მაჩუქე სიყვარული (5)
-არასდროს წარმომედგინა რომ გულში ჩაუკრელად აგიშვებდი სადმე.. ამოვილუღლუღე და ჩემდა უნებურად გონებას კიდე ერთხელ მივეცი იმის საშუალება რომ რეალობისგან დაესვენა. -რა მოხდა? თვალებგახელილს ისევ ნაცნობი სივრცე მეცნო, ისევ პალატაში ვიყავი -გონება დაკარგე, იქაური სივრცე შეუთავსებელი აღმოჩნდა შენს ჯანმრთელობასთან.ნებართვა ავიღე და საქმის განხილვამდე აქ იქნები. -რატომ აკეთებ ამ ყველაფერს?შენ ხომ დარწმუნებული ხარ რომ მე მკვლელი ვარ.. შესვენებით ვლაპარაკობდი რადგან ტკივილისგან სული მეხუთებოდა. ხმას არ იღებდა, სავარძელში ცამჯდარიყო და გამომცდელი მზერით მიყურებდა, თვალი წამით არ მოუშორებია.. -ჩვენდაუნებურად შენობით ლაპარაკზეც გადავედით. ჩაიფხუკუნა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა პალატიდან. სასამართლომდე ორი კვირა რჩებოდა, ორი დაუსრულებელი კვირა, თითქოს ორ საუკუნედ მომეჩვენა, დრო იმდენად იწელებოდა რომ მეგონა გაჩერებას აპირებდა, ერთი და იგივე, დილიდან საღამომდე, მზიდან მთვარებდე, ერთი გრძნობა მონატრება, ტკივილი.. -ჯერ ვერც ვაანალიზებ რომ აღარასდროს გნახავ, რატომ წამართვეს შენი თავი.. ჰმ,, მარტოობამ საკუთარ თავთან ლაპარაკიც მასწავლა, ერთადერთი ვინც გამაკრიტიკებს, ვინც მომისმენს , ისევ ჩემი თავი, ისევ ჩემი ალტერ ეგო იქნება. ჯობია ისევ მე ვიცოდე რას ვგრძნობ ვიდრე სხვებმა. მარტოობამ შეშლაც მასწავლა, თავი ზოგჯერ გიჟიც მგონია, თუმცა ზოგჯერ ჭკვიანად ყოფნას მირჩევნია გიჟი ვიყო , გაგიჟებულ ჭკვიანთა შორი.. დილით განსაკუთრებულმა მზის სხივებმა გამაღვიძა, ჟალუზები ბოლომდე გახსნილიყო, ჩემდა გასაკვირად ექთანს ყოველთვის ვუშლიდი გახსნას, ფანჯარაც ოდნავ გამოღებულიყო, პალატაში სასიამოვნო ლავანდის სურნელი ტრიალებდა, ოხ საიდან ეს ლავანდები? ესეც ჩემდა გასაკვირად, წოლისგან დაღლილი ძლივს წამოვზოზინდი საწოლიდან და კომოდზე მდგარი ლარნაკიდან ყვავილების სურნელი ღრმად შევისუნთქე, დიდი ხანი არ გასულა, თუმცა უკვე ვგრძნობ როგორ მიადვილდება ყოფა, მიუხედავად იმისა რომ არაფერი გამაჩნდა.. ოთახში ნელი შემოტიკტიკდა, ექთანმა ლოგინი გაასწორა და ფუმფულა ხელები წელზე შემომხვია -შვილო, დარწმუნებული ვარ, ასეთი მზიანი დღე ტყუილა არ დაგვათენდებოდა.მთელი ღამის გათენებულს სახეზე ლაღი ღიმილი დასთამაშებდა, და მართლაც, დღევანდელი დღე განსაკუთრებულად ბზინავდა, თუმცა ტკივილი რის ტკივილია, სწორედ მაშინ რომ შეგახსენებს თავს როდესაც კარგად გრძნობ.. ყვავილებს სწრაფად მოვშორდი და ახლა ფანჯრიდან სუფთა ჰაერი ხარბად შევისრუტე, ფილტვები ისე გავავსე თითქოს მეორედ ამის საშუალება აღარ მომეცემა თქო. გარედ მოფუსფუსე ხალხს შევავლე თვალი, ყველა სადღაც ჩქარობდა, ფიქრი იმაზე რომ დღეს შეიძლება თავისუფლებას საბოლოოდ გამოვმმშვიდობებოდი ისევ წამომეშალა..ისევ გუგა და ისევ ეს დანაკლისი გულზე საშინლად რომ მაწევდა..ფიქრებში ისე ვიყავი გაპარული ვერ შევამჩნიე ოთახში შავგვრემანი პოლიციელი როგორ შემოვიდა, ფიქრებიდან მისმა მწველმა სუნთქვამ გამომაფხიზლა რომელსაც მოშიშვლებულ მხარზე ვგრძნობდი -თავს როგორ გრძნობ?ოდნავ შევკრთი, მისმა ბოხმა ხმამ ტანში ერთიანად დამიარა და გამცრა.. -უკეთ, ამოვილაპარაკე ხრიწიანი ხმით და მის სიახლოვეს მოვცილდი, საწოლის კიდეზე ფრთხილად ჩამოვჯექი -აი ეს მამიდაშენმა გამოგიგზავნა, სუფთა ტანსაცმელია. საწოლზე პარკი დადო და პალატიდან უხმოდ გავიდა. -მხოლოდ შენღა გახსოვარ, ჩემო საყვარელო მამიდუკი.. გაბზარული ხმით ამოვიხვნეშე და ტანსაცმელების ჩაცმას შევუდექი. საქმის განხილვა ზანტად მიდიოდა, ისევ წარსული, მოგონებები რომლებიც მოსვენებას არ მაძლევენ ..საშინელი ჭორიკნები და კეთილი დედაბერები, ვიღაცის მწველი მზერები, ვიღაცის უაზროდ წამოსროლილი ფრაზები, ბრალდება.. -ჩემი მოწმეების თქმით ისინი შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ, არანაირი ჩხუბის ხმა არ გაუგიათ ,მათი კარის მეზობლებს, არც იარაღი იყო ნაპოვნი რომლითაც იყო მოკლული გუგა მეტრეველი. ნონა ფაქტებს და სამხილებს აერთიანებდა და ჩემს თვალში მორიგ იმედს სახავდა. ბოლოსდაბოლოს წამოდგა მსაჯი -საქართველოს უზენაეს სასამართლოს გამოაქვს დასკვნა ! ბრალდებულ ელენე ჯოხაძეს მოეხსნას ყველა ბრალდება.. დანარჩენმა სიტვებმა ყურს იქით ჩამიქროლა, წამიერად გაფერადდა ჩემი გაშავთეთრებული ცხოვრება, თვალში მხოლოდ ნონას მომღიმარი სახე მომხვდა, საკნიდან გამომიყვანეს თუ არა მჭიდროდ მომეხუტა -შენ რომ არ გამომეყვანე აქედან ალბათ თავს მთელი ცხოვრება არ ვაპატიებდი. -უღრმესი მადლობა ქალბატონო ნონა.. მოზღვავებული ცრემლები მუჭით შევიმშრალე და უფრო მაგრამ მოვეხვიე -ქალბატონო არა, დღეიდან ჩვენ მეგობრები ვართ, კარგი ელენე? რაც არ უნდა დაგჭირდეს, როგორც არუნდა გაგიჭირდეს, გთხოვ არ დაივიწყო რომ გყავს ერთი კარგი მეგობარი, რომელიც ყოველთვის მოგისმენს და დაგეხმარება.. სახეზე ჩამოყრილი თმები ყურს უკან გადაიწია ისე თბილად გამიღიმა, მთელი მისი სითბო გულში ჩამეღვარა. გარეთ მამიდაჩემი გველოდა, სასამართლო შენობიდან გამოსულმა ახლად დაბერილი ჰაერი ფილტვებში გადავუშვი და მომღიმარი სახით მამიდასკენ წავედი რომელსაც ხელები გულზე გადაებჯინა და გულამოსკვნით ტიროდა -ჩემო გოგონა, ჩემო საბრალო, მოგიკვდეს მამიდა შენ, რა დღეში ჩაგაგდეს,, -ჩემო მამიდუკი, ნუღარ იფიქრებ, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, ახალ ცხოვრებას დავიწყებთ, მე და შენ, ჩემო ლამაზო მამიდა. ხელის გულებით შევუმშრალე დასველებული ლოყებ, შემდეგ ადვოკატს მიეხუტა -შენ დაგლოცოს უფალმა, შენ შვილო, იხარე და იბედნიერე.. დაუკოცნა აფარკლული ლოყები ნონას და ისევ ჩემსკენ გადმოინაცვალა. -შვილო , ხომ ჩემთან წამოხვალ, უარი არ გამაგონო იცოდე დედი..შეიცხადა თავისივე ნათქვამი ლალიმ. -როგორც არ უნდა მინდოდეს შენი შეწუხება სხვა გზა ნამდვილად არ მაქვს მამიდა.. აცრემლებული თვალები შევიწმინდე და სწრაფად გამოვეცალეთ იქაურობას.. სახლამდე ნონამ მიგვიყვანა, მობილურის ნომერი დამიწერა და მთხოვა საღამოხანს აუცილებლად გადამერეკა. მამიდას სახლი, ოჰ ღმერთო ჩემო რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ, თავს დანაშავედაც კი ვგრძნობდი, იმდენად ვიყავი გუგათი და ჩვენი სიყვარულით გატაცებული რომ სხვა აღარავინ მახსოვდა.. ძველებური იერფერის, ლამაზად მოწყობილი სახლი იყო, მამიდას ჩემთვის ნათიას ოთახი გაენთავისუფებინა უკვე, -როგორ არის ნათია მამიდა? ცოტა დაღლილს ძლივს აღმომხდა ხმა. -ეხ შვილო, იმისი ამბავი შენთან რა მოსატანია მაგრამ არც ჩემი გოგოა კარგ სიტუაციაში. -რატო რამოხდა ? რა დაემართა ნათიას. ავღელდი -ეხ შვილო , ქმარს გაშორდა და დღე დღეზე ველოდები რომ ჩამოვა, ასე თქვა ახლა ყველაზე მეტად ელის ვჭირდები და აქ რა გამაჩერებსო. -რატომ გაშორდა ნიკას, რგორც მახსოვს კარგი ბიჭი იყო, ასე უცაბედად რა დაემართათ, -აბა რავიც შვილო, კი ვუთხარი ნუ იჩქარებ დაფიქრდი იქნებ მოაგვარო ქმართან ურთიერთობა თქო, მაგრამ რაღა დროსი უკვე 1 თვეა განქორწილებულნი არიან და ახლაღა მეუბნევა. ნათიას ამბავმა ნამდვილად ამაღელვა, რაუნდა მომხდარიყო რომ ნიკას გაშორებოდა.. არაუშავს, ჩამოვა და ყველაფერს გავიგებთ.. ღონემიხდილმა ძლივს მივაღწიე ჩემთვის განკუთნილ ოთახამდე და ძალაგამოცლილი გადავწექი რბილ საწოლზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.