სრულყოფილებას ერთი ნაკლი აქვს (3)
ნინო თავს იწესრიგებდა, გუგა შხაპს იღებდა. გოგონას უნივერსიტეტში აგვიანდებოდა, გუგას კი სამსახურში. ის რედაქტორის ასისტენტად მუშაობდა, სადაც უამრავ წიგნთან და უამრავ ფურცელთან ჰქონდა საქმე, ნინოსაც ძალიან მოსწონდა წიგნების ასეთი სიყვარული, რომ ამ სამუშაოზე ისურვა მოწყობა და ამაში საერთოც ჰქონდათ. საკმაოდ განათლებული იყო გუგა დევდარიანი, რომელსაც ყოველ ჯერზე, რამის თქმისას შეეძლო ყველას ყურადღების მიპყრობა და განცვიფრება. ამის უბადლო ნიჭით იყო დაჯილდოებული. ხშირად, წვეულებებზე, დაბადების დღეებზე და სხვა თავშეყრის ადგილებში ყურადღების ცენტრში ექცეოდა და ისე კარგად და თავისუფლად აყალიბებდა ხოლმე სათქმელს, რომ არავის არ ბეზრდებოდა მისი სმენა, სასიამოვნოდ განცვიფრებულთაც კი ტოვებდა მსმენელს, მისი უბადლო მჭერვმეტყველება. ნინომ არც მეტი არც ნაკლები, გუგა ერთ ღონისძიებაზე გაიცნო, ცნობილი ავტორის პრეზენტაციაზე, სადაც ისიც სტუმრად იყო მოწვეული და ნინოც არასდროს აკლდებოდა ასეთ შეკრებებს. წიგნები მისი ცხოვრების ნაწილი იყო, მაგრამ ასევე, როცა ტრიბუნასთან მოხვდა გუგა და ყველას ყურადღება წამში მიიპყრო ერთი შეძახილით „აბა ახლა, ყველამ მისმინეთ!“ - თითქოს ბრძანებასაც გამოხატავდა და მოკრძალებულ თხოვნასაც, მაგრამ როცა ნინომ შეამჩნია მისი იერი, რომელიც აუდიტორიისკენ თავაწეულს ეჭირა, საკმაოდ უშიშრად რომ ჩანდა სცენიდან და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ამისთვის იყო დაბადებული, რომ თავისი თავი ეთამაშა, საზოგადოებასთან წარმსდგარიყო და ისეთი საქმე აერჩია, სადაც გამოსვლები იყო საჭირო. მისი სახე არასდროს დაავიწყდებოდა მას. ერთმანეთს ამ დღის შემდეგ სამი თვე ხვდებოდნენ, გუგას ის ხან კინოში დაჰყავდა, ხანაც რესტორანში სადილზე და ხანაც მთაწმინდის პარკში სეირნობდნენ. საუბრობდნენ ათასნაირ თემაზე, გარდა იმ გრძნობებზე, რომლებიც ორივეს ფარულად გაუჩნდა, მაგრამ მაინც არ დარჩენილა ორივე მათგანისთვის ფარული, რადგან თვალები გასცემდათ. მწარე დღეების მიუხედავად მათ ერთმანეთი ისევ ძლიერ უყვარდათ და ეს გრძნობა ისე გაღვივდა, ერთმანეთს ძლივს ცილდებოდნენ და ამ დაუვიწყარ დღეს, გრძნობების ამოფრქვევისა და მათი სააშკარაოდ გამოტანის დღეს, როდესაც ნინო ყველაფრისთვის მზად იყო, გარდა განშორებისა თვალებით ანიშნა მისი სურვილი გუგას, რის შედეგადაც ერთად აღმოჩნდენ საწოლში, სრულიად შიშვლები და უზარმაზარი სიყვარულით აღსავსე, მათ შორის კი იმ წამს, ისეთი საოცარი სიმი გაიბა, უხილავი ძაფი, რის გამოც ერთმანეთს სულ უფრო და უფრო მაგრად ეკვროდნენ და სულის გაძვრომამდე ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს, რომ ეს დღე მათი სიყვარულის, ემოციების, შინაგანი ძახილისა და იმ სურვილების განმათავისუფლებელი იყო, რასაც ქალისა და კაცის, მითუმეტეს მათი ვისაც ერთმანეთი გაგიჟებით უყვართ და ამისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან, მარტო ყოფნა იწვევს. -თავს როგორ გრძნობ? - აბანოდან გამოსულმა და ნინოს სილამაზით განცვიფრებულმა ძლივს ამოიდგა ენა. -ბედნიერი. ეს შეუდარებელი იყო. მადლობა საყვარელო. - მიუტრიალდა და საკოცნელად გაიწია. გუგამ მკლავებში მოიქცია, მაგრამ ნინომ სწრაფადვე გაითავისუფლა თავი. - იდიოტო ნუ მეხუტები, სულ სველი ხარ. - კაცს გაეცინა ისეთი წვრილი და საყვარელი ხმა ჰქონდა, როცა ბრაზდებოდა. -მოდი ჩემთან ჩემო ლამაზო დედოფალო. სად გეჩქარება, კიდევ არ გავერთოთ? - გამომწვევად უთხრა მან და თვალები აათამაშა. - შენც შესანიშნავი იყავი. ასეთი მშვენება, როგორიც შენ ხარ არსად არ მინახავს. - ფარული მინიშნებაც იდო ამ სიტყვებში. ქალის შექება და მისთვის გულის მოლბობა ჰქონდა ბიჭს კვლავ მიზნად და თქმისთანავე შემოხვეული პირსახოცი მოიშორა. -არა, არა... ახლა არა, მართლა მაგვიანდება ტკბილო. დღეს საღამოს კი ნამდვილად გავიმეორებთ. - თვალი ჩაუკრა და კარისკენ გასწია, რომ უკან დაეწია სიტყვები. -ტელეფონს მე მიტოვებ? -როგორი გამოშტერებული ვარ. - ჩაიდუდღუნა და უკან გაბრუნდა. -ნეტავ რატომ? - გაიღიმა გუგამ. - გუშინ რაზე ფიქრობდი? რაზე ჩაფიქრდი წამიერად. ისეთი სახე გქონდა, თითქოს სიკვდილი დაინახე, შემეშინდა, მაგრამ მერე ყველაფერმა გადასარევად ჩაიარა. -არაფერია საყვარელო... დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავი ჩემს საქციელში.. ვიყავი კიდეც. - არ დააცადა ხმის ამოღება გუგას და ისე განაგრძო. მიხვდა ახლა ასე გაწყვეტა არ შეიძლებოდა, მაგრამ აგვიანდებოდა კიდეც. - მაგრამ ჩემი მეგობრის სიტყვები გამახსენდა. გეშინოდეს არა იმათი, ვისაც უყვარხარ, არამედ მათი, ვინც თავს გაჩვენებს, ვითომ უყვარხარ და გააკეთე ის, რასაც გული გიკარნახებსო. ყოველთვის იმას ჩამჩიჩინებდა კიდევ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა იმისთვის, რომ არ გვიყვარდეს ის, ვისაც ვუყვარვართ და არ გამოვხატოთ ჩვენ მათ მიმართ სიყვარული ისე, როგორც იმსახურებენ, მეც მის სიტყვას... -რა მაგარია. უნდა გამაცნო ეგ გოგო! - დაიბღვირა, საფირმო გამომეტყველება, როცა ბრძანების კილოთი რამეს ამბობდა და ნინოს ეს ისე მოსწონდა, რომ მასზე თვალი რჩებოდა. სახე შეეცვალა, თავის ნაჭუჭში დაიმალა და ფიქრობდა ახლა ასეთს ვერ მხედავს, ასეთს ვერ დამინახავსო, მაგრამ გადაშლილი წიგნივით იყო და გუგამაც ყველაფერი დაინახა. - აი კიდევ, ის საზარელი და შემაშფოთებელი სახე. რა მოხდა? -ის ზუსტად ერთი წლის წინ გარდაიცვალა. ავარიაში მოყვა, როცა ჩემთან მოიჩქაროდა. ტელეფონით ველაპარაკებოდი, როცა შეჯახების ხმა გავიგე, ლიზის ხმა კი მაშინვე მიწყდა.... - ნინოსაც ხმა ჩაუწყდა და ამ ამბის გახსენებას ნანობდა. სულ გადაავიწყდა უნივერსიტეტიც. – 14 თებერვალს, ზუსტად ამ დროს, როცა ჩვენ... - ცრემლებს იკავებდა, მაკიაჟის გაფუჭება არ უნდოდა. - როგორი დამთხვევაა არა? - ნაძალადევად გაიღიმა. - მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა მანქანას და წარმოგიდგენია არაფერი იღონეს, ზომები არ მიიღეს მის დასაჭერად! გუგა გაფითრდა, თვალწინ დაუდგა ყველაფერი, რასაც სიტყვა ავარიასთან აკავშირებდა და მისი ფიქრები, ამ დღისკენ მიმართული თავში უტრიალებდა. - ვინც მართავდა ის თუ ნახე? - პასუხს მთელი სიფრთხილით დაელოდა. -არა... არ მაჩვენეს, თორემ დედას გეფიცები ჩემი ხელით მოვკლავდი და ამას არ შევარჩენდი, ყელს ღორივით გამოვჭრიდი. - ეს უკვე ნინოს სიტყვებს აღარ ჰგავდა და გუგა შეცბა. - მთვრალს... მთვრალს რა უნდა საჭესთან. - ხმაში ანერვიულება შეეტყო, ან კი როგორ არ ანერვიულდებოდა, როცა იმ დღის ხელახლა გახსენება მოუწია. ფიქრებში უფრო უმკლავდებოდა თავის ტკივილებს, მაგრამ როცა ამაზე ხმამაღლა საუბრობდა, უჭირდა. ყელიდან სიტყვები ძლივს ამოსდიოდა და ფიქრობდა ახლა ნეტავ გამაჩუმოს, ან რამე კითხვა დამისვას, უბრალოდ მაკოცოს და ამაზე აღარ მალაპარაკოსო. - მხოლოდ შორიდან ვნახე, საავადმყოფოში მიჰყავდათ და გადარჩა. როგორც გავიგე გადარჩა და ახლა, კვლავ თავისი სიფათით, გამვლელებს უღიმის, მისი საზიზღარი გამომეტყველებით, რომელიც ღირსია იმაზე მეტად დაუნაყო, ვიდრე ავარიაში მოუვიდა. მისი საზიზღარი და გულისამრევი გამოხედვა, მეზიზღება, საშინლად მეზიზღება და ჯერ კიდევ ვერ ვპატიობ. ალბათ თავისი საქციელი არც კი ახსოვს და ახლა ისე დადის, დააბიჯებს სადღაც აქვე... ამ ქალაქში, თითქოს არაფერი მომხდარაო. მისმა სიმთვრალემ რამდენი ადამიანი გააუბედურა და სირცხვილის გრძნობაც არ ექნება, ღმერთო, როგორ მძულს. წამიერად გაფითრდა, სხეული დაუმძიმდა და თვალზე ბინდი გადაეკრა. წამიერად თითქოს სამყარომ ფერები დაკარგა და იმ ბინდში გამოჩნდა კაცი, რომელიც ყველაზე მეტად სძულდა. მხოლოდ წამიერად. თვალები გაახილა და გუგამაც თითქოს მისი ფიქრები გაიგოო, მაშინვე ჩაეხუტა. მისი თბილი ხელები წელზე ეამა, ესიამოვნა და გრძნობდა უსაზღვრო სიყვარულს მისგან, თუმცა ის ვერ შენიშნა ამ ამბის მოსმენისას როგორ ეცვალა სახე მას და მისთვის კარგიც იყო, რომ ვერ შენიშნა. -იქნებ ნანობს... იქნებ ახლა სულ ამაზე ფიქრობს და უბრალოდ ელის პატიებას, ან სიკვდილს. ყოველდღე სანთელს ანთებს ეკლესიაში მისი სულის მოსახსენიებლად და იმედი აქვს, იმედი აქვს, რომ აპატიებენ... -მის საქციელს გამართლება არ აქვს. ზოგი რამ შეიძლება აპატიო ადამიანს, მაგრამ ასეთ რამეს როგორ ვაპატიებ?! - განცვიფრება შეეტყო, ტელეფონს დახედა და საათი რომ ნახა მისი რეაქცია რეაქტიულ ძრავაზე სწრაფიც კი იყო. წამოიყვირა მაგვიანდებაო, მაგრამ მის წამოყვირებაშიც ძველი დიდება აღარ ჩანდა, რადგანაც ლიზის სიკვდილი, კვლავ დატრიალებული დრამა მის თავში არეულობას იწვევდა. როგორი ბედის ირონია იყო, რომ ერთ დღეს მოხდა დიდი ტრაგედიაც და სიყვარულის ეს საოცარი ღამეც. დღეიდან ეს დღე სატანჯველსაც და სიყვარულსაც ერთად ახსენებდა, იმ კაცს, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა და აგიჟებდა და იმ გოგოს, რომელიც უყვარდა, მაგრამ დაკარგა. დაახლოებით ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ გაიღვიძებ დილით და მიხვდები რომ ყველა გაქრა ამ სამყაროდან, დარჩი მხოლოდ შენ, მარტო, სხვა შენნაირის მოლოდინში, ვინც გადარჩა და ამ სამყაროში, სხვაგან, შენგან მოშორებით იგივეს განიცდის. თუმცა დარწმუნებული იყო ახლა, ამას მხოლოდ თვითონ განიცდიდა, უეცრად შემოტეულ მარტოსულობის გრძნობას. უმწეოდ გრძნობდა თავს და ამ გრძნობას ვერა და ვერ ელეოდა. გუგას გამოსამშვიდობებელი კოცნა აჩუქა, შემდეგ კი უნივერსიტეტისკენ გაიქცა. გაღვიძებასთან ერთად, უცნაური გრძნობა ჰქონდა. თითქოს სიზმარმაც იმოქმედა მასზე და ახლა ის სიზმარიც ცხადი გახდა მისთვის. რაღაც ფრაგმენტებს ხედავდა, როცა გაიღვიძა, მაგრამ გრძნობდა სასოწარკვეთას, სამყაროსგან მოწყვეტას, ზუსტად ისე როგორც ახლა და ამ გრძნობამ სიზმარი სრულად აღადგენინა და რაღაც სასწაულით ის შეგრძნებაც ეცნო, ორი გულისცემა მის შიგნით. *** გუგა მთელი დღე სამსახურში იყო. გოგონას შავ-ბნელი კუთხის აშკარა გამოვლინებაზე ფიქრობდა. მთელი დღე თავიდან ვერ იგდებდა ამ სცენას, ამიტომ ცოტათი დაბნეულიც კი იყო და გაფანტული. მეგობრებს, თანამშრომლებს ზერელედ პასუხობდა მოკლე-მოკლე პასუხებს და სიტყვებს არც კი უფიქრდებოდა რას ამბობდა, რამდენჯერმეც შენიშვნა მიიღო საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულებისადმი, რადგან მისი გასწორებული ტექსტის ხელახლა გასწორება უწევდათ სხვებსაც, თითქოს მნიშვნელოვანი არაფერი შეეცვალა. ფიქრობდა ნინოზე, მის შეკავებულ ცრემლებზე. როგორ ნანობდა იმ კითხვას, რასაც ეს ყველაფერი მოყვა და ადამიანის, გამხეცებული, გააფთრებული სახე დაინახა, მისი შინაგანი ბნელი ამოძახილი, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ასე გულდაგულ ფარავდა და არ ამჟღავნებდა. მისმა საუბარმა დამაჯერებლობა და თავისი მარილი დაკარგა, რაც მაშინვე შესამჩნევი გახდა თანამშრომლებისთვის. უფრო იშვიათადაც იღიმებოდა. -ბიჭო, რა დაგემართა? - ჰკითხა ნოდომ, ნოდიკომ, რომელსაც ფლირწას ეძახდა ხოლმე გუგა, მან პირველი შენიშნა, რადგან პირველად მისი ფლირწად „შერაცხვის“ შემდეგ, ნამდვილი სახელით მიმართა. მისი ზედმეტსახელი კი გოგოებთან არშიყობისა და წამდაუწუმ მათ ცვლასთან იყო დაკავშირებული და ნოდოს ეს დედოფლისგან ნაბოძები გმირული ორდენის ტოლ წოდებად მიაჩნდა. -არაფერი, დაიკიდე. -მართლა? სახე ჩამოგტირის შეჩემისგადანგრეულო. გაიღიმა და კომპიუტერის ეკრანს მიაჩერდა. ფეხს ნერვიულად ათამაშებდა ზევით-ქვევით და ხანაც ერთმანეთს ურტყამდა. წრიალებდა, ვერაფრით ისვენებდა. -ხო. -როგორ გეტყობა. -მიდი რა. -კაი, მართლა. რა გჭირს ტო. თუ რამე პრობლემაა გვერდში დაგიდგებით, მეგობრები არ ვართ? -ვერ გაიგებ. -სცადე. -არა. -მოაშორე ეკრანს თვალი და მე მიყურე. - ყურადღების მიპყრობა სცადა, მაგრამ ნამდვილად არ გამოუვიდა ისე, როგორც ეს თვით ამაში დახელოვნებულ გუგას გამოსდიოდა, თითქოს ბუნებრივი ნიჭი ჰქონდა საზოგადოებასთან ურთიერთობის, მაგრამ ახლა სრულიად საპირისპიროდ იქცეოდა. -არ მინდა ამაზე ლაპარაკი. -გტკივა? აი აქ... - ხელი გულზე დაადო ნოდომ. გუგა ზედმეტად არ განძრეულა. -კი. -გიყვარს? - თითქოს ზუსტად მიხვდა რაშიც იყო საქმე. -კი. -როგორ? -ტკივილამდე. -სიყვარული გტკივა? - გუგამ მკვლელი გამოხედვით შეხედა. -ცხოვრების სიმწარე. - გაურკვევლად უპასუხა. -ბიჭო, მორჩი ამ უაზრო პასუხების გაცემას, ნორმალურად დამელაპარაკე. იქნებ შეგვიძლია შენი დახმარება. - თანამშრომლებს გადახედა, ერთ-ერთს თვალიც ჩაუკრა ფლირწამ და იდუმალი ღიმილი გამოესახა სახეზე, მაგრამ გუგამ იცოდა რასაც ნიშნავდა ეს ჟესტი. -აუ ახლა იდი ნახუი რა. - გაღიზიანებულმა თავი ძლივს შეიკავა. - რამდენჯერ უნდა გითხრა შემეშვი-მეთქი. - წამოდგა და ხელი ჰკრა. თვალებში ცეცხლი უგიზგიზებდა. *** „უნდა დავწყნარდე, უნდა დავმშვიდდე.“ - ფიქრობდა ნინო და იმ ხერხს მიმართა, თითქმის ყოველთვის რომ შველოდა და იდეალური წამალი იყო მისთვის. კარგზე დაიწყო ფიქრი. ღრმად ამოისუნთქა, კვლავ ჩაისუნთქა და ასე, მანამ განაგრძო, სანამ არ დამშვიდდა. მხოლოდ ათი წუთი დააგვიანა, აუდიტორიაში ფრთხილად შეიჭყიტა და მეგობრებს მიესალმა. სოფომ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. აუდიტორიის კარები ჩუმად გააღო და ლექციაზე შეპარვა სცადა, როცა მზევინარი დაფისკენ იყო მიტრიალებული და რაღაცას ხსნიდა. ლექტორს ცოტა ყურს აკლდა, სადღაც სამოცი წლის, ჭაღარა და წელში მოტეხილი ქალი იყო, ოდნავ მომაბეზრებელი ლაპარაკიც იცოდა და სტუდენტების უმეტესობა არც კი უსმენდა და ეძინა. ნინომ პირდაპირ გვერდით გაუარა მზევინარს და ის იყო ადგილზე უნდა დამჯდარიყო, რომ... -ნაკაშიძე! - მკაცრად გასძახა ნინოს. საწყლად დადგა შუა აუდიტორიაში და ლექტორს მიაჩერდა. -რატომ აგვიანებ? -ესეც არ იყოს ჰარვარდი რა. - წამოიძახა ირონიულად სანდრომ ბოლო მერხიდან, რომელსაც აქამდე თავი ტელეფონიდან არ აეწია. აუდიტორიაში ბავშვები ახარხარდნენ და მზევინარმა, მკაცრი, დაუნდობელი მზერა ისარივით თვალში გაუყარა ნინოს, შემდეგ ოთახში გამხიარულებულ საზოგადოებას შეავლო თვალი. -ცირკია აქ თუ გაკვეთილი? - სიცილი შეწყდა. -მაპატიეთ... მეტი არ განმეორდება. - მორიდებით ჩაილაპარაკა ნინომ, მაგრამ ამაში დარწმუნებულიც არ იყო. -ნაკაშიძე, ხომ იცით როგორი დამოკიდებულებაც მაქვს დაგვიანებით შემოსვლასთან? - გვარი ისე მკაცრად წარმოთქვა, რომ წამით თავი ერთი უხეირო ვინმე ეგონა, რომელსაც ყველა ზედ უვლის და ფეხებს აწმენდს. მისი ტკივილები განახლდა, მარტოობის გრძნობის შიშიც კვლავ დაიბადა მის ქვეცნობიერში, მაგრამ იმედი ჰქონდა ეს დღე ნორმალურად მაინც ჩაივლიდა, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ მეტყველებდა. ნელ-ნელა უკან იხევდა, რომ თავისი ადგილი სადმე მაინც ეპოვნა იმ გადავსებულ აუდიტორიაში. უმეტესობას არც იცნობდა და სახე გაუწითლდა ბავშვივით, რომ მისცა მზევინარმა შენიშვნა. - თუ აგვიანებ, ჯობია გარეთ მოიცადო ხოლმე და აქ ხელი არ შემიშალო. ახლა კი გთხოვ, დაგვტოვე. - ბოლო სიტყვები ისეთი სიმშვიდით განაცხადა, რომ უეცრად ასეთ ტონზე გადასვლის გამოც თავი კვლავ ცუდად იგრძნო. თავი ზედმეტადაც ჩათვალა, ყველას ფეხებში ვედები, ყველას ვაღიზიანებ და სულ ჩემ ცხოვრებაში რაღაც არასწორს ვაკეთებ, რის გამოც ყველაფერი მე მატყდება თავსო, მაგრამ ამჟამად ნამდვილად ძალიან მკაცრი იყო საკუთარი თავისთვის. რაღა დარჩენოდა, აუდიტორია დატოვა და შემდეგ ლექციამდე საკუთარ ფიქრებში გართული, სიცოცხლეგამწარებული ქალივით გულში მოთქვამდა და ქვითინებდა. *** -აუ რა იდიოტკაა რა, ღმერთო ჩემო, როგორ მაღიზიანებს ეს მზევინარია თუ მზემცინარი. - თანაუგრძნო სოფომ და თვალები ნინოს მიაპყრო. -კარგი რა, რას ჩამოგტირის ცხვირი, წამოდი გავერთოთ. -სანდრო, სულ გართობაზე ნუ ფიქრობ. -აბა, ამ დანგრეულ კედლებში ამდენი ხანი რა გამაჩერებს. ამ თავგასიებულ და ზედმეტცოდნაგადმონთხეულებს თუ არ უსმინე ვერ ვიცხოვრებ ისე... გამოვიდნენ აქ ჭკუის კოლოფები.... ადექი გამოდი დაფასთან... აბა ვის გიწერიათ დავალება... რა დღეში ხარ... იცოდე ქულას საერთოდ არ გაღირსებ... რა ტყუილად ახდევინებთ მშობლებს ფულს... მაგათ ვინ ჰკითხავთ ერთი. წაიტლიკინეს რა. - ისე ზუსტად და ზედმიწევნით გააჯავრა ლექტორებს, რომ გოგოები სიცილით ლამის დაიხოცნენ. მზევინარს განსაკუთრებით, თვალები დაიელმა და ჩლიფინით თქვა: - დაგვიანებული არ დაგინახოთ. თუ დააგვიანებთ გარეთ დაიცადეთ და მეორე ლექციაზე შემოდით. - თავის ხმა დაიბრუნა სანდრომ, ნინოს ხელი დაადო და განაგრძო: - გულს ნუ დაიწყვეტ, ბევრი არც არაფერი აუხსნია. ხომ იცი ამ უნივერსიტეტის ლექტორებს ყველას თავისი წიკები აქვთ, რაღაცით ადამიანებს გვანან, მაგრამ მართლა ცირკს და ზოოპარკს ემსგავსება მგონი. -მადლობა სანდრო. - ცოტა გახალისებულმა მადლიერება გამოხატა. სანდროს ზედმეტსახელად ჯგუფის კლოუნს ეძახდნენ. -გოგო, ის თუ გაიგე ნათია, რომ გაიპარა? -რა? ... სად? - წაიბორძიკა ნინომ. -ის და მისი იდუმალი სატრფო. სვეტიცხოველიდან დაგვირეკა და გვახარა გავთხოვდიო. რა ბედნიერებაა არა? -არც ისე. - ძალით გაღიმება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. უყურებდა მეგობრებს და მათ ნაცვლად ხედავდა სიყალბეს, თითქოს მის გარშემო რეალური არაფერი იყო და ყველა, ვინც თავს დასტრიალებდა უბრალოდ თამაშობდა ბედნიერებას, თამაშობდა მეგობრობას, მათ ნამდვილ სახეს კი არავის აჩვენებდნენ. მისი წამიერი სისუსტე გაახსენდა დღეს დილით, გუგამ ყველაფერი დაინახა, ისიც თუ როგორ გადავირიე და გავცოფდი, ალბათ საკუთარ თავს დაადანაშაულებს, მაგრამ მე ვარ დამნაშავე - მის გრძნობაარეულ ფიქრებს მასზე გამარჯვების ნებას არ მისცემდა. - იყავი ძლიერი - ლიზის სიტყვები გაახსენდა და მისი მოგონება კვლავ ღირსეულად რომ შესძლებოდა ასეც უნდა მოქცეულიყო. - მარტო წავიდა? -არა... - ახლაღა ჩაერთო ჩუმად მდგარი საბა. - ხელის მოსაკიდი ადგილი აღარ დარჩა, თორე ჩვენც მივყვებოდით ქემარა. მის კილოზე ყველამ გაიცინა. -ცდილობს სანდროს დაემსგავსოს, მაგრამ არ გამოსდის. კლოუნობა შენი ხვედრი არ არის საბჩიკ. - მისი ხელი აიღო მარიამმა და გულზე დაადებინა. - ნახე როგორ მიცემს ეს გული, შენი სიყვარულით დამწვარ-დაფლეთილი. - ამან კი მის ცეცხლზე ნავთი გადაასხა... -წამო რა გავერთოთ. - ყველა ნაკაშიძისკენ შეტრიალდა. -აბა, სწორდი! სმენა! ახალწვეულებო წინ! - უცებ კმაყოფილად მბრძანებლური კილო მოიხდინა სანდრომ და ორანგუტანგივით მუშტები მკერდზე დაიშინა. ბავშვებს წინ გაუძღვა. - ვიცი სადაც უნდა წავიდეთ. *** გუგამ გადაწყვეტილება მიიღო, რასაც აღარ შეცვლიდა... „მიყვარს? სიცოცხლეზე მეტად, ჩემი სულის ნაწილი მას გავატანე და მის უკან დაბრუნებას ვერ მოვთხოვ. კი არ მიყვარს ჩემი მთელი არსებით შევიგრძნობ მის არსებობას ჩემში, ჩემს გულში, უნებართვოდ და საყვარლად რომ ნებივრობს და შიგნიდან მწვავს, მადნობს. ჩემი ნება, რომ იყოს არასდროს არასდროს არ მივატოვებდი და არც ახლა, მის ტუჩებმოწყურებული, მისი ვნებით სავსე ფერება, გიჟმაჟი და ქარში მოფრიალე წითური თმა. მასზე რომ ვფიქრობ გული ცმუკავს და მასთან ყოფნას ლამობს, ეტყობა როგორი ცეცხლიც არის გულში, გიზგიზებს... არ მიყვარს, რადგან რასაც ვგრძნობ, იმ კავშირებით, რაღაც უფერო და უჩინარი ძაფებით დაკავშირებული და გაერთიანებული ჩვენი არსება, განშორების წამსაც კი ერთად რომ არიან ფიქრებით და ასე მჭიდროდ შეკავშირებული ეს გრძნობა სიყვარულზე მეტია. სიყვარული, ეხ სიყვარული როგორი ძლიერი იარაღია ცუდი ადამიანის ხელში, ხოლო დიდი ტკივილი კარგ ადამიანში. მწარე, როგორც ცოდვით დამძიმებული სული და ტკბილიც, როცა ყველაფერი სულერთია შენთვის. ადამიანის დანიშნულება ხომ სწორედ ის არის, რომ უყვარდეს და არა სძულდეს, მაშინ რატომ ხდება ასე, მიპასუხეთ ვინმემ, რატომ ხდება როცა ყველაფერი კარგად არის, როცა თავს ძალიან ძალიან ბედნიერად გრძნობ, მაგრამ დიდხანს არ გრძელდება, როცა ფიქრობ, რომ მის გარეშე უბრალოდ ვერ გაძლებ, მაგრამ მაინც ისე ხდება, რომ ცხოვრებას აგრძელებ ტკივილით და ყველაფერი გახსოვს ამ დროს. იმის ძალა არ გყოფნის საკუთარი ხელით მოისწრაფო სიცოცხლე და ტანჯვა გრძელდება, შენ კი ელოდები, როდის გაივლის ჭრილობა, ან ელოდები მის მომშუშებელს კვლავ, რომელიც ან მოვა, ან არა. ჩემი ცხოვრება აქ დასრულდა.“ *** -მე არ დაგანებებ თავს.... მე შენს მეტი, არავინ, არავინ არ მყავს. - სადარბაზოში შემოსულმა ნინომ სიმღერა დაიწყო. ბარბაცით მიუყვებოდა კედელ-კედელ, რომ არ წაქცეულიყო, თუმცა სიმთვრალის არა, უფრო სასოწარკვეთილების ბრალი იყო. მთელი დღე ისე კარგად გაატარა მეგობრებთან ერთად გუგა სულ გადაავიწყდა კიდეც და ის ტკივილიც, რომელიც თავისი სულის ამოძახილივით სულ თან დასდევდა და თავს ახსენებდა. თითქოს მუდამ უმეორებდა რა უნდა გაეკეთებინა, როგორ მოქცეულიყო, დამრიგებლის ტონით ესაუბრებოდა და ხშირად იმარჯვებდა კიდეც ეგრეთ წოდებული მეორე „მე“... ის ლიდერი იყო. - მე არ დაგანებებ თავს... მე შენს მეტი არავინ... არავინ მიყვარს. გუგას კარებთან მივიდა და კაკუნი დაიწყო. როგორც შეთანხმდნენ, საღამოს უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, თუმცა კარი არავინ გაუღო. სითამამე მოიკრიბა, მხრებში გასწორდა და გუგას დაუყვირა. კარის გაღებას სთხოვდა, არა მოითხოვდა. ხმას თანდათან უწევდა და შიშიც იპყრობდა, ვაითუ ის მოხდეს, რაზეც ვშიშობდიო. ყვირილზე გვერდითა კარი გაიღო. -რა გსურთ ქალბატონო? ბავშვს ვაძინებ და ნუ ყვირიხართ თუ შეიძლება. მეორედ ასეთი თავაზიანი არ ვიქნები. -სულ ფეხებზე თქვენი ბავშვი, სად არის გუგა? - აგდებული კილოთი კიდევ უფრო ხმამაღალ ნოტზე ჩაირთო. -აქ არანაირი გუგა არ ცხოვრობს და გთხოვთ დატოვოთ აქაურობა. - მბრძანებლური ხმა ჰქონდა უცნობ ქალბატონს და უკვე მოთმინება ეწურებოდა. -გამიღეთ კარები... - ძველებური სიდიადით და კუშტი მზერით ესროლა კარებს სიტყვები და კარს მიღმაც ქალის ხმამ იფეთქა. -ნუ ჩამოიღეთ კარები. - გამოსძახა მასპინძელმა. ნინო ორმაგად გადაირია, ქალის ხმა რომ გაიგო გუგას ბინიდან და მუშტების ტკივილამდე ხეთქვას უმატა. კარი ახალგაზრდა, შინაურულად ჩაცმულმა, ლამაზმა შავ თმიანმა გოგომ გაუღო. მაშინვე შეიჭრა ბინაში და საძინებლის მოძებნა სცადა, დაიბნა. საძინებელი იქ არ იყო, სადაც დატოვა, უკან კი ქალის საუბარი ესმოდა, რომელიც ასევე ყვირილის ზღვარზე იყო. სიმთვრალეს დააბრალა, ალბათ ორიენტაცია დამეკარგაო და ყველა ოთახი დაათვალიერა. ქალი მარტო იყო... -სად არის გუგა. სად არის შე ალქაჯო გუგა-მეთქი. - თმებში უნდა დასწვდომოდა, რომ უკნიდან ამოუდგნენ და ბინიდან ძალით გაიყვანეს. ორი ახალგაზრდა ბიჭი იყო, არცერთი მათგანი არ იყო გუგა. ერთმანეთთან ვერ აკავშირებდა მოვლენებს, დაღლილიყო, უკვე საშინლად მოქანცულს მკაფიოდ უთხრეს მისამართი შეგეშალა აქ გუგა მაჭავარიანი არავინ ცხოვრობს მთელს კორპუსშიო, რადგანაც გამუდმებით მის სახელსა და გვარს იმეორებდა და ცდილობდა დიდი ტორებისგან განთავისუფლებულიყო, რომელთა გამოც თავი სიკვდილმისჯილი ეგონა, რომელიც ძალით მიჰყავთ ელექტრო-სკამზე დასასმელად. სახლის მისამართი ჯერ ძლივს ათქმევინეს, შემდეგ ერთი საჭეს მიუჯდა, მეორე გვერდით დაჯდა, ყოველი შემთხვევისთვის და მუქი წითელი მერსედესი ადგილიდან დაიძრა. ნახევარ საათში უკვე სახლში იყო, მშობლებმა უცნობებს მადლობა გადაუხადეს, რომ პოლიციაში არ დარეკეს და სახლში მოიყვანეს და ბოდიშები უხადეს. მის გონებაში რამდენიმე ტალღად დაიყო აზრები. ერთს სიკვდილამდე მიჰყავდა, მეორეს კი ჯერ სიამოვნების მიღებისკენ, მცდელობისკენ, მაგრამ ბოლოს მაინც ტკივილით სიკვდილამდე. უნდა აერჩია... ფიქრები მკაფიო და აზრიანი იყო, თავი დაირწმუნა, რომ მართლაც კორპუსი შეეშალა და გუგა კვლავ ელოდებოდა, მაგრამ ტელეფონის ზარმა დაიწკარუნა. გუგა იყო. შეტყობინება კი იუწყებოდა: „მშვიდობით!“ _________________________ იმედია მოგეწონებათ, წაიკითხეთ და შემიფასეთ... გაგრძელებაც იქნება. მაინც ვფიქრობ ხოლმე, რომ ისინი კითხულობენ, მხოლოდ ვინც კომენტარს წერენ.. მიხარია აქამდე რომ მომყვებით და თქვენი დიდი მადლიერი ვარ... მადლობა ყველას. შემდეგ თავამდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.