შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმდიდრე თუ ბედნიერება 2


5-10-2015, 18:05
ავტორი Tiiko ^.^
ნანახია 3 481

სიმართლე გითხრათ წყლიდან რო ამომიყვანეს საერთოდ არ გავთიშულვარ, მაგრამ ცოტა მეც წავიმსახიობე და უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანივით გავწექი
-თორნიკე რა მოუვიდა?.- შეშინებულმა იკითხა ნატამ
-არაფერია, ერთყობა წყალი გადაყლაპა.- თორნიკეო ნეტა ვინა თორნიკე
-ჰო არ მოკვდება?.- ამაზე თორნიკეს ხარხარი გავიგე
-არა ნინა არ მოკვდება
-მოიცა რას აკეთებ?
-ხელოვნური სუნთქვა.- გავიგონე ეს თუ არა თვალები დავაჭყიტე
-აი გადარჩა.- კი არ გადავრჩი მეორედ ჩავვარდი შოკში ამას თუ უნდა გაეკეთებინა ხელოვნური სუნთქვა მთელი ცხოვრება დაველოდებოდი ოჰ მონიკა რა სწრაფი ხარ, დაელოდე რა ცოტა ხანს, აი ეს თორნიკე ისეთი იყო რო გინდა დაჯდე და უყურო მარტო
-კაი წავალ ახლა მე, სასიამოვნო იყო შენი გადარჩენა მონიკა.- ფეხზე წამოდგა და ისევ წყალში გადახტა.- თვალს მიეფარა თუ არა რეალობაში დავბრუნდი და გოგოებს შევბღვირე
-გაგიჟდით, ხო იცით რო ვერ ვცურავ
-სამაგიეროდ რავარმა ბიჭმა გადაგარჩინა?!.- თავის ქნევით მითხრა ნინამ
-ოო და ისე ვინა ან საიდან იცნობთ
-ამან გვასწავლა ცურვა ახლა ყოველ დღე აქა მგონი, ვარჯიშის მერე მოვდივარო და გავიცანით
-რომელს მოგწონთ მერე?
-ჩვენ არა მარა მგონი ერთო გოგოს მოეწონა
-სულელებო, საერთოდ არა უბრალოდ გადამარჩინა
-კაი ახლა არ გინდა მასეთი ტყუილები.- გაღიმებული წავიდა აუზისკენ და პირდაპირ თავით გადაეშვა ნინა, ნატა ჩემ გვრერდით ჩამოჯდა და თავი მომადო
-იცი როგორ მომენატრე
-მეც მოემენატრე, უი გამახსენდა
-შენ სულ რაღაც გახსენდება
-დღეს ხო უნდა აღგვენიშნა ჩემი ჩმოსვლაც და დაბადების დღეც, ახლა უკვე ჩემი გადარჩენაც
-ჰო მერე?
-ახლა შენ თორნიკესაც წამოიყვან, მე შენ და ნინა სადმე წავიდეთ
-აბა თორნიკე არ მომეწონაო
-გადამარჩინა ადამიანო.- ვითომ მხოლოდ გადარჩენა იყო არადა მინდოდა გაცნობა სიგიჟემდე
-ოჰ, კაი მარა ბიჭებთან მარტო ვერ მივალ გამომყევი
-კაი.- წამოვდექი, მხრებში გავსწორდი და გავყევი, ნატამ მიირბინა ბიჭებში მე უკან დინჯად მივყვებოდი
-თოკოო ერთ წუთს მოდი რა.- თან ხელით აჩვენა
-რა ხდება?.- თან მე გამომხედა დამცინავად
-მოკლედ ეს ჩვენი დაა მონიკა ხო გიყვებოდი ხოდა გუშინ ჩამოვიდა თან დაბადების დღე ჰქონდა ამას დაემთხვა მისი გადარჩენა და უნდა რო სადმე გავიდეთ და შენც წამოხვიდე
-კი მარა მე რა შუაში ვარ?
-იმ შუაში რო შენ გადამარჩინე.- მოთმინება დამეკარგა და გავხედე.- და თუ არ გინდა ნუ წამოხვალ.- ნატამ გაშტერებულმა გამომხედა ეს რეებს ბოდიალობსო
-არა რატო დიდი სიამოვნებით.- ისევ ის გველი სიცილი და ამას თვალის ჩაკვრაც მოაყოლა.

ასე ერთ საათში რომელიღაცა კაფეში ვიჯექით ჩვენ ოთხნი, ყველა ლაპარაკობდა ჩემს გარდა, მე დაკვირვებებს ვახდენდი თორნიკეზე და ათაში ერთხელ გამოველაპარაკებოდი ხოლმე
-დიდი ხანი აპირებ აქეთ დარჩენას
-თითქმის სულ
-ეგ როგორ?
-უნდოდა ეთქვა რო სულ რჩება.- ლაპარაკში ნინა ჩაერია თან რაღაც უცნაური მზერით გამომხედა
-კარგია, გინდა ცურვა შენც გასწავლო?.- კითხვა ვერ გავიგე და არ მიმიქცევია ყურადღება
-მონიკააა
-ჰაა ჰო? რა ხდება?
-გინდა ცურვა შენც გასწავლო?
-რატომაც არა?!.- გავმხიარულდი და მხრებში გავსწორდი
-სად?
-ჩვენთან, აუზს გავაწმენდინებთ.- აღტაცებით წამოიყვირა ნატამ
-კიბატონო.- ღიმილით თქვა და საათს დახედა
-ახლა წავალ და ხვალ გამოგივლით გოგოებოო.- მე ისევ თვალი ჩამიკრა და ფეხზე შარვლის სწორებით წამოდგა, გასული არ იყო ნინამ თავი გადმოყო ჩემკენ და ჩუმად მითხრა
-მაგასაც მოსწონხარ
-ოო, მოგცლიათ რა, მე კიდე ვიპრანჭებოდი საშინლად მშია
-ჰოდა ჭამე.- ნატა ჩუმად გვაკვირდებოდა და იკრიჭებოდა.

მეორე დღეს უთენია ავდექი და აუზს გადავხედე ხო ყველაფერი რიგზე იყო, ნატა უკვე იქ იყო და თავს დასტრიალებდა მწმენდავს, სირბილით ჩავედი და უკნიდან მივეპარე
-ქალბატონო უნივერსიტეტში გაგვიანდება
-ჰა? რა რომელია?
-11ს ნახევარია, 11 გაქვს პირველი ლექცია
-აუ ჰო წავალ, ნინა ადგა? იმან უნდა წამიყვანოს
-არ ვიცი ნახე შენ.- მე ისევ უკან შემოვბრუნდი და აბაზანაში გავიქეცი, თან პატარა ბავშვივით მიხაროდა ცურვას ვისწავლიდა აუხდენელ ოცნებას ავიხდენდი. სააბაზანოდან გამოსულს თამრომ შემომძახა ვიღაც ბიჭია მოსული გკითხულობთო, ხალათმოცმული გავიჭერი გარეთ და თორნიკეს მივესალმე
-შემოდი და 10 წუთში მზად ვარ
-კარგი.- ახლა ჩვეულებრივი ღიმილით დამაჯილდოვა და იქვე ჩამოჯდა, მე სასწრაფოდ მოვძებნე საცურაო კოსტუმი და გამოწყობილი წინ ავესვეტე
-მზად ვარ
-ყავა მაინც შემოგეთავაზებინა
-იქ მოგვიტანენ.- კმაყოფილი სახით ვუთხარი და წინ გავიჭერი, მისვლისას ჯერ გპრანჭვას ვაპირებდი, მერე სელფის გადაღებას, მაგრამ ვინ გაცადა, წყალში ჩასულმა ფეხში მტაცა ხელი და შიგ ჩამათრია
-ვაიმე გაგიჟდი, ჯერ მასწავლე.- შევიცხადე და ხელი გავაშვებინე მარა მერე მივხვდი რო ვერ ვცურავდი და ზედ ავეკარი
-და შენ სელფის გადაღებით აპირებ ცურვის სწავლას?
-ჰო მარა ეგრევე წყალში შემეშინდა- ხელები კისერზე მოვხვიე და ვცდილობდი არ გამსრიალებულიყო
-მოდი მე გამიშვი და ეცადე არ ჩაიძირო
-ეგ რო ვიცოდე, ისედაც არ ჩავიძირებოდი
-ეცადე ადამიანო ტივტივი მაინც.- ჩემ ფეხებთან ჩაყვინთა და ხელი მომკიდა რო მაღლა ამოვეწიე
-აი ასე.- არ მჯეროდა წყალში ვიყავი გაქვავებული და ზემოდან ვტივტებდი
-აუ მიდი ფოტო გადანმიღე გოგოებს ვაჩვენებ
-ცურვა ისწავლე და მერე შენით აჩვენე.- უკმაყოფიო სახით გავხედე და ისევ თვალები დავხუჭე
-ჩვენი ყავაც მოიტანეს.- ზემოთ აძვრა და ყავას დასწვდა, მეც მინდოდა მაგრამ აუზის შუაში ვიყავი
-მე როგორ გამოვიდე? გამომიყვანე
-გამოდი, ეცადე გამოხვიდე. ხელები და ფეხები ერთიაანად მოუსვი, მიდი.- ზემოდან დამცერებოდა და ყვლაფერი ადვილი ეგონა
-აუ თორნიკე, გამიყვანე ვერ ვშვები
-კარგი კარგი.- ჯუჯღუნიოთ ამიყვანა ზემოთ და დამისვა გვერდთ, ნიავმა დაუბერა და შემკანკალა, ერთიანად დავიწყე კბილების წაკწაკი და კანკალი ისე შემცივდა
-გავიყინე, აღარ მინდა ეს ცურვა- ხალათი მოვძებნე და მოვიცვი
-შენ არ გცვა?
-ნწუ მიჩვეული ვარ
-დიდი ხანია ცურავ?
-10 წლიდან, 20 წლამდე წყალბურთელი ვიყავი, 10 წელია დავანებე თავი
-რატო?.- ინტერესით ვკითხე
-მეგობარი დაიღუპა ერთად ვთამაშობდით, მის მერე გადავიფიქრე
-ჰო მაგრამ მაინც ცურავ
-ეს ისე უბრალოდ, ჭიას ვახარებ
-მეგობარი რატო დაგეღუპა?.- მგონი ძაან მტკივნეულ თემას შევეხე მისთვის, სახე მოეღრიცა
-თუ გინდა ნუ მეტყვი
-არაფერია
-ბოდიში რა, არ მინდოდა გული მეტკინა
-არაფერია, ისედაც მახსენდება ხოლმე
-ჰომ...- აღარ ვიცოდი რა მეთქვა
-შენ დიდი ხანია წასული ხარ ხო?
-კი 9 წელია, იქ ვსწავლობდი, მერე არქივში დავიწყე მუშაობა და ვეღარ ჩამოვაღწიე ასე რომ ახლა აქედან ვეღარ მომიშორებენ
- ყოველთვის ისეთი აღტაცებულები ლაპარაკობდნენ გოგოები შენზე, უფრთო ანგელოზი მეგონე
-და არ ვარ მერე?.- სიცილით ვკითხე
-ანგელოზობის რა მოგახსენო, მაგრამ ქალთევზა ხარ.- ისევ ირონია გაურია და ყავის ჭიქა გვერდით მომიდგა
-ანუ რა გინდა მითხრა რო არ ვარ ლამაზი
-როგორ არა, ლამაზზე მეტიც შეიძლება ითქვას, მაგრამ მე სხვანაირი ქალები მომწონს
-თუ შენ გემოვნებაში არ ვჯდები თავს არ მოვიკლავ
-ძალიან კარგი, ისე შენ სახეზე მაინც სხვა ჩანს.- უყურე ერთი ამს რაებს მკადრებს, ნერვები მომეშალა და რამე მწარის მოფიქრება გადავწყვიტე, იგივე რომ განეცადა...

-იმედია მოგწონთ. <3



№1  offline წევრი cancara

Kaia kai male dade

 


№2 სტუმარი LoNdA DM

კარგია ველოდები შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent