შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა გოგონა დიდ ქალაქში (დასასრული)


6-10-2015, 00:08
ავტორი Mina
ნანახია 5 293

სანამ კითხვას დაიწყებდეთ მინდა გითხრათ რომ ამ ნაწერზე ძალიან დიდი ხანი ვწვალობდი როგორც იტყვიან, ბევრი რამ შევასწორე, შემოვასწორე, მოკლედ ძალიან დიდი ხანი ვიმუშავე, სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს მინდა წინასწარვე გთხოვოთ კიდევ ერთხელ რომ მითხრათ რას ფიქრობთ ამ ნაწერთან დაკავშირებით და ზოგადად იმასთან დაკავშირებით რასაც მე ვწერ. მადლობთ წინასწარ. გსურთ რამე ახალი ისევ შემოგთავაზოთ? :)

............................

-ლუკა. - მისი სახელის ხსენებაზე კი შიში სიბრაზემ ცაანაცვლა და გეგონებოდათ ცეცხლი ენთო თვალებშიო, ტუჩები ერთმანეთს ისე მაგრად მიაჭირა სისხლისფერი ტუჩები გაუთეთრდა. მის სახელთან ერთად მთელი ისტორია მოვუყევი, ყველაფერს ვყვებოდი და თან მოთქმით ვტიროდი. - შენ არ იმსახურებდი. როგორ გაგყიდე, ღმერთო ჩემო როგორ გაგყიდე, ჩემი სიყვარული როგორ გავყიდე. არა - უცებ ვიყვირე და ფეხზე წამოვდექი - არ შემიძლია, ვეღარ ვსუნთქავ - ჩანთას ხელი დავავლე და ძირს ჩავედი, გასასვლელი კარიდან კი გაფითრებული ლუკა შემოვიდა, რომელმაც მკლავში ხელი ჩამჭიდა
-რა უთხარი? - ჩუმად მკითხა მაგრამ ხმა არ გავეცი - რა უთხარი მეთქი? - მიღრიალა და ხელი უფრო მეტად მომიჭირა.
-ხელი გაუშვი - უკნიდან ერეკლეს გაცხოველებული ხმა გავიგონე, ლუკამ კი ხელი ცივად გამიშვა. გვერდით გავიხედე და ჩემი ანარეკლი დავინახე სარკეში, გაფითრებული, თმა არეული, ცხოვრება დანგრეული და განადგურებული ქალი მიყურებდა. ცრემლები მოსდიოდა და თვალებში არაფერი იკითხებოდა სიცარიელის გარდა. ღია კარისკენ გავიხედე და გეზი იქეთკენ ავირე
-სად მიდიხარ? - ლუკამ შემაჩერა და კედელს მთელი ძალით მიმანარცხა
-მგონი გითხარი გაუშვი თქო - გააფთრებული ლომივით დაებღაუჭა ერეკლე ლუკას და ძირს გააგდო, თითქოს ტკივილი ვერ იგრძნოო ლუკა წამსვე ფეხზე წამოდგა და ქამარში ჩადებული იარაღი პირდაპირ მე დამიმიზნა. ვერაფერს ვგრძნობდი, ვერც შიშს, ვერ ტკივილს, ვერაფერს, ყველაზე საშინელება კი სწორედ ეს არის. ჯობია გტკიოდეს მთელი სხეული, ჯობია განიცდიდე და იტანჯებოდე მაგრამ გრძნობდე რამეს, როცა ვერაფერს გრძნობ, გგონია სხეული დაგიცარიელეს, გგონია რომ აღარაფერი დაგრჩა და უკვე სულერთია ცოცხალი იქნები თუ არა. ვუყურებდი ჩემსკენ მოშვერილ ლულას რომლიდანაც წუთი წუთზე შეიძლებოდა ტყვია გავარდნილიყო, მეკი აღარ მანაღვლებდა აღარაფერი. ლუკას შევხედე და ისტერიულად იცინოდა
-ლუკა იარაღი დააგდე - სადღაც შორიდან გავიგონე ერეკლეს შეშინებული ხმა
-ხომ შეგიყვარდა? - ფსიქოპატის თვალები პირდაპირ მე მომაპყრო - მითხარი, ხომ ძალაინ შეგიყვარდა - იარაღი კისერთან მომიტანა და კითხა გამიმეორა - იცი როგორ მიჭირდა მისი დამორჩილება? ძლივს ვითანხმებდი რომ ეს თამაში ისევ გაეგრძელებინა, როგორი მამაცი ყოფილხარ, ხომ იცოდი თუ გამცემდი ცოცხალს არ დაგტოვებდი, ახლა კი ყველას დახოცვა მომიწევს. ეხლა თუ ფიქრობ გადავიფიქრებ იმიტომ რომ ციხე ავიცილო თავიდან ძალიან ცდები. არ მაინტერესებს, ახლა აღარაფერი მაინტერესებს
-ლუკა გამოფხიზლდი - იღრიალა ერეკლემ და მისკენ წავიდა
-ფეხი არ გადმოდგა თორემ სუნთქვას სამუდამოდ შეწყვეტს - იარაღით ჩემზე ანიშნა, ერეკლემ ერთი ნაბიჯი უკან გადადგა - შენ შეგიყვარდა არა რომეო? ანასტასია ხომ წამართვი, ახლა? ახლა მე წაგართმევ შენს ძვირფას შაის.
-თმის ერთი ღერი ჩამოუვარდება და არ გაცოცხლებ იცოდე
-ასე გამეტებით რატომ იცავ? მან ხომ მოგატყუა, გაგწირა, თავი შეგაყვარა, მერე კი უნდა მიეტოვებინე, თუმცა კი ბოლო პუნქტი ვერ განვახორციელე. ქალბატონმა გეგმები ჩამიშალა. ანასტასია რომ ჩემი ცხოვრებიდან გაქრა, გეგონა ამას ოდესმე გაპატიებდი? შენ გეგონა მთელი წელი პატიებას იმიტომ გთხოვდი რომ მართლა ვნანობდი რაც გავაკეთე? რა მეამიტი ხარ ერეკლე, ჭკუა ისევ ვერ ისწავლე.
-დაამთავრე - მთელი ხმით ვიყვირე, მაჯაზე ხელი ჩავჭიდე და ლულა პირდაპირ გულზე მივაბჯენინე, წამით გაოცებული სახით შემომხედა ბოლოს კი ისევ ისე საზარლად გადაიხარხარა
-შენ რა მთხოვ მოგკლა? ნუთუ არ გინდა მასთან ერთად დიდხანს და ბედნიერად ცხოვრება? - ძალა გამოცლილს არც კი შემიხედავს მისთვის, აღარაფერი მესმოდა, თვალები თითქოს დამიბნელდა მაგრამ ვხვდებოდი რომ ისევ ფეხზე ვიდექი, ერეკლეს და ლუკას ხმა სადღაც ძალიან შორიდან მესმოდა, იმის ძალაც კი არ მქონდა ნაბიჯი გადამედგა, არაფერი იყო ეხლა ჩემთვის მნიშვნელოვანი, ის გრძნობა რასაც ღალატი ქვია შიგნიდან მჭამდა, სინდისი თითქოს სულს ნელა მიჭამდა და სურდა ბოლომდე გავენადგურებინე. ახლა, ზუსტად ამ წამს ვგრძნობდი რომ ცხოვრებამ საბოლოოდ გაიმარჯვა ჩემზე, საბოლოოდ მოახერხა და გამაცამტვერა, ჩემგან მხოლოდ სხეული იყო დარჩენილი, ცარიელი სხეული რომელსაც უკვე არაფრის ძალა აღარ ჰქონდა. არც ძალა, არც სურვილი. ერთადერთი რაც მახსოვს ყრუ ხმა იყო, გასროლის ხმა, ორჯერ ისროლეს, ბოლოს იყო ტკივილი, საშინელი ტკივილი. თითქოს იქ დამთავრდა ყველაფერი. ვგრძნობდი რომ ცოცხალი ვიყავი მაგრამ ვერაფერს ვამბობდი. სიჩუმეში ვიყავი და ნელ-ნელა გრძნობები მიბრუნდებოდა, ჯერ შიშმა შემიპყრო, არაფერი მესმოდა, ვერაფერს ვხედავდი, არაფერი მტკიოდა მაგრამ ვიცოდი არ ვიყავი კარგად.
-მარიამ - ძალიან დიდი ხნის შემდეგ წამიერად ერეკლეს ხმა გავიგონე, ვიცოდი ერეკლე იყო, თითქოს ძალიან შორიდან მეძახდა, შემდეგ კი თანდათანობით მიახლოვდებოდა - მარიამ გაახილე თვალი, ჩემი ხათრით - ხმა უფრო და უფრო მიახლოვდებოდა - შემომხედე, მეტს ვეღარ გავძლებ მარიამ - ხმა ძალიან ახლოდან მესმოდა, თითქოს ჩემს გვერდით იყო. წამსვე გაჩნდა გრძნობდა რასაც იმედი ქვია, იმედი რომელიც ბრძოლას გაგრძელებინებს, იმედის სულ მცირე ნაპერწკალს ხომ შეუძლია ყველაფერი შეგაცვლევინოს, ერეკლეს ხმა ის იმედი იყო რომელსაც გამალებით ვეძებდი, მიზეზი იყო რის გამოც უნდა გამეგრძელებინა ბრძოლა. იმედთან ერთად გაჩნდა ჟინიც, ბრძოლის ჟინი, სიცოცხლის წყურვილი, მიზანი, თითქოს თავიდან დავიბადე, თითქოს ყველაფერი ნელა ცოცხლდებოდა ჩემში და ყველაფერი აზრს იძენდა. ბოლოს ტკივილი ვიგრძენი, ძალიან დიდი ტკივილი, მთელი სხეული მტკიოდა, ვიგრძენი რომ ჩემი ხელი ვიღაცას ეჭირა, მთელი ძალა იმაზე დავხარჯე რომ თვალები გამეხილა, არაფერი გამომივიდა, საკუთარ თავს ყველანაირად ვამხნევებდი, მარიამ მიდი მარიამ გაახილე თვალები, არაფერი გამომდიოდა. აღარ მეძინა, მაგრამ თვალები ისევ დახუჭული მქონდა, ბევრი ვიბრძოლე, ბოლოს კი ყველაფერი თეთრად განათდა. ფერები არ ჩანდა, მხოლოდ თეთრი ფერი მჭრიდა თვალებს
-მარიამ - ისევ ერეკლე მეძახდა - ექიმო გაიღვიძა, მარიამ - ვიგრძენი შუბლზე მისი გაყინული ტუჩებით როგორ შემეხო, ჯერ სილუეტი დავინახე, შემდეგ კი მისი თვალები, ზღვისფერი, ადრე საოცრად ბობოქარი ეხლა კი თითქოს მიმქრალი თვალები. ჯერ მისი მოუწესრიგებელი თმა და წვერი შევამჩნიე შემდეგ კი აცრემლებული თვალები. მთელი სხეული მტკიოდა მაგრამ ეს არ მაინტერესებდა, მიუხედავად ტკივილისა, მიუხედავად იმისა თუ რა ხდებოდა ჩემს გარშემო, ბედნიერი ვიყავი. ბოლოს ძალა გამომეცალა და ისევ სიბნელეში დავბრუნდი, მსგავსი გამოღვიძებები რამდენჯერმე მქონდა. როგორც შემდეგ ბებომ მითხრა სამი თვე უგონოდ ვიყავი. ერეკლე რომელიც ჩემს პალატას არ შორდებოდა ყოველ დღე მპირდებოდა იმის მოყოლას რისი ხილვაც ვერ შევძელი. ორი თვე რეაბილიტაციის კურსს გავდიოდი, მხოლოდ ის ვიცოდი რომ ორივე ტყვია რომელიც ლუკამ გაისროლა მე მომხვდა,
-ერეკლე - თვალები მოიფშვნიტა და მე შემომხედა
-გისმენ შაი
-რატომ ხარ აქ?
-რას ნიშნავს აქ რატომ ვარ?
-ჰო რატომ ხარ აქ? შენ ხომ უკვე იცი მე რაც გავაკეთე
-გახსოვს რა გითხარი მაშინ, სამზარეულოში, შენთან როცა ყავას ვსვამდით? - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე - ჩემი გრძნობა იმაზე დიდია ვიდრე რაღაც უბადრუკი სიბრაზე. არასდროს არავისში არ ვყოფილვარ ისე დარწმუნებული როგორც ახლა შენში, ცხოვრების ბოლომდე, მანამ სანამ ჩემი გული ფეთქვას არ შეწყვეტს, მინდა ყოველ დილით შენს გვერდით გავიღვიძო, მინდა გვერდით მყავდე. შაი
-ჰო - აცრემლებულმა ამოვიკვნესე
-იქნები დარჩენილი ცხოვრება ყველაზე აუტანელ კაცთან, ყველაზე ჯიუტ და დაუდეგარ ტიპთან რომელსაც სიგიჟემდე უყვარხარ? იქნები ადამიანთან რომლის გამოც სამი თვე უგონოდ იყავი? იქნები მისი ცოლი, მეგობარი, საყვარელი, მისი შვილების დედა, პარტნიორი, მესაიდუმლე? გამომყვები ცოლად? - ჩემს საწოლზე ხელებით დაყრდნობილმა გულის ჯიბიდან ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი ამოიღო და მორცხვად შემომხედა. მეტყველების უნარ წართმეულმა მხოლოდ „დიახ“ ამოვილუღლუღე და გამალებით დავიწყე თავის ქნევა. ერეკლე მაგრად მომეხვია და ყურადღება არ გამიმახვილებია იმ ფაქტზე რომ საშინლად ამტკივდა ჭრილობა.
................................................
-აუ დედა უთხარი რა რამე - ჟღალთმიანი ბიჭუნა წინ დამიდგა და გაბრაზებულმა მანიშნა პატარა შავგვრემან გოგონაზე რომელიც ეშმაკურად იყურებოდა
-ლიზა ნუ აბრაზებ სანდროს - ხუმრობით თითი დავუქნიე გოგონას და ტელეფონზე ერეკლეს დავურეკე
-გისმენთ მსოფლიოში საუკეთესო მეუღლევ
-ერეკლე სად ხარ?
-სად უნდა ვიყო? მივლინებაში ვარ პოლონეთში, შენ რა არ იცი? - სიცილი აუტყდა ტელეფონში
-კარგი რა, გუშინწინ მითხარი ხვალ ჩამოვალო
-მარო ეხლა ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე შევდივარ და მერე დაგირეკავ კარგი?
-კარგი კარგი წადი - გაბრაზებულმა თეთრ ტყავის სავარძელზე მივაგდე ტელეფონი და ბავშვებს დაღვრემილმა გავხედე რომელბიც მე მიყურებდნენ და ორივეს ეცინებოდა
-თქვენც მეცინით ხო?
-არა დე - გულუბრყვილოდ შემომხედა სანდრომ
-დედაა - ხელები აათამაშა ლიზამ - მუცელი რატომ გაქვს დიდი? - მკითხა და ჩემს მუცელს თითი მიადო
-ლიზა ხომ გითხარი მალე ან დაიკო გეყოლება ან ძამიკო. შენ რომელი უფრო გინდა?
-დაიკო
-რატომ?
-მერე მე და ის ერთად გავაწვალებთ სანდროს - თვალებში ეშმაკუნები აუთამაშდა ლიზას და სანდროს გაეკიდა
-ვის უნდა შეხვდეს ასეთ მნიშვნელოვანს? - ჩავიბუზღუნე ჩემთვის
-უკაცრავად - ზურს უკან გავიგონე ერეკლეს ხმა, შევბრუნდი და მომღიმარი მიყურებდა თეთრი ვარდებით ხელში - ჩემს მეუღლესთან მაქვს დანშნული შეხვედრა, შეიძლება?
-ერეკლე - მონატრებულ ქმარს მაგრად მოვეხვიე და რომ არა მისი ხველა არც გავუშვებდი ხელს - რამდენი ხანია წასული ხარ
-აბაა, მთელი სამი დღე - დამცინა და ცხვირზე ხელი ჩამომკრა - ჩემი პატარა რას შვება - მკითხა და ცხვირი გამობერილ მუცელზე მომაბჯინა
-ცელქობს, წელი მტკივა მთელი დღეა
-აბრაზებ დედას? არაუშავს, ხომ იცი მაინც უყვარხარ
-მომენატრე - ჩუმად ვუთხარი, წელში გაიმართა და ხელები ნაზად მომხვია წელზე და გულში ჩამიხუტა
-მიყვარხარ პრინცესა...
……
იმ ტრაგიკული დღის შემდეგ ლუკა ჩემს ცხოვრებაში აღარ გამოჩენილა, თუმცა კი შრამები ჩემს ბეჭსა და მუცელზე არ მაძლევენ მისი დავიწყების საშუალებას. რამდენიმეჯერ მომესმა მის შესახებ ამბები, ერთნი ამბობდნენ მონასტერში წავიდაო, შემდეგ ისიც გავიგე ცოლი მოიყვანაო. მაგრამ არც ვნანობ, ხომ გაგიგიათ ყველა ადამიანი ვისაც კი ცხოვრების განმავლობაში შეხვდებით რაღაც გამოცდილებას გაძლევენ, ზოგი გასწავლის რომ ყველას ნდობა არ შეიძლება, ზოგი იმას რომ სიყვარულს ყველაფრის პატიება და შენდობა შეუძლია, ზოგი რისკზე წასვლისკენ გიბიძგებს მიუხედავად იმისა, რომ ხვდები შეიძლება ყველაფერი კრახით დასრულდეს. მე გამიმართლა, რაღაც მხრივ მადლობელიც ვარ ლუკასი, ის რომ არა მე ეხლა შეიძლება სულ სხვაგან ვყოფილიყავი, ცხოვრებისგან გათელილი სადმე მიყრუებულ ადგილას, იმედდაკარგული და დაჩაგრული. ხანდახან საჭიროა რაღაც ძალიან დიდი სისულელეა ჩაიდინო მხოლოდ იმიტომ რომ გაინტერესებს რა მოხდება შემდეგ. ხანდახან სიგიჟეც აუცილებელია, იქნებ გზის ბოლოს ცხოვრება დიდ საჩუქარს გიმზადებს. რამდენიმე წლის წინ ფოსტალიონმა პატარა კონვერტი მოგვიტანა, ჩემ სახელზე, სახლში მარტო ვიყავი, არ მინდოდა ერეკლეს მოსვლამდე გამეხსნა მაგრამ გულმა ვერ მომითმინა, დიდ თაბახის ფურცელზე მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ეწერა
„მაპატიე შაი.
შენ ამას არ იმსახურებდი.“
არც გამომგზავნის სახელი ეწერა, არც ის თუ საიდან გამოაგზავნეს, მაგრამ მე მივხვდი ვინც იყო. შეგეძლოს ადამიანისთვის რაიმეს პატიება ეს ძალიან დიდი ჯილდოა, მე კი იღბლიანი ვარ რადგან ეს შევძელი.



№1  offline მოდერი bibo

Ukargesiii iyo magra ase uceb rato daamdavre ux awiii ....kide dawereraaaaa plizuniebi <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Kaiaa dzaliann moneconaaaa

 


№3  offline წევრი Tako Gogelia

ძანნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ მომეწონა wink winked

 


№4 სტუმარი ninia

Aii dzalian magari iyoo yochagg momewona dzalian magari gogoo xarr

 


№5 მოდერი sameone crazy girl

ძააალიააან მაგარიი იყოო არაჩვეულებრივი აი ამაზე უკეთესად ამ ისტორიის დასასრულე ვერავინ დაწერდა . ისე გული კი დამწყდა რო დასრულდა მაგრამ ალბათ მალე დაიწყებ ახალს წარმატებებიი love

 


№6  offline წევრი kora

ძალიან მაგარი ისტორიაა და დასასრული უმაგრესი, ყოჩაღ ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ და გელოდები ახალი ისტორიით <3
--------------------
kira.G

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

ჯერ კიდევ როდის გითხარი ჩემიანი ხარმეთქი:*. ოხხ, როგორ მომეწონა ეს ისტორია. ზოგადად, ისე მაღიზიანებს ხოლმე სხვა ისტორიებში ჭკუის სასწავლებელ რამეებს რომ გაურევენ, მაგრამ შენ ესეც ისე მსუბუქად და საჭიროდ გააკეთე, რომ ყოჩაღ. გელოდები ახალი ისტორიით ან ჯერ დასამთავრებელი დაამთავრე და მერე სულ ახალით:)).

 


№8  offline წევრი Smiling girl

უმაგრესი და უკარგესი ხარ შენნნ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent