შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა ბავშვების წესებით(34)


7-10-2015, 00:03
ავტორი lisebeth
ნანახია 3 587

- რატომ წავიდა ლადო უჩემოდ? რმერთო რა სირცხვილია_ მოწყენილი შევიდა ოთახში ელენე და ნინიც შეჰყვა. მარი საწოლზე იწვა და რაღაცას კითხულობდა.
-აღარ მოხვედით და წავიდა აბა როდემდე დაგელოდებოდათ. სხვათაშორის ჩვენგან განსხვავებით ხალხი მუშაობს. _თქვა მარიმ
-მოვკლავ რატის. როგორ არ დაურეკა თუ შეჰპირდა?
-ახალი ამბავი ეგ რომ უყურადღებოა _ არ ჩამორჩა ნინი
-რა უნდოდა დედაშენს ხომ მშვიდობაა?
-კი მოსაკითხად მოვიდა და თამუნას დანაბარებიც გადასცა ელენეს.
-დედაშენი ისევ წევს?
-კი ექიმმა ნება დართო იარეო ,მაგრამ მაინც ერიდება დატვირთვას. ღმერტო როგორ ვნერვიულობ ამ გამოცდებზე.
-ისე რა კარგი სიურპრიზი მოუწყვეს არა ჩვენს ბავშვებს? მოგზაურობა _ ოცნებებში წავიდა ნინი
-ჰო , როგორი გულდაწყვეტილები იწყვნენ. მაინც სტიმულია.
-მაინც მწყინს ,რომ ვერ გადავიდნენ ფინალში. მეტი შეგვეძლო ,მაგრამ რაღაც ისე ვერ აეწყო _თქვა მარიმ
- მე წავალ სკოლაში გავისეირნებ ეგებ ლევანს წავაწყდე სადმე. _ წამოხტა ფეხზე ნინი და გარეთ გავიდა.
-ვერ წარმომიდგენია ეს სკოლა შენს გარეშე. _ამოიხვნეშა მარიმ და ელენეს გადახედა.
-ვერც მე წარმომიდგენია აქაურობის გარეშე როგორ უნდა ვიცხოვრო.
-მოვა დრო და იმას ვერ წარმოიდგენ აქ როგორ ცხოვრობდი.
-კარგი რა მარი.
-ქართულის თემა დაწერე ყველაფერს კიდევ ეგ სჯობს. _თავი წიგნში ჩარგო მარიმ. კარზე ვიღაცამ დააკაკუნა და მეორე წუთს დიანა შემოვიდა.
-უკაცრავად შეიძლება?
-შემოდი _ წამოდგა ელენე, თუმცა მარი ადგილიდან არ გარყეულა.
-დირექტორთან ვიყავი და რამდენიმე კონვერტი მომცა. ერთი ჩემია და მეორე შენი. დანარჩენები უკვე მივეცი ბიჭებს.
-რა არის?
-წარმოდგენა არ მაქვს. ჯერ მეც არ გამიხსნია
ელენემ კონვერტი გამოართვა და სწრაფად გახსნა. დიანამაც იგივე გააკეთა.
-ჰო რაღაც საბუთია . აქ წერია ,რომ ჩვენთვის სწავლა 15 მაისს სრულდება ,როგორც მეთორმეტე კლასელებისთვის.
-როგორც სჩანს თვეზე ნაკლები დაგვრჩა. კარგი წავალ მხოლოდ ამის მოცემა მინდოდა.
-გმადლობ ,რომ შეწუხდი და მომიტანე.
-რა პრობლემაა. წარმატებები გამოცდაზე.
-შენც ასევე.
-მეეჭვება რამე მეშველოს _გაიცინა დიანამ და კარი გაიხურა.

VVV
სკოლაში კონკურსის წაგების გამო აურზაური დრო და დრო მიცხრა. ექსტერნების მომდევნო ოთხი გამოცდა 8 მაისიდან 15 მაისამდე გაგრძელდა. სკოლაში მხოლოდ მათი და აბიტურიენტების ალიაქოთი იყო. დანარჩენები მხოლოდ შიდა მარტივ გამოცდებზე ღელავდა ,რომელიც ყოველთვის ბანალური ტესტებით შემოიფარგლებოდა ხოლმე.
ელენე გამუდმებით ცდილობდა მე-12 კლასის მასალა ეკითხა ,მაგრამ რატი თავისი ზარებით არ აყენებდა და მუდამ გონებას უფანტავდა. მერე დაემუქრა ტელეფონს გამოვრთავო და გამოცდებამდე ერთი კვირით ადრე დაპირებაც შეუსრულა. ისე იყო გათიშული ქორწილზეც კი ვეღარ ფიქრობდა. წიგნების კითხვისგან ლამის თვალები ამოუღამდა.
ერთი კვირა იყო დარჩენილი დაჩი თავზე ,რომ დაადგა და შეეხვეწა დიანას მათემატიკაში დაეხმარე თორემ ვერ ჩააბარებსო. ცოტა შეყოყყმანდა ,მაგრამ ბოლოს მაინც დასთანხმდა. აღარ უნდოდა მეგობართან კონფლიქტი ისევ მოსვლოდა.
-ვერ გავაგეინე დაცის ,რომ ეს მათემატიკა არ შედის ჩემს ტვინში . ნამდვილი იდიოტობაა.
- არც ჩემსაში შედიოდა სანამ მამაჩემი არ დამიჯდა და მამეცადინა.
-ჰო მამაჩემმაც კარგად იცის ,მაგრამ არ მინდა შევაწუხო ისედაც ბევრი პრობლემა აქვს.
-ერთი წყეული კვირა დარჩა და ამოვისუნთქავ.
-ჰო თან ამ გამოცდების და სკოლის გარეთაც ბევრი საქმე გაქვს.
-რას გულისხმობ?_გაიკვირვა ელენემ
-ქორწილს. ხომ ემზადები?
-კი იმ შემთხვევაში თუ ჩავაბარე. თუ არა და გაისად ისევ აქ მიკრავენ თავს. ღმერთო ვერ გადავიტან ისევ აქ დაბრუნებას. უკვე შევეჩვიე იმ აზრს ,რომ ეს ჩემი ბოლო დღეებია აქ.
-ტყუილა ვწვალდები. სჯობდა გაისად ჩამებარებინა ,მაგრამ დაჩიმ დაიჟინა და ის განაცხადი შემავსებინა.
-იქნებ გაგიმართლოს. თუ აქ დაჩის ვერ ელევი?
-რა ვიცი... შენ რაზე აპირებ ჩაბარებას?
-წელს არაფერზე. მე და რატი წელს მოგზაურობას ვგეგმავთ. გაისად ვნახოთ. შევჯერდები რამეზე. ახლა სჯობს მივხედოთ ამას თორემ ერთი კვირა გვაქვს.
დიანამ თვალები გადაატრიალა და წიგნი გადაშალა. ისმენდა ,მაგრამ ბევრს ვერაფერს იგებდა. მგონი მის გონებაში მათემატიკური სფერო მართლა გამორთული იყო.

VVV
დაჩი დერეფანში დარბოდა ბლოკნოტით და კალმით ხელში. თავის კლასელებს ეძებდა და თან რაღაცეებს ინიშნავდა. მარი თავის სპორტულ კარადაში იქექებოდა თავზე ,რომ დაადგა. გოგონას ისე შეეშინდა ადგილზე ბურთივით ახტა.
-რა ჯანდაბას აკეთებ? გული გამიხეთქე რა ..._ძლივს ამოისუნთქა გოგონამ
- წელი მთავრდება და სიას ვწერ
-რა სიას?
-ექვსკურსიაზე არ უნდა წავიდეთ? ჰოდა ახლა სიას ვწერ ვინ მოდის და ვინ არა.
-სად მივდივართ?
-ვარძიაში. ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა.
-სხვას არ ეკითხები?
-კითხვების დასმა ,რომ დავიწყო ჩათვალე არავინ წამოვა. ვამბობ მივდივართ და მორჩა. ეს იმას ნიშნავს ,რომ მივდივართ.
-რამდენს ვდებტ და როდის ...ჰო კიდევ რამდენდღიანზე?
-ორი დღე და ასი ლარი ....
-ვალები გაქვს? რა ამბავია ასი ლარი. ას ლარად თურქეთში წავალ დასასვენებლად. ჰო კაი ვხუმრობ _ გამომეტყველება შეიცვალა გოგონამ
-ანუ მოდიხარ?
-კი წამოვალ. ჩვენები ყველა მოდიან?
-ყველა. ლუკა წუწუნებს ,მაგრამ წამოვა.
-რა აწუწუნებს?
-ხომ იცი ვერ იტანს მგზავრობას. ჰო მართლა ორი ივნისი გადაწყდა.
-ვინ გადაწყვიტა?
-მე ..._დაიმანჭა დაჩი და დერეფანში გაიქცა.
მარი ოთახში დაბრუნდა. ელენეს საწოლზე აიპედი რეკავდა. გოგონამ ეკრანს დახედა და ''რატი'' ციმციმებდა . ჩართო და გამოეპასუხა.
- გამარჯობა მარი. სადაა ელენე?
-კაფეტერიაშია ...
-რატომ არ მელაპარაკება?
-ასე თქვა სანამ გამოცდები არ იქნება არ გავცემ ხმას თორემ მერე ვეღარ ვმეცადინეობო.
-კარგი რა გამოცდები როდის უნდა იყოს?
-ორშაბათსაა . ერთი კვირაც აღარ დარჩა. შენ როდის მოდიხარ?
- მე ოცდახუთში . ბოლო გამოცდა ოცდაოთხში მაქვს. კაი უთხარი ,რომ დავრეკე ... ჰო კიდევ უთხარი ,რომ ამ გაჯიუტებისთვის დავსჯი და არ ვეტყვი რა ვუყიდე.
-მაგას არ ვეტყვი თორემ გაგიჟდება.
-მაშინ მე თვითონ მოვწერ. ადრე თუ გვიან ხომ ნახავს?


VVV
ელენე საშინლად იყო გაბრაზებული და ეხვეწებოდა რატის მითხარი რა მიყიდე სიურპრიზადო ,მაგრამ შენც არ მომიკვდე ვერაფრით დააცდენინა სიტყვაც კი. თხუთმეტში ბოლო გამოცდა ჰქონდათ. თოთხმეტში კი ელენემ ბარგი ჩაალაგა ისე ,რომ სკოლაში არაფერი დაუტოვებია და წასასვლელად მოემზადა. დარწმუნებული იყო ,რომ აქ დაბრუნება აღარ მოუწევდა. ნერვიულობდა ,მაგრამ არ იმჩნევდა. მარი და ნინი ბუზღუნებდნენ ნეტა ჩვენც ვამთავრებდეთო. კიდევ ორი კვირა ჰქონდათ ამ წლისთვის დარჩენილი.
დიანამაც ჩატენა ჩემოდნებში ტანსაცმელი ისე ,რომ არაფერი დაუტოვებია. ბოლოს იმდენი გამოვიდა ელვას ვეღარ კრავდა. დაჩის დაუძახა დამეხმარეო. კიდევ ერთი დღე და საბოლოოდ მოსწყდებოდნენ სკოლის კედლებს, წიგნებს და ფორმებს.
ელენემ აიპედი, ტელეფონი და სხვა ფაქიზი ნივთები ხელჩანთაში ჩააწყო და შემოსასვლელში ჩავიდა. მძღოლს სთხოვა ჩემოდნები ჩამოიტანეო და თვითონ ეზოში გავიდა. დაინახა დიანას მამა უკვე მოსულიყო და მას და დაჩის ესაუბრებოდა. გოგონა მისკენ წამოვიდა. ელენეც გაჩერდა.
-გმადლობ ,რომ მათემატიკაში მამეცადინე. იმედია რამეს მოვახერხებ . მინიმუმ გადაწერას ...
-ჰო გადაწერა არ იქნებოდა ცუდი _გაიღიმა ელენემ და წასვლამდე კლასელს გადაეხვია._ წარმატებები ... დაგვჭირდება ...
_ელე ჩვენს უნახავად მიდიოდი ? _გამოჩნდა ნინი და მარიც მოჰყვა უკან.
-არ მინდოდა გამომშვიდობება. სულ რაღაც ორი კვირა დაგრჩათ. ნუ აქცევთ ტრაგედიად. _ თითი დაუქნია ელენემ და მანქანაში შეხტა. მძღოლს უკვე ჩაეწყო ჩემოდნები საბარგულში.
-ჰო იმ განსხვავებით ,რომ შენ აქ დაბრუნება აღარ მოგიწევს. _ თავი შეჰყო ჩამოწეულ ფანჯარაში მარიმ და გადაკოცნა.
-კიდევ ერთი პანიკიორი. წავედი მე. გამოცდაზე შეგხვდები _ გაუღიმა დიანას
-აბა მშვიდობით _ თავი დაუქნია დიანამაც გოგონებს და მამამისისკენ წავიდა . დაჩი გადაკოცნა და მანქანაში შეჯდა. მალე ორივე გავიდა ეზოდან.
-რატომ ვართ ასეთი უიღბლოები? _ ამოიხვნეშა ნინიმ
-თქვენი ტირილის და მოთქმის თავი არ მაქვს _ დაემანჭა დაჩი გოგონებს
-აუტანელი ხარ. წამოდით შევიდეთ. საუბედუროდ ხვალ ორშაბათია. _ თქვა მარიმ
-ამ შაბათ-კვირას მაინც წავსულიყავით სახლში. სოლიდარობა, სოლიდარობაო და ..._ აწუწუნდა ნინი და ფეხს აუჩქარა.
-მოიცა ... _დაუყვირა მარიმ და გოგონაც უკან მობრუნდა.
-რა მოხდა?
-ეს ის ბიჭი არაა? ლადო ... ალბათ ელენეს სანახავად მოვიდა ჰო?
-რა ვიცი მე . მგონი ისაა.
-კაი რა ნინი რა უყურადღებო ხარ იმ დღეს შენს წინ იჯდა.
-ჰო და მოდის აგერ ჩვენსკენ. მიდი შენდ აელაპარაკე მე ლევანი მელოდება.
-ნინი ...ნინი... კარგი რა ყოველთვის მე რატომ უნდა მოვაგვარო თქვენი საქმეები ? _ მიაძახა მეგობარს ,მაგრამ არ მობრუნებულა.
-გამარჯობა. როგორ ხართ? _ მოუახლოვდა ბიჭი და გაუღიმა
-გამარჯობა. ელენეს ეძებთ? ახლახანს წავიდა სამწუხაროდ.
-არა დირექციაში მოვედი. ჩემი დის გადმოყვანა მინდა და მითხრეს მაისში მოდიო. მოკედ ... ფორმალური მხარეა რა.
-მაპატიე. მეგონა ელენესთან მოხვედი და მინდოდა მეთქვა უკვე წავიდა-თქო.
-გმადლობ. ახლა დირექციაში წავალ. გმადლობ ყურადღებისთვის _ გაუღიმა ბიჭმა და გზა განაგრძო. მარიც მალევე შევიდა სკოლაში. მიმოიხედა ,მაგრამ ნინი არსად ჩანდა.

VVV
ელენე სახლში მივიდა თუ არა პირდაპირ დედის ოთახისკენ გაქიცა. ქალი ამდგარიყო და ახლა ფანჯარასთან იდგა. ალბათ უკვე ელოდა კიდევაც მის შემოსვლას. ხელები გაშალა და ქალიშვილი გულში ჩაიკრა.
-მორჩა? ყველაფერი წამოიღე სკოლიდან?
-ყველაფერი_ მოეხვია ელე ნეც და ლოყაზე აკოცა. თამუნას წამოზრდილ მუცელზე მოეხვია და დაწექიო ანიშნა.
-ხვალ ბოლო გამოცდა გაქვს?_გოგონამ თავი დაუქნია _ არ ინერვიულო. თუ ვერ დაამთავრებ არც ეგაა პრობლემა.
-რას ამბობ არ გამთვალო დედა _ხეზე დააკაკუნა გოგონამ და თამუნასაც გაეცინა.
-რატის უყვარხარ და კიდევ დაგელოდება. არც შენ ბერდები და არც ის.
-იმ სკოლაში დაბრუნებას ვეღარ გადავიტან.
-ვანდამ მითხრა ,რომ რატიმ რაღაც გიყიდა და არ გეუბნება რა.
-ჰო _მოიბუზა ელენე
-სიურპრიზი რა სიურპრიზია თუ წინასწარ გაიგე? თან ვიცი ,რომ მოგეწონება.
-იცი რა მიყიდა? _თვალები აენთო გოგონას
-ვნახე კიდევაც. მართალია მხოლოდ სკაიპში მაგრამ გავგიჟდი. შენც გაგიჟდები ვიცი.
-კარგი რა დედა. ყველას უთხრა ჩემს გარდა. მე ხომ ვარ შენი შვილი? გთხოვ ...
-არც იფიქრო. ვერაფერს მათქმევინებ. ახლ წადი და ბოლო გამოცდისთვის მოემზადე. გამოიძინე და მობილიზდი. რომელ საათზეა?
-ათზე იწყება.
-გინდა წაგყვე?
-არა რათქმაუნდა. შენ დაისვენე. ექიმი იყო?
-გუსინ დილით. ყველაფერი რიგზეა ნუ რელავ. მითხრა სარისკო პერიოდი უკვე გადალახეო .
-ძალიანაც კარგი. ახლა წავალ და მართლა დავისვენებ. თან შხაპის მიღებაც მინდა. მარტო ამ თმის გაშრობას უნდა სამი საათი. _ დაღლილი სახით წამოდგა ელენე და კარისკენ წავიდა. თამუნამ წიგნი აიღო და კითხვა განაგრძო. უყვარდა კითხვა ,მაგრამ საწოლად ჩავარდნილი უფრო მეტად მიეძალა ამ საქმეს.

ელენეს ინტერესი კლავდა რატის სიურპრიზზე ,მაგრამ რომ არ იცოდა უფრო აზარტულად ეჩვენებოდა. საშხაპეში შევიდა და დაიბანა. მერე თმა გაიშრო და ჩამოისწორა. ძალიან ნერვიულობდა ამ გამოცდაზე. ზუსტად ისე ,როგორც ორი დღის წინ დიანა მათემატიკაზე. ბოლო გამოცდა იყო და თავისებური განცდა ჰქონდა. ამის მერე დაიწყებდა სერიოზულ მზადებას მოომავალი ქორწილისთვის. ახლა ვერაფერზე ახდენდა კონცენტრირებას ამ საქმის გარდა.
დილით გამოეწყო და თამუნას შეუარა. ქალმა დალოცა და წარმატებები უსურვა. ქვემოთ გიამაც იგივე გაიმეორა და მძღოლის მანქანით გამოცდაზე წავიდა. როგორც კი ძირს გადმოვიდა მიმოიხედა. ნაცნობ სახებს ეძებდა. შენობაში შევიდა და კიბეზე ჩამომჯდარი დიანა დაინახა. ხელში წყლის ბოთლი ეჭირა. მიესალმა თუმცა გოგონამ უღიმღამოდ უპასუხა.
-ნერვიულობ თუ რა გჭირს? _ ისაყვედურასავით ელენემ
-რაღაც ვერ ვარ. მგონი მოვიწამლე.
-ახლა? მაინც და მაინც ახლა? ბედი არ გინდა?
-წავალ წყალს ვიყიდი თორემ ეს გათბა და გულს მირევს. ახლავე მოვალ. შენ მანამდე რეგისტრაცია გაიარე.
-შენ?
-ვიყიდი და მოვალ მერე აღარ გამიშვებენ გარეთ.
ელენე ჰოლში შევიდა სადაც ბავშვები რეგისტრაციისთვის იდგნენ. ტელეფონებსაც იტოვებდნენ.სანამ დაცვას მობილურს მისცემდა იფიქრა დაჩის ხომ არ დავურეკოო , მაგრამ მერე გადაიფიქრა. იქნებ დიანას სულადც არ უნდა თქმაო. მითითებულ ოთახში შევიდა და ტესტების დარიგებას დაელოდა. დიანაც შემოვიდა. შორს იჯდა , მაგრამ მისი დანახვა მაინც შეეძლო. რაღაც სულელური და უკვე სამჯერ წაკითხული მოქცევის წესები გაიმეორეს და როგორც იქნა დარიგებაც დაიწყეს. ინგლისურის ტესტი იმაზე მარტივი აღმოჩნდა ვიდრე ელოდა. კარგა ხანს სხვა რამეზე ყურადღება არ გადაუტანია ,მაგრამ რამდენჯერმე დააფიქსირა ,რომ დიანა წყალს განუწყვეტლივ სვამდა. ბოლო გახედვაზე მიხვდა ,რომ მისი ბოთლი ცარიელი იყო.
წერა განაგრძო ,მაგრამ მისკენ თვალს აპარებდა. ცოტა ხანში დაინახა როგორ აკაკუნებდა თითებს მაგიდაზე. აშკარად წყალი უნდოდა ,მაგრამ არ ჰქონდა. კალამი დააგდო და წამოდგა.
-შეიძლება გავიდე?
დამკვირვებელმა თავი გააქნია, მაგრამ გოგონა მაინც წავიდა კარისკენ
-მობრუნდით არ შეიძლება. _წინ გადაუდგა ქალი.
-ცუდად ვარ _ თქვა გოგონამ და შუბლი მოიწმინდა. აშკარად ოფლი ასხამდა. ელენე წამოდგა ,მაგრამ დიანა წაბარბაცდა და ძირს მოცელილივით დაეცა. ელენემ შეიყვირა და შიშისგან პირზე ხელი აიფარა.



№1 სტუმარი Kunwik

Diana orsuladaa tavs davdeb )))

Mariami da lado ki ertad gaichitebian

 


№2 სტუმარი nini

ძალიან კარგია გააგრძელე <3

 


№3  offline წევრი animeladze

*_* რაკარგია

 


№4  offline წევრი kora

რაზე დაგიმალო და არ მომწონს მოვლენების ამგვარი განვითარება, ბუნებრივს არ გავს მარის და ლადოს წყვილი, ვარაუდით დიანა ორსულადაა და ეს კიდევ უფრო ამდაბლებს ამ გოგოს ჩემს თვალში, ყველასთვის საძულველი და ქარაფშუტა გოგო უცებ ანგელოზი ხდება.
--------------------
kira.G

 


№5  offline წევრი lisebeth

kora
რაზე დაგიმალო და არ მომწონს მოვლენების ამგვარი განვითარება, ბუნებრივს არ გავს მარის და ლადოს წყვილი, ვარაუდით დიანა ორსულადაა და ეს კიდევ უფრო ამდაბლებს ამ გოგოს ჩემს თვალში, ყველასთვის საძულველი და ქარაფშუტა გოგო უცებ ანგელოზი ხდება.


Ratom ggonia ROM Mari da ladowyvilia? MIT ufro arabunebrivi?
Xdeba xolme ROM adamianebs umizezod szult ertmaneti . da am bavshvebis shemtxvevashic ase iyo. . ertmanets eqishpebodnen da amitom szuldat ertmaneti... Aset urtiertobashi albat marto Diana at iyo damnashave.

 


№6 სტუმარი მე-2001

გეხვეწები ორსულად არ იყოს რაა თორე მარი ძაან ცოდო იქნებააარადა ეს ლადო რო გამოჩნდა მეგონა დაჩი იეჭვიანებდა და იქნებ მასეც იყოოსსს.დიანას რავუყო მაინც არ მევასებაა რაღაცნაირად თავიდანვე რო შევიძულე ეხა აღარ მომწოონს

 


№7  offline წევრი lisebeth

Me at vwer iset istoriebs romlis tavi da bolo prognozirebadia... Ar shemizlia aseti avtori viyo... Mec at vkitxulob aset. Istoriebs da verc chems mkitxvels shevtavazeb. ... Vnaxot rogor ganvitardeba movlenebi axali saswavlo wlidan. Dges bolo tavs davdeb pirveli sezonis

 


№8 სტუმარი lana

mecc davdebb tavs eoo diana orsulada da tan dachisgann da tann amas pirveli elene gaigebss

 


№9  offline წევრი p♥♥h ^^

Chveulebrivi serialiaaa shen tavs vpic :-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№10 სტუმარი

auu es bolo taviaa? imedia male dagvibrundebi meore nawiliit❤

 


№11 სტუმარი mee

აუ ოღონდ დიანა არ იყოს ორსულად რა მარი და დაჩი მინდა მე ((((((

 


№12  offline წევრი lisebeth

დღეს დაიდება ბოლო თავი
მადლობა ყველას <3

 


№13  offline მოდერი sopiko

მარი და დაჩი შეუძლებელია ერთად იყვნენ რადგან დაჩის უყვარს დიანა და ნუ ჩაიციკლეთ ამ მარიზე. მე ძალიან მომწონს მაგრამ როგორც გითხარი წყვილებზე უფრო მეტი მინდა :-D

 


№14  offline წევრი lisebeth

sopiko
მარი და დაჩი შეუძლებელია ერთად იყვნენ რადგან დაჩის უყვარს დიანა და ნუ ჩაიციკლეთ ამ მარიზე. მე ძალიან მომწონს მაგრამ როგორც გითხარი წყვილებზე უფრო მეტი მინდა :-D

წყვილებზე მეტი იქნება როდესაც ბავშვების ნაწილი გაცილდება სკოლას
მორალურად არ მაქვს უფლება სკოლის ასაკში სექსუალურ ცხოვრებას გავუწიო პროპაგანდა.
ჩვენს ქვეყანაში როგორც იცით ეს მიუღებელია ამიტომ ვცდილობ მაქსიმალურად სევიკავო ტავი. ვიცი ,რომ რაღაც ეტაპზე აგრესიას გამოიწვევს

 


№15  offline წევრი kora

lisebeth
sopiko
მარი და დაჩი შეუძლებელია ერთად იყვნენ რადგან დაჩის უყვარს დიანა და ნუ ჩაიციკლეთ ამ მარიზე. მე ძალიან მომწონს მაგრამ როგორც გითხარი წყვილებზე უფრო მეტი მინდა :-D

წყვილებზე მეტი იქნება როდესაც ბავშვების ნაწილი გაცილდება სკოლას
მორალურად არ მაქვს უფლება სკოლის ასაკში სექსუალურ ცხოვრებას გავუწიო პროპაგანდა.
ჩვენს ქვეყანაში როგორც იცით ეს მიუღებელია ამიტომ ვცდილობ მაქსიმალურად სევიკავო ტავი. ვიცი ,რომ რაღაც ეტაპზე აგრესიას გამოიწვევს

აგრესია რა შუაშია, როგორც შენ ამბობ არ გინდა გაუწიო მსგავს საკითხს პროპაგანდა, მაგაში სავსებით გეთანხმები, მაგრამ როცა გვეუბნები რომ დიანა რიგითი მსხვერპლია, მაშ რა უნდა ვიფიქრით გოგოზე, რომელმაც ფაქტობრივად ბიჭი აცდუნა, სკოლის მოსწავლეა მითუფრო (თანაც მაგ ეტაპზე არც ჩანდა რომ დაჩის ის უყვარდა, იმ ეტაპზე დიანამ შანტაჟის გზით დაისაკუთრა მისი შეყვარებულის სტატუსი), ასე რომ ჩემი აზრით სულაც არ არის ეს გოგო ეგეთი ანგელოზი და შესაცოდი, როგორიც ამ ბოლო თავებში ჩანს.
ცხადია არცერთი წამით არ ვერევი შენს საავტორო უფლებებში, შენი ნებაა რას და როგორ გადაწყვეტ, უბრალოდ აზრს ვაფიქსირებ და არ გეწყინოს, მგონი იცი ჩემი დამოკიდებულება შენ დამი და არ უნდა გეწყინოს, შენი წინა ისტორია იმდენად მიყვარს რომ შენი ერთგული მკითხველი გავხდი. love
--------------------
kira.G

 


№16  offline წევრი lisebeth

kora
lisebeth
sopiko
მარი და დაჩი შეუძლებელია ერთად იყვნენ რადგან დაჩის უყვარს დიანა და ნუ ჩაიციკლეთ ამ მარიზე. მე ძალიან მომწონს მაგრამ როგორც გითხარი წყვილებზე უფრო მეტი მინდა :-D

წყვილებზე მეტი იქნება როდესაც ბავშვების ნაწილი გაცილდება სკოლას
მორალურად არ მაქვს უფლება სკოლის ასაკში სექსუალურ ცხოვრებას გავუწიო პროპაგანდა.
ჩვენს ქვეყანაში როგორც იცით ეს მიუღებელია ამიტომ ვცდილობ მაქსიმალურად სევიკავო ტავი. ვიცი ,რომ რაღაც ეტაპზე აგრესიას გამოიწვევს

აგრესია რა შუაშია, როგორც შენ ამბობ არ გინდა გაუწიო მსგავს საკითხს პროპაგანდა, მაგაში სავსებით გეთანხმები, მაგრამ როცა გვეუბნები რომ დიანა რიგითი მსხვერპლია, მაშ რა უნდა ვიფიქრით გოგოზე, რომელმაც ფაქტობრივად ბიჭი აცდუნა, სკოლის მოსწავლეა მითუფრო (თანაც მაგ ეტაპზე არც ჩანდა რომ დაჩის ის უყვარდა, იმ ეტაპზე დიანამ შანტაჟის გზით დაისაკუთრა მისი შეყვარებულის სტატუსი), ასე რომ ჩემი აზრით სულაც არ არის ეს გოგო ეგეთი ანგელოზი და შესაცოდი, როგორიც ამ ბოლო თავებში ჩანს.
ცხადია არცერთი წამით არ ვერევი შენს საავტორო უფლებებში, შენი ნებაა რას და როგორ გადაწყვეტ, უბრალოდ აზრს ვაფიქსირებ და არ გეწყინოს, მგონი იცი ჩემი დამოკიდებულება შენ დამი და არ უნდა გეწყინოს, შენი წინა ისტორია იმდენად მიყვარს რომ შენი ერთგული მკითხველი გავხდი. love

რათქმაუნდა არ მწყინს მაგრამ მე გეუბნები ,რომ არსებობენ ადამიანები ,რომლებიც განზრახ იქცევიან ცუდად ,რომ აგრესია გამოიწვიონ. სინამდვილესი კი ასე არ არის და ისინი სხვანაირები არიან
შესაძლია მას საკუთარი თავის დასჯა სურს იმის გამო რაც წარსულში შეემთხვა. იქნებ მას ჰგონია ,რომ სიძულვილის ღირსია და ამიტომაც იქცევა ასე.
არავინ იცის რა ხდება ადამიანის გონებაში
ერთი შეხედვით ადამიანის შეფასება მცდარია
მე ყოველთვის ვარიარებს იმ ფრაზის ჭეშმარიტებას
''თუ მთელი სამყარო შენს წინაარმდეგაა სულაც არ ნიშნავს ,რომ ცდები''
არავინ იცის რამხელა გადატრიალება მოხდა მის გონებასი იმ ტრაგედიის მერე რაც მის ოჯახს დაატყდა. მასზე ,როგორც ამ ტრაგედიის თვითმხილველზე არავის უზრუნია. იქნებ მას სჭირდებპოდა დახმარება თუნდაც მორალური. მან ხომ ტავისი ტვალით ნახა როგორ მოკვდა არა მხოლოდ მისი ძმა მისი ტყუპისცალი ძმა.
საერთოდ დიდი სხვაობაა ძმასა და ტყუპისცალს შორის. ყოველთვის უჭირთ ადამიანებს ტყუპისცალის დაკარგვა და იმის მაგივრად ,რომ მას მხარში დასდგომოდნენ ოჯახიდან გამოაგდეს.
არ უნდა მიუდგე ადამიანს ცალი კუთხით.
არ მიყვარს მსგავსი პერსონაჟები. ის რომ მარი საყვარელია და წყნარი არ ნიშნავს ,რომ რამით სჯობს დიანას.

 


№17  offline წევრი cancara

Kaia kai male dade

 


№18  offline წევრი naomikhad

ვაიმე რეები ხდება :დდდდ გთხოვ ცოტა ადრე დადე >.<

 


№19  offline წევრი lisebeth

Am gamit very vdeb chem komptan konkursia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent