შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში ჩემი წესებით!


6-10-2015, 15:34
ავტორი Blackkats
ნანახია 2 181

16 წლის ასაკში მივხვდი რა იყო ბედნიერება, რომ ყოველთვის უნდა იყო უფლის მადლიერი იმისთვის რაც გაქვს! მაგრამ დაახლოებით ერთ წელიწადში ეს მადლიერება შეწყდა!
- ლიზა გელოდებით, წამოხვალ ტაძარში?
- არა, არ მოვდივარ წადით უჩემოდ! საწოლიდან წამოვიზლაზნე, თეთრი ხალათი შემოვიცვი, ჩემები გავაცილე და გასაღები ორჯერ გადავატრიალე.
- მშია! ვთქვი ჩემთვის ისე და სამზარეულოში შევედი.
ამ დროს ჩემები:
- რატო არ დადის შენი და ტაძარში თოკა? ჰკითხა ჩემს ძმას ჩემმა ბიძაშვილმა თათიამ.
- ეგ დაახლოებით 1 წელია უკვე მსგავს რელიგიურ ადგილებში არ დადის, ცდილობს მოერიდოს ამ ყველაფერს რატო არ ვიცი!
- გარდატეხის ასაკი აქვს, გადაუვლის! წამოროშა სისულელე თოკას და ჩემი ბავშვობის ნაწილმა გიორგიმ.
ამ დროს მე ვიფიქრე დიანას დავურეკავ თქო, ჩემი დაქალია ძაან პამპერსების!
- რაშვები? ვაშლით პირგამოტენილმა ვკითხე!
- ვჭამ და გამოვალ შენთან ერთ საათში.
- გელი. ლ დავარბილე და გავთიშე!
ჩემი საყვარელი სენდვიჩის ნაყინი გამოვიღე საყინულედან, რომელიც ყოველ დილას მხვდება! ჩემებმა იციან როგორ მიყვარს და ყოველდილას მახვედრებენ. შეგახსენებთ მშობლები არ გვყავს მე და თოკას! მარტოხელა მოხუცებმა გვიშვილეს 10 წლის წინ როცა მე 6ის ვიყავი თოკა კი 10ის! მე და თოკა არ ვართ ღვიძლი და-ძმა თუმცა ერთად გავიზარდეთ! არ ვიცნობთ ჩვენს ნამდვილ მშობლებს. როცა იზა და თამაზი გარდაიცვალნენ 5 წლის წინ, რათქმაუნდა განვიცადეთ და არ გვყოფნიდა არც ძიძის სიყვარული და არც ის სახლი და ქონება რაც დაგვიტოვეს! სერიოზულად შეგვიყვარდნენ ჩვენი ბებია-ბაბუა, ასე ვეძახდით! ეხლა კარგად ვცხოვრობთ, მეც და თოკაც ვმუშაობთ ერთ ფირმაში. ეს ფირმა იზას დას ეკუთვნოდა, ეხლა კი ჩვენ! რათქმაუნდა მადლიერი ვარ ამ ყველაფრის თუმცა უფლის მადლიერი არ ვარ, ჩემი ნამდვილი მშობლის მადლიერი ვარ რომ მაშინ რო გამაჩინა იქვე დამტოვა, მადლიერი ვარ ჩემი ძიძების, ბებია-ბაბუის და პირველ რიგში თოკასი, რადგან დაბადებიდან არ მომშორებია!
მოვიდა დიანაც! მან არ იცის, რომ ნაშვილები ვარ არც თოკაზე! იცის რო ჩვენი მშობლები გარდაიცვალნენ და ბებია-ბაბუა დაგვრჩა მაშინ 10 წლის წინ!

პ.ს მეგობრებო, რათქმაუნდა ჯერ-ჯერობით პატარა თავი დავდე რომ შეაფასოთ! თუ მოგწონთ დასაწყისი დამიკომენტარეთ და აუცილებლად გავაგრძელებ, დიანასაც მალე გაგაცნობთ უფრო ახლოდან და თბილ თოკასაც!



№1 სტუმარი Nino

Zaan saintereso chans ukve momecona

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent