყვებით, თვითონ გაგაგებინებთ რაიმე სიახლე თუ იქნებაო.



კვირა საღამო იყო. მე და ელენე ოთახში ვიყავით, ორივე წიგნებს ჩავკირკიტებდით. ელენე დაქალებთან ერთად კაფეში წავიდა. როგორც ყოველთვის მთხოვა წავყოლოდი, მაგრამ ვიუარე, დაღლილი ვარ მეთქი. ცოტა ეწყინა, მარგამ არა უშავს ხვალ შემოვირიგებ. იმ სარაფანს ვაჩუქებ, ასე ძალიან რომ მოსწონს...
ცოტა ხანში მომბეზრდა მეცადინეობა და თავი დავანებე, ფანჯარასთან მივედი და რაფაზე შემოვჯექი, საიდანაც შემოდის მთავარი შესასვლელი და ეზო კარგად ჩანდა. უაზროდ ვიყურებოდი ეზოში. უკვე ადგომას ვაპირები, შენობის კარიდან გასულ ლაშას რომ მოვკარი თვალი. ეზო გადაჭრა და გზის მეორე მხარეს მდგარ ბიჭებთან მივიდა. ყველას ხელის ჩამორთმევით მიესალმა და ერთად წავიდნენ პარალელური ქუჩისკენ.
არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ უცებ ფეხზე წამოვვარდი, ქურთუკს ხელი დავავლე და კიბეზე სირბილით დავეშვი. ქუჩაში გიჟივით გავარდნილმა დავინახე, როგორ გაუხვიეს ქუჩის კუთხეში ლაშამ და მისმა მეგობრებმა....
არ გავჩერებულვარ. ქურთუკი შემოვიცვი, ქუდიც თავზე ჩამოვიმხე და ბიჭებს უკან გავყევი სწრაფი ნაბიჯით.
არ ვიცოდი რას ვაკეთებდი. გონების ერთი ნაწილი მეუბნებოდა, რომ უკან უნდა დავბრუნებულიყავი, მეორე კი პირიქით, გაჩერების საშუალებას არ მაძლევდა, ყველაფერში გარკვევას მთხოვდა. ცნობისმოყვარეობა მკლავდა, ეჭვები მღრნიდა... ლაშას უნდა გავყოლოდი, უნდა გამეგო სად დადიოდა ყოველ ღამე, რას აკეთებდა... გაჩერება უბრალოდ არ შემეძლო.
ვფრთხილობდი, რომ ბიჭებს არ შევემჩნიე. საშინლად ბნელოდა. ბიჭებმა პარკი გადაჭრეს და მაღალ შენობასთან გაჩერდნენ. მე პარკში დავრჩი და ხეს ამოფარებული, თვალ-ყურს ვადევნებდი. განძრევას ვერიდებოდი, შემოდგომა იყო და მიწა გამხმარი ფოთლებით იყო მოფენილი, ამიტომ ჩემი ყოველი მოძრაობა ხმაურს იწვევდა.
არ ვიცოდი რა ხდებოდა, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობდა. შეიძლება იმიტომ რომ მე ვიქცეოდი ასე საშინლად, უკან მივყვებოდი ჩვეულებრივ ბიჭებს, რომლებიც უბრალოდ „აბირჟავებდნენ“.
თუ არა?
თავზარი დამეცა, როცა ყველამ სახეზე ნიღაბი გაიკეთა. მაშინვე შენობის წარწერას შევხედე. ბანკი იყო. არ ვიცი ეს როგორ მოახერხეს, მაგრამ მას შემდეგ რაც გარე ვიდეო კამერები დაამტვრიეს, კარი ისე გააღეს რომ სიგნალიზაცია არ ჩაირთო. ხელში ყველას იარაღი ეჭირა. ახლა ყველაფერი გასაგები გახდა. ყველაფერს ნათელი მოეფინა... მე ის საღამოს დავინახე ის, რაც დავინახე...
ნიღაბ ჩამოფარებულ ლაშას თვალს არ ვაშირებდი. შოკში ჩავარდნილი, კანკალს ვერ ვიჩერებდი. ახლა რა უნდა მექნა? ყველაფერს მოველოდი, ოღონდ არა ამას.
ორი ბიჭის გარდა, ყველა შენობაში შევიდა. გარეთ დარჩენილთაგან, ერთ-ერთი ლაშა იყო.. . უცხო ბიჭი ჩემგან შორს წავიდა, ლაშა კი ჩემი მიმართულებით. აშკარად გარემოს ზვერავდნენ. ხეს შეშინებული ავეკარი, რომ ლაშას არ დავენახე.
ვხვდებოდი რაც ხდებოდა,ისინი ბოროტმოქმედები იყვნენ და ახლა ბანკს ძარცვავდნენ. მე რა უნდა მექნა ამ დროს? პირველი, რაც თავში აზრად მომივიდა, ის იყო რომ პოლიციაში დამერეკა, მაგრამ ეს აზრი მაშინვე უკუვაგდე. მათთან ერთად ხომ ლაშაც იყო? ამას ვერ გავაკეთებდი.
დაძაბული, დაბნეული და შეშინებული ვერ ვინძრეოდი. ჩემგან 5-6 მეტრის მოშირებით იდგა ლაშა. მისი უკვე მეშინოდა, ვხედავდი რასაც აკეთებდა და მაინც ვერ შევძელი მისთვის ზურგი მექცია, ასე ვერ გავიმეტებდი.
რამდენიმე წამში გადავწყვიტე, რომ უკან დავბრუნებულიყავი საერთო საცხოვრებელში და ლაშას ხვალ დავლაპარაკებოდი. არც ისე ჭკვიანური საქციელი იყო, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი.
ძალიან ნელა გადავდგი ნაბიჯი უკან. გამხმარი ფოთლები გაუკვალავ სარეცელს ქმნიდა და თითქოს ახლა ორჯერ ხმამაღლა ისმოდა მათთან შეხების ხმა... ნელა ვდგამდი ნაბიჯებს, რომ ხმაური არ გამომეწვია. უკუ სვლით მივდიოდი და თან ლაშას შევცქეროდი დაძაბული, რომელიც ჩემგან ზურგით იდგა. კიდევ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი და ახლა მეც შევბრუნდი.... კიდევ რამდენიმე ნაბიჯი... თავი უკვე სამშვიდობოს დავიგულე და სიხარულისგან ლამის შტვენა-შტვენით მომინდა გამეგრძელებინა გზა. მაგრამ უცებ ვიღაცამ პირზე ხელი ამაფარა, მუცელსა და ხელებზე მეორე ხელი ძლიერად მომხვია. ზურგით თავის სხეულზე ამიკრა და უკანგამათრია, ხემ მიეყრდნი და ჩამჩურჩულა.
-ახლა მე ხელს გაგიშვებ და შენ თუ გინდა აქედან საღ-სალამათი წახვიდე, ხმა არ ამოიღო. გასაგებია? - მისი ხმა ვიცანი. ნიღბისგან ჩახშობილი და საშინლად მკაცრი ჰქონდა, მაგრამ მაინც ვიცანი. მისმა უაქცენტო ინგლისურმა მომხიბლა... მის ხმაზე ცოტა მოვეშვი. ცხვირით ღრმად ჩავისუნთქე მისი სურნელი... -გაიგე? -ცოტა შემანჯღრია და უფრო ხმა გამკაცრებულმა მითხრა.
თავი მორჩილად დავიქნიე. ხელი გამიშვა და თავიდან ქუდი მომაგლიჯა. ჩემს ნახვას არ ელოდა და ჩემს დანახვაზე, მისმა რეაქციამ ამ სიტუაციაშიც კი გამახალისა. მომინდა დამეყვირა „სიურპრიზიიიი“, მაგრამ ამას როგორ ვიზავდი, როცა ვიცოდი გარშემო რაც ხდებოდა.
მგონი ვგიჯდებოდი. ჩემი გონება მეტ დატვირთვას ვეღარ უძლებდა... აშკარად სიგიჟის ზღვარზე ვიყავი, თომემ ამ სიტუაციაში რა დამაყენებდა ცანცარისა და მხიარულების ხასითხე? აქამდე მხოლოდ ჩემს გაპარვაზე კონცენტრირებულს, თითქოს გადამავიწყდა რაც ხდებოდა 50 მეტრის იქით.
გონზე მოსული, ისევ დავიძაბე.
ლაშას დაძაბულობითა და უმოძრაობით ვისარგებლე და ახლა მე მოვაგლიჯე თავიდან ნიღაბი.
-აქ რას აკეთებ? -დავიჩურჩულე თუ არა თვალები ამიწყლიანდა.
-იცი რა მოხდება აქ რომ დაგინახონ? -დაძაბულმა ხმა ძლივს ამოიღო.
-ვიცი... -უკვე ვტიროდი. -ვინ არიან? მათთან რატომ ხარ?
-სანამ ვინმეს დაუნახიხარ, ახლავე წადი აქედან, ხვალ ვილაპარაკოთ. - არც კი მისმენდა.
-არა, უშენოდ არსად წავალ... რამე რომ დაგიშავდეს... -ჩუმად ავქვითინდი.
-ბელა. ბელა. - გამაწყვეტინა. -მე არაფერი მომივა,ხვალ განახავ და გპირდები ყველაფერზე ვილაპარაკებთ. გზა გახსოვს?
თავი უხმოდ დავუქნიე, თუმცა დარწმუნებული არ ვიყავი.
-ხოდა, ახლავე უკან დაბრუნდი და ხმა არ ამოიღო სანამ არ ვილაპარაკებთ, გაიგე? -მიბრძანა და სანამ თავი თანხმობის ნიშნად არ დავუქნიე, ხელი არ გამიშვა. -მიდი... - უცებ გზისკენ მიბიძგა და მეც გავიქეცი...
გავრბოდი, მაგრამ სად მეც არ ვიცოდი. სუნთქვა მიჭირდა დაღლილობისგან, მაგრამ არ ვჩერდებოდი, სანამ რაღაცას არ გამოვედე და არ წავიქეცი. სწრაფად წამოვხტი და ისევ გავიქეცი. როგორც იქნა საერთო საცხოვრებლამდეც მივაღწიე...
კიბეც სწრაფად ავირბინე და ჩემი ოთახის კართან გავჩერდი. რამდენიმე წუთი უაზროდ ვიდექი. სუნთქვა შედარებით დავირეგულირე და ოთახის კარი ჩუმად შევაღე. ელეს ეძინა. საწოლისკენ არც გამოხედავს, ისე შევედი აბაზანაში. ჭუჭყიანი ტანსაცმელი გავიხადე და ცხელი შხაპის ქვეშ დავდექი. მთელი საათი არ გავნძრეულვარ, მერე ნელ-ნელა ჩავიკუზე და იატაკზე დავჯექი. დაშოკილს და ემოციებში ჩავარდნილს, ისე დამათენდა თავზე, რომ ისევ ტილო შემოხვეული, ჩუმად ვიჯექი აბაზანის იატაკზე.


***


ჩემო კარგებო, ჩემო თბილებო
ახალ თავს ვამატებ და სულ მოუთქმელად ველოდები თქვენს შეფასებებს.
სიყვარულით, თქვენი მარიამი



№1  offline ახალბედა მწერალი MariamG

რა უნდა ვთქვა ჩემო გოგოო ^^ ძალიან მომწონს ხომ იცი? ველოდები შემდეგ თავს! მიყვარხარ love

 


№2  offline მოდერი chica sol

MariamG
რა უნდა ვთქვა ჩემო გოგოო ^^ ძალიან მომწონს ხომ იცი? ველოდები შემდეგ თავს! მიყვარხარ love

ჩემი სიხარულიიი love
როგორ ძალიან მიყვარხარ იცი? love

 


№3 სტუმარი darina

Ooo lasha yofila vinc yofila, magrad davintrigdi shen ki rogorc yoveltvis rzalian magari gogo xat.

 


№4  offline მოდერი chica sol

darina
Ooo lasha yofila vinc yofila, magrad davintrigdi shen ki rogorc yoveltvis rzalian magari gogo xat.

შენ კი როგორც ყოველთვის უსაყვარლესი ხარ... მახარებს ძალიან შენი შეფასებები...
შენი მარი love

 


№5  offline წევრი kora

აქ რა ამბები ყოფილა თურმე, ყოჩაღ ბელას გამბედაობას, ძალიან მომწონს ეს გოგო, თუმცა რომ ვთქვა ლაშასადმი წარმოდგენა შემეცვალა თქო მოვიტყუებ, რატომღაც მომწონს ეს ბიჭი love
--------------------
kira.G

 


№6  offline მოდერი chica sol

kora
აქ რა ამბები ყოფილა თურმე, ყოჩაღ ბელას გამბედაობას, ძალიან მომწონს ეს გოგო, თუმცა რომ ვთქვა ლაშასადმი წარმოდგენა შემეცვალა თქო მოვიტყუებ, რატომღაც მომწონს ეს ბიჭი love

ძალიან გამახარე... სიმართლე გითხრა ვნერვიულობდი, არ მინდოდა ვინმეს წარმოგდენა შეცვლოდა ლაშაზე...
მიხარია რომ ჩემი ჩანაფიქრი სწორად გაიმე...
გკოცნი, love

 


№7  offline წევრი vikipiki.

ჰაიმე მარიიიი ... როგოორ ველოდებიი ყოველ დღეეე <3 კარგიი იყოო როგორც ყოველთვიისს ♥♥♥

 


№8  offline მოდერი chica sol

vikipiki.
ჰაიმე მარიიიი ... როგოორ ველოდებიი ყოველ დღეეე <3 კარგიი იყოო როგორც ყოველთვიისს ♥♥♥

ჩემი ვიკა love
ჩემი გოგო...
და მეც როგორ გელი ყოველ დღე? wink
დღეს კიდევ გაგახარებ...
შენი მარი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent