შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითობა არ არსებობს (2)


8-10-2015, 21:20
ავტორი elenika.13
ნანახია 3 233

როცა გონს მოვიდა, ნელ-ნელა ახედა მაღალ სხეულს. კედებიდან მზერა ჯინსის შარვალზე გადაიტანა, შემდეგ მაღლა აუყვა და თეთრ მაისურს მოჰკრა თვალი , საიდანაც პატრონის ნავარჯიშები სხეული გამომწვევად უცქერდა. როცა სახემდე მივიდა ღიმილი სახეზე შეაშრა. ის უზრდელი ირონიული მზერით უყურებდა მას. მარიამს ენა პირში ჩაუვარდა და ვერაფერი თქვა, არადა როგორ უნდოდა მისი გემრიელად გამოლანძღვა. ბოლოს ხმა ისევ ბიჭმა ამოიღო.
-შენ რა უკან დამყვები?-ჰკითხა სარკასტულად. მარიამი გაშრა, გაბრაზდა და საშინლად გაღიზიანდა. მგონი პირველად გაუჩნდა ადამიანის მოკვლის სურვილი. უნდოდა მასაც მშვიდად და ირონიულად დაებრუნებინა პასუხი, მაგრამ ისე იყო გაბრაზებული ვერ მოახერხა და მისი სიფიცხე პასუხსაც დაეტყო.
-რა?! მე დაგყვები შენ?! ხო სულ შენ დაგყვები, მეტი საქმე არ მაქვს. ვინ ხარ საერთოდ ამხელა წარმოდგენა რომ გაქვს შენს თავზე?-მიახალა მკვახედ.
-ასე თუ გაინტერესებს გეტყვი. მე გეგა ონიანი ვარ. შენი სახელი შემახსენე ლამაზო...- ბოლო სიტყვამ განსაკუთრებით გაამწარა, რადგან მასში იმდენი ირონია იყო ჩაქსოვილი კინაღამ მივარდა და დაკორტნა მისი ოდნავ წამოზრდილი ფრჩხილებით.
-მე შენთვის ჩემი სახელი არ მითქვამს, ამიტომ თავს ნუ აიტკიებ და ნუ ეცდები მის გახსენებას, რადგან ვერანაირად ვერ გაიხსენებ.-უთხრა ნიშნისმოგებით და თვალი ჩაუკრა. გაუხარდა რომ საკადრისი პასუხი გასცა ამ გორილას.
-ჰაჰ როგორ ზრუნავ ჩემი თავის ტკივილზე. ისე მართალი ხარ, აუტკივარ თავს არ ავიტკივებ, მარიამ.-მისი სახელი განსაკუთრებით ხაზგასმით წარმოთქვა. მარიამი გაოგნებისგან პირდაღებული უყურებდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. სანამ გონს მოვიდოდა გეგა უკვე წასული დახვდა. დიდხანს იჯდა ასე გამოშტერებულივით. ბოლოს სიცივემ შეაწუხა და ისევ ჩაფიქრებული შევიდა ოთახში. საწოლზე წამოწვა და ფიქრი განაგრძო. უკვირდა, მას ხომ თავისი სახელი არ უთქვამს. „იმედია ძილში არ ვბოდავდი“ გაიფიქრა და მისსავე გაფიქრებულზე ხმამაღლა გაიცინა. „გეგა ონიანი. სვანი. ჰმ. არ მიკვირს. ეტყობა ხასიათზე.“ და აღარ ახსოვს როდის ჩაეძინა გეგაზე ფიქრში... დილას ადრიანად გაეღვიძა. თავი მოიწესრიგა და სასტუმროს ბუფეტში ჩავიდა, სადაც თვითმფრინავის პილოტი შეხვდა. პილოტმა კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში ამ ინციდენტისთვის და აუხსნა, რომ შესაძლებელი იყო აქ დარჩენა კიდევ 2-3 კვირით გამხდარიყო საჭირო, ხოლო სასტუმროს ხარჯებს თვითონ დაფარავდნენ. დილიდანვე ხასიათწამხდარი ისევ აპარატთან მივიდა და ყავა დალია. მოსამსახურე პერსონალს სთხოვა სპორტულ დარბაზამდე მიეცილებინა და მინის კარი უნდა შეეღო, როცა გამჭვირვალე კარიდან დაინახა, რატომღაც უკვე კარგად ნაცნობი სილუეტი. გეგა მისგან ზურგით იდგა და გირებზე ვარჯიშობდა. წელსზემოთ შიშველი იყო და ქვემოთ კი ბრიჯი ეცვა. მარიამი ადგილზე გაქვავდა. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და გაშტერებით დაუწყო თვალიერება ბიჭის მომხიბვლელ სხეულს. გონს მაშინ მოვიდა როცა გეგა მისკენ შემოტრიალდა. მარიამიც სწრაფად გახტა გვერდით და კედელს ამოეფარა.
-ჯანდაბა მარაიმ ჯანდაბა. ეს რა ქენი? ასე რამ გამოგაშტერა? რა იყო წელსზევით შიშველი ბიჭი არ გინახავს?-ფიქრობდა და თავის თავს ლანძღავდა მარიამი. ცხადია, ამ შემთხვევის შემდეგ სრულიად დაეკარგა ვარჯიშის სურვილი და ოთახში ავიდა. საუზმეც იქ მიირთვა და აღარ იცოდა მოწყენილობისგან რა გაეკეთებინა. უკვე შუადღე მოსულიყო და საკმაოდ დასცხა. ამიტომაც გადაწყვიტა აუზზე გასულიყო. როგორც აღმოჩნდა აუზი ბოლო სართულზე გაეკეთებინათ და მზის სხივები წყალზე საოცრად ირეკლებოდნენ. აუზზე საკმაოდ ბევრი ხალხი მოგროვილიყო, მაგრამ თავისუფალი ადგილის მონახვა არ გაჭირვებია და ერთ-ერთ შეზლონგზე დააწყო თავისი ნივთები. შემდეგ კი სარაფანი გაიხადა და ალბათ წარმოიდგენთ მამაკაცების ვნებიანი და ქალების შურიანი მზერა რა სისწრაფით მიიქცია. გოგონამ ვითომც არაფერიო ისე გასწია აუზისკენ. წყალში ნელა და გრაციოზულად ჩავიდა. შემდეგ კი მოხერხებულად მოიქნია ხელები და ქალთევზასავით გაცურა. მისი ქერა თმა წყალში საოცრად ლამაზი მოჩანდა, მის სხეულზე რომ აღარაფერი ვთქვათ. საკმაოდ გრილმა წყალმა შვება მოჰგვარა და ნასიამოვნები გაწვა წყლის ზედაპირზე. თვალდახუჭული ლივლივებდა , როცა უეცრად ფეხში ვიღაცამ ჩაავლო და ფსკერისკენ ჩაათრია. მარიამს შიშისგან და მოულოდნელობისაგან კინაღამ გული გაუსკდა. პანიკამ მოიცვა. ეგონა რომ მოკვდებოდა, მაგრამ აქამდე დახუჭული თვალები რომ გაახილა და წყალში გეგა დაინახა, მიხვდა რაშიც იყო საქმე. არადა ეგონა რომ ვიღაც მის მოკვლას აპირებდა. ბიჭის დანახვამ კი რატომღაც დაამშვიდა და თავისი ყვინთვის ოსტატობა გამოიყენა წყალში უფრო დიდხანს გასაჩერებლად, მაგრამ ბოლოს ვეღარ გაუძლო და წყლიდან ხმაურით ამოყვინთა. რამოდენიმე წამში ონიანიც ამოჰყვა. გოგონამ ამოსუნთქვის საშუალებაც არ მისცა მასთან ახლოს მიცურა და ლანძღვა დაიწყო.
-სულ გააფრინე ხომ? რომ დავმხრჩვალიყავი რას იზამდი?-ჰკითხა გულამომჯდარმა და პასუხს წარბაწეული დაელოდა.
-წყალი არ ვიცი, მაგრამ ახლა მე კი ნამდვილად დაგახრჩობ კოცნით.-ეს თქვა და და ისე მოულოდნელად დაეტაკა მარიამს ტუჩებზე გოგონამ გაფიქრებაც კი ვერ მოასწრო. არ დავიწყებ იმის თქმას, რომ ეს მისთვის პირველი კოცნა იყო და ბლა ბლა ბლა. მისთვის ეს არც პირველი იყო და არც უკანასკნელი, მაგრამ უნდა აღიაროს, რომ ძალიან სასიამოვნო იყო მისთვის ეს კოცნა. ისე მოულოდნელი იყო გეგას საქციელი, რომ გააზრებასთან ერთად კოცნაში აყოლაც ვერ მოასწრო. გამოუცდელი გოგოსავით განაბული ლივლივებდა წყალში და ამ სიამოვნებას ბოლომდე ირგებდა. როცა ბიჭი მის ტუჩებს მოშორდა მარიამმა სწრაფად მოირგო გაბრაზებული „როჟა“ და წარბაწეულმა გახედა ბიჭს.
-მეორედ ეგ არ გაიმეორო.-უთხრა სერიოზული და მკაცრი ტონით და აუზის ბოლოსკენ გაცურა.ზურგს უკან კი გეგას ჩაცინების ხმა მოესმა და უფრო მეტად მოეშალა ნერვები. აღიარებს, რომ გეგას კოცნამ ჭკუიდან გადაიყვანა და მის მიმართ სიმპატიითაც განეწყო, მაგრამ ჯერჯერობით არ აპირებს თავისი სიმპათიის გამოვლენას და მის ემოციებს უკარება ქალის როლის თამაშით მალავს. სანამ პირველ ნაბიჯს გეგა არ გადადგამს თვითონ არაფრის გამკეთებელი არ არის.
-და მაინც, რა კარგი კოცნა სცოდნია-ფიქრობდა ღიმილით და თავისი ოთახისკენ მიიწევდა.

---------------------
მოგესალმებით ყველას. დიდი ხანია ამ ისტორიის დადება მინდოდა და როგორც იქნა დავდე. თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ძალიან გთხოვთ თქვენი აზრი დააფიქსიროთ ყველამ. მიყვარხართ ძალიან და მადლობა ყურადღებისთვის <3



№1  offline წევრი cancara

Kaia kai male dade

 


№2 სტუმარი lizazu

ძალიან მომწონს და გააგრძელე არ შეწყვიტო რა

 


№3 სტუმარი nino

გააგრძელე კარგია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent