შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სრულყოფილებას ერთი ნაკლი აქვს (1)

5-10-2015, 11:39
ავტორი ერკე
ნანახია 4 290

-აბა, დავიწყოთ სიხარულო? - ნინოზე ზემოდან დაწოლილმა გუგამ ღიმილით იკითხა. შეეძლო ეს არც ეკითხა, რადგან მის გოგოში უბრალოდ დიდ და შთამბეჭდავ სურვილს გრძნობდა, რომ ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო, მაგრამ მაინც სწორად ჩათვალა. მისთვის პირველი იყო, რა თქმა უნდა პირველი იყო გუგასთვისაც ეს ულამაზესი მშვენება და ეს ორივეს ძალიან უნდოდა, თუმცა კითხვა მაინც კითხვად დარჩა, სულელური, მაგრამ სხვა თვალით იმაზე ჭკვიანური შეკითხვა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.
-ერთი წუთით. - ჩახლეჩილი ხმით უპასუხა ნინომ. გუგა გვერდზე გადაწია, საბანი გადაიფარა და ჭერს ახედა. მისი ოცნებები უფრო და უფრო იმსხვრეოდა. თითქოს ყველაფერი ისე არ იყო, როგორც წარმოედგინა. მის გონებაში უკვე დიდები იყვნენ, ის და გუგა. გუგა მოსიყვარულე ქმარი და შესანიშნავი მამა იყო, რომელიც ყოველთვის ეთამაშებოდა ბავშვებს და ლიზის და ნინიკოს ძალიან მოსწონდათ მასთან თამაში. ლიზი და ნინიკო ეს ის სახელები იყო, რომლებიც მისი შვილებისთვის უნდა დაერქმია, ლიზი, როგორც მის დაქალს ერქვა შარშან რომ ავარიამ იმსხვერპლა და თავიდან არ ამოსდიოდა მისი მიმკვდარებული და უძრავი სხეული, მისი სისხლიანი სახე, როგორც მანქანაში იპოვეს. როგორც ამბობდნენ, მანქანა ბეწვზე გადარჩა რომ არ აფეთქებულიყო და მისი ცხედარი ასე კარგად შეინახა და არ დაიფერფლაო, თუმცა მას არც ისე „კარგად შენახული“ ეთქმოდა. ბარძაყის ძვლები შუაზე გადამტყდარი, დაფშვნილი და დანაცრული ნეკნები, რომელთა აღდგენა შეუძლებელი იყო, გულმკერდის ადგილას საკმაოდ ჩანზექილი და პირველი მალის პატარა ნაწილი გულშიც ჰქონდა გაყრილი, ექსპერტები მისი უეცარი გარდაცვალების მიზეზად სწორედ ამას ასახელებენ და ამბობდნენ, რომ დიდად არ უწვალია, მაშინვე გარდაიცვალა, როცა შეჯახება მოხდაო. მანქანა კი რაღაც სასწაულებრივად გადარჩა, თითქოს ასე უნდა მომხდარიყო და ნინოს ცხოვრება ამან სამუდამოდ შეცვალა, თუმცა ეს ყველაფერი არ იყო და მის ქვეცნობიერში დაქალის სიკვდილით გამოწვეული კოშმარები, ზედიზედ ორი კვირის განმავლობაში სტანჯავდა.
-რა მოხდა? - გაფითრდა გუგა და მხრებზე ხელი შემოხვია. ლოყაზე ვნებიანად ეამბორა და უნდოდა ტუჩებსაც გადასწვდომოდა, მის ბაგეს შეხებოდა, თუმცა გუგას სახე უეცრად მოიშორა ნინომ და გვერდზე გადატრიალდა.
-არაფერი... რაღაცაზე დავფიქრდი. ცოტა დრო მომეცი, ამ აზრს რომ შევეჩვიო.
-მაშინ სხვა დროს ვცადოთ, მესმის შენი. არ ხარ დარწმუნებული გინდა თუ არა ეს.
-ჰეი, ჰეი, შეატორმუზე და დაზეპირებულივით ნუ ამბობ ამ სიტყვებს. - კვლავ გადმობრუნდა ნინო გუგას მხარეს და სახეზე ნაზად მოხვია ხელები, მოეფერა და შუბლზე აკოცა. შემდეგ იმის ნიშნად, რომ არაფერი იყო საგანგაშო გუგას ტუჩებში აკოცა და მაგრად ჩაეხუტა. ორივე შიშვლები იწვნენ, თუმცა ახლა მათ სხეულებს ჰყოფდა გადასაფარებელი, რომელიც არ აძლევდა გუგას იმის საშუალებას, დამტკბარიყო ნინის თბილი და შიშველი, სრულიად გახურებული სხეულის სითბოს შეგრძნებით. მას მეტი უნდოდა და რაც უფრო მეტად ეხებოდა და ეფერებოდა ნინი, უფრო მეტად უნდებოდა მასთან ყოფნა. - მეც მინდა და ეს მოხდება, ძალიან მინდიხარ, მითუმეტეს ახლა როცა შენ შიშველს გხედავ. - ჩაიცინა, გულში კი გაიფიქრა, ესეც ჩემი ოცნება, რომელიც არასდროს არ მინდა დამთავრდესო და კვლავ თავის მიჯნურს ეამბორა.
-კარგი, როგორც გინდა. ჩავიცვამ.
-ნუ ხარ, სულელი. - გაიცინა ნინომ და გუგას გაბუტული სახე თითებით შეუცვალა, პირი გაუწელა და კუთხეები ზევით აუწია, გააღიმა. შემდეგ ხელები შეათამაშა, ჯერ ცხვირზე მოუსვა და მასზე ხელის აუშვებლად დაბლა დაუშვა. გუგას ძალიან სიამოვნებდა, ნინოს მშვენიერი სახის ყურება და მისი გიჟმაჟური სიცილის შემჩნევა მის გამომეტყველებაში, რაღაც არანორმალურის დანახვა და თან მიხვდა ამ სიტყვებით, იმ ღიმილით როგორ საოცარ გულწრფელობას იჩენდა მისდამი. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც უნდა მომხდარიყო და როგორც ეს მის გონებაში ტრიალებდა. თვალწინ ლიზის პირველი დაბადების დღე დაუდგა ნინოს. მეგობრები ულოცავდნენ, ყველას უყვარდა და ერთმანეთს ასწრებდნენ პირველი ვინ აიყვანდა ხელში და მოეფერებოდა. ლიზი, მისი საუკეთესო დაქალის მსგავსად ლამაზი და ძალიან საყვარელი, თბილი გოგო გაიზრდებოდა. ვინც იცის მეგობრებისა და საკუთარი თავის ფასი და არავის არ მისცემდა იმის უფლებას რომ მისთვის ეწყენინებინათ. საკუთარი თავის დაცვას თვითონვე შეძლებდა და გულწრფელ გრძნობას, რასაც გულში სამარადისოდ უკავია ადგილი ადვილად გაარჩევდა ყალბისგან. ასეთი იყო მისი საოცრად მეგობრული და თბილი ლიზი, ვისთანაც შარშან ზაფხულს განშორება მოუწია და თითქოს მისი ტკივილი, გულის ნაწილი თან წაიღო ზეცაში. ერთად ისევე განუყრელნი იყვნენ, როგორც სიამის ტყუპები, თავებით გადაბმულები, თითქოს ისინი დები უნდა ყოფილიყვნენ. ერთმანეთს ავსებდნენ, ერთმანეთს სიცოცხლეს უხანგრძლივებდნენ და უამრავ ლამაზ წუთებს ჩუქნიდნენ, ამ დროს კი არ ფანტავდნენ უგზო-უკვლოდ ჰაერში, ისინი თავიანთ მეხსიერებაში ინახავდნენ და იტევდნენ მთელ დროებას, ერთად ყოფნის უსასრულობას, რაც მეგობრობას საუკეთესოს ხდიდა.
„იყავი ძლიერი“ - საკუთარ თავს ჩასძახა და ლიზის ხასიათი, მისი სიძლიერე და სითამამე გაახსენდა. იცოდა რას ეტყოდა ცოცხალი რომ ყოფილიყო და გულში კვლავ გაიმეორა მისი სიტყვები. – „გეშინოდეს არა იმათი, ვისაც უყვარხარ, არამედ მათი ვინც თავს გაჩვენებენ რომ უყვარხარ და მოუსმინე გულს, ის რასაც გეტყვის, შენთვისვე აჯობებს ისე მოიქცე, რადგან ბოლოს შენს სიმხდალეს გაკიცხავ, ინანებ და მას დაადანაშაულებ, როცა დამნაშავე თავად იქნები.“ - გული კი ერთს ეუბნებოდა, გუგასთან უნდოდა მთელი ცხოვრების გატარება, გუგაც იმავეს გრძნობდა ამაში დარწმუნებული იყო, რადგან მის თვალებში უზომო სიყვარული იკითხებოდა და გულიდან წამოსულ, სიტყვებად გარდაქმნილს ფიქრებს მოუსმინა.
დრო იყო, ეს გაეკეთებინა, ძლიერი უნდა ყოფილიყო და ეს უნდა მომხდარიყო - მასთან უნდა დაწოლილიყო, პირველად.

______
რა ნაკლზეა საუბარი ამის გაგება თუ გსურთ, გამომყევით.
შემიფასეთ და თუ დაგაინტერესებთ განვაგრძობ, ჯერ არ დამიწერია მეორე თავი, კომენტარებს დაველოდები...

№1  offline წევრი keke11

am ბოროტი ხარ შენ love და ძალიან ჭკვიანი <3 მეც დაველოდები შენს ყოველ ახალ თავს love დამაინტრიგებელი სათაური აქვს და ახლა სწორედ ეგ "სენი" შემეყარა გავიგო რას გულისხმობ <3 love ძალიან ჭკვიანი და კარგი ხარრ love

№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

keke11
am ბოროტი ხარ შენ love და ძალიან ჭკვიანი <3 მეც დაველოდები შენს ყოველ ახალ თავს love დამაინტრიგებელი სათაური აქვს და ახლა სწორედ ეგ "სენი" შემეყარა გავიგო რას გულისხმობ <3 love ძალიან ჭკვიანი და კარგი ხარრ love

love love love სიბოროტე ჯერ არაფერი ჩამიდენია am ყოველშემთხვევაში ჯერ, ხოდა წინასწარ ნუ მეძახი მწყინს :დდ <3 <3 დიდი მადლობა საყვარელო ^_^ ამ სათაურში ერთ რამეს ვგულისხმობ და ალბათ დასასრულამდე გაწამებთ wink am და ბოლომდე არ გავთქვამ რას ვგულისხმობ... რამდენი თავია ჯერ კაცმა არ იცის არც მე.. რამდენი იქნება უფრო სწორედ love დიდი მადლობააა <3 შენ ძალიან საყვარელი ხარ ზატო ^_^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№3  offline წევრი keke11

ErckeMydass25

"ზატო" მე მაგ კომპლიმენტს შევიფერებ ახლა love ძალიან კარგი მე პირაადად დაველოდები <3

№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

ამ მელანქოლიური ბოდვის და ცხოვრებისეული, ადამიანთა ემოციებისა და სირცხვილის ბრძოლის მომსწრე შეიქმნები და მოემზადე!! <3 love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№5 სტუმარი ბედნიერება გაზიარებით

ისტორია, რომელმაც მიმიზიდა, დამაინტერესა და დამაინტრიგა. მომწონს ძალიან. ნიჭიერი ხარ ეს ყოვე წინადადებას ეტყობა.
დაველოდები შემდეგ თავს და მერე ჩემი ნიკი იქნება "შენი ფანი" :დდ
აბა შენ იცი. წარმატებები. love

№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

ბედნიერება გაზიარებით
ისტორია, რომელმაც მიმიზიდა, დამაინტერესა და დამაინტრიგა. მომწონს ძალიან. ნიჭიერი ხარ ეს ყოვე წინადადებას ეტყობა.
დაველოდები შემდეგ თავს და მერე ჩემი ნიკი იქნება "შენი ფანი" :დდ
აბა შენ იცი. წარმატებები. love

დიდი მადლობა სიხარულო <3 <3 მეორე თავი დავწერე და მომწონს :დდ მაგრამ აი მესამე არ ვიცი :დ მოკლედ თქვენთვის მომინდვია... :დდ შემდეგი იქნება უფრო ჩახლართული :D :D ოღონდ მეოთხე, თორე მეორე თავი აღწერას ეთმობა :დდ არა იმის, რასაც თქვენ ფიქრობთ და არა ისე როგორც ფიქრობთ მარა ნახავთ რა ბევრს ვლაპარაკობ :დდდ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№7  offline მოდერი nicol

განსხვავებულია... მამრობითი სქესის ნაწერი (თუ ვცდები?)
ზედმეტი შელამაზებების გარეშე დაწერილი...
დამაინტრიგებელი და მე ეს მომწონს love
აუცილებლად დაველოდები შემდეგ თავს love
--------------------
თინა ნიკოლ

№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

nicol
განსხვავებულია... მამრობითი სქესის ნაწერი (თუ ვცდები?)
ზედმეტი შელამაზებების გარეშე დაწერილი...
დამაინტრიგებელი და მე ეს მომწონს love
აუცილებლად დაველოდები შემდეგ თავს love

არა არ ცდები love love დიდი მადლობა ნიკოლ ^_^ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შეფასებები ^^
შემდეგს ხვალ დავდებ :დ 24 საათი არ გასულა ჯერ :((
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№9  offline წევრი Ignifex

ოპაა:D ჩამითრია უკვე,კლანჭებში მომიქცია :D წერ კარგად,ლაკონურად და ეს ძალიან მომწონს <3 ხოდა ველი შემდეგ თავს მთელი გულითა და კუჭ-ნაწლავით :D

ახალი თავი შეგიძლია ღამის 12-ს რომ გადაცდება წამების ისარი, მაშინვე დადო, თანაც ველი და იმედი მაქვს, არ მაწყენინებ! ^_^ წარმატებები!

№11  offline ახალბედა მწერალი ერკე

ჭორფლიანი გოგონა
ახალი თავი შეგიძლია ღამის 12-ს რომ გადაცდება წამების ისარი, მაშინვე დადო, თანაც ველი და იმედი მაქვს, არ მაწყენინებ! ^_^ წარმატებები!

არ გაწყენინებ ^_^ <3 უბრალოდ თუ ის იქნება საწყენი, პატარა რომ არის ეგ ჩემი ბრალი არ იქნება :დ

Ignifex
ოპაა:D ჩამითრია უკვე,კლანჭებში მომიქცია :D წერ კარგად,ლაკონურად და ეს ძალიან მომწონს <3 ხოდა ველი შემდეგ თავს მთელი გულითა და კუჭ-ნაწლავით :D

იმედია შემდეგი თავებიც იმედს არ გაგიცრუებთ ^_^ <3 <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№12  offline წევრი gabun1a

მომწონს წერის სტილი, მომწონს სტივენ კინგური გადახვევები :დ ვნახოთ რა იქნება შემდეგში

№13  offline ახალბედა მწერალი ერკე

gabun1a
მომწონს წერის სტილი, მომწონს სტივენ კინგური გადახვევები :დ ვნახოთ რა იქნება შემდეგში

მაინც იქითკენ მიბიძგებს ხომ ? :D რა ვქნა მაცდუნებელია ^_^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent