შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის ზმანება (8 ნაწილი - მეორე ნაწილის დასაწყისი)


6-10-2015, 15:07
ავტორი ანკა
ნანახია 5 128

რაჭა... ულამაზესი ბუნება და ხედები. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ აქამდე რაჭაში არ ვყოფილვარ. მდიდარი მშობლების გოგოს ჩემი მშობლების თქმით „მიყრუებულ კუთხეში“ დასვენება არ ეკადრება. სულ საზღვარგარეთ დავყავდი დასასვენებლად და ამის გამო მშობლიურ ქვეყანას თითქმის არ ვიცნობ. მხოლოდ ერთხელ ვიყავი თიკასთან ერთად კახეთში, მის სოფელში, რთველის დროს და როდესაც დედაჩემმა გაიგო, რომ ყურძნის დაწურვაში მივეხმარე იქაურებს კინაღამ ჭკუიდან გადავიდა. მისი აზრით ეს სამარცხვინო იყო. მართალია, დედაჩემი ძალიან მიყვარს, მაგრამ ასეთ უაზრო რამეებზე თავის ცუდ თვისებებს ამჟღავნებს. ჰგონია, რომ თუ ფული გაქვს სხვებზე რამით მეტი ხარ და არ უნდა იკადრო იმის გაკეთება, რასაც „მდაბიო“ ხალხი აკეთებს. ეს სიტყვაც დედაჩემის ლექსიკონიდანაა...
არ ვიცი დანიშნულების ადგილას რამდენი ხანი მივდიოდით, რადგან მთელი გზა მეძინა. ამდენი ნერვიულობით ძალიან დაღლილი ვიყავი და დემეს მხარს ბალიშის ფუნქცია შევუთავსე მთელი გზის განმავლობაში. ვარაუდითაც კი არ ვიცი წესით რამდენ ხანში უნდა ჩავსულიყავით რაჭაში... ვიცი, სამარცხვინოა, მაგრამ რა ვქნა... ეს ყველაფერი ჩემი მშობლების დამსახურებაა...
-ნიტაა... - ყურში ჩემი სახელი ჩამესმა და თვალები მოჭუტულად გავახილე. - მოვედით... - მითხრა დემემ და ნაზად მიბიძგა წამოჯდომისკენ, რომ გამოვფხიზლებულიყავი. მანქანაში ჩვენ ორნი ვისხედით, ვახო და თოკო ბარგს ეზიდებოდნენ.
-მოვედით? - ვიკითხე უაზროდ. ისედაც ვიცოდი, რომ მოსულები ვიყავით.
-ხო, გამოფხიზლდი ცოტა? - მითხრა თბილად და ხელით სახეზე მომეფერა - შტერი სახე გაქ პატარა - უეცრად გამიცინა და შუბლზე მაკოცა. მე კიდევ ჩემი თამამი, შეიძლება ზედმეტად თამამიც კი, გადაწყვეტილება გამახსენდა და ცრემლი წამომივიდა. ახლა უკვე ვერაფერს შევცვლიდი. ჩემი მშობლები უკვე გაიგებდნენ, რომ სახლში არ ვიყავი... ჩემი ცრემლების დანახვაზე დემესაც შეეცვალა ხასიათი.
-ამის დედაც! - ხელი მძღოლის სკამს მისცხო და მანქანიდან გადავიდა, მე კიდევ ტირილი განვაგრძე. ვიცი, რომ ნერვები საკუთარ თავზე მოეშალა. იმიტომ, რომ გაპარვაზე დამთანხმდა... მითხრა მერე ინანებო, მაგრამ ვნანობ? არც ეს ვიცი... სახლიდან თოკო და ვახო გამოვიდნენ და დემესთან მივიდნენ. მგონი ამშვიდებდნენ. სამივე თვალს ჩემკენ აპარებდა და შემდეგ ლაპარაკს განაგრძობდა. ცრემლები მუჭით მოვიწმინდე, თავი დავიმშვიდე და მანქანიდან გადმოვედი. გაუბედავი ნაბიჯებით დავიწყე სახლისკენ სვლა. ბიჭებისკენ არ გამიხედავს, უბრალოდ ვერ გავბედე... არ მინდოდა დემეს გაბრაზებული მზერა დამეჭირა, ეს ისევ გულს მატკენდა და ჩემს ქარაფშუტულ საქციელს კიდევ უფრო მწარედ გამახსენებდა. სახლი ცოტა მოძველებული ჩანდა, შეკეთება არ აწყენდა ყოველ შემთხვევაში... ირგვლივ მხოლოდ ბუნების ულამაზესი ხედი იშლებოდა... არ ვიცი ასეთ მიტოვებულ ადგილას ვახოს სახლი საიდან ჰქონდა, მაგრამ დიდებული დასასვენებელი ადგილი რომ იყო უკვე ჩანდა...

ღამის ზმანება (8 ნაწილი - მეორე ნაწილის დასაწყისი)


პირველ სართულზე სარდაფივით ოთახი იყო - დიდი, თაროებით სავსე. მათზე ათასი დამტვერილი ბოთლი და ქილა ეწყო, თუმცა არ დავკვირვებივარ... ამ ყველაფერს თვალი პატარა ფანჯრიდან შევავლე. მეორე სართულზე ასასვლელი კიბეები ქვის იყო, სახელური კი ხის. ხის ზედაპირი დაუმუშავებელი იყო და უხეშად მომხვდა ხელზე, ამიტომ თავი ვანებე და „დამოუკიდებლად“ ავედი. სახლს დიდი ხის კარი ჰქონდა, ყვითლად შეღებილი, თუმცა საღებავი გახუნებული და ზოგ ადგილას აცლილი იყო. ჭრაჭუნით შევაღე და შიგნით შევედი... სანახაობა იმაზე უკეთესი დამხვდა, ვიდრე ველოდი... ექსტერიერისგან განსხვავებით, ინტერიერი ბევრად უკეთესი იყო. სახლში რომ შეხვიდოდით დიდ მისაღებ ოთახში აღმოჩნდებოდით. კარიდან მარჯვნივ დიდი ბუხარი იყო, მის წინ წითელი ხალიჩა, პატარა ორნამენტებით გაფორმებული. ბუხრის წინ ერთი დიდი დივანი და ორი სავარძელი იდგა. ოთახის მეორე ნაწილში კი დიდი მაგიდა ბევრი სკამით. სავარაუდოდ საქეიფო დანიშნულების... მისაღები ოთახიდან ერთი კარი პატარა სამზარეულოში გადიოდა, მეორე საძინებელ ოთახში, მესამე კი სააბაზანოში. ვარჩიე ჯერ საძინებელ ოთახში შევსულიყავი და მენახა რა „პირობებში“ მომიწევდა ძილი... ანუ დემესთან ერთად თუ ცალ-ცალკე... სამწუხაროდ მოლოდინი გამიმართლდა და ოთახში ერთადერთი ორადგილიანი საწოლი იდგა. მომავალი ღამით შეშინებულმა ღრმად ამოვისუნთქე და იქვე კუთხეში ჩამოვჯექი. ახლა დავაკვირდი და ბიჭებს ბარგი კარადასთან დაეწყოთ.
ის-ის იყო ფეხები საწოლზე ავკეცე, როდესაც სახლის კარის ჭრაჭუნი გავიგე. ფეხის ნაბიჯები მიახლოვდებოდა, თუმცა რატომღაც ერთი იყო... ოთახში დემე შემოვიდა, დაწყნარებული, მაგრამ თითქოს ჩაფიქრებული და კარის ჩარჩოზე აეყუდა.
-ვახო და თოკო სად არიან? - ვკითხე სხვათაშორის და დამნაშავესავით ჩავხარე თავი. რა თქმა უნდა, მე ვიყავი იმის მიზეზი, რომ ახლა დემე ასეთ ხასიათზე იყო... ეს ჩემი და ჩემი ცრემლების ბრალი იყო, სამწუხაროდ...
-წავიდნენ - მიპასუხა მოკლედ.
-ბოდიში რა - ამოვილუღლუღე ძლივს გასაგონად.
-რისთვის? - მკითხა გაკვირვებული ტონით და მეც ისეთივე მზერა მივაპყარი.
-იმისთვის, რაც გავაკეთე - ვუპასუხე დაბნეულმა.
-და რა გააკეთე ისეთი პატიებას რომ მთხოვ - ვიფიქრე, მეღადავება ან რამე მასეთითქო, მაგრამ მის სახეზე გულწრფელი გაკვირვება დავინახე და უფრო დავიბენი.
-აბა, მანქანაში რატომ გაბრაზდი... - ვკითხე ბურტყუნით. ამაზე ღრმად ამოიოხრა, ოთახში შემოვიდა და ფანჯარასთან მივიდა.
-ლამაზი ხედია ხო? - საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა. ალბათ არ უნდოდა ამაზე ლაპარაკი, ამიტომ აღარც მე დავაძალე.
-სახლია დასალაგებელი - წამოვდექი ფეხზე და ოთახიდან გასვლა დავაპირე.
-მოიცა... - ჩემკენ შემობრუნდა და მეც ერთ ადგილას გავჩერდი. - მანქანაში შენზე არ გავბრაზებულვარ. ჩემს თავზე მომეშალა ნერვები იმიტომ, რომ მე ვარ ახლა შენი ამ მდგომარეობის მიზეზი. თავიდანვე არ უნდა მიმეცა ჩემი თავისთვის შენთან დაახლოების უფლება და იმის გაფიქრება, რომ მქონდა შანსები შეგყვარებოდი. ახლა მე რომ არ ვიყო, შენ იმ გიოს გასაცნობად წახვიდოდი და ყველაფერი კარგად იქნებოდა, იქნებ შეგყვარებოდა კიდეც და არც მშობლებთან იჩხუბებდი. არ მოგიწევდა ყველაფრის მიტოვება და ჩემთან ერთად სასახლიდან ასეთ სახლში გამოპარვა, ყველასგან მიყრუებულ ადგილას...
-გაჩერდი, მეტი აღარ გააგრძელო!.. - უკვე აღარ შემეძლო ამის მოსმენა. ის თავის თავს ადანაშაულებდა იმაში, რომ მე ის შემიყვარდა... - ერთ კითხვაზე მიპასუხე, კარგი? - ვკითხე ოდნავ მშვიდი ტონით.
-რა...
-ნანობ რომ შეგიყვარდი? - ვკითხე და თვალებში ჩავხედე.
-ამას რატომ მეკითხები?! - გაკვირვებულმა ამათვალიერა.
-უბრალოდ მიპასუხე...
-არ ვნანობ - მიპასუხა დარწმუნებით, ისე რომ ეჭვის შეტანას ვერც გაბედავდით. ამ პასუხზე მივუახლოვდი, ხელები კისერზე შემოვაწყვე და მზერა გავუსწორე. თვითონ ხელები წელზე მომხვია და ჩემს მოქმედებას დაელოდა.
-არც მე არ ვნანობ რომ გაგიცანი და შემიყვარდი. შენ რომ არ მყავდე ახლა, მე ისევ ერთი მგლოვიარე გოგო ვიქნებოდი. მერე მოგიყვები და გაიგებ რატომაც... უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ახლა ძალიან მეშინია. არასდროს არავის ნების წინააღმდეგ არ წავსულვარ, მითუმეტეს მშობლების. არ მინდა მათი დაკარგვა, მაგრამ შენს დათმობას არ ვაპირებ. მანქანაში იმიტომ ავტირდი, რომ დედაჩემი და მამაჩემი გამახსენდნენ... გული მტკივა, რადგან აღმოვაჩინე, რომ თურმე ჩემი აზრი და გრძნობები მათთვის არაფერია. გაპარვას რაც შეეხება არ ვიცი... შეიძლება ვნანობ, შეიძლება არა, მაგრამ იცოდე, რომ მჭირდები... ძალიან მჭირდები... იმ დღიდან, როდესაც პირველად გნახე... - გაბზარულ ხმას ვეღარ ვაკონტროლებდი, ამიტომ გაჩუმება ვარჩიე, არადა კიდევ რამდენი რამე მქონდა სათქმელი... ასრუტუნებულმა ჩავყავი ცხვირი დემეს კისერში და თავბრუდამხვევი სურნელი ვიგრძენი, შემდეგ თვალები დავხუჭე და ძლიერად ჩავეხუტე. დემე უბრალოდ ჩუმად იყო და ხელები მჭიდროდ ჰქონდა ჩემზე მოხვეული. რამდენიმე წუთი ასე ვიყავით, შემდეგ კი ცოტა დამშვიდებულმა თავი ამოვყავი „სამალავიდან“, ცრემლები მოვიწმინდე და მზერა იატაკს გავუშტერე. დემეს ჩუმი ჩაცინების ხმა გავიგე... სულ ასე იცინოდა როდესაც ხვდებოდა, რომ თავს უხერხულად ვგრძნობდი, მაგრამ ხმა არ ვიღებდი. ერთი თავით მაღალი გოლიათი ჩემკენ დაიხარა და ლოყაზე მაკოცა.
-წამო ვჭამოთ, არ გშია? - მკითხა ბოხი ხმით.
-კი - ვუპასუხე თითქმის ჩურჩულით და ხელებიდან დავუსხლტი. რა ვქნა... მაინც რაღაცნაირად ვარ, როდესაც მეხება და მეფერება. გული ისე ჩქარა მიცემს, რომ ლამისაა საგულედან ამოხტეს... მთელს ტანში ჟრუანტელი მივლის და ვბრუვდები, თითქოს ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ვარო...
ჭამისას სიჩუმე არცერთს არ დაგვირღვევია. მაგიდა მალევე ავალაგე და ჭურჭელი გავრეცხე. წყალი ცივი იყო, ამიტომ ხელები გამეყინა. ნეტა აქ როგორ უნდა გვებანავა? ამის გაფიქრებაც კი მზარავდა ჯერ-ჯერობით... თეფშები დემემ გაამშრალა და შემდეგ თავიანთი ადგილი მიუჩინა.
-ჩემი მობილური სად არის? - ვკითხე უეცრად.
-ტუმბოზე დავდე საწოლთან - მიპასუხა მაშინვე.
-არავის დაურეკავს?! - ვკითხე დაეჭვებით.
-არ ვიცი, გამორთული იყო - მხრები აიჩეჩა და კარში გამატარა, შემდეგ თვითონ გამოვიდა.
-კარგი... - ვუპასუხე ცოტაოდენი დუმილის შემდეგ და საძინებელ ოთახში შევედი, საწოლზე ჩამოვჯექი და მობილურის ჩართვას დაველოდე. ოჰოო!.. 24 გამოტოვებული ზარი დედაჩემისგან, 26 მამაჩემისგან და 3 თათიასგან. ამის დანახვისას ავნერვიულდი, თითების კანკალით ავკრიფე თათიას ნომერი და გავირინდე.
-ნიტ, გირეკავდი... ჩახვედით? რა ხდება? - მკითხა მაშინვე ინტერესით.
-კი თათია ჩამოვედით... ტელეფონი გათიშული მქონდა და ახლა ჩავრთე. ყველაფერი კარგადაა არ ინერვიულო. ტანსაცმლისთვისაც მადლობა
-რა მადლობა გოგო კაი რა... მაინც იმდენი მაქვს უკვე აღარ ვიცი სად წავიღო - აკისკისდა მხიარულად და მეც გადმომდო დადებითი განწყობა, რაც ნამდვილად მჭირდებოდა...


...................
დაგიბრუნდით მეორე ნაწილით...
ახლა დრო მქონდა და რაც მოვასწარი იმდენი დაგიწერეთ ჩემო საყვარლებო. იმედია მოგეწონებათ და კომენტარებითაც გამახარებთ! ისე მსიამოვნებს და მახარებს თქვენი კომენტარების კითხვა, რომ ვერ წარმოიდგენთ! ჩემი ნეტარებაა ყოველი თქვენგანის თითოეული სიტყვა და მადლობა ამისთვის
მიყვარხაართ!



№1  offline მოდერი bibo

Kargiaaa gamixarda ro agrdzelebbb <3 es wyvili ar damishoroo an ar mokla arc erti da banalur dasasruls nu gauketeb plizuniaaa .....sxva yvelaperi kargia momwonssss :*

 


№2  offline მოდერი ანკა

bibo
Kargiaaa gamixarda ro agrdzelebbb <3 es wyvili ar damishoroo an ar mokla arc erti da banalur dasasruls nu gauketeb plizuniaaa .....sxva yvelaperi kargia momwonssss :*

შევეცდები თქვენი იმედები გავამართლო <3 მადლობა love

 


№3  offline წევრი kora

მეორე ნაწილიო რომ წავიკითხე სათაური ძალიან გამიხარდა. კარგი ისტორიაა და ის დასასრული რომლითაც წინა თავში შემოიფარგლე სულაც არ შეგეფერება შენ, კარგად წერ და ასე სანახევრო გზაზე მიტოვება არ იყო კარგი, მიხარია რომ გადაწყვიტე გაგრძელება. შეიძლება დროის უქონლობის გამო გადაწყვიტე მაშინ დაგესრულებინა, მაგრამ თუნდაც დაგაგვიანდეს თავების დადება არაუშავს მთავარია საინტერესოდ დაასრულო.
წარმატებები და ველოდები მომდევნო თავს, ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ <3
--------------------
kira.G

 


№4  offline მოდერი ანკა

kora
მეორე ნაწილიო რომ წავიკითხე სათაური ძალიან გამიხარდა. კარგი ისტორიაა და ის დასასრული რომლითაც წინა თავში შემოიფარგლე სულაც არ შეგეფერება შენ, კარგად წერ და ასე სანახევრო გზაზე მიტოვება არ იყო კარგი, მიხარია რომ გადაწყვიტე გაგრძელება. შეიძლება დროის უქონლობის გამო გადაწყვიტე მაშინ დაგესრულებინა, მაგრამ თუნდაც დაგაგვიანდეს თავების დადება არაუშავს მთავარია საინტერესოდ დაასრულო.
წარმატებები და ველოდები მომდევნო თავს, ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ <3

დიდი მადლობა საყვარელო <3 სიმართლე გითხრა დროის უქონლობის გამო შევყოვნდი, მაგრამ ვერ გავიმეტე ეს ისტორია ასეთი დასასრულისთვის, მე თვითონაც არ მომწონს მიფუჩეჩება და ამიტომ გავაგრძელე love მიხარია რომ კითხულობ, მადლობა love

 


№5  offline წევრი გიჟი გოგონა :)

ვაიმე ცემი გოგო დამიბრუნდა ეს რომ წავიკიტხე ვიკივლე მაგარია იუჰუუ გააგრძელე wink

 


აუუ მეცხრე ტავს ველოდებიიიი

 


№7 სტუმარი nino

მაგარია შენი წინა რამოდენიმე იტორია მაქვს წაკითხული და ძალიან მომეწონა

ისე ეხლა მეც რთველში ვარ და ეხლა წავიკითხე ყველა თავი და მომეწონა ძალიან იმედია კარგი დასასრული ექნება ეს წყვილი მომწონს და იმედი მაქვს ერთად იქნებიან :) მალე დადე არ მალოდინო კარგი?

 


№8  offline ახალბედა მწერალი MariamG

ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე ახალი თავის დადებით love კარგი გოგო ხარ და იცი,რომ მომწონს ამას ბევრი ლაპარაკი აღარ უნდა love

 


№9  offline მოდერი ანკა

ძალიან ძალიან ძალიან ძალიან გამახარეთ ყველამ! აი არ იცით ახლა როგორი გაკრეჭილი ვარ! მიყვარხართ ყველა უზომოდ ჩემო თბილებო და ტკბილებო და მომდევნო თავზე ბევრს არ გალოდინებთ! ხვალ დაგიდებთ და იმედი მაქვს ისიამოვნებთ love
კიდევ ერთხელ მადლობა, ძალიან მიყვარხართ!!! love love love

 


№10 სტუმარი nini

ვაიმე ძალიან ძალიან ძალიან მაგარია. ყველა შენი ისტორია მიყვარს და რაჩა ხო საერთოდ იდეალურია <3

 


№11 სტუმარი ლიკუ

ანკა
ძალიან ძალიან ძალიან ძალიან გამახარეთ ყველამ! აი არ იცით ახლა როგორი გაკრეჭილი ვარ! მიყვარხართ ყველა უზომოდ ჩემო თბილებო და ტკბილებო და მომდევნო თავზე ბევრს არ გალოდინებთ! ხვალ დაგიდებთ და იმედი მაქვს ისიამოვნებთ love
კიდევ ერთხელ მადლობა, ძალიან მიყვარხართ!!! love love love

სად არის დაპირებული ახალი თავი სად?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent