შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა გოგონა დიდ ქალაქში (ნაწილი 7)


5-10-2015, 00:31
ავტორი Mina
ნანახია 4 423

-შენი მშობლები სად არიან? - ამ კითხვამ დიდი ხნის შეუხორცებელ ჭრილობაზე მარილი დამაყარა და კვლავ ამტკივდა მთელი სხეული, თვალებზე მოწოლილ ცრემლებს ძლივს ვიკავებდი და ყელში გაჩრილ ბურთს კი ვეწინააღმდეგებოდი რომ არ დავეხრჩვე
-თუ გინდა არ მიპასუხო
-ელა, ჩემი და როცა დაიბადა დედას ფსიქიკური პრობლემები შეექმნა, ასეთი რამ ხდება ხოლმე ორსულებში, ძალიან ცუდად იყო, ბავშვს არ ეკარებოდა, მე მაშინ 9 წლის ვიყავი, ძალიან მალე მომიწია გავზრდილიყავი, დედას ასეთ მდგომარეობაში ყურება ძალიან მიჭირდა, ბებო ელას მოვლით იყო დაკავებული მეკი დედას ვუვლიდი. თავს ვერ იკავებდა ხოლმე და მცემდა, წამლის მიღება თუ გადაუცდებოდა თავს ვერ აკონტროლებდა, ერთხელ შემთხვევით კედელს ძალიან მაგრად მიმაჯახა და რეანიმაციაში დამაწვინეს ერთი კვირით. იყო მომენტები როცა გონს მოდიოდა, ყველაფერს აცნობიერებდა და ბოდიშს მიხდიდა ხოლმე, არასდროს გამიკიცხავს იმის გამო რომ ჩემზე ხელს წევდა, ვხვდებოდი რომ ის ქალი რომელიც მცემდა დედაჩემი არ იყო და დედაჩემი სადღაც იყო შემალული, ამიტომაც არ მწყინდა. როცა ჩემი რეანიმაციაში დაწვენის ამბავი გაიგო უცებ გამოფხიზლებულა და ამ დროს კიდევ ერთი კრიზისი დაწყებია, ბებო ელას ასეირნებდა მამა კი ჩემთან იყო, ამ დროს ფანჯარასთან მისულა და - ხმა გამიწყდა, ჩემი ტირილის ხმა ბებოს რომ არ გაეგონა პირზე ხელი ავიფარე, ერეკლემ გულში ჩამიკრა და ცდილობდა დავეწყნარებინე. დიდი ხმის ტირილის შემდეგ ძალები აღვიდგინე და დაწყებული ამბის გაგრძელება შევძელი - დედას ამბის შემდეგ მამა ძალიან დიდ დეპრესიაში ჩავარდა, სახლიდან არ გადიოდა, არაფერს ჭამდა, თითქმის სულ ეძინა, არც მე მელაპარაკებოდა, არც ბებოს, დედას ფოტო ჰქონდა ჩახუტებული და როცა ეღვიძა სულ ტიროდა. არ მინახია სხვა წყვილი რომლებსაც ერთმანეთი იმაზე ძლიერად ყვარებოდათ ვიდრე დედას და მამას. ეხლაც მახსოვს მამა როცა სამსახურიდან მოდიოდა ყოველთვის მოჰქონდა დედასთვის ლილიები, ჩვენს სახლში ეს ყვავილები მუდამ იყო. საღამოობით თუ სამსახურიდან მოსულს დაძინებული დავხვდებოდი, ბალიშის ქვეშ შოკოლადებს მიტოვებდა და პატარა წერილს სადაც მხოლოდ ორი სიტყვა ეწერა „მიყვარხარ პრინცესა“. ასეთ დიდ სიყვარულს რომ კარგავს ადამიანი მერე რთულია ცხოვრებას დაუბრუნდე, მამამ ვეღარ გაუძლო და წავიდა. ეხლა ვიცი რომ მოსკოვში ცხოვრობს და ყავს ახალი ოჯახი, მის ცოლს ნატაშა ქვია და პატარა ბიჭიც ჰყავთ, ათი წლის პაშა, როცა დაქორწინდნენ მაშინ უშვილებიათ, მე და ნატაშას მიმოწერა გვაქვს ხოლმე, მაგრამ მამას არ ვეკონტაქტები. არ მინდა ის წლები გავახსენო რომელთა დავიწყებას ასე ძალიან ცდილობს. მაგრამ ყოველ წელს, 23 მარტს, დედას დაბადების დღეს როცა მის საფლავზე მივდივარ ხოლმე, მხვდება თაიგული ლილიებით. იქედან ვხვდები რომ მამა ჩამოვიდა, ვგრძნობ რომ სადღაც ახლოსაა და მიყურებს, ეს ჩემთვის საკმარისია.
-მიყვარხარ პრინცესა - თვალი არ მოუცილებია ჩემთვის ისე მშვიდად და აუღელვებლად მითხრა ერეკლემ
-რაა? ერეკლე რას ამბობ?
-ვამბობ რომ მიყვარხარ. რამე ცუდი ვთქვი?
-არა მმაგრამ
-ეხლა ჩემი წასვლის დროა, შენ ცრემლები მოიწმიდე და ხვალ გელოდები დილით, ერთად ვისაუზმოთ. - მისი სიტყვებისგან შოკირებულმა ვერაფერი ვუთხარი, როცა კარამდე მივაცილე სანამ გავიდოდა ჩემსკენ შემობრუნდა, ოდნაც თავი დახარა და ნაზად შემეხო ტუჩებზე, შემდეგ თვალი ჩამიკრა და ლიფტში შევიდა.
მთელი ღამე არ მძინებია, ვაწყობდი გეგმას თუ როგორ უნდა მეთქვა ერეკლესთვის ყველაფერი. ჯერ ვიფიქრე არაფერს ავუხსნი და ისე წავალ თქო მაგრამ ეს ზედმეტად სულმდაბალი საქციელი იქნებოდა, ადამიანს ისედაც ასეთ საშინელებას ვუკეთებდი და თან არაფერის ახსნას არ ვაპირებდი, ასე მოქცევა არ შემეძლო.
-იყოს რაც იქნება - ჩავილაპარაკე როცა ერეკლეს სახლის კარი შევაღე
-შაი შენ ხარ? - სამზარეულოდან გამომძახა ნანიმ
-ჰო ნანი მე ვარ - სამზარეულოში შევედი და მხოლოდ ნანი დამხვდა - სად არის ერეკლე?
-დღეს ხომ სამშაბათია და სპორტ დარბაზში წავიდა. - ეს საუკეთესო შანსი იყო ყველაფრის გასარკვევად, ვიცოდი ერეკლე ცხრა საათამდე მაინც არ დაბრუნდებოდა და ნანის სავარაუდოდ ყველაფერი ეცოდინებოდა რისი გაგებაც მე მჭირდებოდა
-ნანი რაღაც უნდა გკითხო მაგრა არაფერი უნდა დამიმალო კარგი/
-რამოხდა შვილო? - ცოტა შეშინებულმა მკითხა ნანიმ
-ლუკასა და ერეკლეს შორის რა მოხდა?
-მაგას ნუ მკითხავ და დანარჩენს ყველაფერს მოგიყვები
-რატომ ნანი? მითხარი ძალიან გთხოვ, ეს ჩემთვის ჰაერივით მნიშვნელოვანია, სიმართლე ვიცი რომ შენ გეცოდინება, ძალიან გთხოვ ნანი, ჩემი სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული
-ასეთი გაცისკროვნებული სახით ერეკლე ბოლოს როდის ვნახე აღარ მახსოვს - ხმა არ ამომიღია, ველოდებოდი ნანი როდის რას მოყვებოდა, თითქოს ჩემი სასიკვდილო განაჩენი უნდა გამოეტანათ - შენ რომ გიყურებს სახე უბრწყინავს, არვიცი მან ეს უკვე გითხრა თუ არა მაგრამ მე ვერაფერს გამომაპარებს შვილო, სახეზე აწერია როგორ უყვარხარ. ანასტასიასაც კი არ უყურებდა ასე. შენ კარგი ადამიანი ხარ შაი, ერეკლე ნებით ამ ამბავს არ გაიხსენებს, ძალით თუ ეცადე გაბრაზდება და ჯობია ერეკლე გაბრაზებული არ ნახო. სიმართლე უნდა იცოდე. ლუკა და ერეკლე ძმებივით იზრდებოდნენ, მათი მამები საუკეთესო მეგობრები იყვნენ, მათ შორის არ არსებობდა „ჩემი და შენი“ მათთვის ყველაფერი იყო „ჩვენი“ ყველაფერს იყოფდნენ და ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, თუმცა კი ლუკას ბავშვობიდანვე ვატყობდი რომ ეგოისტობდა, ცოტათი შურდა კიდეც ერეკლესი. როცა წამოიზარდნენ ეს ფიქრები იშვიათად მაწუხებდა ხოლმე, როცა ერეკლემ ეს სახლი იყიდა თავისი გამომუშავებული ფულით ლუკა მასთან ერთად გადმოვიდა საცხოვრებლად, მე კი ერეკლეს დედამ მთხოვა აქ წამოსვლა რომ ბიჭებისთვის მიმეხედა, უკვე 30 წელზე მეტია მათ ოჯახს ვემსახურები და ერეკლე ჩემი შვილივით მყავს. ლუკა ყოველთვის უფრო გულჩათხრობილი ბიჭი იყო, ერეკლე კი ლაღი და ხალისიანი, არ გეგონოს უდარდელი იყო არა უბრალოდ ცდილობდა ყველაფრისთვის კარგი მხრიდან შეეხედა, ოპტიმისტი იყო. ყველაზე ცუდ ადამიანშიც კი მოძებნიდა რაღაც დადებითს. ისინი დაახლოებით 25-26 წლისები იყვნენ როცა მათ ცხოვრებაში ანასტასია გამოჩნდა, გოგონა გიშრისფერი თმით და ზურმუხტისფერი თვალებით. ორივეს თავდავიწყებით შეუყვარდათ გოგონა, ანასტასია კი ორჭოფობდა, მეც მეუბნებოდა რომ ვერ ერკვეოდა ერეკლე უყვარდა თუ ლუკა. როცა ერეკლესთან იყო ლუკა ენატრებოდა როცა ლუკასთან იყო ერეკლე. მე არასდროს მომწონდა ანასტასია მისი ამ ჩვევის გამო, ორივე ბიჭს თავის ჭკუაზე ატარებდა და არცერთს უშვებდა ხელიდან. მთელი წელი გრძელდებოდა ეს გაუგებრობა სანამ ერეკლემ ანას ხელი არ სთხოვა. როგორც იქნა გოგონამ არჩევანი გააკეთა, ვხედავდი ლუკა როგორ იტანჯებოდა, როგორ უჭირდა შეყვარებული წყვილის ყურება ამიტომ აქედან სხვა ბინაში გადავიდა, რამდენიმე თვეში ქორწილიც გადავიხადეთ. ის დღე ყველაზე ბედნიერი უნდა ყოფილიყო ერეკლეს ცხოვრებაში და პირიქით აღმოჩნდა, ერთ დღეს ორმა ადამიანმა უღალატა, საცოლემ და მეგობარმა, ჯვარი ვერ დაიწერეს რადგან ერეკლეს მამაო არ იყო ქალაქში შვილი გაუხდა ცუდად ხელი კი მალევე უნდა მოეწერათ. ორი წელი ერეკლე ლუკას არ ელაპარაკებოდა. ძალიან ცუდად იყო ჩემი ბიჭი, მეგონა თავს არ იცოცხლებდა, რა არ გავაკეთეთ რომ ძველ ფორმაში ჩაგვეყენებინა, ბოლოს როგორც იქნა ერეკლემ ლუკას აპატია და სამსახურში დააბრუნა, მაგრამ მათი მეგობრობა არ იყო ის რაც ადრე. შენ რაც გამოჩნდი თითქოს თავიდან დაიბადაო, რომ ვუყურებ როგორ იცინის, როგორ კარგ ხასიათზეა, არ მჯერა რომ ეს დღე მართლა დადგა, არ მჯერა რომ ერეკლე გულით იცინის და არა იმიტომ რომ მე მასიამოვნოს.
რომ არ წავქცეულიყავი სკამზე დავჯექი
-შაი ფერი არ გადევს, შვილო რა მოგივიდა, ვაიმე არ უნდა მომეყოლა, როგორ ანერვიულდი. მოიცა წყალს მოგიტან - ნანის არ დავლოდებივარ ისე ავედი ერეკლეს საძინებელ ოთახში, კარი ჩავკეთე და ხმამაღლა მოთქმით ტირილი დავიწყე, ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე და ლუკას დავურეკე
-რამოხდა შაი?
-შენ რა ადამიანი ხარ? შენ ვინ ხარ საერთოდ? როგორ გაბედე და ასეთ ტყუილში როგორ გამრიე, შენ ნაძირალა ხარ. არაფერი არ მაინტერესებს, გააკეთე ის რაც გინდა, მე დღესვე ყველაფერს ერეკლეს ვეტყვი შემდეგ კი მორჩა, ცოცხალს ვერცერთი ვეღარ მნახავთ. - ტელეფონი კედელს შევამსხვრიე და ხმამაღლა ვყვიროდი, რა გამიკეთე ეს რა გამიკეთე, რა დავაშავე რატომ მე და არა სხვა? შუაგულ ოთახში ჩაკეცილი იატაკზე ხელებს ვურტყამდი და ხმამაღლა ვტიროდი.
-რატომ ჩამადენინე ასეთი ცოდვა, რატომ? ვის რა დავუშავე ასე რომ დავისაჯე? რაგინდათ ჩემგან რა?
-შაი - კარს იქეთ ერეკლეს ხმა გავიგონე - შაი კარი გამიღე
-არმინდა, არაფერი მინდა, სიცოცხლე არ მინდა
-მარიამ - ღრიალებდა ერეკლე, ბოლოს კი კარის შემონგრევის ხმა გავიგონე - ნანი დაგვტოვე - მისი ძლიერი ხელები ვიგრძენი და სინდისმა უფრო დამიწყო ღრღნა
-არ მომეხვიო, გთხოვ ნუ მომეხვევი - ატირებულმა მოვიცილე ერეკლეს ხელები და ოთახის კუთხეში ავიტუზე
-მარიამ რა გჭირს?
-მე გაგიკეთე, მე გაგყიდე, ჩემი სიყვარული გავყიდე, ჩემი თავი გავყიდე - გაუაზრებლად ვისროდის სიტყვებს და მთელი ხმით ვტიროდი
-რა გააკეთე მარიამ? - ერეკლეს თვალებში პირველად დავინახე ამხელა შიში.
-ლუკა. - მისი სახელის ხსენებაზე კი შიში სიბრაზემ ცაანაცვლა და გეგონებოდათ ცეცხლი ენთო თვალებშიო, ტუჩები ერთმანეთს ისე მაგრად მიაჭირა სისხლისფერი ტუჩები გაუთეთრდა.

პ.ს. ძალიან, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი პერსონაჟებზე, სიუჟეტზე, საერთოდ ამ ნაწერზე რას ფიქრობთ. ხვალ დავასრულებ დადებას და თუ შეგიძლიათ ცოტა ვრცლად მითხარით თქვენი აზრი :) წინასწარ მადლობა იმისთვის რომ კითხულობთ :)



GazRdee tavi da ise dade shemdegi... Istorias rac sheexeba, dzalian momwons, warmatebebs gisurveb, es erekle dzaan momwons, luka vafshe moashore

 


№2 სტუმარი darina

Xom bambobdi luka gvardzliani idioti iqnebametqi, ai erekle ar vici ra vtqva dzalian magaria, rogori tbilia vici rom yvelafets sworad gaigebs da mariams apatiebs.

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

ძალიან კარგი იყო და რომ თქვი ვამთავრებ მალეო აპატიოს ერეკლემ თორე გავგიჟდები:D

 


№4 სტუმარი მე-2001

ვაიმეე ყოჩაღ ძაან მაგარი ფ
გოგო ხაარ მალე დადე რა შემდეგითავი და ცოტა უფტო დიდიი❤❤❤

 


№5 სტუმარი LoNdA DM

erekle dzalian momwons dzak=lian tbilia. luka magari egoisti yofilaa. au apatios ra ereklem mariams da shmdegi tavi didi dade.

 


№6  offline წევრი lilu7

კსი იყო კაი იყოოო! <3 ძაან მაგარი ხარ მაგრამ იცოდე ცუდი დასასრული არ გაუკეთო რაა! ისე ძაან მაგარია! ეს ლუკა გაქრეს და ერეკლე დარჩეს! :) და კეთილი დასასრულიიიიი! wassat love love

 


№7 სტუმარი anastasia

Magaria dzalian male dade

 


№8  offline წევრი Smiling girl

უმაგრესიაა <3 ძანნ მაგარი გოგო ხარ შენ უბრალოდ დიდი თავი დადე და მალეეე <3

 


№9  offline წევრი cancara

Ai dzalian kargia da imedia vafshe lukas rames uzav kaia male dade

 


№10  offline მოდერი bibo

Au ra magaria exa wavikitxe yvela tavi ux umagresi iyooo <3 au plizunia mal male dade raaaa okunebiii

 


№11  offline წევრი მოჟუჟუნე

ჯერ არ დაასრულო რაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent