''მთვარე,ჩემი მეორე ნახევარი'' (4)
-მოვიდნენ ცოტნე ჩემს პირდაპირ დაჯდა და ირონიულად გამიღიმა.ბიჭებმა გოგოებს ყვავილები მიართვეს,ერთმა ერთს,მეორემ მეორეს.სიმართლე გითხრათ ცოტნესგან ყვავილებს არც ველოდი,უბრალოდ ზედმეტად უხერხულად ვიგრძენი თავი.როცა წამოდგომა დავაპირე მაშინ ამოიღო ცოტნემ ორი ძალიან ლამაზი ყვავილი და მომაწოდა.თავიდან თავი დავხარე,გამეღიმა და როცა მას შევხედე კმაყოფილი,და ამავდროულად ღიმილიანი სახით გამომხედა. -მადლობა მერე თვალი ჩამიკრა...ცოტახანში საჭირო ოთახში გავედი და რომ გამოვედი ცოტნე აღარ იყო. ყავა დავლიეთ,საღამოს ლაუნჯ-ბარში წასვლაზე შევთანხმდით და დავიშალეთ. -დაინახე?! (ნია) -რა? (მე) -როგორ გიყურებდა! -ვინ... -არიცი?! ვინ და ცოტნე! -კარგი რა..მიყურებდა არა ის.. -ჰო ჰო გიყურებდა,და შენც უყურებდი! (წარბები აათამაშა ვიკამ) -კარგით ! შეიძლება ის მიყურებდა თუმცა,მე არა!საიდან მოიტანეთ! -მდაჰ.. მერე სასტუმროში ავედით,გამოვიცვალეთ და ზღვაზე გადავდიოდით როცა ნიკამ დარეკა. ----------- -ვიკა -გისმენ ნიკა -რას შვებით? -რავი ზღავზე ვაპირებთ გადასვლას... -გოგო,უცებ მოგვაწვა ეხლა და ზღვაზე გადასვლას აკვაპარკში ხო არ წავიდეთ? -ეე კაი იქნებოდა,მოიცა გოგოებს ვკითხავ და გადმოგირეკავ -მიდი ----------- -აკვაპარკში წავიდეთ?! (კმაყოფილი სახე) -რავი კი.. (მე) -გოგო ხო არ ტეხავს ეე (ნია) -რა?(ვიკა) -რავი,სულ მაგათთან ერთად რომ დავდივართ..(ნია) -ჰო ისე..(მე) -კარგით რა...ზაფხულია,გასართობად ჩამოვედით,თან არარიან ცუდი ბიჭები ხო ხედავთ...თან მომწონს ეს ნიკა გამიგეთ რა...მითუმეტეს შენც მოგწონს ნია,სანდრო და შენ ქალბატონო ანი,ცოტნე! -ვაიმე! არ მომწონს ეს ცოტნე ვაა! -ვნახავთ მაგასაც,წავედით?! -წამოდი წამოეთრიე.... (ნია) ბიჭებიც ხუთ წუთში აქ იყვნენ.მხოლოდ სანდრო და ნიკა. -ცოტნე სადაა? (იკითხა ნიამ,და ეშმაკურად გამომხედა) -ოო,ცოტნე საქმეზეა... (სანდრო) -არ იქნება ანუ?(ნია) -აკვაპარკში არა,და საღამოს შეიძლება (ნიკა) აკვაპარკში რომ შევედით ძალიან კარგად ვიყავი,კარგ განწყობაზე დამაყენა ნათელმა ფერებმა,თუმცა თითქოს რაღაც მაკლდა,რაღაც ან ვიღაც. მაინც კარგად გავერთე,აუზშიც ჩამაგდეს,მეგობრებთან ერთად მაინც ერთობი რაც ან ვინც არ უნდა გეკლდეს. რომ მოსაღამოვდა სასტუმროში წავედით,ცოტა დავისვენეთ და ჩაცმა დავიწყეთ. -აუუ,რა ჩავიცვა...(მე) -რავიცი,რა გაქვს ტანსაცმელის მეტი... ბევრი ბოდიალის და წუწუნის შემდეგ,ტანზე მომდგარი შავი,მოკლე კაბა და შავი ფეხსაცმელი ჩავიცვი.მუქი წითელი ტუჩსაცხი წავისვი და თმა დავისწორე და ზემოთ ავიწიე. ბიჭებმაც მოგვაკითხეს და ლაუნჯში წავედით. -ოუუ,რა გოგოები.. (სანდრო) ცოტნე ისევ არ იჯდა მანქანაში..თუმცა ვერ ვხვდები რა მანერვიულებდა, სულაც არ მინდოდა მისი იქ ყოფნა..და თან მინდოდა! თხუთმეტ წუთში ლაუნჯში ვიყავით.რაღაც დაიმედებული ვიყავი რომ ცოტნე იქ დამხვდებოდა,და დამხვდა კიდეც,ოღონდ მარტო არა,ვიღაც ქერა გოგოსთან ერთად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.