შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაპატიე "დასასრული"


7-10-2015, 16:42
ავტორი buzgu))
ნანახია 2 135

-გაიღვიძე! გაიღვიძე! ჩემთან ხარ!-მეუბნებოდა ქალის ხმა.
-სად ვარ?
-აქ ჩემთან ხარ!
-შენ ვინ ხარ?-რაღაც ძალიან ანათებდა და თვალს მჭრიდა.
-მე? თვალი გაახილე და მიცნობ!-ოდნავ ჩაიცინა ხმამ.
-მე... მე თვალს ვერ ვახელ და მაგიტომ ვერ გხედავ. ვინ ხაარ?
-უკვე ყველაფერი დამთავრდა საყვარელო-ნელ-ნელა თვალი შევაჩვიე ამ სინათლეს და გამოვიხედე კიდევაც. ის ოთახი იყო ზუსტად სადაც ვიყავი, ოღონდ უფრო სუფთა, თეთრი კედლებით. კუთხეებში კამერებიც ეყენა და კაცებიც იყვნენ ოღონს თეთრებში ჩაცმულები და ოთხივეს თეთრი გვირილები ეჭირა ხელში. ბოლოს ქალიც დავინახე, ზურგით იდგა და კარისკენ მიდიოდა საიდანაც ძალიან დიდი შუქი გამოდიოდა.
-ჰეი მოიცა!-დავუძახე ქალს მაგრამ მას უკანაც არ მოუხედავს.
ბოლოს მკერდზე ძლიერი დარტყმა ვიგრძენი, მაგრამ გარშემო რომ მიმოვიხედე არავინ იყო. კიდე ერთი დარტყმა და აი ვიღაცის ხმა გავიგონე. მის გარდა ბევრ ადამიანის ხმა ისმოდა მაგრამ ამ ვიღაცის გამოკვეთილად. კაცი იყო და იძახდა "მუხტი"-ო. ეს ერთხელ კიდევ თქვა და დავშორდი იმ თეთრ ოთახს, სინათლე ნელნელა ბნელად გადაიქცა და სახეზე სისველე ვიგრძენი.
თვალი გავახილე და მაშინვე წყლის წვეთები დამეცა ზემოდან. გარშემო მიმოვიხედე, ნაცნობი ადგილი იყო. უკან უღრანი ტყე ზემოდან კი რამდენიმე ნაცნობი, ერთი "უცნობის" ნაცნობი და რამდენიმე უცნობი სახე დავინახე.
-რაა... რაა... რა მოხდაა...-ამოვილუღლუღე ძლივს და წამოდგომა ვცადე.
-საკაცეზე დააწვინეთ! დროზე საკაცე!-იძახდა კაცი. ამ დროს საკაცეზე დამაწვინეს და როგორც მივხვდი სასწრაფოს მანქანაში მოვხვდი. თვალები მეხუჭებოდა, მეძინებოდა, ძალიან დაღლილად ვგრძნობდი თავს. არ ვიცი რატომ მაგრამ.....
ნაცნობი გარემო დავინახე გაღვიძებისთანავე. ს ა ა ვ ა დ მ ყ ო ფ ო. ღმერთო როგორ შემზიზღდა ეს ადგილი. თავისებური სუნი აქვს აქაურობას. უკვეკედლებშიც გამჯდარია წამლის სუნი. გაღვიძებისთანავე ძალიან მომწყურდა. "წყალი" დავიძახე ჩახლეჩილი ხმით და ხელები გავასავსავე. მაშინვე "უცნობი" მომვარდა და ჭიქა მომაწოდა.
-ლუკა?!
-სახელი?! ჩემი სახელი საიდან იცი?
-შენ... შენ თვითონ მითხარი
-მე არ მითქვამს! რაც გულწასული იყავი ხან ნიკას გაიძახოდი და ხან ჩემს სახელს. ხან "არა"-ო ვერაფერი გავიგე!
-რაო? მე გულწასული ვიყავი?
-ანი ხო კარგად ხარ?-ვედრებით მკითხა ლუკამ.
-არა! არ ვარ კარგად! შენ მის გვერდით იყავი და ... არ შეაჩერე!-ცრემლები წამომივიდა მაგრამ თავის შეკავება შევძელი-მომატყუე!
-ანი! რაზე ლაპარაკობ?
-ლუკა თავს ნუ ისულელებ! გთხოვ! და ახლა დამტოვე!
-ანი რას ამბობ მართლა ვერ ვხვდები!
-ლუკა შენ ნიკას გვერდზე იდექი და არ შეგიჩერებია როდესაც იარაღი დამიმიზნა!-ლუკას გაეცინა და დაცინვით იკითხა.
-მეღადავებით ხო?-მაგრამ რომ შემომხედა და ჩემი გამომეტყველება შენიშნა დასერიოზულდა.
-მოიცა რა... რა იარაღი? ან ვინ ნიკა? რამე გესიზმრა?
-უკაცრავად ვერ გავიგე?
-მომისმინე ახლა რაღაცას გეტყვი კააიი? და მერე დაფიქრდი და გაიხსენე რა მოხდა და რა არა!
-არაფრის თქმა არ არის საჭირო! ისედაც ყველაფერი ნათლად მახსოვს! ახლა კი გთხოვ დამტოვე! არ მოგცემ უფლებას კიდევ რამე დამიშავო!
-ჰეი, ჰეი მოიცააა!!! კარგადმომისმინე! როგორ ამბობ იმას რომ მე შენთვის რამის დაშავება შემიძლია ან ვინმე თუ შნთვის რამის დაშავებას შეეცდება მე მშვიდად გვერდზე ვედგები და ვუყურებ ამ ფაქტს?
-მე ყველაფერი დავინახე დაყველაფერი გავიგე!
-მომისმინე! შენ ვერაფერიც ვერ გაიგე! არ ვიცი სად იყავი, რა გაიგონე, ან რანახე მაგრამ ვიცი რომ რაც ჩემთან ხარ არსად არ ყოფილხარ, ამდაგვარი არაფერი გაგიგონია და არაფერი ასეთი არ გინახავს! მანქანიდან ცამოგიყვანე, გული წაგივიდა და ვეღარ გამოგაფხიზლე, მერე რაღაცეებს ბოდავდი, შემეშინდა და სასწრაფოს დავურეკე. ათ წუთში მოვიდა კიდეც სასწრაფოს მანქანა და ძლივს მოგიყვანეთ გონს. რაღაც მომენტში გულიც კი გაგიჩერდა, პულსი დაეცა, მაგრამ ღმერთის წყალობით კარგად ხარ და მობრუნდა. შენ აზრზეც არ ხარ რაგადავიტანე და რაზე არ ვიფიქრე. შენ თუ რამე დაგემართებოდა დავიფიცე რომ თავს არ ვიცოცხლებდი! შენ კი რაში მდებ ბრალს ან რას იგონებ რომ ვიღაც შენ იარაღს გესროდა და მე მის გვერდით ვიდექი და ვეხმარებოდი. ცოტა ხო უნდა დაფიქრდე ხოლმე რას ამბობ და ვის რას აბრალებ?
მე გავჩუმდი, ენა ჩამივარდა. მაგრამ ბოლოს ჭრილობა გამახსენდა მუცლის არეში რომ მქონდა და ენა შევუბრუნე.
-ჭრილობა? ჭრილობაზე რაღას იტყვი?
-რომელ ჭრილობაზე?
საბანი გადავიხადე მაგრამ... მაგრამ რაა? არაერი მქონდა. გავგიჟდი?! გავაფრინე?! მომელანდა?! არ ვიცი, მაგრამ ის ზუსტად ვიცი რომ ეს ყველაფერი ცხადში მოხდა.
-ანი არ გჯერაა? ანი გთხოოვ! რა გჭირს? მიდი და ექიმებს კითხე, რომლებიც მაშინ იქ მოვიდნენ და გადაგარჩინეს!
-ნიკა სადაა?
-რომელი ნიკა?
-ჩემი მეგობარი... ყოფილი მეგობარი...
-ნიკა ამერიკაში გაემგზავრა მას მერე რაც შენ მასთან ურთიერთობა გაწყვიტე. არ გახსოოვს?
-მართლაა?
-ანი!
-გისმენ?!
-იცი? მე... რაღაცის თქმა მინდა შენთვის და ამით ყველაფერზე პასუხის მიღება...-ამ დროს მარი შემოვარდა და საწოლთან მუხლებზე დაეცა, შეშლილს გავდა. თმები აჩეჩილი ჰქონდა და ჩაცმულობაზე ეტყობოდა რომ რაც ხელში მოხვდა ის ჩაიცვა. ცოტა ვილაპარაკეთ მე და მარიმ. ლუკას მონაყოლი მოვუყევი. მერე მარიც გავიდა. ძალიან გადაღლილი ვიყავი, არ ვიცი რითი მაგრამ თვალი დავხუჭე თუ არა მაშინვე მკვდარივით დამეძინა.
რომ გამეღვიძა პალატაში მიმოვიხედე და ლუკა და მარი დავინახე, ერთმანეთთან საუბრობდნენ. მარიმ დამინახა და წამოდგა.
-მე დაგტოვებთ!-თქვა და გავიდა.
-როგორ ხარ?-მკითხა ლუკამ და საწოლთან ჩაიმუხლა.
-რავი, უკეთესად!
-მარი გავიცანი.
-მივხვდი!-გავიღიმე
-კარგიი გოგოა!-ლუკამაც გაიღიმა
-ხოო? კაია რომ ასე გაგიცვნია!
-მართლააა!!!! :D რაო რაოო? ნიკამ მესროლაოო?-სიცილით თქვა ლუკამ.
-არაფერია. ალბათ დამესიზმრა. ეს რაღაც ხილვასავით იყო.
-მომიყვებიი?
-გთხოვ ოღონდ ახლა არა!
-კაი კაი... აბა? ახლა რას აპირებთ? მალე აქედან გაგწერენ.
-რა ვიცი, ჯერ-ჯერობით არაფერი მაქვს დაგეგმილი.
-მე კი მაქვს!-ეშმაკურად გაიღიმა ლუკამ.
-მეტყვი რა დაგეგმეე?
-რა თქმა უნდა! მაგრამ ჯერ უნდა გაკოცო !
-ეს რა...-ისე მოულოდნელად მოვიდა ახლოს ჩემს პასუხს არც დალოდებია. ისე ტკბილად მაკოცა, ნაზად... მის თბილ სუნთქვას ვგღზნობდი.
-"მაპატიე"-ჩავჩურჩულე ჩუმად ყურში და ამოვისუნთქე.
ექიმმა კარი შემოაღო და ჩუმად ჩაახველა. ლუკა სწრაფად მომცილდა და ქიმს დაელაპარაკა. მერე პალატიდან გავიდა, ექიმი კი მე მომიბრუნდა.
-აბა ქალბატონო ანანო აქ უკვე მეორედ ბრძანდებით-გაიცინა-როგორი შეგრძნებაა?
-არაჩვეულებრივი ექიმო!-მეც გავიცინე.
-ონ ანა, ანა... მოკლედ, სერიოზული არაფერია. ყველაფერი ნამდვილად წესრიგშია, უბრალოდ ზედმეტი ნერვიულობისგან გონება დაკარგეთ! მალე გაგწერთ! რამე კითხვა ხომ არ გაქვს?
-არა ექიმო! მადლობთ!
-მაშინ მე დაგტოვებთ, საღამოს ისევ შემოგივლით!
-კარგით, დროებით.
ზედმეტი ნერვიულობააო? ან იქნებ ღმერთის განგებააოო? ვინ იცის?!... წარსული წარსულში რჩება და მისი გახსენების სურვილი არ მაქვს. გადავწყვიტე ვიცხოვრო აწმყოთ და მომავლით და არა წარსული ცოდვებით. ყოველი ეს წამი დარჩება წარსულში და არანაირი სურვილი არ მაქვს გავიხსენო ისინი. ვიწყებ სრულიად სხვა ცხოვრებას და გადავდივარ ცხოვრების წინასთან სრულიად განსხვავებულ ეტაპზე. მომავალში გაცილებით უკეთესი მელოდება. მე ვიცი მომავალს წარსულზე უკეთესს გავხდი. და გიღჩევთ თქვენც ასე მოიქცეთ. იცხოვრეთ მომავლით, გიყვარდეთ ის ვისაც უყვარხართ, პატივი ეცით მას ვინც პატივს გცემთ და დააფასეთ ის ვინც გაფასებთ. ნურასროს ნუ იწუწუნებთ ბედზე! რადგან ცუდს ყოველთვის მოსდევს კარგი და ამას ვერაფრით ვერ შევჩვლით. ცხოვრებაც ხომ სწორედ ესაა!! იბრძოლეთ სიყვარულისთვის! ადამიანი არარაობაა სიყვარულის გარეშე. ეს სული სიმდიდრე და ღმერთისგან ბოძებული ნიჭია!
............................................................................
ეს არა ანანოს, არამედ ჩემი "ბუზღუ"-ს რჩევაა! გიყვარდეთ საყვარელი ადამიანები და გწამდეთ მოყვასი სანამ ცოცხლები ხართ! ყველაფერი დანარჩენი თავისთავად გამოგივათ მიყვარხართ ყველა

დ ა ს ა ს რ უ ლ ი !
სიყვარულით ბუზღუ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent