შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ვარდო! (1)


5-10-2015, 23:31
ავტორი blackboss
ნანახია 2 302

წვიმის ხმა მაღვიძებს... არც მაღვიძარა; არც მამის თბილი კოცნა შუბლზე და არც არავის თავზე დახტომა... ჩემი საყვარელი მელოდიის მოსმენამ გამრინდა და მომენტალურად მთელი ძალით სხვა სამყაროში მომისროლა... მაგრამ მწარე რეალობა მალევე მთელი ძალით დამეჯახა და ირონიული ჩაცინებით მომწყვიტა ლამაზ სამყაროს. სხვა გზა არაა... თავს ძალა დავატანე და საწოლიდან წამოვიზლაზნე.
ჩემს ოჯახზე მოგიყვებით ცოტას. შვიდი წლის ვიყავი მამამ სახლის კარები გაურკვეველი მიზეზით სამუდამოდ გაიხურა. აი ასე და ამგვარად ამჟამად ჩემს ოჯახს მხოლოდ მე, ჩემი ძმა (ლომისა), და დედაჩემი (მაკა) შევადგენთ. დედა იმავე სკოლის მასწავლებელია, რომელი სკოლის XI კლასშიც ვსწავლობ. და ხო, მე ნენე ვარ, უბრალოდ ნენე 16 წლის, თავისი უაზრო (თუმცა ჩემთვის საზრიანი) გატაცებებით, ახირებებით და საკმაოდ რთული ხასიათებით.
ლაპარაკის გაგრძელება ტელეფონის ვიბრაციამ შემაწყვეტინა. ჰმმ... უცხო ნომერია. ეს ალბათ ჩემი ძმაა, სულ სხვადასხვა ნომრებით მეკონტაქტება ხოლმე.

-გისმენთ
-******** (გულის გამაწვრილებელ სიჩუმეს მხოლოდ ვიღაცის სუნთქვა არღვევდა)
-ჰეეი გისმენთ.
-********* (კლვავ დუმილი)

გავუთიშე. ვინმე იდიოტი იქნებოდა...
ღმერთო, როგორ არ მინდა ახლა სკოლაში წასვლა. სრული იდიოტიზმის ზეიმია იმ შენობაში. ეს გადატყლარჭულ-გადაგრეხილი ვითომ გოგოებზე და კაი ბაბულიკა ტიპებზე ხომ საერთოდ ზიზღისგან მაკანკალებს ხოლმე. სხვა გზა არის?! არა, არაა! ამიტომაც ჩავიცვი. ტელეფონი, ყურსასმენები ჩანთა და მზად ვარ. დედას შევძახე ოთახში, რომ უნდა გავსულიყავი (ყოველთვის ადრე გავდივარ სახლიდან რომ გაკვეთილების დაწყებამდე დილის სეირნობა მოვასწრო) და სახლის კარები გამოვიხურე. კიბეებზე ისეთი ჩამოვდიოდი თითქოს მთელი ქვეყნიერება მე მაწვა ზურგზე (ქვეყნიერება არა მაგრამ სკოლის ზურგჩანთასაც ნუ გაეხუმრებით, თითქმის ჩემი წონაა). გაკვეთილებამდე ვისეირნე, 7 გაკვეთილი ვეწამე, მერე მერხიდან ავეფხიკე და ჩემს პარკში გავიარე გაკვეთილების სასწავლად. საღამო იყო როცა სახლში ავედი და ზუსტად მაშინ დაიწყო წვიმაც! ჩემი ხსნა! ფნჯრის რაფაზე ყავით ხელში შემოვსკუპდი და წვიმის ხმაზე ვბრუვდებოდი... დაახლოებით ასე გაგრძელდა მომავალი კვირაც (თუ უცნობის შემაწუხებელ ზარებს არ ჩავთვლით)...


სანამ თხრობას გავაგრძელებდე სხვა არანაკლებ პიროვნებებსაც გაგაცნობთ...

ნენესთვის დედის და ძმის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ანია, მისი ბიძაშვილი. ანი 20 წლისაა წაბლისფერთმიანი და საშუალო სიმაღლის. ცოტა პუტკუნა ტანი ორსულობამ უფრო გაუპუტკუნა და ძალიან საყვარელი გახდა. უი ხო, მოგეხსენებათ ბავშვები მართლა წეროებს არ მოყავთ... ანი სულ ცოტა ხნის წინ გათხოვდა ძალიან ძალიან ჯიგარ და მაგარ ბიჭზე-კოკიზე (იგივე კონსტანტინე)

ახლა კი გადავინაცვლოთ გვრიტებთან სახლში...

-ანუშკი საყვარელო მოვედიი
კარებიდანვე იყვირა პარკებით დახუნძლულმა კოკიმ
-ჩემი ქმარუკა მოვიდაა მოდი სამზარეულოში ვარ. ჩემი ნუტელა ხომ მომიტანე? საცოდავი თვალებით ახედა მასზე ბევრად მაღალ მამაკაცს, რომელიც საოცრად თბილად უყურებდა ცოლს.
-მოგიტანე აბა რა ვქენი მამიკოს პრონცესას როგორ ვაწყენინებდი-დაიხარა, მაიკა აუწია და საყვარლად გამობურცულ მუცელზე აკოცა
-რაიცი რომ გოგო ვარ მამიკოო?- ხმა საყვარლად დაიწვრილა ანიმ და მეუღლეს თმაზე წაეთამაშა.
-ვიცი, ვიცი-თვალი ჩაუკრა-უი, ანუშკა ახლა მალე მოვლენ ჩემი ძმაკაცები სანდიკა და კიდევ ერთი ძმაკაცი დღეს ჩამოვიდა კანადიდან.
-ძალიან კარგი-ქმრის მკლავებში გატრუნულმა ამოიკრუტუნა
ცოტახანს ზოგადად ისაუბრეს და ზარის ხმაც გაისმა
ცოლ-ქმარი ღიმილაკრული შეეგება სტუმრებს
-ვახ სანდრი შე დაკარგულო ეგრე უნდა ჩემი გადაგდება? უტა ძმა როგორ ხარ?-გახარებული კოკი ჯერ სანდროს მერე კი ახლაც ჩამოსულ კოკის გადაეხვია და სახლში შეიპატიჟა.
-უტა გაიცანი ეს ჩემი ანუშკაა, ცოლო გაიცანი ეს ჩემი ძმა უტაა.
-სასიამოვნოა რძალო
-ჩემთვისაც უტა, მოდით დასხედით, მართლა რა სტუმრებივით ამეტუზეთ. მოშინაურდით მე მანამ სუფრას გავაწყობ-ღიმილით თქვა და სამზარეულოში გაბაჯბაჯდა
-აბა ძმა მოყევი რაა შენკენ ახალი-ლაპარაკი კოკიმ წამოიწყო
-რავი კოკი სათავო გადმოვიტანეთ მე და თენგომ(მამამისმა) თბილისში და მე დამნიშნა მმართველად. ამიერიდან წიხლითაც რომ გამაგდოთ აქედან წამსვლელი არ ვარ-ამაყად გაიჯგიმა და სავარძელზე მოხერხებულად მოთავსდა

-ბიჭებო მოდით სუფრა მზადაა-გამოსძახა ანიმ
დამშეული ბიჭები ერთი მეორის მიყოლებით შეძუნძულდნენ სამზარეულოში და მაგიდის გარშემო დაიკავეს ადგილები.
-უტა, შენ მეუღლე ან შეყვარებული არ გყავს? შემდეგში მასთან ერთად გელოდები იცოდე-თვალები გადაუბრიალა უტას ანიმ
-არა, არა არცერთი არ მყავს-ჭამაში გართულმა უტამ ამოილაპარაკა
ანიმ გაკვირვებულმა გადახედა გვერძემჯდომს
-ცოლო იქნებ უმაჭანკლო და მოისხა უტას მადლი-თვალი ჩაუკრა ცოლს თამაშში ამყევიო
-რავიცი გააჩნია როგორი გოგო მოწონს ჩვენს უტას. თან ვიცი უარს არ მეტყვის ორსული ვარ მაინც და...-ბოროტულად ჩაიხითხითა ანიმ
-ძალიან ცუდად იყენებ შენს უფლებებს რძალო-თით დაუქნია უტამ და როცა ანის დაბრიალებულ თვალებს გადააწყდა ამოიოხრა-სხვა გზა მაქვს?
-რა თქმა უნდა არა-მხრების ჩეჩვით მოახსენა განაჩენი
-ჰმმ... რახან არ იშლით... ზოგადად შავგვრემანი გოგოები უფრო მომწონს, ჩემი აზრით სხვანაირი ეშხის მატარებლები არიან, არ მევასება მოკლე თმები რატომღაც, მაღალი, გამხდარი აპრეხილი ცხვირით და ლამაზი თვალებით-ჩაფიქრდა და ტუჩები სასაცილოდ გააწკლაპუნა- და აუ ხო ჩაჩხვლეტილი ლოყებიც მაგრად მევასება რა...
-უჰ არ მომინდომა ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი?! -ამოიოხრა კოკიმ-მე ეგეთს არავის ვიცნობ ძმ...
-მე ვიცი, ზუსტად მასეთი გოგო ვიცი- წამოიყვირა ანიმ და მეუღლეს ვიღაცის სახელი ჩასჩურჩულა
-ჰოო... ეგ მართლაც მაგარი გოგოა, მაგრამ ამ ვირისთვის არ გენანება?-სახე დაჭყანა უტასგან კი პასუხად კარგი წამორტყმა მიიღო-კარგი ჰოო კარგი. ხუმრობა იქით იყოს-წამში დაისერიოზულა სახე-მართლა დასავით მყავს ეგ გოგო და ზედმეტი სიტყვ ან მოქნედება და ტრუპი ხარ. თან რავი სხვანაირი გოგოა რა.
ტელეფონი ამოიღო კოკიმ და რაღაცის ძებნა დაიწყო უცებ გადააწყდა სურათებს და უტას გაუწოდა.
უტამ უინტერესოდ აიღო ტელეფონი, მაგრამ როგორც კი სურატები ნახა, ლუკმა გადასცვა და რამის დაიხრჩო ხველებით...


დრადადადაააამ... ესეც ასე მე კლვალ დავიბრუნდით, ამჯერად თქვენი გულმოწყალების იმედით და უცვლელი თხოვნით!!! გამოხატეთ თქვენი აზრი, თუგინდათ ჩამქოლეთ, მიწასთან გამასწორეთ შემაფურთხეთ ასეთი ნაჯღაპნისთვის (ოღონდ მხოლოდ ჯანსაღი კრიტიკის სახით) მოკლედ თქვენი თითოეული სიტყვა გაგრძელების სტიმულია !!!
ძალიან მიყვრხართ!!!
მუდამ მხოლოდ თქვენი
მარტოსული!!!
დროებით...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent