შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო გასროლა (5თავი)


5-10-2015, 20:45
ავტორი MyLove
ნანახია 3 323

თავი 5.
წელზე მოხვეულ მის ხელს ღიმილი შევაგებე. როგორც ყოველთვის, ჩემ ღიმილზე, მასაც გაებზარა ტუჩის ბოლოები და თვალები დაუწვრილდა.
ჩემი მის კისერთან შედარებით, პაწაწუნა ხელები, კისერზე შემოვხვიე. დავინახე, როგორ შეუთრთოლდა საძილე არტერია ყელზე და როგორ დაეჭიმა წელზე მოხვეული ტორები.
ასე მეგონა, გუგას კი არა, აგიზგიზებულ გრდემლს ვეკროდი და ეს ყველაფერი პირნათლად გადავაბრალე სასმელს, რომელიც ორივეს საკმარისზე მეტი დოზით გვქონდა მიღებული.
ჩუმად და ნაზად ვაყოლებდით ტანს სასიამოვნო ჰანგებს. მის ყოველ მიმოხვრას ძალაუნებურად ვემორჩილებოდი და წინააღმდეგობის გაწევის თავის კი არ მქონდა.

გულთან რაღაც მწარე გამეხიდა. მწარე კი არა -ტკბილი და სისხლით კი არა, თითქოს იმით ვმარაგდებოდი. ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი, რა იყო ეს, ადამიანი თუ გრძნობა?

ბოლოს გამოვერკვიეთ და მუსიკაც დასრულდა.
უცებ, ასე მეგონა, თითქოს ამ ხნის განმავლობაში ჰაერში დავფრინავდით ერთმანეთზე მიკრულები..

სხეულზე დამკრა ცივმა ჰაერმა და მაშინ ვიგრძენი მარტოობა. გავუღიმე და წამოვედი.
თითქოს უკანასკნელად მოვდიოდი მისგან. თითქოს მეორედ, მისგან წამოსვლა კი არა- მისი დატოვება მომიწევდა.
ჩემ გვერდით მოდიოდნენ აკისკისებული გოგონები და მათ შემყურეს მეღიმებოდა.
გული ცუდს მიგრძნობდა. თითქოს ვიღაცამ მკერდი გადამიჭრა და მფეთქავი ორგანო მუჭში მოიქცია. სუნთქვა შემეკრა და მისი ფანჯრისკენ გავიხედე, სადაც ისევ სინათლე ენთო.
„რა უნდა ხდებოდეს, თინათინ!“ - შეიცხადა გონებამ. – „ნუ პანიკობ. ყველაფერი კარგად იქნება. ღრმად ისუნთქე! აჰ-ჰუ!“
მთელი გზის განმავლობაში ღრმად ვსუნთქავდი და შუბლზე წურწურით ჩამოღვენთილ ოფლს ვიწმენდდი. საფეთქლები ისე მიცემდა, რომ თვალთახედვა დაბინდული მქონდა. ნანიკომ შეატყო ჩემი ცუდად ყოფნა და სადარბაზომდე მიმაცილა. თვითონ კი ბოლოს ავიდა სახლში.
ტანსაცმელი გავიხადე და სააბაზანოში შევედი.
დაახლოებით, ნახევარი საათი ვიდექი აცახცახებული სხეულით ჭავლის ქვეშ, მხრებზე ხელებშემოხვეული და სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი.
რომ არა რაღაც უცნაური გრძნობა, ყველაფერს ჩემს ჯანმრთელობას გადავაბრალებდი. ეჭვები მჭამდა და შიში ბოლოს მიღებდა.
თბილად ჩავიცვი და საწოლში ჩავწექი.
განთიადისას ჩამეძინა, უფრო სწორად მიმეძინა.

.....

დილით ისევ იმ უცნაურმა შეგრძნებამ გამომაღვიძა.
გულ-მუცელი ერთიანად მეწვოდა და თავბრუს ხვევის შეგრძნება ერთი წამითაც არ მტოვებდა.
საფეთქლები დაცვარული მქონდა. ყვრიმალებიდან მონოტონურად ცვიოდნენ ოფლის წვეთები.
„რამე ხომ არ დაემართა-მეთქი?“ გავიფიქრე, მაგრამ თავს პანიკაზე აყოლის უფლება არ მივეცი და ისევ ღრმად დავიწყე სუნთქვა.
უკვე სასკოლოდ გამოწყობილი, მისაღებ ოთახში გავედი, სადაც მთელს ოჯახს მოეყარა თავი.
-დილამშვიდობისა, -ვთქვი აკანკალებული ხმით და საკუთარი ბგერების თავად გამიკვირდა.
-რა გჭირს, შვილო? -დაფეთდა დედაჩემი და მამაჩემმაც გაკვირვებული სახით შემომხედა.
-არ ვიცი, რაღაც ცუდად ვგრძნობ თავს.. -ამოვიჩურჩულე გულწრფელად. მშობლებისთვის ჩემი მდგომარეობის დამალვა არასოდეს მჩვევია. -რაღაცის მეშინია. -თვალები ამიცრემლიანდა.
-ვაიმე, ჯადო ხომ არ გაგიკეთეს, დედი? -ღაწვები დაიხოკა დედაჩემმა.
-რას ბოდიალობ, ქალო! -ხელი ჩაიქნია მამაჩემმა და ჩუმად ჩაიფხუკუნა, მეც გამეღიმა. – მომიყევი, დაბდების დღეზე მოხდა რამე?
-არა, არაფერი არ მომხდარა. იქედან წამოსულს ცუდი შეგრძნებები დამეუფლა, მთელი ღამე არ მძინებია. ვაი, რომ რამე მოხდეს! -ვჩურჩულებდი სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი.
-თუ გინდა, არ წახვიდე სკოლაში. -ალერსიანი თვალებით შემომხედა დედამ.
-არ მინდა სახლში, იქ გულს მაინც გადავაყოლებ. -ორივე გადავკოცნე და ზურგზე ჩანთამოკიდებულმა დავტოვე ბინა.
ნანიკო უკვე მელოდებოდა სადარბაზოსთან და ფეხებს მოუთმენლად აბაკუნებდა.
-რა გჭირდა გუშინ? -არც მომსალმებია, ისე მკითხა.
-არამარტო გუშინ. ცუდს მიგრძნობს გული, ნანი. -ამოვიკვნესე.
შეწუხებული და შეძრწუნებული ვიყავი იმით, რომ ვერ ვხსნიდი ჩემს მდგომარეობას. გული ბუდეში არ მეტეოდა და მწარედ ეხეთქებოდა გულის ფიცარს.
მთელი ორი გაკვეთილი მელანქოლიაში გავლიე. არ ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ და გაკვეთილზე. უბრალოდ ვიჯექი და ვსუნთქავდი.
ადამიანებს ისე ვუყურებდი, როგორც აბსტრაქტულ სხეულებს,რასაც ხელს უწყობდა ჩემი შინაგანი მდგომარეობა და ცრემლით სავსე თვალები.
მესამე გაკვეთილი რომ გამოვიდა, მაშინ დამირეკა უცხო ნომერმა და კანკალით ვუპასუხე ზარს.
გულმა ისე სწრაფად დაიწყო ფეთქვა, რომ ლამის საერთოდ შეწყვიტა მუშაობა.
-რატი ვარ, თინა. -ხმა უკანკალებდა ბიჭს. უეჭველად გუგას ძმაკაცია-მეთქი, გავიფიქრე. -საავადმყოფოში მოდი, რა.
-რა საავადმყოფო, რატი? რას ბოდავ? -პანიკამ მოიცვა ჩემი სხეული.
-გუგა დაჭრეს...
ამის მეტი არაფერი გამიგონია. ორმა სიტყვამ დამწვა და დამფერფლა ადგილზევე.
ხმამაღალი კივილი ამომხდა და თავმოჭრილი ქათამივით ავფართხალდი, სულს რომ ღაფავს. მთელი კლასის გოგო-ბიჭები დამესივნენ. ყველა ჩემს გაკავებას ცდილობდა, მაგრამ ისეთ დღეში ვიყავი, ახლოს ვეღარავინ მოდიოდა.
სახეს ვიხოკავდი და მინდოდა რაღაც მტკენოდა. რაღაც ისე მტკენოდა, რომ გულის ტკივილი გადაეფარა.
იმენად მეწვოდა ყოველი ვენებში გადასროლილი სისხლი, რომ სიკვდილი მომინდა.
ტყუილი არ ყოფილა ჩემი შეგრძნებები და შიშები.
წივილ-კივილისგან დაღლილმა ხავილი ამოვუშვი და ქეთის და ნანიკოს გამეტებით ჩავეკარი გულში. ვხრიალებდი და მეტი არც არაფერი შემეძლო გამეხებულს.
რამე რომ მოსვლოდა, ვიცოდი, თავს რაღაცას დავმართებდი. უბრალოდ, გუგა არ იყო ჩემთვის უბრალო ბიჭი. ის იყო ადამიანი, რომელიც მიფერადებდა ცხოვრებას, იმით რომ სუნთქავდა და მიყურებდა, ან მიღიმოდა მაინც. ჩემ ცხოვრებად ვაქციე და ისე ერთი ხელის მოსმით შეეძლო ამ წუთას ჩემთვის საძირკვლის გამოცლა, რომ თვითონ ვერც კი გაიგებდა.
-საავადმყოფოში.. წამიყვანეთ, დროზე.. გუგა... -ამოვიკვნესე გულწასულმა და თვალები მივნაბე.
ყველაფერი სიშავემ მოიცვა. იმ სიშავემ, ორი წუთის წინ რომ გამიჩნდა გულსა და სულში და მთლიანად გამანადგურა.. რომელმაც დამფერფლა და მიწის ნაწილად მაქცია.

.....
რომ გამოვიღვიძე, მესმოდა მხოლოდ ჩემი პულსის წრიპინი და წამით ნერვები მომეშალა, ჩემ გულის ცემაზე. სწრაფად წამოვხტი ფეხზე და პალატა დავტოვე.
საავადმყოფოში ბოლოს როდის ვიყავი, არც კი მახსოვს და სპეციფიკურმა სუნმა ნესტოები ამიწვა.
დერეფანში ისხდნენ დედა, მამა, ქეთი და ნანიკო. ატირებულ დედაჩემს მოვეხვიე და მეც ბოლო ხმაზე ავტირდი. თუმცა, ხმაც დაკარგული მქონდა უკვე.
-ამ საავადმყოფოში წევს? -ვეცადე მშვიდად მეკითხა, თუმცა ხმა იმდენად მიკანკალებდა, რომ ვერ შევძელი სიტყვების წესიერად წარმოთქმა.
-შვილო... -ამოიქვითინა დედამ.
-მიპასუხეთ! -გამოვცარი კბილებში გამწარებულმა და აკანკალებული ხელები თმებში შევიცურე.
-ქვედა სართულზეა, -მითხრა თავჩახრილმა ქეთიმ.
არაფერი მითქვამს, ისე დავტოვე იქაურობა და კისრისტეხით ჩავვარდი ქვემოთ.
მთელ დერეფანში ჩამწკრივებულნი იდგნენ გუგას ძმაკაცები. რას არ მივცემდი, ახლა მის ადგილას მე ვიყო.
გაკვირვებით გამომხედეს ბიჭებმა. ასეთ მდგომარეობაში ხომ არასოდეს ვუნახივარ მათ. ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა ჩემი ფიზიკური მდგომარეობა იმ წამს.
ისე დავისახიჩრებდი თავს გუგას რომ რამე მოსვლოდა, წამითაც არ დავფიქრდებოდი.
-რა დაემართა?
წყეული ცრემლები უფლებას არ მაძლევდნენ წესიერად მესაუბრა.
-დაჭრეს, -მიპასუხა ერთ-ერთმა.
-ახლა როგორ არის?
-ძლივს გადაარჩინეს.. აორტას, თუ რაღაცას, სანტიმეტრებით აცდენია ტყვია.. ჯერ კიდევ ბოლომდე არ არიან ექიმები დარწმუნებულები, რომ გადარჩება. -იმ ბიჭსაც ძალიან უჭირდა საუბარი.
ეტყობოდა, არ ჯეროდა, გუგა რომ აუცილებლად გამოჯანმრთელდებოდა.
-თქვენ ხომ გჯერათ, რომ გამოჯანმრთელდება და თქვენთან ერთად განაგრძობს რაგბის თამაშს? -ცრემლები მომდიოდა, მაგრამ დანებებას არ ვაპირებდი. -მითხარით, ხომ გჯერათ?!
-ექიმებმა...
-ფეხებზე მაგათი აზრი! -დავუყვირე და კარისკენ წავედი მტკიცე ნაბიჯებით.
გაბრაზებული ვიყავი გაცობრიობაზე და უკლებლივ ყველაზე გუგას გარდა. ის გადარჩებოდა და მე მჯეროდა ამის.
როგორც ჩანს, მხოლოდ მე მჯეროდა.
სასურველ კარებამდე ახალი მისული ვიყავი, მუცელზე ხელი რომ შემიცურა ერთ-ერთმა ძმაკაცთაგანმა და მითხრა, შესვლა არ შეიძლებაო.
„რას ქვია, არ შეიძლება-მეთქი?“ გავიფიქრე და განწირული ავფართხალდი.
მის ხელებს ჩავაფრინდი, ფრჩხილებს ისე მაგრად ვაჭერდი,რომ ლამის სისხლი წამოუვიდა.
-შემიშვით!!!
-არ შეიძლებაო, თინი.. -მაჩერებდა და მაწყნარებდა ის ბიჭი.
-„თინის“ ნუ მეძახით...
ყველანაირი ძალისგან და ემოციისგან დაცლილმა, კვლავ ვეღარ გავუწიე ჩემს თავს კონტროლი. ვერაფრით ვიჯერებდი მომხდარს.
თითქოს, ორი თვის წინ მომხდარი ჩემი უბედურება არ მყოფნიდა, ახლა ესეც დაემატა.
გეფიცებით, ეს უფრო მტკივნეულია.
გუგას რომ გაშეშებულს ვხედავ ერთ ადგილას, გული მიწუხს, სუნთქვა მიხშირდება და უფროდაუფრო მიჭირს არსებობა.
-კომაშია.
გავითიშე.
საბედისწერო გასროლა (5თავი)

.......
-ორი დღეა ველოდები შენ გონზე მოსვლას, გუგა.. ორი დღე.. არ ვიცი, როგორ გავუძლებ მე კიდევ დროს. გამოფხიზლდი რა, გამოფხიზლდი! ხვალ ჩემი დაბადების დღეა, არ მინდა უშენოდ აღვნიშნო ეს დღე. გახსოვს, რომ მეუბნებოდი, ოქროს დაბადების დღეზე ოქროს გულს გაჩუქებო? სადაა ოქროს გული? არ მინდა, ოღონდ შენ დაბრუნდი.. მარტია, შენი გიჟი მარტი, გუგა.. მეც ხომ გიჟს მეძახდი, „მარტის გიჟები განსხვავებულად გიჟები არიანო“ რომ ამბობდი, ახლაც მახსოვს და ახლაც ჩამესმის ეს სიტყვები.. ხოდა მარტია, გაზაფხულია. შემომხედე და მითხარი „დარაბებს მიღმა გაზაფხულია!“.. ან უბრალოდ, გამოფხიზლდი..
..........
9თვის შემდეგ.
-მივდივარ და ზურგზე შემოგდებულ უშენობას მუხლმოტეხილი მივათრევ უსასრულობაში. გრძნობის თრევა აღარ შემიძლია, მხრები ცოტა ხნით დავასვენე და ტომარა, რომელიც შენი სიყვარულით იყო სავსე მიწაზე მოვათავსე. ახლა უფრო დავმძიმდი. უჩვეულო სიმძიმე ვიგრძენი სულში და ცივი ოფლი მოვიწმინდე შუბლიდან.
რამხელა გრძნობა ხარ. ზოგჯერ მიკვირს ხოლმე, როგორ გიძლებ და ამაზე ვბრაზდები, რადგან საკუთარ თავში არასოდეს ვყოფილვარ დარწმუნებული.
ცრემლები მიძმიმებს გულს და მიშავებს ნაცრისფერ პერანგს. კიდევ ეს უნდოდა დამძიმებულ გულისცემას?
ისედაც ტკივილივით გამეჭედე აორტაში და სისხლით წლებია აღარ ვმარაგდები. შენით ვცხოვრობდი, შენით ვარსებობდი და ისე გამომიცალე ყველანაირი წყარო დაფიქრებაც კი არ დაგჭირვებია.
დროა, გუგა, დაბრუნდი...
საბოლოოდ ნუ ჩამიტეხავ ხიდს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, რადგან, ვფიქრობ, იქითა ნაპირზე მომიწევს დარჩენა.. შენ კი იცოცხლებ!
სულის ტკივილამდე მენატრები, იმაზე მეტად, ვიდრე მე შემიძლია. მალე სტუდენტი გავხდები, არ მინდა მაშინაც არ იყო ჩემთან...
„თინის“ შენ გარდა არავინ მეძახის, არც მე ვაძლევ უფლებას.
მომენატრე.. და თუ ამ გრძნობას,რასაც ახლა მე განვიცდი, ხალხი სიყვარულს ეძახის, რა მტკივნეული ყოფილა თურმე.. ყოველი მოძრაობა მტკივა, რომელსაც შენ ვერ ხედავ.
თითქოს ცხოვრება შავ-თეთრ ფერებში გადამივიდა. მზის მაგივრად სულ ღრუბლები ანათებენ და მე აღარ შემიძლია უშენოდ...
მალე პირველი ახალი წელი დადგება უშენოდ და უკვე.. ღმერთო, როგორ მტკივა ეს სიტყვაც.. „უშენოდ!“
გაიღვიძე რა...

...
წავუჟარგონებ და ვიტყვი რომ "დაგრუზული" ვარ :(
ხოდა აპაა
არაა პატარა თავი და რავი
შემიფასეთ..



№1 სტუმარი darina

Emociebit davitvirte tvalze cremlic ki momadga

 


№2  offline მოდერი D-roni

ვიბღავლე recourse როგორ გითხრა ცუდიათქო? იმდენად კარგად დაწერე და იმდენად ახლოს მოიტანე გულამდე ვერ გეტყვი, არ არსებობს !
ბევრჯერ მითქვამს ახლაც გეუბნები და სულ გეტყვი ... შეუდარებლად უნიკალური და ძალიან მაგარი ხარ !
ველი შემდეგ თავს და მოიყვანე რა გონს love
მიყვარხარ მე შენ love

 


№3 სტუმარი შოკაა

შემდეგითავი არარის?

 


№4  offline წევრი cncowner

რატომ არ არის გაგრძელება, ახლა ვნახე და ძალიან დამწდა გული რომ არიყო მეტი sweat cry

 


№5 სტუმარი სტუმარი ....

შემდეგი თავი ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent